Nazarishvilis Klinika

Anrufen Service kontaktieren

Nazarishvilis Klinika ��

დღეს ჩვენს კლინიკაში კომპანია ,,ნატურლენდმა” პატარა პაციენტებისთვის სასიამოვნო აქცია ჩაატარა.                           ...
12/06/2026

დღეს ჩვენს კლინიკაში კომპანია ,,ნატურლენდმა” პატარა პაციენტებისთვის სასიამოვნო აქცია ჩაატარა. გულითად მადლობას ვუხდით კომპანიას ამ კეთილი ინიციატისვისთვის. ჩვენს პატარებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას,ღიმილსა და ბედნიერ დღეებს !🫶🫶🫶

19/05/2026

ძვირფასო ოჯახის ექიმებო,

გილოცავთ ოჯახის ექიმების საერთაშორისო დღეს!
თქვენი პროფესიონალიზმი, გულისხმიერება და ყოველდღიური ზრუნვა თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.

თქვენ ხართ ადამიანები, ვინც მედდებთან ერთად მუდამ პირველნი დგახართ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს, აძლევთ პაციენტებს უსაზღვრო მხრდაჭერასა და უსაფრთხოების განცდას..გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს!

ნაზარიშვილის კლინიკაში წარმატებით გრძელდება უპგ ტრეინინგები,მათ შორის ,,გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი დახმარება ...
30/03/2026

ნაზარიშვილის კლინიკაში წარმატებით გრძელდება უპგ ტრეინინგები,მათ შორის ,,გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაუდებელი დახმარება პჯდ-ში”.

25 მარტს, სამტრედიის მეათე საბავშვო ბაღში, ბაღის გამგის,  ქეთევან შაშიაშვილის ორგანიზებით, ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის...
27/03/2026

25 მარტს, სამტრედიის მეათე საბავშვო ბაღში, ბაღის გამგის, ქეთევან შაშიაშვილის ორგანიზებით, ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრისა და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,გულთა კავშირის“ ეგიდით, ჩატარდა უფასო სამედიცინო კვლევების აქცია.

ვიზიტის ფარგლებში, ბავშვები ადგილზე შეამოწმეს ოჯახის პედიატრმა, ეკა ხარაბაძემ და ბავშვთა ნევროლოგმა, იზოლდა კაპანაძემ.

აღსაღნიშნავია, რომ მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები უკვე წლებია, ტრადიციულად იმართება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

27/03/2026

25 მარტს, სამტრედიის მეათე საბავშვო ბაღში, ბაღის გამგის, ქეთევან შაშიაშვილის ორგანიზებით, ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრისა და ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,გულთა კავშირის“ ეგიდით, ჩატარდა უფასო სამედიცინო კვლევების აქცია.

ვიზიტის ფარგლებში, ბავშვები ადგილზე შეამოწმეს ოჯახის პედიატრმა, ეკა ხარაბაძემ და ბავშვთა ნევროლოგმა, იზოლდა კაპანაძემ.

აღსაღნიშნავია, რომ მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები უკვე წლებია, ტრადიციულად იმართება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გემშვიდობებით, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!არ მოაკლოთ ლოცვა-კურთხევა თქვენს სამწყსოს - სრულიად საქართველოს!
22/03/2026

გემშვიდობებით, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

არ მოაკლოთ ლოცვა-კურთხევა თქვენს სამწყსოს - სრულიად საქართველოს!

31/12/2025

ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი გილოცავთ დამდეგ შობა -ახალ წელს! ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2026!

რა მძიმეა ასეთი ამბის სიტყვებად გადაქცევა... მაგრამ გული და ხსოვნა, რომელსაც ვახო ადამიანებში ტოვებდა, ყველაზე ნათელი სი...
11/09/2025

რა მძიმეა ასეთი ამბის სიტყვებად გადაქცევა... მაგრამ გული და ხსოვნა, რომელსაც ვახო ადამიანებში ტოვებდა, ყველაზე ნათელი სიტყვებით გვინდა გამოვთქვათ; ვახო ექიმი – სიმშვიდის და სინათლის ადამიანი; არ არსებობს სიტყვა, რომელიც ბოლომდე გადმოსცემს იმ შოკს, იმ ტკივილს, რაც ვახოს დაკარგვამ დაგვიტოვა...
ორშაბათს სამსახურში დაგვხვდა — ღიმილით, ხუმრობით, იმ ბუნებრივი სიკეთით, რაც მხოლოდ მის ხასიათს შეეძლო. სამშაბათს კი სამყარო შემოგვეცალა. ხმამაღლა ტირიან პაციენტები, რომლებიც მისი თბილი სიტყვით, მისი ხელით განიკურნენ. ჩვენ, მისი თანამშრომლები, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებთ, გონება ვერ ეჩვევა რეალობას, რომ აღარ გვყავს ვახო. ვახო იყო წყნარი, მშვიდი და საოცრად გაწონასწორებული ადამიანი; ისეთი, ვინც ხმას არასდროს აუწევდა, მაგრამ მის სიტყვას ყველანი ვუსმენდით. ჰყავს ერთი შვილი — მამუკა, 14 წლის ბიჭი, რომელსაც მუდამ თვალებში სითბოთი უყურებდა. მხარში მუდამ ედგა მისი მეუღლე თამუნა ჩინჩალაძე — ქალბატონი, რომელსაც ყველა იცნობს, როგორც საოცრად კეთილ და გულით მზრუნველ ადამიანს. ვახო იყო ის თანამშრომელი, ვის გვერდით ყოფნაც სასიამოვნო იყო. არასდროს გეტყოდა უარს დახმარებაზე. შენს გასაჭირს თავისად მიიღებდა. პაციენტებისთვის ის არ იყო უბრალოდ ექიმი — ის იყო ადამიანი, ვისაც ენდობოდნენ, ვისაც შიშით კი არა, იმედით აკითხავდნენ. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის გრძნობა, რომელიც გულიდან მოდის. ეს არის ჩვენგან თითოეულის ცრემლი, მადლიერება და სიყვარული — კაცისადმი, რომელმაც სიყვარულით ყველა ჩვენგანი გაამდიდრა. დღეს ვახოს გარეშე თითქოს დაცარიელდა ნაზარიშვილის კლინიკა; თუმცა მის სიმშვიდეს, მის ღიმილს და მის ხასიათს დროც კი ვერ წაშლის...

ქუთაისის ისტორიას ოჯახები ქმნიან თავიანთი გენეტიკით, ღირებულებებით, პროფესიონალიზმით.ქეთი მერკვილაძე მართლაც გამოირჩეოდა...
10/07/2025

ქუთაისის ისტორიას ოჯახები ქმნიან თავიანთი გენეტიკით, ღირებულებებით, პროფესიონალიზმით.
ქეთი მერკვილაძე მართლაც გამოირჩეოდა და გამოირჩევა საამაყო ოჯახით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მემკვიდრეობით გადმოეცა ჰუმანურობა და ადამიანების სიყვარულია. ყველა პაციენტისთვის ქეთი ექიმი იყო იმედი, რწმენა, სიკეთე...მდიდრული გარეგნობით , დიდი და კეთილი გულით გამორჩეული ქეთი ექიმი, დღეს ჩვენი ოჯახის, ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ტკივილია...ვდუმვართ ტკივილით, სიტყვები გვეკარგება...ცრემლებად მოდის გულისტკივილი და დარდი...
ქეთი წავიდა...ქეთიმ დაგვტოვა... ქეთი გვენანება...ქეთის ღიმილი მოგვენატრება...ჩვენი დარდი და მდუმარებად ქცეული სიყვარული...

ჩვენო საყვარელო ექთნებო, ნაზარიშვილის კლინიკა გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!!! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარ...
12/05/2025

ჩვენო საყვარელო ექთნებო, ნაზარიშვილის კლინიკა გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!!! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს!!!

Adresse

თამარ მეფის ქ #5
Wels
4600

Öffnungszeiten

Montag 09:30 - 17:30
Dienstag 09:30 - 17:30
Mittwoch 09:30 - 17:30
Donnerstag 09:30 - 17:30
Freitag 09:30 - 17:30

Telefon

+431250227

Website

Benachrichtigungen

Erfahren Sie als Erste/r von Neuigkeiten und Aktionen: Wir schicken Ihnen eine E-Mail, wenn Nazarishvilis Klinika etwas veröffentlicht. Ihre E-Mail-Adresse wird für keinen anderen Zweck verwendet, und Sie können sich jederzeit abmelden.

Service Kontaktieren

Nachricht an Nazarishvilis Klinika senden:

Verknüpfungen

Gesponsert

Teilen