ხერხემლის სახლი House of Spine

ხერხემლის სახლი House of Spine საორგანიზაციო

როგორ ყალიბდება თიაქარი და პროტრუზია?პრობლემა წარმოიქმნება,როცა სუსტდება და ილევა მალებს შორის დისკები.იცოდით,რომ მალთაშ...
26/08/2025

როგორ ყალიბდება თიაქარი და პროტრუზია?

პრობლემა წარმოიქმნება,როცა სუსტდება და ილევა მალებს შორის დისკები.
იცოდით,რომ მალთაშუა დისკს დღის განმავლობაში შეუძლია 10-25% სითხის დაკარგვა (დაახლოებით 4 საათი ფეხზე)?
სამწუხაროდ ხერხემლის თიაქარი და პროტრუზია გამოწვეულია ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესისაგან

ნუ მიცემთ დაავადებას პროგრესირების საშუალებას - მხოლოდ სწორი მოძრაობა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა

ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ზის თქვენი შვილი, როცა ასრულებს საშინაო დავალებასდროული შენიშვნა და სწორი აღზრდა გვეხმარება...
26/08/2025

ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ ზის თქვენი შვილი, როცა ასრულებს საშინაო დავალებას

დროული შენიშვნა და სწორი აღზრდა გვეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ვფიქრობთ დაგვეთანხმებით, რომ სასიამოვნოა უყურო ადამიანს სწორი ტანადობით:
ლამაზი სიარული,
სწორი ზურგი
გაშლილი მხრები.

ვინ არის დამნაშავე თუ ბავშვი მოხრილია?🤔 ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა უყურადღებობა☝

იზრუნეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე! ისინი ჩვენი მომავალია! ❤️🙏

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მხრის ტკივილს. ყველაზე გავრცელებული მიზეზია მხრის სახსრის ტენდინიტი, რომ...
16/08/2022

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს მხრის ტკივილს. ყველაზე გავრცელებული მიზეზია მხრის სახსრის ტენდინიტი, რომელსაც ახასიათებს მყესების შეშუპება.

მხრის ტკივილი შეიძლება იყოს სხეულის სხვა ნაწილის დაზიანების შედეგი, მაგალითად კისრის ან მხრის ორთავა კუნთის.

მხრის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებია:

● ართრიტი;

● მხრის ან ბეჭის ძვლის მოტეხილობა;

● მხრის კუნთების დაჭიმულობა;

● ზურგის ტვინის დაზიანება;

● გულის შეტევა.

მხრის სახსრის ტკივილი
მხრის სახსარი ადამიანის სხეულის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც მისი ანატომიური სტრუქტურის გამო შეუძლია შეასრულოს მრავალმხრივი მოძრაობები. როგორც კი ამ მექანიზმში, თუნდაც მცირედით, რაიმე ზიანდება, მისი ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა.

როდესაც საქმე ეხება სერიოზულ დაზიანებას, რთულია დაუყოვნებლივ ტკივილის მიზეზის განსაზღვრა. დამატებით, მას ყოველთვის აქვს მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ხანგრძლივი ტკივილი და გართულებები მომავალშიც.

მხრის გაციება
მხრის გაციების დროს ხდება მხრის კუნთების მტკივნეული შეკუმშვა და დაჭიმვა, რომლის დროსაც ეფექტურია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში. იგი ეხმარება სისხლის ნაკადს უკეთ მოძრაობაში და ამსუბუქებს სახსრის ტკივილს. ასევე, არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც გეხმარებათ მხრის დაჭიმულობის შემცირებაში.

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება არის თბილი კომპრესები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში მკურნალობისას. თუმცა, თუ რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილი არ შემცირდა (ან გაუარესდა), საჭიროა მიმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს, ხომ არ არსებობს ტკივილის სხვა, უფრო სერიოზული მიზეზი.

მხრის სახსრის ართრიტი
ართრიტი არის სახსრის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს. მხრის ართრიტის სიმპტომებში შეიძლება აღინიშნოს ასევე სიწითლე, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა.

ართრიტის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ცივი კომპრესები, მათი გამოყენება შეიძლება დღეში რამდენჯერმე და შესანიშნავია ტკივილის დასაამებლად. ზოგიერთი ადამიანისათვის კი სითბო უფრო მეტად აყუჩებს ტკივილს, ამიტომ ისინი თბილ კომპრესებს იყენებენ.

ასევე, შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობა, თუმცა იგი დამოკიდებულია დაავადების სახეზე და სიმწვავეზე.

მხრის წნულის ანთება
მხრის ნერვული წნული არის ნერვების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ზურგის ტვინიდან მხარში, ხელსა და მტევანში გადაეცემა ნერვული იმპულსები. მისი დაზიანების დროს ვითარდება ძლიერი ტკივილი.

მხრის წნულის დაზიანების გამომწვევი მიზეზებია:

● სამშობიარო ტრავმა;

● სპორტული ტრავმა;

● ოსტეოქონდროზი;

● სიმსივნე;

● სხივური თერაპია.

მხრის ართროზი
მხრის ართროზი მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომელიც იწვევს სახსრის შემადგენელი კომპონენტების ნორმალური შემადგენლობისა და ფუნქციების დარღვევას. ართროზის დროს ზიანდება სახსრის ყველა ქსოვილი და იწვევს მხრის ტკივილს.

მხრის ართროზის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პირველადი, ასევე მეორადი.

პირველადი - არ აქვს კონკრეტული მიზეზი, ის დაკავშირებულია ასაკთან, გენებთან და სქესთან. ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ვიდრე მამაკაცები.
მეორადი - აქვს გამომწვევი მიზეზები, როგორებიცაა ტრავმა, მხრის ამოვარდნა, ინფექცი. მძიმე ფიზიკური სამუშაო და სპორტი, რომელიც ხელს უწყობს ართროზის განვითარებას.
მხრის მყესის დაჭიმვა
მხრის მყესის დაჭიმვას თან ახლავს მხრის ტკივილი, დისკომფორტი როგორც მოძრაობისას, ისე უმოძრაობის დროს. პაციენტების უმრავლება ხშირად ტყუვდება გამოჯანმრთელების ილუზიით, რაც ხშირად ახასიათებს მყესის დაჭიმულობას. თუმცა, მოძრაობისას ტკივილი ისევ ახსენებს თავს, ამჯერად გაძლიერებულად.

მყესის დაჭიმულობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

● მხრის ტკივილი მოძრაობის დროს;

● სახსრების შეშუპება;

● ჰემატომა (სისხლჩაქცევა), ტრავმული უბნის სიწითლე და ტემპერატურის მატება;

● შეშუპების გაძლიერება.

კიფოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის გამრუდება, რომლის შედეგად ზურგის არეში ვითარდება კუზი. შემთხვევების უმ...
16/08/2022

კიფოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის გამრუდება, რომლის შედეგად ზურგის არეში ვითარდება კუზი. შემთხვევების უმეტესობაში დაავადება ვითარდება სქოლიოზის პარალელურად. კიფოზი ბავშვებში ვლინდება 6-12 თვის ასაკში.

დაზიანების ადგილიდან გამომდინარე გამოიყოფა:

· კისრის კიფოზი;

· მკერდის კიფოზი;

· წელის კიფოზი;

· გავის კიფოზი.



მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:

· მემკვიდრეობითი ფაქტორი;

· ნაყოფის განვითარების დარღვევა;

· დაავადებების გართულება (პოლიომიელიტი, ბავშვის ცერებრიალური დამბლა), რაც იწვევს ზურგის კუნთის დამბლას;

· ხერხემლის ტრავმები;

· არასწორი პოზა;

· ოსტეოქონდროზი;

· ხერხემლის ოპერაციები;

· ხერხემლის სიმსივნე.



სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:

· ზურგის და კისრის არეში მწვავე ტკივილი;

· ხერხემალში შებოჭილობის გრძნობა;

· ზურგის ძლიერი გამრუდება (45 გრადუსზე მეტით);

· სისუტე, კიდურების მგრძნობელობის დაკრგვა;

· ზურგის ტვინის ნერვების დახშობა;

· გულის მუშაობისა და სუნთქვის დარღვევა.



დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც ნიშნავს:

· ფიზიკურ გამოკვლევას;

· ხერხემლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;

· ხერხემლის კომპიუტერულ ტომოგრაფიას;

· ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;

· ნევროლოგიურ ტესტებს (ელექტრომიოგრაფიას).



მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:

· მედიკამენტებს (D ვიტამინი, კალციუმი);

· ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (ელექტროფორეზი, ულტრა-ბგერითი დასხივება);

· სამკურნალო კორსეტის ტარებას;

· სამკურნალო ფიზკულტურას;

· მანუალურ თერაპიას;

· მასაჟს;

· ქირურგიულ მკურნალობას (დეფორმაციის მოცილება, ხერხემლის სტაბილიზაცია).



საშიშროება
თუ არ მოხდება პრობლემის დროულად აღმოფხვრა, შესაძლოა შემდეგ სახის გართულებების წარმოქმნა:

· კუზი;

· ხერხემლის მოცულობის და ფორმის დარღვევა;

· თეძოს ორგანოების ფუნქციის დარღვევა;

· მენჯების პროპორციების დარღვევა მოზარდებში;

· სუნთქვის დარღვევა;

· ქვედა კიდურების პარეზი, დამბლა;

· ზურგის ტვინის მენინგიტი.



რისკის ჯგუფი
· 15 წლამდე მოზარდები;

· მოხუცები;

· ოსტეოპოროზის პრობლემების მქონე ადამიანები;

· ხერხემლის ტრავმების მქონე ადამიანები;

· დამაკავშირებელი ქსოვილის პრობლემების მქონე ადამიანები.

ოსტეოქონდროზი - ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილე...
10/08/2022

ოსტეოქონდროზი - ადამიანთა მოდგმა ამ დაავადებით მრავალი საუკუნეა იტანჯება. ამის დასტურია ხერხემლის დამახასიათებელი ცვლილებები, რომლებიც ფარაონთა მუმიებსა და რომაელი პატრიციუსების ნეშტებს აღმოაჩნდათ.
ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ძვლისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს წარმოადგენს. ხერხემლის ტკივილი აწუხებს მოსახლეობის 70-90%, თანაც ყველაზე შრომისუნარიან ნაწილს – 30-დან 45 წლამდე.

რა ზიანდება ოსტეოქნდროზის დროს?
თანამედროვე სამყაროში ზურგისა და წელის ტკივილს „საუკუნის დაავადებას“ უწოდებენ. ამ პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვას სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები;

ოსტეოქონდროზის დროს მალათაშუა დისკოს ნახეთქები უჩნდება. დატვირთვის დროს ამ ნახეთქებიდან შესაძლოა სითხემ გამოჟონოს. ამის შედეგად დისკოზე წარმოიშობა გამოზნექილობა, რომელსაც პროტრუზია ეწოდება. თუ ამ დროს დისკოს ბირთვიც გამოვარდა, მაშინ საქმე გვაქვს თიაქართან, რამაც შესაძლოა ზურგის ტვინის ფესვებისა და თვით ზურგის ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს.

როდესაც საქმე გვაქვს მსუბუქ ოსტეოქონდროზთან გამწვავების გარეშე, ცურვა და სიარული მოძრაობის იდეალური ვარიანტია. კუნთები რ...
10/08/2022

როდესაც საქმე გვაქვს მსუბუქ ოსტეოქონდროზთან გამწვავების გარეშე, ცურვა და სიარული მოძრაობის იდეალური ვარიანტია. კუნთები რომ ტონუსში იყოს, დღეში საშუალოდ 7 კილომეტრი უნდა გავიაროთ, ძუნძულის უფლება კი პაციენტს ექიმმა უნდა მისცეს. რაც შეეხება ვარჯიშს, აქ ექიმ რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობაა საჭირო, რადგან ზოგიერთი სავარჯიშოს შესრულება საშიშია.

რაც შეეხება მკურნალობას, აუცილებელია მედიკამენტური თერაპია, ხრტილის გასაძლიერებლად – ქონდროპროტექტორები, დაჭიმული კუნთის მოსადუნებლად – მიორელაქსანტები, დაზიანებული ნერვისა და სისხლის მიმოქცევის აღსადგენად – B ჯგუფის ვიტამინები, ანთების ჩასაცხრობად – ანტიანთებითი საშუალებები და ა.შ. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ბევრი თვითნებურად ხმარობს ჰორმონულ პრეპარატებს, რაც ოსტეოქონდროზის საწყის ეტაპზე არ არის სასურველი. ისინი მაშინ გამოიყენება, როდესაც სხვა წამლები უეფექტოა. ამასთანავე, ჰორმონის მიღებას თავისი წესი აქვს: უნდა განისაზღვროს, როგორია დასაშვები დოზა, რა სახით მიეწოდოს ავადმყოფს… ამ ტიპის პრეპარატების არასწორი ხმარება იწვევს ოსტეოპოროზს (ძვლიდან კალციუმის გამოდევნის გამო), ენდოკრინულ პრობლემებს.

ოსტეოქონდროზის იოლი ფორმის დროს მედიკამენტური თერაპია და დატვირთვის შეზღუდვა ან წოლითი რეჟიმი სავსებით საკმარისია. მწვავედ გამოხატული რადიკულოპათიის, ნერვის ანთების, კუნთის ტონუსის კლებისას და ა.შ. ვამატებთ ფიზიოპროცედურებს, ბალნეოთერაპიას, წყალქვეშა (ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ) გაჭიმვას, მშრალ გაჭიმვას, წერტილოვან მასაჟს, მანუალურ თერაპიას, სამკურნალო მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას, მაგრამ ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა დანიშნოს. თვითმკურნალობა დაუშვებელია.

ოსტეოქონდროზი ეწოდება ხერხემლის დაავადებას, რომლის განვითარება იწვევს ქსოვილების კვების დარღვევა. დაავადების განვითარება...
10/08/2022

ოსტეოქონდროზი ეწოდება ხერხემლის დაავადებას, რომლის განვითარება იწვევს ქსოვილების კვების დარღვევა. დაავადების განვითარება შესაძლებელია ხერხემლის ნებისმიერ ზონაში. ხერხემლის კისრის ზონა — ერთერთი ხშირი ადგილია ოსტეოქონდროზის ლოკალიზაციისთვის, რადგან სწორედ აქ არის განლაგებული შედარებით სუსტი კუნთები.

ხერხემლის კისრის ზონაში კვების დარღვევის მთავარ მიზეზს წარმოადგენს — მჯდომარე მუშაობა კომპიუტერთან, ტანზე ოდნავ წინ წამოწეული თავის იძულებითი მდგომარეობით და ასევე ემოციები. კისრის კუნთები ერთერთი პირველთაგანია რომლებიც რეაგირებენ ისეთ ემოციებზე, როგორიც არის მღელვარება, შიში, ბოღმა, წყენა და სხვა.) ხშირი დაძაბულობის დროს კუნთებს არ შეუძლიათ აღნიშნული დატვირთვის კომპენსირება და ხდება სხეულის დაცვითი მდგომარეობის ფორმირება, რომლის დროსაც თავი შეწეულია მხრებში და წამოწეულია წინ.

თუკი კუნთები დიდხანს აკავებენ თავს ასეთ მათთვის უჩვეულო მდგომარეობაში, მათ არ შეუძლიათ მოდუნება, ამასთან ადამიანის სუნთქვა ხდება ზედაპირული.კისრის დაძაბული კუნთების მიერ ერთმანეთში ხდება მალების დაქაჩვა, დამატებით დატვირთვას ახდენენ სახსრებზე და მალების დისკებზე, რის შედეგადაც იჭედება სისხლძარღვები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრუქტურების კვებას. დარღვეული კვება კი თავის მხრივ იწვევს ოსტეოქონდროზის განვითარებას.



დაავადების სიმპტომები.
ყველაზე ხშირად ხერხემლის კისრის განყოფილების ოსტეოქონდროზი ვლინდება შემდეგი სახის ჩივილებით:

ტკივილები კისერში, რომლებიც ჩნდება თავისთავად და ასევე თავის მობრუნებისა და დახრის დროს;
დაშორებული ტკივილები კეფაში,თვალებში,მხრებში,ხელებში;
კისრის მოძრაობების შებოჭვა;
ძლიერი თავის ტკივილები;
თავბრუსხვევები;
ქრონიკული დაღლილობა;
მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება.

სქოლიოზი არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში. როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა. სქოლიოზ...
10/08/2022

სქოლიოზი არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში. როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა. სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. ამიტომ აუცილებელია მშობელი ყოველთვის აკონტროლებდეს ბავშვის ხერხემალს და წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს სპეციალისტს კონტროლის მიზნით.

სიმძიმის მიხედვით, არსებობს სქოლიოზის ოთხი ხარისხი:

I ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10 გრადუსია;
II ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10-25 გრადუსამდეა;
III ხარისხის – 25-40 გრადუსამდე;
IV ხარისხის კი – 40 გრადუსი და მეტი;

საოფისე სავარძელი თავის წესებს გვკარნახობს, მობილური ტელეფონი და კომპიუტერული მოწყობილობები კი პრაქტიკულად არ გვიტოვებენ...
10/08/2022

საოფისე სავარძელი თავის წესებს გვკარნახობს, მობილური ტელეფონი და კომპიუტერული მოწყობილობები კი პრაქტიკულად არ გვიტოვებენ, სხეულის ჯანმრთელი (სწორი) აღნაგობის შენარჩუნების შანსს.
ხერხემლის გამრუდება, ტანდეგობის დარღვევა, სქოლიოზი - 21 საუკუნის პოპულარული პრობლემებია.
არსებობს საპირისპირო პრობლემაც, სილამაზისა და ფიზიკური სრულყოფილების ძიებაში, სატრენაჟრო დარბაზებს შევყავართ ისეთ აზარტში, რომ ვარჯიშები სრულდება ორგანიზმზე ზიანის მიყენებით.
შედეგად კი ვღებულობთ მტკივნეულ სახსრებსა და არასწორად მომუშავე კუნთებს.
ერთი კუნთი იტვირთება, მეორე კი კარგავს ტონუსს.
ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია (სპორტული თუ ბავშვთა) ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ახალგაზრდა ასაკში.
ჩვენი ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა-საკუთარი თავისადმი პატივისცემა.
ორგანიზმი ვერ უმკლავდება ყველა პრობლემას მხოლოდ საკუთარი ახალგაზრდობის ხარჯზე, მას სჭირდება პროფესიონალური დახმარება.

ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  .სქოლიოზის გა...
10/08/2022

ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. .სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. შორს წასულმა ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ყაფაზში მდებარე ორგანოების გულის და ფილტვების ზეწოლა. ძირითად ვლინდება სუნთქვის უკმარისობით.

სქოლიოზი ესაა ხერხემლის პათოლოგიური გამრუდება პირდაპირ პროექციაში და როდესაც გამრუდების კუთხე(კობის კუთხე გადაცდება 10 გრადუსს). თანამედროვე სქოლიოზი არის ძირითადად გოგოების დაავადება. დაახლოებით 10 გოგოზე მოდის 1 ბიჭი

მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

თავი არაა ტორსის ცენტრში
განსხვავებულია მხრის დონეები
ახასიათებს ნეკნოვანი კუზი. ძირითადად მარჯვენამხრივი
მენჯის ასიმეტრია
ტორსი წაქცეულია
გამრუდება ძირითადად „S“ ან „C“ მაგვარია
სქოლიოზის ეტიოლოგია:

იდიოპათიური -უცნობი მიზეზით 70%
ნეირომუსკულარული
თანდაყოლილი 15 %
ნეიროფიბრომატოზული
მეზენქიმური დაავადებით გამოწვეული(მარფანის, ეჰლერს-დანლოსისი დაავადება)
ტრავმა
ინფექცია
ოსტეოქონდროდისტროფია
მეტაბოლური დაავადებები
სიმსივნეები
ამ დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში, საშიში არაფერია, მაგრამ თუ დროზე არ მიმართავთ სპეციალისტს, სქოლიოზი შესაძლოა არა მარტო ადამიანის დამახინჯების, არამედ უამრავი სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს. სქოლიოზის მხოლოდ 0.5 პროცენტი საჭიროებს ოპერაციული გზით ხერხემლის კორექციას.

Address

საქართველო
საქართველო

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995599301560

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხერხემლის სახლი House of Spine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხერხემლის სახლი House of Spine:

Share