სამედიცინო ცენტრი "სიცოცხლის ხე"

სამედიცინო ცენტრი "სიცოცხლის ხე" ცენტრი გთვაზობთ მრავალპროფილიან სამედიცინო მომსახურებას

24/05/2026
24/05/2026

✨ ვაგრძელებთ ადამიანის რეპროდუქციის მე-20 მსოფლიო კონგრესის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მოხსენებების მიმოხილვას!

ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ რეპროდუქტოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტის, ანა ღვინიაშვილისა და მედიცინის აკადემიური დოქტორის, მეან-გინეკოლოგ მარიამ ხარაიშვილის უაღრესად საინტერესო და აქტუალური კვლევა.

🔬 მოხსენების თემა: „საკეისრო კვეთის შემდგომი ისთმოცელეს გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე“

🔴რა არის ისთმოცელე?

ეს არის საშვილოსნოს კედლის (ნაწიბურის) დეფექტი, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ არაადეკვატური შეხორცების შედეგად ვითარდება. საკეისრო კვეთების რიცხვის გლობალურ ზრდასთან ერთად, ეს პრობლემა სულ უფრო ხშირი ხდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე.

📊 რა აჩვენა ჩვენი ექიმების მიერ ჩატარებულმა კვლევამ?

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა საკეისრო კვეთის მქონე 250 პაციენტის მონაცემი და გამოიკვეთა საყურადღებო ტენდენციები:

✅ისთმოცელეს განვითარების რისკი განსაკუთრებით იზრდება 30 წლის ზემოთ და იმ ქალებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორი ან მეტი საკეისრო კვეთა.

✅დეფექტის მქონე პაციენტებს გაცილებით ხშირად აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პათოლოგიური სისხლდენა და ქრონიკული მენჯის ტკივილი.

❗ყველაზე საყურადღებო ფაქტი: ისთმოცელეს მქონე ქალებში მნიშვნელოვნად მაღალია სპონტანური აბორტისა და მეორადი უნაყოფობის რისკი (მეორადი უნაყოფობა დაფიქსირდა კვლევაში მონაწილე ისთმოცელეს მქონე ქალთა 9.8%-ში, საკონტროლო ჯგუფის 1.2%-თან შედარებით).

📌ეს კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკეისრო კვეთის შემდგომი მდგომარეობის სწორი შეფასებისა და ისთმოცელეს დროული დიაგნოსტიკის სასიცოცხლო მნიშვნელობას მომავალი ჯანმრთელი ორსულობისთვის!

ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტი აგრძელებს აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, რათა ჩვენს პაციენტებს ყოველთვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა შევთავაზოთ.

🩺 ჟორდანია-ხომასურიძის ინსტიტუტი — ენდეთ გამოცდილებას, ირწმუნეთ მომავლის!

📞 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის: +995 555 03 77 00 | +995 32 224 00 99
📍 მისამართი: თევდორე მღვდლის ქ. #13, მე-7 სართული

#ჟორდანიახომასურიძე #ანაღვინიაშვილი #მარიამხარაიშვილი #მსოფლიოკონგრესი2025 #ისთმოცელე #საკეისროკვეთა #მეორადიუნაყოფობა #რეპროდუქტოლოგია #გინეკოლოგია #მეანობა #მეცნიერება #ჯანმრთელობა

12/05/2026

სამედიცინო ცენტრი „სიცოცხლის ხე“ აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ექთნის პოზიციაზე.
პირველ ეტაპზე მსურველებისაგან შეირჩევა სამი კანდიდატი. რომლებიც შედგომში გაივლიან სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. სტაჟრების ბოლოს სამი კანდიდატისაგან შეირჩევა ერთი, რომელიც დასაქმდება კლინიკში.
აუცილებელი მოთხოვნებია საექთნო განათლება და კომპიუტერით სარგებლობის მინიმალური ცოდნა.
მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ქ. ახალციხე, შალვა ახალციხელის ქ. 10.
T- 592 884 888; 598 00 00 28

11/05/2026

Address

საქართველო
საქართველო

Telephone

+995592884888

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო ცენტრი "სიცოცხლის ხე" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share