ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy

ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy, 26 მაისის N25, Batumi.

ჩვენი ნათია  მუდამ განვითარების გზაზე ❤️ მადლობა მას დასაქართველოს კინესთეტიკის ასოციაციაა ს 💕ნათია მაჭარაშვილი
08/06/2026

ჩვენი ნათია მუდამ განვითარების გზაზე ❤️ მადლობა მას დასაქართველოს კინესთეტიკის ასოციაციაა ს 💕

ნათია მაჭარაშვილი

🌀 დასრულდა კინესთეტიკის სრულყოფილი კურსი, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 24 საათი მოიცვა.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა უფრო სიღრმისეულად იმუშავეს კინესთეტიკის კონცეფციებზე, გაიღრმავეს ცოდნა მოძრაობის ანალიზის, აღქმისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. მათ შეისწავლეს, როგორ შეიძლება პროფესიული გამოწვევების სასწავლო შესაძლებლობებად გარდაქმნა და ადამიანების აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა ყოველდღიურ ცხოვრებისეულ საქმიანობებში.

📚 კურსის განმავლობაში მონაწილეებმა:
▪️ განავითარეს საკუთარი მოძრაობის აღქმის უნარი
▪️ გააანალიზეს რეალური პროფესიული შემთხვევები
▪️ გაიღრმავეს კინესთეტიკის სამეცნიერო საფუძვლების ცოდნა
▪️ ისწავლეს კონცეფციების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება
▪️ იმუშავეს იმაზე, თუ როგორ მოარგონ საკუთარი მოძრაობა სხვადასხვა სიტუაციას და გარემოს

✨ ტრენინგს უძღვებოდნენ:
👨‍🏫 შტეფან კნობელი – მოვლის ექსპერტი, კინესთეტიკის ლექტორი, ფონდი „ცხოვრების ხარისხის“ საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი.

👩‍🏫 შუქია ჭინჭარაული – მოვლის ექსპერტი, კინესთეტიკის მესამე საფეხურის ტრენერი.

💙 ვულოცავთ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების წარმატებით გამოყენებას პროფესიულ საქმიანობაში, ადამიანების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ინტერვიუ ჩვენი საქმიანობის, სფეროს გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მადლობა ინტერესისთვის.  💚🫂
04/06/2026

ინტერვიუ ჩვენი საქმიანობის, სფეროს გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების
შესახებ.

მადლობა ინტერესისთვის. 💚🫂

როგორ ვითარდება ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია და რა გეგმები აქვს ცენტრს სამომავლოდ

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა დიუშენის მქონე ბავშვებს ვუთხრათ,  თქვენ მარტო არ ხართ.  💚ATA უერთდება მხარდაჭერის ...
25/05/2026

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა დიუშენის მქონე ბავშვებს ვუთხრათ, თქვენ მარტო არ ხართ. 💚

ATA უერთდება მხარდაჭერის ინიციატივას და ამ დღის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს 30% გადაირიცხება დიუშენის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა.
ამ დღეს განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია.

როდესაც ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური უფლება სწორედ სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსეული მხარდაჭერის უფლებაა.
ამ უფლებების დაცვა მხოლოდ მორალური პასუხისმგებლობა არ არის - ეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის შშმ პირთა უფლებების შესახებ კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებაცაა.

ყველა ბავშვს ვუსურვებთ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს! 🥰

#წამალიბავშვებს

09/05/2026

მუდმივი განვითარება ჩვენი გუნდის ღირებულებაა 💚

ნათია მაჭარაშვილი კინესთეტიკის ასოციაციის ტრენინგზე 🥰

საქართველოს კინესთეტიკის ასოციაცია მადლობა თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობისთვის 💙

08/04/2026

🤝 “ატასთვის” განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროფესიული თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება.

გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრმა, ნათია მაჭარაშვილმა, “მედფოქსში” მონაწილეობა მიიღო როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებაში და დაესწრო კინესთეტიკის ვორკშოფს. მსგავსი გამოცდილება მნიშვნელოვნად ამაღლებს სერვისის ხარისხს და პირდაპირ აისახება ჩვენს ბენეფიციარებზე.

მადლობა “მედფოქსის” გუნდს მასპინძლობისა და ცოდნის გაზიარებისთვის, ხოლო ჩვენს კოლეგებს — მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვისთვის.

💚 განვითარება არის პროცესი, რომელიც ქმნის ხარისხიან ზრუნვას.

Medfox / მედფოქსი 🫂

პოზიტიური მშობლობა არ ნიშნავს იდეალურობას — ის ნიშნავს ბავშვის გაგებას და მხარდაჭერას.როცა მშობელი სწავლობს ბავშვის ემოც...
04/04/2026

პოზიტიური მშობლობა არ ნიშნავს იდეალურობას — ის ნიშნავს ბავშვის გაგებას და მხარდაჭერას.

როცა მშობელი სწავლობს ბავშვის ემოციებზე მშვიდ და თანმიმდევრულ რეაგირებას, იქმნება გარემო, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერია.

👥 შეხვედრები ჩატარდება ჯგუფურ ფორმატში

🕒 ხანგრძლივობა: 2 საათი

📌 გაეცნობით პრაქტიკულ მიდგომებს
📌 მიიღებთ პროფესიონალურ რეკომენდაციებს

დაჯავშნა/რეგისტრაცია: +995 558 207 215

💙 2 აპრილი — აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეაუტიზმი ნეირობიოლოგიური დარღვევაა,  რომელიც გავლენას ახდენს კომუნ...
02/04/2026

💙 2 აპრილი — აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე

აუტიზმი ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე, ქცევასა და გარემოს აღქმაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია დროული აღმოჩენა და შესაბამისი მხარდაჭერა — ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად აძლიერებს ბავშვის განვითარების შესაძლებლობებს.

ცნობიერება ნიშნავს გაგებას,
მიღება კი — რეალურ მხარდაჭერას.

💙 შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ბავშვი იღებს იმას, რაც მას სჭირდება

💬 ბიპოლარული აშლილობაბიპოლარული აშლილობა არის განწყობის რეგულაციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ემოციური უკიდურესობებით ...
30/03/2026

💬 ბიპოლარული აშლილობა

ბიპოლარული აშლილობა არის განწყობის რეგულაციის დარღვევა, რომელიც ხასიათდება ემოციური უკიდურესობებით — დეპრესიული ფაზებით და მანიური ან ჰიპომანიური ეპიზოდებით.

🔹 დეპრესიის დროს ადამიანი შეიძლება გრძნობდეს ძლიერ სევდას, ენერგიის ნაკლებობას, უიმედობასა და ინტერესის დაკარგვას ყოველდღიური აქტივობების მიმართ.

🔹 მანიის ან ჰიპომანიის პერიოდში კი შეიძლება გამოვლინდეს ენერგიის ჭარბი მატება, ძილის მოთხოვნის შემცირება, იმპულსური ქცევები და გადაჭარბებული თავდაჯერებულობა.

ბიპოლარული აშლილობა არ არის „ხასიათის ცვალებადობა“ — ეს არის კლინიკური მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს პროფესიულ მხარდაჭერას.

💡 სწორი დიაგნოსტიკა, მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია (მათ შორის CBT) მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

💙 ცნობიერების ამაღლებით ვამცირებთ სტიგმას და ვზრდით მხარდაჭერას.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ მსგავსი სიმპტომები — დახმარების მიღება შესაძლებელია და მნიშვნელოვანია.

აბილიტაციის და თერაპიის აკადემია „ატა“ (ATA) აგრძელებს რეგისტრაციას მოზარდთა თერაპიულ ჯგუფში.თერაპევტი: ლუკა გაფრინდაშვი...
27/03/2026

აბილიტაციის და თერაპიის აკადემია „ატა“ (ATA) აგრძელებს რეგისტრაციას მოზარდთა თერაპიულ ჯგუფში.

თერაპევტი: ლუკა გაფრინდაშვილი Luka Gaprindashvili

🗓 დეტალები:

ასაკობრივი ჯგუფი: 11-13 წელი ან 14-17 წელი

განრიგი: ყოველ შაბათს

⚠️ გაითვალისწინეთ, რაოდენობა შეზღუდულია

💡 დამატებითი ინფორმაცია:

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაცია სხვა ასაკობრივ ჯგუფებზეც. დეტალური ინფორმაციისთვის და თქვენი შვილის ასაკზე მორგებული ჯგუფის შესარჩევად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

მისამართი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქ. N25

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

📞 558 207 215

ჯგუფური თერაპია საუკეთესო გარემოა მოზარდებისთვის სოციალური უნარების განსავითარებლად და ემოციური მხარდაჭერის მისაღებად.

💙 21 მარტი — დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეწლევანდელი გზავნილია — „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ჩართულობა, ურთიერთობა და თან...
21/03/2026

💙 21 მარტი — დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
წლევანდელი გზავნილია — „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“

ჩართულობა, ურთიერთობა და თანადგომა ქმნის გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი შეიძლება განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.

ადრეული ჩარევა, პროფესიული თერაპია და მხარდამჭერი საზოგადოება არის საფუძველი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრებისათვის.

ATA — ერთად ვქმნით გარემოს, სადაც არავინ რჩება მარტო

Address

26 მაისის N25
Batumi
6000

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995558207215

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ატა - აბილიტაციის და თერაპიის აკადემია . ATA - Ability and Therapy Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share