Rheumalight

Rheumalight დასავლეთ საქართველოს რევმატიული დაავადებების მქონე პაციენტთა ცნობიერების ამაღლების საზოგადოება

27/07/2026
ენტეროპათიული ართრიტი (Enteropathic Arthritis, EnA) არის სპონდილოართრიტის ჯგუფის დაავადება,  რომელიც ასოცირებულია ნაწლავ...
08/07/2026

ენტეროპათიული ართრიტი (Enteropathic Arthritis, EnA) არის სპონდილოართრიტის ჯგუფის დაავადება, რომელიც ასოცირებულია ნაწლავის ანთებით დაავადებებთან — კრონის დაავადებასთან და წყლულოვან კოლიტთან.

ამ დროს ანთებითი პროცესი მხოლოდ ნაწლავს არ აზიანებს — შესაძლოა ჩაერთოს პერიფერიული სახსრები, ხერხემალი და ენთეზები (მყესებისა და იოგების ძვალზე მიმაგრების ადგილები).

🔹 ძირითადი სიმპტომები:
• ხანგრძლივი ანთებითი ხასიათის წელისა და ზურგის ტკივილი;
• დილის შებოჭილობა, რომელიც მოძრაობისას მცირდება;
• მუხლის, კოჭის და სხვა სახსრების შეშუპება;
• ქუსლის ტკივილი (ენთეზიტი);
• თითების დიფუზური შეშუპება (დაქტილიტი).

❗ ზოგიერთ შემთხვევაში სახსრების სიმპტომები შეიძლება წინ უსწრებდეს ნაწლავური სიმპტომების გამოვლენას რაც დიაგნოსტიკას ართულებს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ:
✔️ ენტეროპათიული ართრიტი სპონდილოართრიტების ჯგუფს მიეკუთვნება.
✔️ სახსრების ჩართულობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაწლავის დაავადების აქტივობასთან, თუმცა ზოგჯერ მისგან დამოუკიდებლადაც მიმდინარეობს.
✔️ ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში ნებისმიერი ახალი სახსრული ჩივილი საჭიროებს რევმატოლოგის შეფასებას.

ადრეული დიაგნოსტიკა და რევმატოლოგისა და გასტროენტეროლოგის მულტიდისციპლინური მართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების კონტროლსა და პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

💙 RheumaLight — ვანათებთ გზას ჯანმრთელობისკენ.

#რევმატოლოგია #სპონდილოართრიტი #ენტეროპათიულიართრიტი

რეაქტიული ართრიტი – ინფექციის შემდგომი ანთებითი დაავადება  რეაქტიული ართრიტი სპონდილოართროპათიების ჯგუფის ანთებითი დაავა...
02/06/2026

რეაქტიული ართრიტი – ინფექციის შემდგომი ანთებითი დაავადება

რეაქტიული ართრიტი სპონდილოართროპათიების ჯგუფის ანთებითი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ნაწლავური ან შარდ-სასქესო სისტემის ინფექციის გადატანიდან 1–4 კვირის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია თავად სახსარში არ არის, იმუნური სისტემის შეცვლილი პასუხის შედეგად ვითარდება ანთება.

🦠 რეაქტიული ართრიტის გამომწვევ ინფექციებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:
• Chlamydia trachomatis
• Salmonella
• Shigella
• Campylobacter
• Yersinia

ძირითადი სიმპტომები:
✔️ ქვედა კიდურების სახსრების ასიმეტრიული ართრიტი
✔️ ქუსლის ტკივილი და ენთეზიტი
✔️ დაქტილიტი („სოსისისებრი თითი“)
✔️ წელის ტკივილი
✔️ თვალის ანთება (კონიუნქტივიტი, უვეიტი)

🧬 დაავადება ხშირად ასოცირდება HLA-B27 გენთან, რაც შესაძლოა დაავადების უფრო ხანგრძლივ ან განმეორებად მიმდინარეობას უკავშირდებოდეს.

✅ უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები რამდენიმე თვეში მცირდება, თუმცა ზოგჯერ დაავადება ქრონიკულ ფორმას იღებს და ხანგრძლივ მეთვალყურეობასა და მკურნალობას საჭიროებს.

📢 ინფექციის გადატანიდან რამდენიმე კვირაში განვითარებული სახსრების ტკივილი, შეშუპება, ქუსლის ტკივილი ან თვალის სიწითლე შესაძლოა რეაქტიული ართრიტის ნიშანი იყოს. დროულად მიმართეთ რევმატოლოგს.

#რეაქტიულიართრიტი #სპონდილოართროპათია #რევმატოლოგია

ფსორიაზული ართრიტი — როცა კანი და სახსრები ერთად “საუბრობენ” ანთებაზეფსორიაზული ართრიტი (Psoriatic Arthritis — PsA) წარმ...
28/05/2026

ფსორიაზული ართრიტი — როცა კანი და სახსრები ერთად “საუბრობენ” ანთებაზე

ფსორიაზული ართრიტი (Psoriatic Arthritis — PsA) წარმოადგენს ქრონიკულ, ანთებით სპონდილოართროპათიას, რომელიც ასოცირებულია ფსორიაზთან და შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირებადი სახსროვანი დაზიანება, ფუნქციური დეფიციტი და სისტემური გართულებები.

💥 დაავადება შეიძლება დაიწყოს სრულიად შეუმჩნევლად:
— თითის შეშუპებით
— ზურგის ტკივილით
— ქუსლის ტკივილით
— ფრჩხილების ცვლილებით
— ან უბრალოდ ქრონიკული დაღლილობით
და ხშირად ყველაზე რთული სწორედ დიაგნოზამდე მისასვლელი გზაა. ❗

🔬 საინტერესოა, რომ:
▫️ პაციენტთა დაახლოებით 70-80%-ში პირველად ვითარდება ფსორიაზი, ხოლო სახსროვანი სიმპტომები მოგვიანებით ჩნდება.
▫️ დაახლოებით 15-20%-ში კი ართრიტი შეიძლება კანის გამოვლინებებზე ადრე განვითარდეს, რაც დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად ართულებს.

💡მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ამ დაავადების დროს გადამწყვეტია.
დროული მკურნალობა ხელს უწყობს სახსრების დაზიანების პრევენციას და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას.
ფსორიაზი მხოლოდ კანის პრობლემა არ არის. ზოგჯერ ის ორგანიზმის სიღრმიდან წამოსული ანთების ნაწილია.
✨ იზრუნეთ საკუთარ თავზე.
✨ მოუსმინეთ თქვენს სხეულს.
✨ და ნუ გადადებთ რევმატოლოგთან ვიზიტს.
💜 RheumaLight — ვანათებთ გზას ჯანმრთელობისკენ.
#ართრიტი #ფსორიაზი #რევმატოლოგია

💜 20 მაისი — ბეხჩეტის დაავადების ცნობიერების ამაღლების დღეაბეხჩეტის დაავადება იშვიათი, ქრონიკული და მულტისისტემური ანთებ...
20/05/2026

💜 20 მაისი — ბეხჩეტის დაავადების ცნობიერების ამაღლების დღეა

ბეხჩეტის დაავადება იშვიათი, ქრონიკული და მულტისისტემური ანთებითი დაავადებაა.
დაავადების ამოცნობა ხშირად რთულია, რადგან მისი სიმპტომები სხვადასხვაგვარად ვლინდება და ხშირად სხვა დაავადებებს ჰგავს.

🤝 კარგი ამბავი:
-დიახ, ბეხჩეტის სრულად “გაქრობა” რთულია,
მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და სრულფასოვანი ცხოვრება.

📝 RheumaLight-ის რჩევა:
სხეული ყოველთვის გველაპარაკება.
ხანდახან ჩუმად… მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანს გვეუბნება.

RheumaLight აგრძელებს აუტოიმუნური და რევმატოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას — რადგან ინფორმირებულობა ხშირად პირველი ნაბიჯია სწორი დიაგნოზისა და დროული მკურნალობისკენ. 💜

20/05/2026
💜 ყოველი წლის 10 მაისს აღინიშნება სისტემური  წითელი მგლურას მსოფლიო დღე — დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვან...
10/05/2026

💜 ყოველი წლის 10 მაისს აღინიშნება სისტემური წითელი მგლურას მსოფლიო დღე — დღე, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება ამ რთული და ხშირად უხილავი აუტოიმუნური დაავადების შესახებ.

RheumaLight აგრძელებს ცნობიერების ამაღლებასა და პაციენტების მხარდაჭერას — რადგან ინფორმირებულობა ნიშნავს უფრო დროულ დიაგნოზს, უკეთეს ზრუნვას და მეტ თანადგომას.💜

🌍 მაისი — აქსილარული სპონდილოართრიტის ცნობადობის თვეა. 🔎 აქსილარული სპონდილოართრიტი (axSpA) არის ქრონიკული ანთებითი დაავ...
02/05/2026

🌍 მაისი — აქსილარული სპონდილოართრიტის ცნობადობის თვეა.

🔎 აქსილარული სპონდილოართრიტი (axSpA) არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც აზიანებს ხერხემალსა და საკროილეურ სახსრებს. ხშირად იწყება ახალგაზრდა ასაკში და ხასიათდება ხანგრძლივი ტკივილითა და დილის შებოჭილობით.

💡 სიმპტომები:
▫️ ხანგრძლივი (>3 თვე) ზურგის ტკივილი
▫️ ტკივილი, რომელიც უმჯობესდება მოძრაობით და არა დასვენებით
▫️ დილის შებოჭილობა (>30 წუთი)
▫️ ღამის ტკივილი, განსაკუთრებით დილისკენ
▫️ დაღლილობა

⚠️ დაგვიანებულმა დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის მოძრაობის შეზღუდვა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

💊თანამედროვე თერაპია მოიცავს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ბიოლოგიური პრეპარატები), ასევე ფიზიკურ აქტივობასა და რეაბილიტაციას, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილია.

🩺 რა უნდა გააკეთო?
თუ ამჩნევ ამ სიმპტომებს — მიმართე რევმატოლოგს. ადრეული დიაგნოზი ნიშნავს უკეთეს კონტროლს და აქტიურ ცხოვრებას.

✨ Rheumalight — ჩვენ ვამაღლებთ ცნობიერებას, ვავრცელებთ ცოდნას და ვანათებთ გზას ჯანმრთელობისკენ
#სპონდილოართრიტი #რევმატოლოგია #ჯანმრთელობა

📚 ✨
21/04/2026

📚 ✨

Address

26 May Street
Batumi
6010

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rheumalight posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share