შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Chokhatauri
  • შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა

შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკას

შპს ,,მედალფას“ ჩოხატაურის კლინიკა გაიხსნა 2013 წლის 1 სექტემბერს. ის წარმოადგენს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილ 20 საწოლიან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს კვალიფიციური ზოგად-ქირურგიული, რეანიმაციული, სამეანო-გინეკოლოგიური,ოფთალმოლოგიური, ოტო-რინო-ლარინგოლოგიური, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური მომსახურება. სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური საშუალებებით და კლინიკური ლაბორატორიით, რომელიც ფუნქციონირებს 24 სთ-იანი რეჟიმით.

14/08/2026
12 აგვისტოს  ოზურგეთის რაიონში  ,კურორტ გომისმთიდან მომავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ტურისტი მგზა...
14/08/2026

12 აგვისტოს ოზურგეთის რაიონში ,კურორტ გომისმთიდან მომავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ტურისტი მგზავრები სხვადასხვა დაზიანებებით გადაანაწილეს გურიის და აჭარის კლინიკებში, შპს“მედალფას“ ჩოხატაურის კლინიკაში 22 სთ-დან შემოიყვანეს 3 პაციენტი ,რომელთაც ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და მოთავსდა კლინიკაში,ყველა აუცილებელი ექიმების ბრიგადა მობილიზებული იქნა ადგილზე ,ღამის 2 საათამდე იყვნენ საგანგებო მზადყოფნაში.
13 აგვისტოს კლინიკაში მობრძანდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯველაძე ავარიის შედეგად მოყვანილი პაციენტების სანახავად,მოინახულა პაციენტები,ესაუბრა მკურნალ ექიმებს ,დაათვალიერა კლინიკა, მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისათვის. შემდეგ ეზოში შეხვდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს და მათთან საუბარში აღნიშნა რომ კლინიკა ძალიან მოწესრიგებულია,როგორც მატერიალურ ტექნიკური ბაზით ,ასევე სამედიცინო პერსონალით და მომსახურეობის ხარისხით. მინისტრის წასვლის შემდეგ კლინიკაში მოვიდა ბელორუსიის ელჩი საქართველოში და მისი მრჩეველი,მათაც მოინახულეს პაციენტები და მადლობა გადაუხადეს სამედიცინო პერსონალს კარგი მომსახურეობისათვის.
პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,დღეს 14 აგვისტოს მოხდა მათი გაწერა კლინიკიდან და ბელორუსიის საელჩოს უფროსი მრჩეველის ირინა ზუბკოს ორგანიზებით ტრანსპორტირება ქობულეთის სასტუმროში.
შპს“მედალფას“ ჩოხატაურის კლინიკა, თავისი პროფესიონალური გუნდით ,როგორც ყოველთვის, მზად არის და ყოველთვის მზად იქნება ნებისმიერი გამოწვევებისათვის.

24/03/2026

სარძევე ჯირკვლის და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა(სკრინინგი)
2026 წლის 1 აპრილს,10:00 სთ-დან 17:00სთ-მდე, შპს "მედალფა"-ს ჩოხატაურის კლინიკაში ,თბილისის ქუჩა N 10 .
რიგში დაჯავშნა ხდება ჩოხატაურის შესაბამისი დასახლებული ადგილის ოჯახის ექიმებთან .
სარძევე ჯირკვლის კვლევა 40 დან 70 წლამდე ქალბატონები,
საშვილოსნოს ყელის კვლევა 30 დან 65 წლამდე ქალბატონები.
სკრინიგზე მომსვლელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის მოწმობა
სკრინინგი და დაავადებების დროული დიაგნოსტიკა თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სიცოცხლის შემნახველი მექანიზმია.
გისურვებთ ჯანმრთელობას

Address

თბილისის ქუჩა N10
Chokhatauri
4900

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to შპს "მედალფა" ჩოხატაურის კლინიკა:

Shortcuts

Share