20/05/2026
🐝🐝💛💛
🐝 დღეს ფუტკრის დაცვის მსოფლიო დღეა!
🐝 ფუტკრებისა და სხვა დამამტვერიანებლების დაცვა აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოების, სასურსათო უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების აღდგენისა და მცენარის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
🐝FAO ქართველი მეფუტკრეებისთვის კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების შესახებ საგანმანათლებლო შეხვედრებს ატარებს ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და შვედეთის მიერ.
🐝 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 200-ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო საჭირო ცოდნა და გაიუმჯობესა საჭირო პრაქტიკული უნარები თაფლის უვნებელი წარმოებისთვის, მათ შორის ტკიპა ვაროასთან და ტკიპა ტროპილელაფსთან სწორი მეთოდოლოგიით გამკლავებისთვის და როგორც ფუტკრის ჯანმრთელობის, ასევე უვნებელი თაფლის წარმოების უზრუნველსაყოფად.
🐝 გარდა ამისა, 2023 წლიდან საფუტკრე მეურნეობები აქტიურად არიან ჩართულები ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS), რაც უმნიშვნელოვანესია სურსათის უვნებლობისთვის და ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი დედა ფუტკრის ექსპორტის მიმართულებით. პროექტს FAO, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.