კლინიკა ,,ლაგიმედი'' • Lagimedi Clinic

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • კლინიკა ,,ლაგიმედი'' • Lagimedi Clinic

კლინიკა ,,ლაგიმედი'' • Lagimedi Clinic კლინიკას ხელმძღვანელობს პროფესორი ლაგი გვეტაძე

ჰეპატო-გასტროენტეროლოგიური კლინიკა ,,ლაგიმედი'' მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით და გამოკვლევის თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტების სრულფასოვან დიაგნოსტიკას და ადეკვატური მკურნალობის კურსის ჩატარებას.

03/09/2026

მოგესალმებით!
კლინიკა „ლაგიმედი“ სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას მიმდინარე წლის 7 სექტემბერს. სიამოვნებით მიგიღებთ და მზად ვართ ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!❤️

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის🩺💊
13/08/2026

📢 მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტებისთვის🩺💊

31/07/2026

➡️კუჭის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: გასტრიტი, წყლული, ჰელიკობაქტერია, პანკრეატიტი.
➡️საშიში სიმპტომებია: მწვავე ტკივილი, სისხლიანი ღებინება, შავი განავალი.
🩺ადამიანი ხშირად ითმენს ტკივილს, ცდილობს გადადოს დიაგნოსტიკა და ექიმთან უკვე მხოლოდ მაშინ მიდის, როცა პრობლემა გართულებულია. ამიტომ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ:👇
➡️თუ კუჭის ტკივილი ძლიერია და არ წყდება; თუ არის სისხლიანი ან მუქი ღებინება; შავი განავალი; მოულოდნელი წონის კლება; ძლიერი სისუსტე ან გაუწყლოების ნიშნები - ეს უკვე საფრთხის ნიშანია და აუცილებელია, მივიღოთ სამედიცინო დახმარება.
➡️ასევე მნიშვნელოვანია, თუ კუჭის არეში ტკივილი გრძელდება კვირების განმავლობაში, პერიოდულად ბრუნდება ან გიზღუდავთ გადაადგილებას, ვეღარ ახერხებთ ნორმალურ ფუნქციონირებას - ესეც საფუძველია, რომ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ, თუნდაც ამ ყველაფერს ზემოხსენებული საგანგაშო ნიშნები არ ახლდეს.
👨‍⚕️პროფესორ ლაგი გვეტაძესთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ.
📞598122353
☎️0431 24 36 38
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში

Send a message to learn more

24/07/2026

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი მოლოცვებისთვის! თქვენი ყურადღება ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს! 🌟
ლაგი გვეტაძე

ბატონო ლაგი, ​გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ბედნიერებასა და წარმატებებს თქვენს საყვა...
21/07/2026

ბატონო ლაგი, ​გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ მხნეობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ბედნიერებასა და წარმატებებს თქვენს საყვარელ საქმეში!
​საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული ღირსების ორდენი და ღვაწლმოსილი ქუთაისელის ტიტული ნათელი დასტურია იმისა, თუ რამდენად დიდია თქვენი წვლილი ჩვენი ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის ჯანდაცვის განვითარებაში, ხოლო უამრავი მადლიერი პაციენტი, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისა და გულთბილი ზრუნვის საუკეთესო აღიარებაა.
სიყვარულით და პატივისცემით ❤️❤️❤️
ლაგიმედის თანამშრომელთა გუნდი 🍾🥂🎂

06/07/2026

🌿 ძვირფასო პაციენტებო!

გაცნობებთ, რომ კლინიკა „ლაგიმედი“ 15 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით გავა საზაფხულო შვებულებაში, ამ პერიოდში კლინიკა არ იმუშავებს.

თუ გეგმავთ ექიმთან ვიზიტს, კონსულტაციას ან მკურნალობის დაწყებას, გთხოვთ, 15 აგვისტომდე წინასწარ დაგვიკავშირდეთ და მოგვმართოთ, რათა ყველა საჭირო მომსახურება დროულად მიიღოთ.

📞 წინასწარი ჩაწერა დაგეხმარებათ, ვიზიტი თქვენთვის სასურველ დროს დაიგეგმოს.

გმადლობთ ნდობისთვის! ☀️💚
კლინიკა „ლაგიმედი“ 💙

კლინიკა ლაგიმედი თამარ ხვარეშიას ულოცავს დაბადების დღეს! ❤️თამარ გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულ...
03/07/2026

კლინიკა ლაგიმედი თამარ ხვარეშიას ულოცავს დაბადების დღეს! ❤️

თამარ გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და უამრავ სასიამოვნო წლებს შენს ოჯახთან ერთად ❤️🍾🥂

იყავი მუდამ ისეთი თბილი, კეთილი და პოზიტიური, როგორიც ხარ. ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ მომავალს გისურვებთ! 🎉🎂🎈🎈🎉🎉

https://lagimedi.ge/ka/aboutclinic/rate/lagi-gvetadze.html🏥პროფესორ ლაგი გვეტაძესთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია წინას...
17/06/2026

https://lagimedi.ge/ka/aboutclinic/rate/lagi-gvetadze.html

🏥პროფესორ ლაგი გვეტაძესთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ. დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ პიარად შეტყობინებაში💌 . 👇
📞598122353
☎️0431 24 36 38

1967-1973 - ქ.კრასნოდარის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

🏥კლინიკა ,,ლაგიმედი"-ის კედლებში დღეს განსაკუთრებული შემოქმედებითი და სამეცნიერო პროცესი დუღს. ➡️პროფესორი ლაგი გვეტაძე ...
03/06/2026

🏥კლინიკა ,,ლაგიმედი"-ის კედლებში დღეს განსაკუთრებული შემოქმედებითი და სამეცნიერო პროცესი დუღს.
➡️პროფესორი ლაგი გვეტაძე მომავალ ექიმებს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს(PBL+დიპლომირებული მედიკოსი - IV კურსი). ეს არ არის მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ლექცია-სემინარები, ეს არის ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების გადაცემის პროცესი.
➡️პროფესორ ლაგი გვეტაძის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა თაობა ეუფლება ექიმობის რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას, სტუდენტები ნამდვილი მედიცინის ანატომიას უშუალოდ პრაქტიკაში ეუფლებიან.
👨‍⚕️🩺ძლიერი სამედიცინო თაობა ჯანსაღი საზოგადოების საფუძველია!

სტრესი და შფოთვა პირდაპირ კავშირშია კუჭის პრობლემებთან. ნაწლავებსა და თავის ტვინს შორის არსებობს ე.წ. „ტვინ-ნაწლავის ღერ...
29/05/2026

სტრესი და შფოთვა პირდაპირ კავშირშია კუჭის პრობლემებთან. ნაწლავებსა და თავის ტვინს შორის არსებობს ე.წ. „ტვინ-ნაწლავის ღერძი“, რის გამოც ნებისმიერი ემოციური დაძაბულობა ფიზიკურად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.👇👇👇
➡️ტვინისა და ნაწლავის კავშირი: კუჭ-ნაწლავს გააჩნია საკუთარი ნერვული სისტემა (ენტერიკული ნერვული სისტემა), რომელსაც „მეორე ტვინსაც“ უწოდებენ. სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც არღვევენ კუჭის ნორმალურ მოტორიკასა და მგრძნობელობას.
➡️გავრცელებული ჩივილები: სტრესის ფონზე ხშირია მუცლის ტკივილი, სპაზმი, გულისრევის შეგრძნება, შებერილობა და კუჭის წვენის მომატება.
➡️დაავადებების გამწვავება: შფოთვა ხელს უწყობს კუჭის წყლულისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) განვითარებასა თუ გამწვავებას.
🏥პროფესორ ლაგი გვეტაძესთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია წინასწარ.
📞598122353
☎️0431 24 36 38

Address

ავალიანის ქ. #1
Kutaisi
4600

Opening Hours

Monday 09:00 - 16:00
Tuesday 09:00 - 16:00
Wednesday 09:00 - 16:00
Thursday 09:00 - 16:00
Friday 09:00 - 16:00

Telephone

+995599121353

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლინიკა ,,ლაგიმედი'' • Lagimedi Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კლინიკა ,,ლაგიმედი'' • Lagimedi Clinic:

Shortcuts

Share