ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Atsu

  • Home
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Atsu

ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Atsu Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Atsu, Medical and health, ახალგაზრდობის #98, .

17/06/2026

#აწსუ #რეაბილიტაცია

🏉 ქუთაისი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს...
13/06/2026

🏉 ქუთაისი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს ეჯიბრებიან. აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

სასიამოვნოა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები – სოსო ახალაძე, ავთო ჭოლაძე და გივი გიორგაძე – ჩემპიონატში მოხალისეების სახით არიან ჩართულნი. ისინი აქტიურად ეხმარებიან სპორტულ და სარეაბილიტაციო გუნდებს, იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და ეცნობიან სპორტული რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომებს.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წარმატებებს!

2026 წლის 10 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილი...
10/06/2026

2026 წლის 10 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ცერემონია.

კურსდამთავრებულებს წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო ეტაპი მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა მექი ლობჟანიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გაბუნიამ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამრიკო ვალიაშვილმა, ასევე პროგრამის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა.

შეხვედრა განსაკუთრებულად თბილ და ემოციურ გარემოში წარიმართა. გამომსვლელებმა კურსდამთავრებულებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისა და მიზანდასახულობისთვის, გაიხსენეს ერთად გავლილი სტუდენტური წლები და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება, პროფესიული ზრდა და მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა უსურვეს.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან დღეს და გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად გააგრძელებენ იმ ჰუმანური პროფესიის მსახურებას, რომლის მთავარი მიზანიც ადამიანების ჯანმრთელობის, ფუნქციური დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.

წარმატებები და კეთილი გზა ახალ პროფესიულ ეტაპზე!

10/06/2026

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა გამოსაშვები ცერემონია. ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს პროფესიულ წარმატებას, უწყვეტ განვითარებას და მრავალ მნიშვნელოვან მიღწევას იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც რეაბილიტაციის სფეროში ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

06/06/2026
06/06/2026
04/06/2026

#რეაბილიტაცია #აწსუ #მედიცინა

03/06/2026

#აწსუ #რეაბილიტაცია #მედიცინა

22/02/2026

ჩვენთან დაგხვდებათ სანდო და პროფესიონალური გუნდი! 🤍✨

დაგვიკავშირდით:

☎️ 598 28 07 34

☎️ 557 94 21 88

📩 [email protected]

📍მისამართი: ქ. ქუთაისი, ბუხაიძის 4 ე

📌 ჩვენთან კონსულტაცია უფასოა!

Address

ახალგაზრდობის #98

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Atsu posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Health & Beauty Business?

Share