29/09/2026
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება. 🫀
მისი მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრევენციის მნიშვნელობის ხაზგასმა და ადამიანების წახალისება, იზრუნონ საკუთარი გულის ჯანმრთელობაზე.
გულის მსოფლიო დღის მთავარი გზავნილია - „გულის ჯანმრთელობა იწყება ყოველდღიური არჩევანით“.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილის პრევენცია შესაძლებელია გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რომელიც მოიცავს:
🚭 თამბაქოზე უარის თქმას და მეორადი კვამლისგან თავის დაცვას;
🥗 ჯანსაღ კვებას — მეტი ბოსტნეული, ხილი, პარკოსნები და ნაკლები მარილი, შაქარი და გაჯერებული ცხიმები;
🚶 რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას;
⚖️ ჯანსაღი სხეულის წონის შენარჩუნებას;
🩺 არტერიული წნევის რეგულარულ კონტროლს;
🧪 საჭიროების შემთხვევაში ქოლესტერინისა და სისხლში გლუკოზის შემოწმებას;
💊 ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სწორად და რეგულარულად შესრულებას;
🩺 ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდულ შეფასებას და გულ-სისხლძარღვთა რისკების ადრეულ გამოვლენას.
მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინისა და გლუკოზის მაღალი დონე ხშირად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აშკარა სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ამიტომ პროფილაქტიკური შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სახელმწიფოს მხრიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ფინანსდება, როგორც ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია, ისე კარდიო-ქირურგიული ოპერაციები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ქრონიკული მედიკამენტები.