14/04/2023
წერითი სავარჯიშო ემოციებისგან გასათავისუფლებლად
სიტყვებს აქვს საოცარი ძალა. მათ თავისუფალ წერას კი შეუძლია თქვენი გონებიდან და სხეულიდან მოგაშოროთ უარყოფითი ენერგია.
აი როგორ მუშაობს ეს ტექნიკა:
დადებითი თუ უარყოფითი ენერგიის მუხტი, რომელსაც ემოციები იწვევს, გავლენას ახდენს თქვენს ფიზიკურ სხეულზე. წერის მეშვეობით შესაძლებელია ამ მუხტის (ნაწილობრივ) გამოთავისუფლება, ისევე როგორც ხდება დაგროვილი ენერგიის განმუხტვა, მაგალითად, სექსის დროს.
ფურცლის დაწვით, რომელზეც დაწერთ თქვენს ემოციებს, შეიძლება კიდევ უფრო განეიტრალდეს ის მუხტი და იყოს ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ გათავისუფლდით. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, უარყოფითი ენერგია არ დგიგროვდებათ. შეიძლება ამ სავარჯიშოს შეხედოთ, როგორც ერთგვარ გათავისუფლების აქტს. ყოველ ჯერზე, როდესაც ემოციებს უშვებ, შენს ტვირთს ამსუბუქებ და აღარ გიწევს მისი ტარება.
Სავარჯიშო
ეს წერითი სავარჯიშო განსაკუთრებით მაშინ მოქმედებს, თუ უბრალოდ იწყებ წერას. არ არის საჭირო სიტყვებზე ფიქრი რა დაწერო. ამ მომენტში არც წერის სტილს, ან ხელნაწერის სისუფთავეს არ აქვს მნიშვნელობა.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ემოციების სიჭარბისგან, ვერც კი მოახერხო ზუსტი სიტყვების პოვნა. ეს კარგიც არის. უბრალოდ უნდა განაგრძო წერა და ეცადო ნეგატიური აზრები მოიშორო გონებიდან. არ არის აუცილებელი ზრდილობიანი, ან შინაარსიანი ტექსტი იყოს. ეს მხოლოდ შენი ისტორიაა. საბოლოოდ მაინც უნდა დაწვა ფურცლები, ამიტომ არ უნდა გეშინოდეს, რომ ვინმე წაიკითხავს.
საფეხურები
1. აიღე ბლოკნოტი და კალამი და დაჯექი მყუდროდ, სადაც არაფერი ხელს არ შეგშლის.
2. შაინიშნე დრო 12 წუთი.
3. გადაშალე ბლოკნოტი და დაიწყე წერა იმისა, რამაც დაარღვია შენი სიმშვიდე. ეს შეიძლება ეხებოდეს შენს ჯანმრთელობას, სამუშაოს, ფინანსებს, ურთიერთობებს და ა.შ. არ იფიქრო ბევრი, უბრალოდ დაწერე.
4. 12 წუთის შემდეგ შეწყვიტე.
მიიტანე ჩანაწერი ცეცხლისთვის უსაფრთხო ადგილას, ეს იქნება ბუხარი, თუ ბარბექიუს მოწყობილობა.
5. წაუკიდე ცეცხლი ფურცლებს. ცეცხლი ცვლილებების მომტანი და განმწმენდი თვისების მატარებელია. შენი მიზანია გაანეიტრალო ნეგატიური ენერგია, ცეცხლს ეს შეუძლია, შეუძლია ქაღალდი მისი მთლიანი ქიმიური შემადგენლობით ფერფლად აქციოს.
მინიშნებები
1. როდესაც დაასრულებ წერით სავარჯიშოს არ წაიკითხო რა დაწერე. თუ ამას გააკეთებ საკუთარ თავს ისევ ნეგატიური ენერგიით აავსებ.
2. არ გააკეთო ეს სავარჯიშო კომპიუტერით, ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობით. საჭიროა გქონდეს ფიზიკური შეხება იმ მასალასთან, რომელსაც იყენებ წერისას - კალამი და ქაღალდი - სადაც რაც შეიძლება მეტ ემოციას დააფიქსირებ.
3. შეგიძლია რაც შეიძლება ძლიერი და ნეგატიური სიტყვები გამოიყენო წეირსას, რათა შეგიმსუბუქდეს ტკივილი, ოღონდ ეს სიტყვები არასოდეს მიმართო საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი თავის მიმართ იყავი კეთილი და იცოდე, რომ ყველანაირი უფლება გაქვს იგრძო ის რასაც გრძნობ.
4. ეს პრაქტიკა შესანიშნავია შენი დილის რიტუალში ჩასართავად, უარყოფითი ენერგიის რეგულარულად განდევნისთვის და სიცხადის შესანარჩუნებლად. შეხედე მას, როგორც შენი სულიერი მეს „გაწმენდის“ საშუალებას, ისევე როგორც ასუფთავებ შენს ფიზიკურ სხეულს აბაზანის მიღებისას, ან კბილების გახეხვით.