17/04/2026
მოდით მოგიყვებით ცოტა რამეს ჩემს შესახებ: ვარ კლასიკურ კოსმეტოლოგიაში 2008 წლიდან (არ გახლავთ პატარა დრო დამეთანხმებით)
2010 წელს ქალაქ მილანში გავიარე მეზოთერაპიის კურსი (გამოდის რომ 16 წელია ნემსი მიჭირავს ხელში)...
ვარ ძალიან ფრთხილი და ამავე დროს პასუხისმგებლიანი ადამიანი.როდესაც მოდის პაციენტი, ყოველთვის ვითვალისწინებ მის სურვილს და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ რომელი პროცედურა იქნება მისთვის უფრო ეფექტური.
პროცედურა, რომელსაც არასოდეს გავაკეთებ არის ცხვირის მოდელირება ფილერით...
პროცედურა, რომლის გაკეთების შემდეგაც შეიძლება ითქვას პაციენტზე მეტად მენერვიულება არის : ბოტოქსი..
არანაკლებ სახუმაროა ასევე ტუჩის და სხვა ზონის ფილერები...
ამ ყველაფრის მოყოლა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბოლო პერიოდში რამოდენიმე პაციენტმა მომწერა : "ყველა აკეთებს უკვე პოლირძემჟავას და ცხვირს და თქვენ რატომ არ აკეთებთ?"
მე სხვა შეხედულებები მაქვს ესთეტიურ სილამაზეზე და როდესაც ვხვდები რომ პაციენტი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე ჩემს შეხედულებებში ჯდება...მე მასთან განშორება არ მიჭირს...მე არ ვარ "ჩაბღაუჯებული" ჩემს პაციენტებზე, რადგან ვთვლი რომ თუ პაციენტს უნდა, ის მაინც წავა და სხვასთან გაიკეთებს...ყოფილა შემთხვევა, როდესაც გადამისამართებაც კი გამიკეთებია სხვა სპეციალისტთან...მე ეს "არ მიტყდება"....
ჩემი დევიზია -"აირჩიე ბუნებრივი სილამაზე" ...რაშიც იგულისხმება ,რომ ყველაფერში საჭიროა ზომიერების დაცვა 🫶