20/06/2025
✳️ფილტვების დაავადების სამი ძირითადი ტიპი არსებობს, მათ შორის:
🔹️სასუნთქი გზების დაავადებები: როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ბრონქული ასთმა და სხვა. ისინი, როგორც წესი, იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროებას ან ბლოკირებას იწვევენ.
🔹️ფილტვის ქსოვილის დაავადებები: როგორიცაა იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი (IPF) და სხვა >1000ზე დაავადება, აზიანებს ფილტვის ქსოვილის სტრუქტურას. ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან ანთება ფილტვებს სრულად გაფართოების შეუძლებლობას უქმნის (რესტრიქციული ფილტვის დაავადება). ეს ართულებს ფილტვების მიერ ჟანგბადის შეწოვას და ნახშირორჟანგის გამოყოფას.
🔹️ფილტვის სისხლის მიმოქცევის დაავადებები: როგორიცაა ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია (PAH), აზიანებს ფილტვების სისხლძარღვებს. ისინი გამოწვეულია სისხლძარღვების ნაწიბურების გაჩენით ან ანთებით. ისინი გავლენას ახდენენ ფილტვების მიერ ჟანგბადის შთანთქმის და ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარზე.
✳️სამივე ჯგუფის დაავადებები შესაძლოა ერთდროულადაც თანაარსებობდნენ
✳️ფილტვის დაავადება ან დაავადებები შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუმცა რისკი იზრდება თუ:
🔹️ეწევით
🔹️იმუშავეთ ან გიმუშავიათ ისეთ სამსახურში, სადაც მტვრის, აირის, კვამლის ან ქიმიკატების ზემოქმედების ქვეშ იყავით.
🔹️გაქვთ ფილტვის დაავადების ოჯახური ისტორია.
არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ შეამციროთ ფილტვის დაავადების რისკი ან, მათთვის, ვისაც უკვე აქვს ფილტვის დაავადება, შეინარჩუნოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ცხოვრების საუკეთესო ხარისხი!
#ფილტვისექიმი #ელენეხურციძე #ხველა #პულმონოლოგი