18/02/2026
დიდი მადლობა გლობალურ ოსტეოინტეგრაციის აკადემიას (GAO Global Academy of Osseointegration) და ჯიენჯი • Giengi, რომ მომცეს შესაძლებლობა, ქართველ და უცხოელ კოლეგებს გავუზიარო ჩემი კლინიკური გამოცდილება.
ეს გამარჯვება ყველა ჩვენთაგანის წარმატებაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველ ექიმებს ბევრი რამ შეგვიძლია!
მივიწევთ კიდევ უფრო დიდი წარმატებებისკენ!
Many thanks to the Global Academy of Osseointegration (GAO Global Academy of Osseointegration) and Giengi for giving me the opportunity to share my clinical experience with Georgian and international colleagues.
This victory is a success for all of us and once again proves that Georgian doctors are capable of achieving a great deal!
Onward to even greater achievements
Neobiotech | საერთაშორისო აღიარება ქართველი ექიმებისთვის
გლობალური ოსტეოინტეგრაციის აკადემიის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კლინიკური ქეისების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა სამმა ქართველმა ექიმმა:
🥼დიმიტრი ხეჩანოვი - იმპლანტოლოგი
🥼დიმიტრი გოგოლაძე - ყბა-სახის ქირურგი
🥼ირაკლი ჩაჩუა - ყბა-სახის ქირურგი MD, PhD
სამივე მათგანი არიან ჯიენჯის კლინიკური მრჩეველები და გლობალური ოსტეოინტეგრაციის აკადემიის წევრები GAO Global Academy of Osseointegration
კონკურსში მონაწილეობდა 80-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია მხოლოდ 13 ექიმი, რომელთა შორის სამი ქართველი სპეციალისტია. მათ საკუთარი კლინიკური შემთხვევები პოსტერ ფორმატში წარადგინეს.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება Neobiotech World Symposium 2026-ის ფარგლებში, ვიეტნამში, ქ. ჰანოიში. შერჩეული კონკურსანტების პოსტერები განთავსდება სიმპოზიუმის ლოკაციაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეში.
🇬🇪 ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველებს შეგვიძლია!
ერთად ძლიერები ვართ!
იხილეთ ქეისები სრულად:
https://www.neobiotech.com/2026symposium/poster-contest