11/09/2023
როგორ გამოვიყენოთ ტონალურის ფუნჯი? 🖌️
ამ პოსტში გავეცნობით ყველა მნიშვნელოვან რეკომენდაციას მაკიაჟისთვის ტონალურის ფუნჯის გამოყენებისთვის:
1. სახის კანის მომზადება: მანამ სანამ დაიწყებთ ნებისმიერი სახის მაკიაჟის გაკეთებას უმნიშვნელოვანესია გაიწმინდოთ სახე ‼️, სახის გაწმენდის შემდეგ რეკომენდირებულია დაიტანოთ სახის კანის დამატენიანებელი მორგებული თქვენი სახის კანისთვის. 🧴თუ იყენებთ ე.წ პრიმერს, გამოიყენეთ ის დამატენიანებლის შემდეგ ტონალურის დატანამდე.
2. ტონალურის დატანა ფუნჯზე: მოათავსეთ მცირე რაოდენობის ტონალური ტონალურის ჭურჭელზე ან ხელის მტევანზე. ნაზად ჩააწეთ ფუნჯი ტონალურში რათა საკმარისზე მეტი რაოდენობის ტონალურის დატანა არ მოხდეს ფუნჯზე, გახსოვდეთ დაიწყეთ მცირე რაოდენობის ტონალურით და ნელ-ნელა დაამატეთ არყოფნის შემთხვევაში.
3. დაიწყეთ ცენტრიდან: დაიწყეთ ტონალურის დატანა სახის ცენტრიდან, კონკრეტულად ე.წ T(შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) ზონა, რომელიც უმეტესწილად გამოირჩევა უფერულობით, სიწითლით და არათანაბარი კანის ტონით, ტონალურის დატანა სახის ცენტრიდან უზრუნველჰყოფს უკეთეს დაფარვას.
4. გარედან შერევა: ნაზად დაიწყეთ ტონალურის გაშლა გარედან შიგნით მოძრაობის პრინციპით შუბლის ხაზიდან და ყბიდან, დარწმუნდით რომ შერევა ხდება სწორად, რომ არ მოხდეს ხაზების და ზოლების დატყობა.
5. სწორი ტექნიკა: გამოიყენეთ ე.წ buffing მეთოდი, რაც გულისხმობს ტონალურის გადანაწილებას ფუნჯის წრიული მოძრაობით რაც უზრუნველჰყოფს თანაბარ გადანაწილებას.
6. სწორი დასრულება: აუცილებელია დარწმუნდეთ რომ მაკიაჟის დასრულებისას მთელ სახეზე გაქვთ ერთი ტონი. ნაზად გადაანაწილეთ ტონალური სახის კუთხეებში რათა არ მოხდეს ე.წ ხაზების დემარკაცია, განსაკუთრებით ყბასთან, კისერთან და შუბლის ხაზებთან.
7. ტონალურის დაფიქსირება: მას შემდეგ რაც მიიღებთ სასურველ შედეგს შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაფიქსირებელი პუდრა ან სპრეი რათა მოხდეს ტონალურის უკეთ დაფიქსირება, რაც უზრუნველჰყოფს მის დიდხანს გაჩერებას სახეზე.
8. ფუნჯის რეგურალური გაწმენდა: საუკეთესო შედეგის მისაღწევად და ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია გაწმინდოთ ფუნჯი რამდენიმე გამოყენების შემდეგ.
ETTY - ის ფუნჯი ტონალურისთვის დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მარტივად მიღწევაში, უმაღლესი ხარისხის ბეწვი უზრუნველჰყოფს ტონალურის სწორ გადანაწილებაში.
შესაკვეთად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 💌
#ეტტი #მაკიაჟი #ტონალური #ტონალურისფუნჯი