Be One Group • ბი ვან გრუპი

Call Contact the business

Be One Group • ბი ვან გრუპი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Be One Group • ბი ვან გრუპი, Medical and health, აკაკი ბელიაშვილის 70ბ, Tbilisi.

ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო, ორთოპედიულ და სარეაბილიტაციო პროდუქტების ფართო არჩევანს, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად.

🩺 VAC თერაპიის აპარატი — თანამედროვე ტექნოლოგია ჭრილობის ეფექტური მართვისთვისრთულად შეხორცებადი ჭრილობების მკურნალობა თა...
11/09/2026

🩺 VAC თერაპიის აპარატი — თანამედროვე ტექნოლოგია ჭრილობის ეფექტური მართვისთვის

რთულად შეხორცებადი ჭრილობების მკურნალობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს VAC თერაპია — უარყოფითი წნევით ჭრილობის თერაპია.

VAC თერაპიის აპარატი ქმნის კონტროლირებად უარყოფით წნევას, რაც ხელს უწყობს ჭრილობიდან ჭარბი სითხისა და ექსუდატის მოცილებას, ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და გრანულაციური ქსოვილის წარმოქმნას.

🔹 გამოიყენება, მათ შორის:
* ქრონიკული და რთულად შეხორცებადი ჭრილობების დროს
* დიაბეტური ტერფის შემთხვევაში
* პოსტოპერაციული შეუხორცებელი ჭრილობებისას
* ტრავმატოლოგიასა და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში
* დამწვრობით გამოწვეული დაზიანებებისას
* ტროფიკული წყლულებისა და ნაწოლების დროს

✨ Be One Group გთავაზობთ VAC თერაპიის აპარატს სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ჭრილობის მართვისა და მკურნალობის ეფექტურობისათვის.

📩 დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციისთვის და გაიგეთ მეტი VAC თერაპიის აპარატის შესახებ.

Be One Group — თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები პროფესიონალებისთვის.

#სამედიცინოტექნოლოგიები #ჭრილობისთერაპია #სამედიცინოაპარატურა #მედიცინა #ჯანდაცვა

01/09/2026

🏥 თანამედროვე ორთოპედიული შესაძლებლობები კლინიკა "სენამედში" ( სენამედი - დასავლეთ საქართველოს მედიცინისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრი )

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი კლინიკების მხარდაჭერით პაციენტებს თანამედროვე ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური სერვისები რეგიონშიც ჰქონდეთ ხელმისაწვდომი.

სენაკის მულტიპროფილურ კლინიკა „სენა-მედიში“ უკვე ტარდება როგორც მწვავე ტრავმების ქირურგიული მკურნალობა, ისე გეგმიური ორთოპედიული ოპერაციები — მათ შორის ოსტეოსინთეზი და სახსრის ენდოპროთეზირება.

🤝Be One Group • ბი ვან გრუპის მხარდაჭერით კლინიკას მიეწოდა მაღალი ხარისხის ორთოპედიული იმპლანტები, რაც ექიმებს თანამედროვე ქირურგიული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

🎥 ვიდეოში „სენა-მედის“ ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი - ლევან ხუროშვილი საუბრობს კლინიკის შესაძლებლობებზე, თანამედროვე ორთოპედიული მკურნალობის მნიშვნელობასა და ჩვენი თანამშრომლობის როლზე.

🤝 მადლობა „სენა-მედის“ გუნდს პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ პროფესიონალური სამედიცინო გუნდისა და ხარისხიანი ტექნოლოგიების გაერთიანება პაციენტებისთვის უკეთესი შედეგების მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველია.

#ორთოპედია #ტრავმატოლოგია #ენდოპროთეზირება #ოსტეოსინთეზი #ჯანმრთელობა

21/07/2026

🔹 Be One Group • ბი ვან გრუპი-სა და გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა • Global Med University Clinic-ის თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მაღალი სირთულის სარევიზიო ენდოპროთეზირების ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

🦿 64 წლის პაციენტს, რომელსაც წარსულში ჩატარებული ჰქონდა მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება, პოსტოპერაციული გართულების შედეგად განუვითარდა პერიპროთეზული ინფექცია და ძვლოვანი დეფექტი, რაც თანამედროვე ორთოპედიაში ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ კლინიკურ გამოწვევად მიიჩნევა.

👨‍⚕️ ოპერაცია წარმატებით ჩაატარა გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, გია მიქელაძემ, პროფესიონალურ გუნდთან — ლევან ხუროშვილთან, გიორგი ხეჩიკაშვილთან და ლევან თავბერიძესთან ერთად, საოპერაციო ექთნის, მანანა მამაცაშვილის, მონაწილეობით.

🦾 ქირურგიული გუნდის გადაწყვეტილების შესაბამისად, Be One Group-მა უზრუნველყო პაციენტის ანატომიურ თავისებურებებსა და ძვლოვანი დეფექტის მოცულობაზე მორგებული პერსონალიზებული 3D ონკოლოგიური მუხლის ენდოპროთეზის დამზადება და ოპერაციის ტექნიკური მხარდაჭერა.

🤝 ოპერაციას ესწრებოდნენ Be One Group-ის წარმომადგენლები:
დავით პეტრიაშვილი
ედი ქვაცაბაია

✅ სარეაბილიტაციო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ პაციენტმა აღიდგინა კიდურის ფუნქცია და დაუბრუნდა აქტიურ ყოველდღიურ ცხოვრებას.

💙 ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობა პაციენტისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

🎥 იხილეთ ვიდეო და გაეცანით ამ საინტერესო კლინიკური შემთხვევის დეტალებს.

Be One Group — ტრავმა-ორთოპედიის თანამედროვე ტექნოლოგიების საიმედო პარტნიორი საქართველოში.

🇨🇳🤝 Be One Group-ის ვიზიტი Double Medical -ის საწარმოო ბაზაზე ჩინეთშიBe One Group-ის გუნდი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა...
04/06/2026

🇨🇳🤝 Be One Group-ის ვიზიტი Double Medical -ის საწარმოო ბაზაზე ჩინეთში

Be One Group-ის გუნდი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, Double Medical Group-ის საწარმოო და კვლევით ცენტრში, სადაც ადგილზე გაეცნენ კომპანიის მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და წარმოების სრულ პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში გუნდმა:

• დაათვალიერა მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა და საწარმოო ხაზი
• გაეცნო შოურუმში წარმოდგენილ უახლეს სამედიცინო პროდუქტებსა და ინოვაციებს
• დაესწრო სხვადასხვა ქირურგიულ ოპერაციას, სადაც გამოყენებული იყო Double Medical-ის იმპლანტები და სისტემები
• მონაწილეობა მიიღო დეტალურ ტრენინგებში, სადაც პრაქტიკულად განიხილებოდა პროდუქციის გამოყენების კლინიკური ქეისები

ვიზიტს ესწრებოდნენ ქართველი ექიმები — ლევან ხუროშვილი და გია მიქელაძე, რომელთა მონაწილეობამ კიდევ უფრო გააძლიერა გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებსა და ტრეინინგებში მონაწილეობდნენ ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და წამყვანი ექიმები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Double Medical-ის საერთაშორისო მასშტაბსა და გლობალურ მნიშვნელობას.

ქარხანა წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიულ ცენტრს, სადაც გაერთიანებულია კვლევა, განვითარება და მაღალი სიზუსტის წარმოება — ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის სამედიცინო გადაწყვეტილებებს.

ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსაც — მათ შორის ახალი პროდუქტების დანერგვას, კლინიკურ პარტნიორობების გაძლიერებას და საქართველოში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების კიდევ უფრო ფართო ინტეგრაციას.

ეს ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია Be One Group-ის მისიის შესრულებაში — საქართველოს ბაზარზე ინოვაციური, სანდო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა.



🇨🇳🤝 Be One Group Visits Double Medical’s Manufacturing and Research Center in China

The Be One Group team recently conducted an official visit to Double Medical Group’s manufacturing and research center in China, where they gained first-hand insight into the company’s large-scale infrastructure, advanced technologies, and comprehensive production processes.

During the visit, the team:

• Toured the state-of-the-art manufacturing facilities and production lines
• Explored the latest medical products and innovations showcased in the company’s showroom
• Attended various surgical procedures utilizing Double Medical implants and systems
• Participated in in-depth training sessions focused on real clinical cases and product applications

The visit was joined by Georgian physicians Levan Khuroshvili and Gia Mikeladze, whose participation further enhanced opportunities for professional knowledge exchange and collaboration.

Representatives and leading physicians from several European countries also attended the meetings and training sessions, highlighting Double Medical’s international presence and global significance.

The facility is recognized as one of the industry’s leading centers, combining research, development, and high-precision manufacturing to deliver medical solutions that meet international standards.

Special attention was also given to future plans, including the introduction of new products, the expansion of clinical partnerships, and the broader integration of advanced medical technologies into the Georgian healthcare sector.

This visit marks another important step in Be One Group’s mission to bring innovative, reliable, and internationally recognized medical technologies to the Georgian market.

03/06/2026

Double Medical- ინოვაცია იწყება იქ, სადაც იდეები თანამედროვე ტექნოლოგიებად გარდაიქმნება- გარემო, სადაც იქმნება სამედიცინო გადაწყვეტილებები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ექიმებსა და პაციენტებს ემსახურება.

Double Medical – Innovation begins where ideas are transformed into advanced technologies — an environment where medical solutions are developed to serve healthcare professionals and patients in countries around the world.

🤝 სტრატეგიული პარტნიორობა — Double Medical & Be One Groupსამედიცინო ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი Double Medical და საქ...
03/06/2026

🤝 სტრატეგიული პარტნიორობა — Double Medical & Be One Group

სამედიცინო ტექნოლოგიების გლობალური ლიდერი Double Medical და საქართველოში ერთ-ერთი მზარდი სამედიცინო მიმართულების პარტნიორი Be One Group-ს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქვეყნის ბაზარზე თანამედროვე, ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო გადაწყვეტილებების დანერგვას.

Double Medical წარმოადგენს საერთაშორისო ჯანდაცვის ჯგუფს, რომელიც სპეციალიზებულია ორთოპედიის, ხერხემლის, ნეიროქირურგიის, ჭრილობების მართვისა და ზოგადი ქირურგიის მიმართულებით და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწვდის მაღალტექნოლოგიურ იმპლანტებსა და სამედიცინო სისტემებს.

ამ პარტნიორობაში Be One Group-ის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია — კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ადაპტაციას და ინტეგრაციას ქართულ ბაზარზე, რაც ხელს უწყობს:

• უახლესი თაობის იმპლანტებისა და სამედიცინო სისტემების ხელმისაწვდომობას
• ქირურგიული პრაქტიკის თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას
• ექიმებისთვის და კლინიკებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების მიწოდებას
• ჯანდაცვის ხარისხის საერთო გაუმჯობესებას საქართველოში

ეს თანამშრომლობა წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს საქართველოს სამედიცინო სექტორის განვითარებისკენ — სადაც ინოვაცია, ხარისხი და საერთაშორისო გამოცდილება ერთიანდება ერთ მიზანში: პაციენტების უკეთესი შედეგები და თანამედროვე მკურნალობის სტანდარტები.

🤝 Strategic Partnership — Double Medical & Be One Group!

The collaboration between "Double Medical", a global leader in medical technologies, and "Be One Group", one of Georgia’s growing partners in the healthcare sector, aims to introduce modern, innovative, and high-quality medical solutions to the Georgian market.

Double Medical is an international healthcare group specializing in orthopedics, spine surgery, neurosurgery, wound care, and general surgery. The company supplies high-tech implants and medical systems to healthcare professionals in numerous countries around the world.

Within this partnership, "Be One Group" plays a key role by facilitating the adaptation and integration of advanced medical technologies into the Georgian healthcare market, contributing to:

• Greater access to next-generation implants and medical systems
• Alignment with modern surgical standards and practices
• Delivery of innovative solutions to healthcare professionals and medical institutions
• Continuous improvement of healthcare quality in Georgia

This collaboration marks another important step forward in the development of Georgia’s healthcare sector—where innovation, quality, and international expertise come together with one common goal: achieving better patient outcomes and advancing modern standards of care.

Address

აკაკი ბელიაშვილის 70ბ
Tbilisi
0159

Telephone

+995599732272

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Be One Group • ბი ვან გრუპი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Be One Group • ბი ვან გრუპი:

Shortcuts

Share