იებუსი - უძველესი მედიცინა • Yebusi - Ancient Medicine

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • იებუსი - უძველესი მედიცინა • Yebusi - Ancient Medicine

იებუსი - უძველესი მედიცინა • Yebusi - Ancient Medicine საერთაშორისო სამეცნიერო სამედიცინო ? Treatment of various organs with herbal preparations

🌷 სახის მალამო "ვარდის ჩურჩული" 🌷▫ აღნიშნული პროდუქტი თავსებადია ყველა სახის კანისათვის და შექმნილია უძველესი ქართული მე...
12/09/2023

🌷 სახის მალამო "ვარდის ჩურჩული" 🌷

▫ აღნიშნული პროდუქტი თავსებადია ყველა სახის კანისათვის და შექმნილია უძველესი ქართული მედიცინის გამოცდილების საფუძველზე.

✅ დამატენიანებელი;
✅ აღმდგენი;
✅ მკვებავი;
✅ ანტივირუსული თვისებებით.

🇬🇪 დამზადებულია საქართველოში.

შეძენის შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით:

📞 +995 514 983 003
#კოსმეტიკა #სილამაზე #ჰიგიენა #მკურნალობა

🌷 სახის მალამო "ვარდის ჩურჩული" 🌷▫ აღნიშნული პროდუქტი თავსებადია ყველა სახის კანისათვის და შექმნილია უძველესი ქართული მე...
12/11/2021

🌷 სახის მალამო "ვარდის ჩურჩული" 🌷

▫ აღნიშნული პროდუქტი თავსებადია ყველა სახის კანისათვის და შექმნილია უძველესი ქართული მედიცინის გამოცდილების საფუძველზე.

✅ დამატენიანებელი;
✅ აღმდგენი;
✅ მკვებავი;
✅ ანტივირუსული თვისებებით.

🇬🇪 დამზადებულია საქართველოში.

შეძენის შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით:

📞 +995 514 983 003
📞 +995 595 977 191
#კოსმეტიკა #სილამაზე #ჰიგიენა #მკურნალობა

საქართველოში აღმოჩენილია მთავარი ქალაქი იერუსალმი, 

🟧 "გულანშარო" აბრეშუმის დედაქალაქი    მრავალი საუკუნე გავიდა “აბრეშუმის გზის’’ უძველესი დედაქალაქის ძიებაში, რომელიც სხვ...
08/11/2021

🟧 "გულანშარო" აბრეშუმის დედაქალაქი

მრავალი საუკუნე გავიდა “აბრეშუმის გზის’’ უძველესი დედაქალაქის ძიებაში, რომელიც სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. არაბულ წყაროებზე დაყრდნობით, აბრეშუმის გზის - იგივე უმთავრესი სავაჭრო გზის დედა-ქალაქად მოიხსენიებოდა ბარგისტანი (იგივე ბარგუსტანი ან ბარგესტანი), მისი “ვეფხისტყაოსნისეული’’ სახელია “გულანშარო’’. არგონავტები მას “აიად’’ - მეფე აიეტის სასახლე-ქალაქად მოიხსენიებდნენ. ინდოეთში და ჩინეთში ეს ქალაქი ცნობილი იყო როგორც ხატაეთი, იაპონიაში კი - ხეთაია, რომელიც ვედანტური მოძღვრების თანახმად - მაიტრეას სამშობლოა, ანუ ცის მისტერიების სულიერი ქალაქი.

🔸 სრულად: http://gangeba.com/%E2%80%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E2%80%99%E2%80%99_-_%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98/n26

🌷 სახის მალამო "ვარდის ჩურჩული" 🌷▫ აღნიშნული პროდუქტი თავსებადია ყველა სახის კანისათვის და შექმნილია უძველესი ქართული მე...
06/11/2021

🌷 სახის მალამო "ვარდის ჩურჩული" 🌷

▫ აღნიშნული პროდუქტი თავსებადია ყველა სახის კანისათვის და შექმნილია უძველესი ქართული მედიცინის გამოცდილების საფუძველზე.

🇬🇪 დამზადებულია საქართველოში.

✅ დამატენიანებელი;
✅ აღმდგენი;
✅ მკვებავი;
✅ ანტივირუსული თვისებებით.

შეძენის შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით:
📞 +995 514 98 30 03

#კოსმეტიკა #სილამაზე #ჰიგიენა #მკურნალობა

🟩 არ არსებობს ავადმყოფობა, რომელიც არ იკურნება!წყარო: Gangeba.com   დაბადებიდან დაბადებამდე და გარდაბადებიდან გარდაბადებ...
11/10/2021

🟩 არ არსებობს ავადმყოფობა, რომელიც არ იკურნება!
წყარო: Gangeba.com

დაბადებიდან დაბადებამდე და გარდაბადებიდან გარდაბადებამდე, შემეცნების ორი მთავარი ღერძი ანუ ორი სპირალური არსი და ორი მთავარი სქესი ბადებისა (თანხვედრილი და დინამიურად საპირისპირო) მართავს ციურ და ქვეყნიურ სიცოცხლისუნარიან თანამკვიდრობას ანუ განკაცების საიდუმლოს - მდედრ-მამრი წყობით. დედა-კაცად და მამა-კაცად შემოქმედმა გვსახა სიცოცხლის დამტევ დედა-მიწაზე მამა-ურანოსის თანამდევებით. გვიბოძა შემეცნებადი ცნობიერება და უამრავ აღქმათა სარკე, სამყაროს წიაღში სული, სხეული და გვამი თავისუფალი რომ იყოს. გვამი სულით იწრთო, წრთობის ჟამმა დაბადა სხეული და სამივეს თანაშეწყობამ აითავისა მიწაზე სიცოცხლე - ამიტომ გასამაროვნდა.

სულის შემეცნება მარადიულს ჭვრეტს; სხეულის დროთა ცვალებას - ვარსკვლავიერს და პლანეტარულს გვამი აიზომავს ორთავეს ჟამიერად. გვამი კარავია სიცოცხლისა, სიცოცხლის კარიბჭეებით შეჭედილი სიცოცხლედ.

კარიბჭენი ვიწრო და ფართო გზათა მჩენია.

სიცოცხლის ძაფი ჯერ ვიწრო კარიბჭეებს გაივლის, მამის წელიდან შობილი ასო საბადებლით გადაიღწევა ფართო კარიბჭეებში ანუ დედის საშოში. მომზადდება დაბადებისთვის განკაცებით და ერთვის სიცოცხლეს ადგილის დედის თანაზიარებით.

შინაგანი და გარეგანი სისავსით შემეცნებადი სიცოცხლე, სულის ღვთაებრივი მეხსიერების ნაყოფია. ჰარმონიულობის დროს, გამთლიანებულია აწმყო, წარსული და მომავალი დროში მოცემულ უდროობის ღერძთან ერთად.

რღვევის დროს, როდესაც ატროფირდება რომელიმე მათგანი, იწყება მეხსიერების დანაწევრება და სიცოცხლის მთავარი არსი შეუმეცნებელი ხდება. გვამი ზევდება, სხეული და სული კი ითრგუნება გვამის შეზღუდულ მონაცემებში.

ჭეშმარიტად მიმაჩნია, რომ სნეულება სამ საფეხურად ვითარდება: პირველი - რღვევა მიდის შემეცნებაში, მეორე - სხეულში და მესამე - გვამში.

თუ ადამიანმა შემეცნებით დაიჯერა, რომ გარდაუვალის წინაშე არს წარმართება - მისი სხეული გარდაუვალისათვის მზად არის და გვამი აგონიაში ვარდება, სნეულდება და ვეღარ გადაივლის გარდასავალს.

ადამიანს შემეცნებაში სჯერა რაც სხეულში გამოიხატება, გვამი კი დაავადებით სნეულებას აჩენს.

რას აკეთებს ამ დროს სული ანუ მისი ქვეცნობიერება?

სული ქვეცნობიერად ცნობიერ ასპარეზზე გამოდის და ცდილობს ზეცნობიერის დახმარებით განიკურნოს და განკურნოს სხეულიცა და გვამიც.

გაუცნობიერებლობის შემთხვევეაში იწყება განმეორება. შემეცნების ერთი ნაწილი ზეცნობიერიდან იწყებს ხსნის ძიებას, მეორე კი ეყრდნობა ქვეცნობიერს; სული მთლიანია, მაგრამ სხეული ორმაგდება, თითქოს ერთი სწორი მრჩეველის ან შუამავლის (სულსა და გვამს შორის) მოვალეობას იღებს და იწყება რეზონანსული თანხმობა-უთანხმოების ჭიდილი.

რა მდგომარეობაშია ამ დროს გვამი? გვამში ირღვევა ბიოდინამიურობა და ხდება ენერგიის მოჭარბება ან კლება, აქედან კი გვამში მთელი რიგი სნეულებანი იწყებენ შესახლებას.

რა არის სხეული?

სხეული მატერიალური სისრულეა გვამისა და სულის ურთიერთობაში, მაგრამ არამდგრადი მონაცემით. იგი მსრბოლია აწმყოს, წარსულსა და მომავალში.

სამივე დროის გამთლიანება აქრობს დროის შემეცნებას და იწყება კავშირი მარადიულთან, რასაც მოჰყვება ოთხივკუთხით ხარება.

სული ბადებს სხეულს, სხეული და სული გვამს, გვამი ბადებს თანამსგავს სხეულს, რომელიც ერწყმის სულისაგან დაბადებულ სხეულს და ამით ორივე ერთ სხეულშია.



სისრულე

სულის, სხეულისა და გვამის ჰარმონია ბადებს სრულ, დინამიურ ბიო-ჰარმონიას, ეს კი თავისთავად ეთერში ასხივებს ნიმბას.

რა არის ნიმბა?

ნიმბა არის შინაგანი სამ-აროვანი მთლიანობისა და გარეგანი სამ-აროვნების თანაშერწყმის ეთერში გამოსახული ენერგეტიკული სისრულე, რომელსაც ასტრალური კვერცხის ფორმა აქვს.

ნიმბა აზრობრივი შინაარსის წნევისაგან წარმოიქმნება, რომელიც კოსმოსის ინფორმაციულ წნევაშია გაწონასწორებული და თანაცვლადია დროსა და სივრცეში.

ნიმბასრული ადამიანი ჯანმრთელია, თუ მას ჯანმრთელობასთან ერთად გონსახიერებაც საღი და განვითარებადი აქვს, ასეთი ადამიანი შემოსილია შარავანდედით, რომელიც მას თავის გარშემო აკრავს.

რა არის შარავანდედი?

შარავანდედი ნიმბის შიდა გამოვლინებაა გაწონასწორებული გონისა, რომელსაც არსობრივის დაკავშირება შეუძლია არსობრივთან და არსთა ტრანსფორმირება კოსმიურ შინაარსობრიობაში.

შარავანდედი სფერული ფორმისაა და აქვს ძლევამოსილება მზის ქვეშეთში არსებული ყველა ფერისა. მასთან ურთიერთობაში ნიმბა იძენს ელფერს და ასხივებს; გამოსხივებული ნათელი ცისარტყელასებურად შვიდ ფერში გამოისახება და ამ ნათებას აურა ჰქვია.

რა არის აურა?

აურა ინფორმირებული ეთერის მასაა, სადაც იბადება სხეულებრივი სუნი, მეტაფიზიკური ოთხ ბუნებათა კავშირი და გვამის წამყვანი ტონალურობა ფერით.

სრული აურალური სხეულის დროს, ადეპტი უკავშირდება სვეტიცხოველს (სიცოცხლის ხეს) და თავად ბადებს პიროვნულ მელამს. სვეტიცხოველი - ანდროგენულ სპირალურ ენერგიას წარმოადგენს, მელამი კი - პიროვნულ დინამიზმს არსობრივი შემეცნების ბადების ჟამს.

რა არის მელამი?

ადამიანის სულის შემოქმედებითი ენერგიის განთავსებას სხეულში, როდესაც გვამი აბსოლუტურ თანხმობაშია დროსა და სივრცესთან, მაშინ პიროვნებას შესაძლებლობა ეძლევა მსგავსით მსგავსი შვას, კოსმიურ სივცეებში გარდაბადოს შინაარსი: ფორმით, ფერით, სუნით და დროთა შეთანხმებადი დინამიზმით. ან პირიქით, კოსმიური სივრცეებიდან შთაისახოს, გარდმოიბადოს იგივე. ამ პროცესების ენერგეტიკულ კვალს მელამი ეწოდება.

მელამი მთლიანად ტოვებს ადეპტის შინაარსს კვალში. მელამი ღუზალურად ისახება და წარმოჩენით არის კოპალი. კოპალი გამატერიალებულებასთან მიახლოებული წმინდა მატერიის ოთხ ბუნებათა კავშირია. ამ ბურთის ფორმის მქონე წმინდა ენერგეტიკულ მასაში ჩაწერილია ადეპტის სრული ინფორმაცია. მისი ადგილი - ყიფლიბანდის „ქუდი’’, რომელიც ადამიანის ანდროგენული და სვეტიცხოველის ანდროგენული ღერძების ყრაა. როდესაც ადამიანის ნებულობა ჯანმრთელი და სრულია, მელამი განსხივოსნდება ღუზალურად, სამკაპივით, ცენტრში სვეტიცხოველის სპირალში არსებული სიმეტრიის ღერძის გაყოლებაზე ყიფლიბანდიდან და საფეთქლებიდან აქეთ-იქით მდედრ-მამრული არსის სიცოცხლის სიმეტრიის ღერძებში. თუ ადამის მოდგმას ეს შემეცნება დახვეწილი ექნება, იგი სიცოცხლის ხესთან მისულა და გამხდარა ღმერთი (ანუ ღმერთის სრული ძე) - სულიერი, სრული, მშვიდი არსება - სნეულების დამთრგუნველი.

რ ა დ გ ა ნ ა ც :

- სული ასწორებს სხეულის შემეცნებას;

- სული მარადიულია და იქ არის სიცოცხლე მარადიულობაში - ღერძება მარადიულისა;

- სხეული კი სამაროვანია - აწმყო, წარსული და მომავალი, სამღერძოვანი დინამიური შემოქმედების გზაა ადამიანის დროში.



სიცოცხლის კანონები:

არ არსებობს უსრული სული;
არ არსებობს ულამაზო სული;
არ არსებობს სიცოცხლე უსულოდ;
არ არსებობს უსულო დედაკაცი ან მამაკაცი;
არ არსებობს ულამაზო დედაკაცი ან მამაკაცი;
არ არსებობს უსიცოცხლო დედაკაცი ან მამკაცი;
ყველა ადამიანის სხეული თავისუფალია დროსა და სივრცეში;
სხეული შემეცნებად-ნიღბოსანია;
სხეულს შეუძლია წარსული, აწმყო და მომავალი გაამყისიეროს - ან განასხივოს;
სულისა და სხეულის თანაარსობა ბადებს შემეცნებას;
შემეცნება ყველა დროსა და სივრცეში დასაზღვრულია;
შემეცნება დაისაზღვრება (შემეცნების) წვდომის არსით;
შემეცნება თავისუფალია მხოლოდ წვდომის შინაარსში;
ჯანმრთელია მარადიულად სული;
ჯანმრთელობისა და დაავადების ზღვარი დევს შემეცნებაში.


თუ სულიერი შემეცნების გზით არასწორად “შეინიღბა’’ სხეული, ირღვევა კავშირი სრულფასოვანი სულისა სხეულის გავლით გვამამდე და ავადდება ტანი, გვამი კი სნეულდება და გამოსცემს ფიზიკური შემეცნების ნაყოფს - ტკივილს.

თავი და თავი კი არის სულის გზა შემეცნებადი სხეულისაკენ. დავაკვირდეთ, თუ სნეულება დაიბადა შემეცნებისაგან (გინდ მცდარი, გინდ ჭეშმარიტი), მაშინ ავადმყოფობა შემეცნებადია, ე.ი. განკურნებადია. აქედან მშვიდდება და მშვიდობა მსოფლიოს ადამიანებს, რადგანაც:



არ არსებობს ავადმყოფობა, რომელიც არ იკურნება!

🪐 სამყარო იწყება ასე... წყარო: Gangeba.com   არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი უსასრულო მარადიულობა! მაგრამ მას სახელად არც...
08/10/2021

🪐 სამყარო იწყება ასე...
წყარო: Gangeba.com

არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი უსასრულო მარადიულობა! მაგრამ მას სახელად არც “უსასრულობა“ ჰქვია და არც „მარადიულობა“; არც დიდია იგი და არც პატარა, რადგან მისი აღმომჩენი არ არსებობს; არ ასებობს ის, ვისაც რაიმე შეუძლია თქვას მის თაობაზე, თორემ თუ იქნებოდა მისი განმსაზღვრელი, სამყარო უკვე დროში გამოვლინდებოდა, ხოლო დროის დამბადებელი იქნებოდა ის, ვინც სამყაროს შეხედავდა.

ასპარეზობა ასე დაიწყო:

წარმოვიდგინოთ, რომ სრულიად უკიდეგანო სივრცეში არსებობს “არაფერი“. რამდენადაც შესაძლებელია უსასრულობის დანახვა, იმდენად ძნელია მისი შემეცნება, რადგან ძნელია მოაზროვნე გონი გაჰყვეს სამყაროს და განთავისუფლდეს მის უსასრულობაში.

სამყაროს ძალა არის უსაზღვროობა, როდესაც ის დაბადებაში შემოდის. იგი თვით ხდება ზღვარის მდებელი და აქტიურდება, როგორც ზღვრის მდებელი უსასრულობა. სამყაროს არაფერი - ხდება “ფერის“ მომტანი და პირველმჩენი. არსის ჩენა კი იმაში მდგომარეობს, რომ როგორი ერთფეროვნებაც არ უნდა არსებობდეს სამყაროში, თუნდაც ეს არაფრის ერთფეროვნება იყოს, უკვე შეიცავს თავის თავში დაბადების შესაძლებლობას, რადგან მან აღმოაჩინა თვისი უძლურება და შეუძლებლობა; მიხვდა, რომ უძლურია და უმოქმედო და მისი პირველი ნაბიჯი ქმედება ხდება.

ე.ი. მარადიულმა უსასრულობამ როგორც კი შეიმეცნა, რომ უმოქმედო და უძლურია - გახდა ქმედითი!

უსასრულობაში პირველი დასაბამი არის მოძრაობა და ქმედითობა. მაგრამ რისი მოძრაობა? - ჯერ არ არის არც ტანი, არც სული, ჯერ სხეულიც არ არის, თუმცა შესაძლოა არის კიდეც, მაგრამ მისი შემმეცნებელი არ არის. და როგორც კი იწყებს თავისი თავის აღმოჩენას, ლტოლვას თავისი გულისკენ და მიაგნებს თავის უძლურებას თავისივე უსაზღვროობოთ, რომელიც ხდება დასაბამი არსობრივი შიშისა, შიში კი - ხდება დასაბამი იმისა, რომ სამყარომ ამოიცნოს თავისი სისრულე და სისრულის საპოვნელად მიიჩნიოს ის ადგილი, სადაც მისი ზღვარი მინიმალურის ტოლია, ანუ ცენტრი იპოვოს.

სამყაროს უსაზღვროებას არ ექნებოდა შესაძლებლობა ცენტრი ეპოვა - თავისივე საყრდენი, ანუ ის ცენტრი, რომელზეც შემდგომში ევოლუციისათვის უნდა დაყრდნობილიყო. ასეთი საყრდენი სამყაროს რომ არ ჰქონოდა, მაშინ სრული ფორმა არ დაიბადებოდა და რადგანაც ის დაიბადა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო არის უდიდესი მოზღუდული სფერო, რომელიც მარადიულად დაუმთავრებელია.

ახლა, როდესაც მან იპოვა საყრდენი სფეროს ცენტრში, შეიქმნა შესაძლებლობა თავისი თავის აღმოჩენისა, გაანძრიოს და დაძრას საყრდენი, ანუ გადადგას პირველი ნაბიჯი. და რადგან მას ვერავინ ვერ ეუბნება - “შენ ცენტრში ხარო“ - ის ეჭვშია. მეორე მანკიერება სამყაროსი, რომლის საფუძველიც სამყაროს ქმედითება გახდა - არის ეჭვი (პირველი მანკიერება არის უსაზღვროების შიში და ჩვენც ადამიანებს თან გვდევს ღმერთის ეს პირველი ნაბიჯები - ეჭვი და შიში).

“საყრდენი ვარ თუ არა მე?“ - ეჭვმა გახადა იგი მოძრავი და ქმედითი. მაგრამ რა მოხდა როდესაც პირველად იძვრა? მან იპოვა საყრდენი და სიტყვა “ვარ!“, ე.ი. იპოვა ცენტრი.

უსაზღვროობამ თქვა - “ვარ!“ და თუ როგორია იგი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყველა თავის არსობრიობისკენ მსწრაფია - მოლეკულა, ატომი თუ ბაქტერია. ყველა აღმოაჩენს “ვარ!“ და ამ ქმედების ძალას გაჰყვება შემდგომში, თუმცა ეჭვი ეპარება თავის არსობრიობაში და მოდის ვნება აღმოჩენისა - “ვინ ვარ მე?“, რომელიც არის სამყაროს თვითშემეცნების ნოსტალგიური ავადმყოფობა, რადგან დიდია თუ პატარა წერტილი, როდესაც “ვარ!“ პირველ ნაბიჯს დგამს და გადაადგილდება (დროსა და მანძილს მნიშვნელობა არა აქვს), საწყისი წერტილი “ვარ!“ ხდება “იყო“ და ის წერტილი რომელიც გადაადგილდა - “იქმნა“ (“იქმნამ’’ შეჰქმნა “ იყო“, ამიტომაც არის ძველ ქართულში “იყო“ ორი მნიშვნელობით - იყო და რომ გაიყო).

წარსულმა დაბადა მომავალი და გახდა უზღვრულის ორი ბოლო - “ვარ’’ და “ვიყო’’, რომელიც უკვე ჭვრეტს თავის თავს და ჩნდება კიდევ ერთი მანკიერი გრძნობა - შემეცნება იმისა, რომ სრულქმნილი არ არის და ხდება თავის თავში დაბრუნების მცდელობა - გზა სრულქმნისაკენ. მაგრამ რამდენადაც არ უნდა მიუახლოვდეს იგი სრულქმნას, იმ წუთშივე იღვიძებს მასში პირველადი, დაუკმაყოფილებლობის დასაბამისეული გრძნობა და ზუსტად მეორდება აქტი - სურვილი გაიმეოროს ის, რაც ჩაიდინა მანამდე.

ესაა დასაბამი მოძრაობისა - „ვარ’’, “იქმნა’’ და “იყო’’.

ახლა განვიხილოთ თუ როგორ დაიბადა მისი საწინააღმდეგო სამყარო, რადგანაც უკვე “იყო’’. როგორც კი გაიფიქრა “მე ვიყავი’’, იმ წუთსავე, სადაც მან “ვიყავი’’ დასვა, გაჩნდა “ვარ’’, რომელიც საწინააღმდეგო მიმართულებად განისაზღვრა.

“ვიყავი’’ და “ვარ’’ განისაზღვნენ და განიზიდნენ, აბსოლუტურად გადაადგილდნენ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოქმედი არსის გარშემო სიმეტრიულად (რადგანაც დრო არ არსებობს). ცალ მხარეს დარჩა “ვიყავი’’, მეორე მხარეს - “ვარ’’, მათ შორისაა ღვთაება, რომელმაც არ იცის საით წავიდეს - სადაც არის, თუ სადაც იყო და რადგან პირველმა ნაბიჯმა გააგებინა თავისი არსობრიობის პოტენციური ნაწილი, იგი აკეთებს ახალ სვლას, რადგანაც წარსულის შემეცნება გაუძლიერდა, მაგრამ კიდევ ერთი მინუსი - რაც უფრო ეძებდა თვითშემეცნებას, მით უფრო სცილდებოდა ჭეშმარიტებას და მეორე ზღვრისკენ - არასრულისკენ სწრაფვამ დაანახა მას სისრულე. ეს უსასრულობის გვირგვინი მას საშუალებას აძლევს დაბრუნდეს იქ სადაც სრული იყო. და როდესაც უბრუნდება საწყისს, ის ადგილი მას ხვდება არა როგორც მამრი, არამედ მდედრი, ე.ი. გზა რთულდება, იმიტომ რომ იქ მისი არსობრიობა რამდენიმე ათეულით მრავლდება. ერთხელ უკან დაბრუნებული, დედის საშოში ჩაჯდა, ფიქრმა “იყო თუ არ იყო’’ შექმნა ღმერთისგან გამომავალი ქმედითი ძალა, რომელმაც სამყარო შექმნა და სამყარო, თავის მხრივ, იძულებულია ის გზა გაიაროს, რომელიც ღვთაებამ გაიარა, რადგან სხვა არანაირი გზა არ არსებობს სამყაროში, გარდა ერთი ქმედითისა.

მაგრამ რატომ დაბადა ღმერთმა მსგავსება თვისი, ანდა როგორ დაიბადა ის? როდესაც ღმერთმა თავისი არსობრიობის შემეცნების კულმინაციას მიაღწია (ჯერ არაფერი არ იყო შექმნილი!), სამწყსო ფიქრით “იქ ვიყავი’’, “ასეთი ვარ’’ და ა.შ. მან შეძლო აბსოლუტურ ქმედითებაში გარდასახვა და ყველაფერს ამ ფიქრით აკეთებს. ყოველი შექმნილის დანახვისას იგი ტკბებოდა და მიხვდა, რომ ხილული სამყარო უფრო მთრთოლვარეა, ვიდრე უძრავი და უთქმელი, მაგრამ არარაობაა ამის შემეცნება, თუ დამნახველი არ ჰყავს. მერე არსობრივად ჰქმნის იმას - ვისითაც უნდა დაინახოს თვისი თავი - ძეს და მასში გაანაწილებს თავისთავს სრულად და მსგავსად, მაგრამ არა როგორც მბადი საწყისი ბუნებისა, არამედ როგორც ბუნების შინარე მეუფე. მეორეჯერ დაბრუნებული უკეთესს ჰბადებს, მაგრამ ამ არსის გამატერიალურება ჯერ არ შეიძლება, რადგან ერთი ქმედითი წერტილი რაობასა და არარაობას შორის მოქმედებს. ორი ქმედითი წერტილი ბადებს მესამეს - მათ შორისს, რომელიც თვითონ ხდება ქმედითი, მაგრამ ნახევარი მამისაა და ნახევარი ძის, თუმცა სრული, ანდროგენული და მყოფადი. ძე იქმნება არა მხოლოდ ლოგოსით (როგორც “ძენი’’), არამედ შემოქმედებით და ლოგოსით. ძე თვითონაა შემოქმედება, იმიტომ რომ პირველი “იყავნ’’-იდან ღმერთი დაიძრა და ქმედება დაიწყო. იმ ქმედების ადგილს იკავებს ძე და ეუბნება “იქმენინ ნათელიო’’. ძეშია ეს შესაძლებლობა დატეული, რომელიც დაბადა მამამ, თუმცა ნათელი ძემ შეიმოქმედა. ამაშია განსხვავება: მამა ბადებს შემეცნების შესაძლებლობას, ძე კი ახორციელებს.

ეს დაედო საფუძვლად მთელი სამყაროს გენეტიკურ არსს (ის რომ ადამიანი ადამიანად იბადება, მარტოტქა მარტორქად და ა.შ.). არსებობს გარდასახვითი ვარიანტებიც (მაგ. ამფიბიები და არა მარტო ცხოველური, არამედ იდეურიც - როდესაც ერთი იდეა მეორეში გარდაისახება, ესაა თანაქმედითი არსობრიობა, როდესაც სიტყვა და საქმე ერთიანდება ან შორდება ერთმანეთს). აქვე იბადება სამყაროს ყველაზე მარტივი და ამავე დროს სრული მექანიზმი, მაგრამ სანამ სრულქმნილებამდე მიაღწია - განიცადა ყველაზე დიდი ტვირთი - სამყაროს უსასრულობა.

ცალმხრივი უსასრულობა არ არსებობს, რადგან მაშინ მეორე მხარეს კედელი იქნებოდა და რადგან უსასრულობა ყოველმხრივია, მისი სახელი თავისუფლებაა. სამყარო კი უსასრულოა, მაგრამ მასაც გააჩნია დასასრული რომლის მიღმა მხოლოდდამხოლოდ ერთი რამ არსებობს - წვდომა სამყაროს თანაარსებობამდე და სამყაროს უსასრულობამდე. თუ პირობითად გადავცდებით იმ ზღვარს - სამყაროს წავართმევთ პირველ საწყის შემეცნებას (სამყაროს უსასრულობის ჭვრეტისა) და ამ პარადოქსის გაგებისას თავად ხდები ღმერთი. შესაძლოა ეს ფიქრია, მაგრამ ეს გამოტყორცნილი ფიქრი გაიძულებს დაბადო სამყაროს ახალი ცენტრი სხვანაირი უსასრულობისა, რომელსაც უნარი აქვს შეგისრუტოს, რადგან შენი ნამოქმედარი შენთვის არის ქმედითი და ქმედითობისთვის შენ ხარ “იყავი’’ და თუკი “იყავი’’ შენც გადახვალ ქმედითობაში და ამ ცენტრში მოხვდები.

მაგრამ როგორ დაიბადა ის იმპულსი, რომ სამყაროს შეემეცნებინა თავისი თავი, რომ იგი უსასრულოა? რა იყო დასაბამი იმისა, რომ მას შემეცნების უნარი გაუჩნდა?

ვთქვათ, სამყაროს არ გააჩნია ღერძი, არც მატერიის საწყისი არ არსებობს, არც ჰაერია იგი და არც არაფერი, არც განმსაზღვრელი ჰყავს და არც დასასრული ან უსასრულობა აწუხებს. თვითნებაა სამყარო და დასაბამად მან ფიქრი დაიწყო, პირობითად რომ ვთქვათ არსობრიობის ძიების იმპულსი განუვითარდა. ერთადერთი რაც მას მარადიულად გააჩნია და არასოდეს არ კვდება ეს სიცოცხლეა. ამიტომაც მივმართავთ ღმერთს როგორც ცოცხალთა ღმერთს და არა მკვდართა, და ამითაა ღმერთი მარადიული მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის უნარიანობით. ის სიცოცხლის უნარიანობაში შეიძლება განუსაზღვრელიც ყოფილიყო, იმიტომ რომ, როდესაც ნათელია (სამყარო კი, რომელსაც სიცოცხლე ჰქონდა, არის აბსოლუტური ნათელი, რადგან მისი ნათელი შინაარსობრივია), იგი არა ფერით არის ნათელი არამედ სიცოცხლის უნარიანობით.

ფერი - უფერო, გამჭვირვალეს რომ ვეძახით, არის დასაბამი - ხე სიცოცხლისა, რომელშიც განსჯა არ იპოვება (განსჯა დევს თეთრ ფერში - შავს უპირისპირდება, ასევე განსჯაა ლურჯში, ყვითელში... ყველა ეს ფერი საპირისპიროს ექვემდებარება, მაგრამ თავად სამყაროში არაფერი არ იყო დაპირისპირებადი). ნათქვამია რომ “იერუსალიმი მინასავით გამჭვირვალეაო’’, სწორედ ეს არის მიღმიურში გატყორცნილი მჭვინვარება, სამყაროში დაბადებული იერუსალიმი. იგი აქედან კაცმა დაბადა! ეს უკვე სხვა პროექტია. ქრისტეს მიერ შეიქმნა ახალი იერუსალიმი ორი ათასი წლის წინ, ზეცაში აშენებულ უდროობაში (ღმერთმა რომ თქვა “იქმენინ ნათელი’’, რათა შექმნილიყო ყოველი ცოცხალი), აქ მილიონი, მილიარდი წლების მერე სრული ტაძრის აშენება გახდა შესაძლებელი. დასაბამში მას ქრისტე აშენებს, რათა აქედან იქ გააგზავნოს იერუსალიმი, ჯერ კიდევ არასრულქმნილი აქ, რადგანაც ქმედებაში სამყაროს დააკლდა სიცოცხლის ის მომენტი, რაც ამ ქალაქმა - იდეის ქალაქმა უნდა იტვირთოს, რაშიც მამა და ძენი გამთლიანდებიან. გამთლიანება სივრცულ-მოცულობით არსში ხდება, რათა იდეა გაამთლიანონ. ეს იმისთვის კეთდება, რომ მამის ტაძარი დამკვიდრდეს ჯერ აქ და მერე იქ ათინათებით. აქ აშენებით - იქ აშენებენ მისტერიალურ იერუსალიმს, რომელიც შემდგომ მათი სამკვიდრებელი ხდება იქ (ანუ აქ ხდება აშენება და ვინც აქედან გადადის, იმ ქალაქში ცხოვრობს მერე). დასაბამში აქ მოდიოდნენ მამები და აშენებდნენ მღვიმეებს, გამოქვაბულებს, ათინათებს, რათა ვარსკვლავიერი განსხეულებების მიღმურობაში, იქ მსგავსი პირობითი საცხოვრებლები ჰქონოდათ, რადგან ედემურნი იყვნენ აქ და ედემურის თანასწორნი და თანაზიარნი რომ გამხდარიყვნენ, ორმხრივი კავშირი რომ ყოფილიყო, აქ ხდებოდა პროექტების შედგენა, რათა იქ აშენებულიყო. არის მომენტი, როდესაც აქედან იქ აშენებენ და არის პირიქითაც. ამ მისტერიით აშენება ისე სწრაფად ხდება, რომ უნდა იცოდე თუ როგორ გადაიტანო საკურთხეველი იქითა მხარეს. ერთი ქვის გადატანა მაინც უნდა იცოდე და მერე ტაძრის გადატანასაც შესძლებ. ეს მომენტი მხოლოდდამხოლოდ შენით მიიღწეოდა (“ვიყავ’’ და “ვარ’’ ქმედითი თანაარსობით). თუ ამას შესძლებ, ხომ კარგი (“საუნჯეებს ზეცაში ვინც აგროვებს ნეტარ არსო’’), თუ არა და არასწორედ აშენებული ნაცარტუტედ იქცევა, რადგანაც თუ იპარავ, ვისაც პარავ, ისინიც ამ სახლში სახლდებიან - მფლობელები ხდებიან და გარეთ გაგდებენ, როგონც იდეის მცდარ მაშენებელს, ხოლო მართლად ნაგები ზეცაში რჩება მანამ, სანამ არ მოუვა დრო რომ ხელახლა, ახლა უკვე იქიდან აქ ტრანსფორმირდეს. ყველა საფლავის ქურდი იმიტომ ისჯებოდა განსაკუთრებულად, რომ ეს ცოდნა ჰქონდათ. ხოლო საფლავში რომ აყოლებდნენ მონებს, ცხენებს, მატერიალურ სიმდიდრეს, ეს უკვე დაცემული პერიოდის შედეგია, როდესაც იმიერში გაგზავნა მატერიალურად გაიგეს.

სწორი ქმედითობის დროს იქით გადასული მონა და ბატონი (მაშინ სიტყვა “მონას’’ ცუდი დატვირთვა არ ჰქონდა, რადგან მონა მოწაფე იყო, რომელიც მოძღვარს ემორჩილებოდა) ხვდებოდნენ ერთმანეთს და იქ აგრძელებდნენ ურთიერთობას. ეს იყო ლაზარეს შემეცნება, რომელიც დაიკარგა და რომლისგანაც მხოლოდ დამახინჯებული რიტუალი დარჩა ბატონებთან ჩახოცილი მონებისა. მაშინ მოხდა პირველი დაცემა “როცა აღზევდნენ უსამართლონი მართალთა კრებულში’’. არასოდეს არ უნდა აღზევდე სიტყვის წინააღმდეგ. ესეც დაცემაა, რადგან სიტყვა შენს წინააღმდეგ არ დაიბადებოდა, თუ შენში არ იქნებოდა ამ სიტყვის სატევნელი სისუსტე.

რატომ დაიტია იესო ქრისტემ სამყაროს ყველაზე დიდი სიბინძურე ჯვარცმაზე რომ მიჰყავდათ?! იმიტომ რომ, იესოში იყო მისი სისუსტე (განა ქრისტე სუსტი არ იყო? მაშ რად ეძახდნენ მას “ძალო უძლოო’’, ანდა პეტრეს რომ ეუბნება: “პეტრე, ნუ ითხოვ ჩემგან ძლიერებას ღმერთისას, ჩემი ძალა ჩემს სისუსტეშიაო’’), მაგრამ სწორედ ამ სისუსტიდან გამოსვლაა ყველაზე დიდი საიდუმლო. ამ დროს სამყაროს უმოქმედო ღმერთი, აბსოლუტური ღმერთის შემეცნებაში დგას. უნდა გაიხსენოთ, რომ ღმერთი მის მიერ დაშვებულ შეცდომებს თავად ასწორებს, ამიტომაც ამბობს: “აპატიე, რადგან თავად არ იციან რას სჩადიანო’’.

ვინ იცის რამდენს “დაბორიალობდა’’ ღმერთი სანამ თავის თავს იპოვნიდა?! ახლა აქედან დანახული ღმერთი ცოტა სხვა რამ არის, იმიტომ რომ თავი აღმოაჩინა ღმერთად, მაგრამ საერთოდ რომ არ გამოვლენილიყო? მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაა, შეუძლებლობა მაინც გააჩნია. კი, ათი ქალაქი შეიძლება დაანგრიოს ერთმა კაშხალმა, მაგრამ ათასი ქალაქის აგება არ შეუძლია. ასეა ღმერთიც, მან თუ ვიღაცაში თავისი სისუსტე არ ამოიცნო, ისე თავისი სისრულისაკენ ვერ ისწრაფვის, რადგან ამაში ხსნაც არის და დაბადებაც. მაგრამ მას არ შეუძლია არ იყოს ღმერთი!

განა ღმერთი არ გვისმენს? მაგრამ არასწორად მივმართავთ. თუ მიმართება არსობრივია, თუ ღმერთს სწორედ დაანახებ, უფლება არა აქვს არ იმოქმედოს და ზუსტად მაშინ ხვდები, რომ მსწრაფი და სრულია, მაგრამ უსრულქმნილო და არ მორჩა დაბადებას - აგრძელებს, აგრძელებს, აგრძელებს... ასპარეზშია. და თუკი ასპარეზშია, სიცოცხლე გრძელდება, და თუ გრძელდება მაშინ კარგიცაა, რომ თავდაპირველად ღმერთმა ვერ იპოვა თავის თავი. შეიმეცნა თუ არა რომ ღვთაებაა, მომენტალურად დაბადა ადამიანი, რადგან ის, რაც ღმერთის საფასურია და ის რაც ადამიანის საფასურია - ერთმანეთთან მიიზიდება.

უფლებამოსილება, მოკრძალება... ესეც ქრთამია, მოფერებაც ქრთამია (ბრჭყალებში, რა თქმა უნდა), ყველაფერი ეს არის გაცვლა, მაგრამ კეთილად, უანგაროდ, რაც მან ორმხრივად ჩადო. და თუ მისი სიკეთე სწორად გამოიყენე, შეგიძლია დაჯდე და ელაპარაკო, რადგან მანაც ბევრი იწვალა, ვიდრე ერთი “ინკარნაციიდან’’ მეორემდე მივიდა და თუ აქვე მიხვდი, რომ ის - ის არის, შეგიძლია ელაპარაკო, ის კი შენს ნათქვამს გაიზიარებს და არა მხოლოდ შენსას - ჩიტისასაც, ჭია-ღუასასაც... ეს რომ ასე არ იყოს, არც ჩვენ გვექნებოდა აღქმის უნარი, ვერ დავინახავდით ერთმანეთს და საერთოდ ვერაფერს ვერ დავინახავდით.

ყოველი ქმედითი ზიარება, ფიქრითი იქნება, თვალადი თუ შემეცნებითი, ვაკუუმური იქნება თუ უსასრულობაში ნათქვამი, მსგავს აზრობრიობას ბადებს შენში. თუ შენში იბადება, იცოდე, რომ შენ ყოველთვის და ყველგან მისადმი ლტოლვაში ხარ. ესაა კავი, დაკავდი და მორჩა! მილიონი წელი რომ გავიდეს, ის შენთან იქნება ქმედებაში. ხელი რომ შეახო ქვას და დადო, მის არსობრიობას არასოდეს დაავიწყდება შენი ხელის შეხება, არასოდეს, დამთავრდა! შენ და ის ქვა მარადიული მეგობრები ხართ, თუნდაც სამყაროს ერთ მხარეს შენ ცხოვრობდე, ის კი მეორეს. მაგრამ ამ უკიდეგანობაში რომ არ დაიბნე (ჩვენ ხომ ღმერთს ჯიუტი ბავშვებივით უკიდურეს რაღაცეებს ვთხოვთ, ის კი გვითმენს) უნდა დაიმორჩილო, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო და მაშინ ღმერთი კი არ გეხმარება, არამედ იმორჩილებ და რადგან ღმერთს არ შეუძლია არ იყოს ღმერთი უკიდურეს სისავსეში, თუნდაც ბოროტებაში, მას არ შეუძლია არ დაგანახოს სიკეთისა და ბოროტების კულმინაციები. მაგრამ თუ იცი, რომ ის შენ გემორჩილება, ამ მორჩილების ძალით, შენი პატარა ბიძგით შეგიძლია სამყაროსათვის სამიზნე გახდე. და მაშინ ერთ რამეს დააკვირდი: თუ შენ ნებელობით შეხვალ და დაინახავ, რომ შენგან ხდება ეს პროცესი, შენ უნდა გაიცალო მასში, შენს ნებელობას სრულად გაჰყვე. ეს ყველაზე დიდ რამ არის, რადგან ღმერთსაც უჭირს და ადამიანსაც, იმ პირველი ეჭვის გამო, რომელიც მოძრაობისას აღმოხდა: “ეს მე ვარ?!” (ეს არის ყველაფრის დასაბამი, ამას ვერ წაშლი, ეს მონატრებაა - მასთან რომ გარბიხარ ვისშიც ცოცხლდები, ვისშიც ჩანხარ... აქედან მოდის მთლიანობაში სამყარო და რა კარგი იქნებოდა იგი ყველა ერთმანეთისა რომ ვყოფილიყავით, ასე გამრუდებულ სარკეებში რომ არ გვეცქირა. იცით რა კარგი იქნებოდა? იმიტომ, რომ ცოცხალი ქმედება იწყება მოძრაობით (ქარის დაძვრით) და მაშინვე ხედავ სიცოცხლეს, და თუ ხედავ - შენი აღძვრა იწყება, რადგანაც ის ხარება იწყება, ღმერთმა რომ მოძრაობით დაინახა თავისი თავი - იყო ჯერ “ვარ’’, გახდა ქმედითი და დაინახა რომ იყო.

ექიმი - ბერი გიორგი იონთა ჰიპერიონი გიმკურნალებთ მხოლოდ მცენარეებისაგან დამზადებული ბუნებრივი პრეპარატებით 🌾🌾მკურნალობა ...
15/09/2021

ექიმი - ბერი გიორგი იონთა ჰიპერიონი გიმკურნალებთ
მხოლოდ მცენარეებისაგან დამზადებული ბუნებრივი პრეპარატებით 🌾🌾

მკურნალობა ხდება
მცენარეული ნაყენებით ☘️🌿
ბალზამებით🌿
ჩაებით და მალამოებით .🌳🌳

ასევე მოგემსახურებით კოსმეტიკური - სამკურნალო სახის მოვლის ბიო საშუალებებით.🌺🌺

👇

სამკურნალო პრეპარატებს მოგაწვდით შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
👇
1️⃣ ჰაიმორიტი და ფრონტიტული ღრუების ფილტრაცია

⃣ ჩიყვი

⃣ ხერხემალში დაგროვილი მარილების გამოდევნა

⃣ ღვიძლის დაავადებების მკურნალობა

5️⃣ ელენთის დაავადებების მკურნალობა

6️⃣.კუჭქვეშა ჯირკვალის მკურნალობა

⃣ გენიტალიების მკურნალობა -(მამაკაცებში პროსტატა ქალებში საკვერცხეები და საშვილოსნო),

⃣ სახსრების ტკივილებისა და ანთების მკურნალობა

9️⃣ ორგანიზმის განწმენდა მძიმე დანაგვიანებისაგან

🔟 იმუნიტეტის ამაღლება

1️1. ინფექციური დაავადებების მკურნალობა.

P.S.ჩვენი სამკურნალო მეთოდით არცერთ ქვეყანაში არ მუშაობენ, ქიმიის და მინარევების გარეშე☝️
☑️:514983003

☑️პრეპარატების შესაძენად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომრებზე
(ვგზავნით რეგიონებში)

კოსმოსის მითოლოგიის ქართული ანბანით გახსნა კვლევა ეძღვნება მოწაფეებსამ მოწოდებულ ინფორმაციებს, უკვე გავლილი აქვს მოძიები...
11/09/2021

კოსმოსის მითოლოგიის ქართული ანბანით გახსნა

კვლევა ეძღვნება მოწაფეებს

ამ მოწოდებულ ინფორმაციებს, უკვე გავლილი აქვს მოძიების გზა. ეს კი ნიშნავს, იმას,რომ ყოველი სქემა გადამოწმებულია პრაქტიკულ გამოყენებაში და ნაპოვნია დაფარულში მყოფი

1) კიდობანი;

2) დედა-ბერას საიდუმლოება, ბებერა-სერის საიდუმლოებასთან ერთად;

3) ეგვიპტური პირამიდების ქართული ვერსიებით კვლევა;

4) იერუსალეიმის საიდუმლოება;

5) გალილეიას საიდუმლოება;

6) რახილის საიდუმლოება;

7) წარღუნვის საიდუმლო.

მოწაფეთათვის მინიშნებებს მოგაწვდით, რომ მოგვურ გზაზე სწორად იაროთ. პლაგიატორებს და უკვალოდ მჩხრეკელებს ვაფრთხილებ, ეს საიდუმლოებანი გაცილებით ძველია ვიდრე ებრაელი ერის მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენა. ამიტომ პატიებით გიდგებით ყველა მწიგნობარს და ფარისეველს, გთხოვთ თავი შეიკავოთ ცილისწამებებისაგან, გინდათ ისწავლეთ ჩემებრი ხედვა, გინდათ შეეშვით. ქართულ კულტურას არ ესაჭიროება არცერთი სხვა ცივილიზაციის ფრაგმენტების გამოყენება, და თუ თქვენც ამ აზრზე ხართ მომყევით. გზა ცოდნისა და განათლებისა რთული გასავლელია, უფალი იყოს თქვენი მსაჯული და მპატიებელი, ყველაფერი მისი შექმნილია და ის განკარგავს ყველაფერს, ჩვენ მის მიერ დასახულ გზას მივუყვებით ზოგნი როგორ, ზოგნი რანაირად. მოგეწოდებათ ყველაფერი, მოთმინება იქონიეთ. ნუ დარდობთ ყველაფერი რაც უფალმა ინება და გადმომეცა დაცულია.

ახლა გაფრთხილება

1) წარღუნვა დაიწყო.

2) წაიკითხეთ შვიდი გარდაუვალობა.

3) იწყება დედამიწაზე დიდი შიმშილი.

4) დედა-ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა აღდგა და ფრთებს შლის.

5) დათესეთ სათესი ყველა ეზოში და კარში-ზეგნებზე.

6) ხორბალი, ჭვავი, ქერი, ამარანტი.

7) მთებში აზიდეთ ვენახი.

8 ) ბოსტნეული და ბახჩეული დათესეთ, არ არის აუცილებელი კუთვნილების საბუთი მიწაზე, ის ქართველი გლეხკაცისაა და ეკუთვნის ღმერთს.

9) დარგეთ მცენარეები, უპატრონეთ ობლებს, ღარიბებს, ავადმყოფებს.

10) მოემზადეთ მთაში და ზეგნებზე ცხოვრებისათვის.

11) მარილი, სოდა, იოდი და მარცვლეული მოიმარაგეთ.

12) მიაქციეთ საზღვრებს ყურადღება, ყველაერი ტომი და ენანი ასევე თესლები, თავიანთ ქვეყანაში.

13) დაიცავით წყლები და წყაროები სიბოროტეთაგან.

14) ერთ მუშტად შეიკრას ერი.

15) გაიხსენეთ წმინდა მამების შეგონებები და ლოცვანი, მოუფრთხილდით ერთმანეთს.

16) ყველაზე სუსტმაც ჩაიცვას აბჯარი რწმენისა და წინ დიდი ცვალებადობა გვაქვს გადასალახი, ხოლო თქვენ გეტყვით ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, სიყვარულს, სიბრძნეს ღვთაებრივს.

ყველანი სახლში დაბრუნდით ყოველმხრივ, იწყება ოკეანის და ზღვების მოქცევა. იფხიზლეთ და იყავით გონიერნი. ძველი ცივილიზაცია მოკვდა! გაიხრწნა ბაბილონის მეძავი! რჩეულთა გზა განათდა! დამთმენი დაჯილდოვებული იქნება უფლისაგან!გაგრძელება იქნება გაფრთხილებასთან ერთად!

გიორგი იონთა ჰიპერიონი

და მისი მოწაფე ტატო უფლის მხედარი აზნაურ მეომართა შორის.

Gangeba.com

☘️🌹სახის კანის   ს ა მ კ უ რ ნ ა ლ ო -კოსმეტიკური მალამო       " ედემის-სიო " ☘️☘️☘️ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დამზადებუ...
09/09/2021

☘️🌹სახის კანის ს ა მ კ უ რ ნ ა ლ ო -კოსმეტიკური მალამო
" ედემის-სიო "

☘️☘️☘️ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დამზადებული მალამო
რთული კომპონენტაციის
განსაზღვრულია სამკურნალო მცენარეებით

🔸🔸 აწესრიგებს კანქვეშა კუნთების სტრესულ დაძაბვას

🔸🔸ამშვიდებს და ავსებს ბუნებრივი ვიტამინებით

🔸🔸წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატების ერთერთ
ნაწილს: "ცირცეიას" - სახელობის შემოქმედებით ლაბორატორიაში დამზადებული, ბუნებრივ მასალაზე შედგენილ პროდუქტებიდან

🔹მალამო წარმოადგენს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და ეთერზეთების, წარმართული კოლხური მედიცინის ტექნოლოგიებით ქმნილებას

🔹“ ედემის სიო “ როგორც სახის კანის აღმდგენი და დამამშვიდებელი პროდუქტი, არ იმეორებს არცერთ სხვა ქვეყნებში შექმნილ ანალოგიური პრეპარატების ტექნოლოგიურ პროცესს.

ხმარების წესი: 🔺
ყოველმხრივი შეზელვით დავიტანთ სახეზე მალამოს მცირე რაოდენობით, გახსნითი მოძრაობით ყოველ დილას და საღამოს.
აქვს უცბათ შეთვისების უნარი

დამილოცია ქალბატონები მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში ახალი ჯანმრთელობისთვის.

🔺სამკურნალო პროდუქტების შექმნის ტექნოლოგია და ინფორმაცია მოიპოვა, დაამუშავა და აღადგინა "გიორგი იონთა ჰიპერიონმა".

• 30გ - 35ლ.

🖤მალამოს შესაძენად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ
T:514983003
www.gangeba.com
(ვგზავნით რეგიონებში)

დროის საზომი ბორბალიჩავწვდეთ რა გზას დაგვაყენებს ბორბალის გამოკვლევა.არსებობს ამისთანა ლეგენდა ! ბორბლის გაკეთება და გამ...
13/08/2021

დროის საზომი ბორბალი

ჩავწვდეთ რა გზას დაგვაყენებს ბორბალის გამოკვლევა.
არსებობს ამისთანა ლეგენდა ! ბორბლის გაკეთება და გამოყენება წმინდა გიორგიმ ასწავლა ქართველებს, ქართველები წმინდა გიორგის თეთრი გიორგის სახელით მოიხსენიებენ.
[ბორბალი –წისქვილისა და მისთანას საბრუნვებელი, გინა საჟამნის ბორბალი; ქარი ძლიერი და მბრუნავი ბორბალად ითქმის.]

მარკოზი
თავი 4,37. ( Ⴃ, Ⴊ, Ⴆ,)
37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისა დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ
აღ–ცა–ივსებოდა ნავი იგი.
38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მას ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით ?
39.და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ !
და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.
40. და ჰრქუა მათ: რასა ესეოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოება? და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინმე არს ეს, რამეთუ ქარნიცა და ძღუაჲცა ერჩიან მას ?

ბ ო რ ბ ა ლ ი –– ქარი მბრუნავი.
[ ბორბალი ნ.ისარი ]
ბორბალი არის მბრუნვი, ბრუნვის მოქმედი (სულხან საბა)
ხილული ბრუნვადი ანუ საჩინო, ესეც ქართულად გამოჩენილი.
აქ განვმარტავ, საჩინო მბრუნავი, რომელსაც ისარი გააჩნია არის –ბორბალი დროის საზომი.

ამ დროის საზომს მისი ვრცელი გაგებით, დროისა და სივრცის გაზომვა შუძლია, როგორც საათით იზომება დრო, ასევე ზუსტად შეგვიძლია გავზომოთ სივრცე, ვარსკვლავები და ზოდიაქოს ნიშნები.

მოვძებნოთ მბრუნავ საჩინო ბორბალს, ბიბლიური კოდური სახელი რა ჰქვია

[ მბრუნავი საჩინო––გალილია ]
შევამოწმოთ
გ ა ლ ი ლ ი ა ––1)მბრუნავი საჩინო;
2)მოსაგებელი;
3)გამოცხადება;

მბრუნავი, მშვენიერად ბრწყინვალე,
გინა მოსაგებელი უფლისა,
გინა გამოცხადება.
(სულხან საბა ორბელიანი )

აბა ახლა გავიხსენოთ როგორ აღწერს
შოთა რუსთაველი მბრუნავ და საჩინოს.
ამ შემთხვევაში მთლიანი წუთისოფელია მოხმობილი:
,, ვახ! სოფელო რაში გან ხარ,
რა გაბრუნვებს რა ზნე გჭირსო ! "

ისევ დავწერ ოღონდ შედარებისათვის დააკვირდით, როგორ ოსტატურად გადმოგვცემს შოთა ტაბუს სიტყვაში:

,, ვახ სოფელო! რა შიგან ხარ, რა გაბრუნვებს რა ზნე გჭირსო !"

შოთა რუსთაველი სამოქალაქო სამყაროს უზენაესი მოგვია, ისევე როგორც ბალთა+ზარი.
ისინი ედემის მცველი მოგვები არიან, როგორც ბიბლიური მეფე–მოგვი მ ა ზ ა რ ი (დ.ბ.დ.36;42),
[მაზარა–ზედ წამოსასხმელი,
ასევე პალეგავტი, ატარებდნენ მაღალი ჩინის მსახურები წინასასწარმეტყველნი, მეფე მოგვნი, ედემის მცველნი, ატარებდნენ ასევე უმაღლესი ჩინის წმინდა მეომრები, ვითარცა წმინდა გიორგი. ასევე ამ წამოსასხმელის სახელია; პალეკარტი,პალიკარტი, იგივე პოდირი.]
(სულხან საბა).

(ასევე ამ მოსასხამს ატარებდა ალექსანდრე მაკედონელი, ტკბილი ენები გადმოგვცემენ, ძირმწარე და კისკასნი, ახმეტაში შეუქმიათ ალექსანდრე დიდისათვის დიდებული მოსასხამი და გადასცეს საჩუქრად, რა დროს ალექსანდრე რთველში იყო სტუმარი.)

ახლა დავუბრუნდეთ ბორბალს დროისას,
ამ ნახაზში სამი ვარსკვლავი სახელ ახედილი, ჩრდილოეთის და სამხრეთ ნახევარსფეროზე განლაგებული ვარსკვლავები, ასტრონომებში ვირებად სახელდებული,
ხოლო სახარებისეულად: კარგად დაააკვირდით
.. და ვითარცა მიეახლნეს იერუსლაჱმად,
და მოვიდეს ბეთბაგედ, მთასა მას ზეთის ხილთასა, მაშინ წარავლინნა იესო ორნი მოწაფეთა მისთაგანნი.
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას,
რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მისთანა; აჰჴსენით მომგუარეთ მე იგი.
და უკეთუ ვინმე გრქუას რამე, თქუენ არქუთ, ვითარმედ : უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.

ესე ყოველი იქმნა , რაჲთა აღესრულოს სიტყუა იგი წინაწარმეტყუელისა, რომელ თქუა :
არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.

ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესო.
და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა
მას ზედა. ,,
(მათე 21; 1; 2; 3; 4; 5; 6; 7)

––––'––––
მესამე ვარსკვლავის სახელია ვეგა.
ვ ე გ ა – ქნარის ალფა, ჩრდილოეთის ცარგვალის ერთერთი უბრწყინვალესი ვარსკვლავი, რომელიც გედის ალფასთან და არწივის ალფასთან ერთად
(ე.ი დენებთან და ალტაირთან ერთად) ქმნის მშვენიერ "ზაფხულის დიდ სამკუთხედს ".
მოჩვენებითი სიკაშკაშე ნოლს ოდნავ აღემატება, მზეზე 50–ჯერ უფრო მძლავრი ნათება აქვს და 26–სინათლის წლითაა დაშორებული (დაახლოებით 8 პარსეკი).ვეგა ლურჯი გიგანტია.

ვეგა ––არაბულად ნიშნავს ,, ვარდნილი არწივი ",
მთავარი ვარსკვლავი ქნარის თანავარსკვლავედში. უკაშკაშესი ვარსკულავი ჩრდილოეთის ცის თაღზე.

აქვს ბუნება ვენერის, (ცის–კარის– ვარსკულავი)
შეთხზვა აქვს მთიებთან. მთიები ესე არს აფროდიტი, ––რომელ არს ცისკრის ვარსკულავი მთიები ითქმის განმანათლებელად.
კავშირ ბუნებითია ერმთან, სახელით ოტარიდი.

[ ესე ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცაჲ ესე დასავლით აღმოსავალად იძვრის, წელიწადთა შინა ერთგზის გარდაბრუნდების; ხოლო ერმისა სიდიდე არს სამას სამეოცდაათი ათასი ეჯი.
(ოტარიდი). ერმი არს მეორესა ცასა ზედა, ხოლო ცაჲ ესე მოიქცევის დასავლეთით აღმოსავალისა მიმართ ერთჯერ წელიწადთა (წელიწადსა) შინა, ვითარცა ცაჲ მზისა.
ხოლო არს სიმრგვლე ცისა ხუთი ბევრის და ოთხას და რვა ათას ორასოთხმოცდაათი ეჯი. სივრცე მისი ერთი ბევრის–ბევრი და შვიდი ათას და რვაას ოცი ეჯი.
ქვეყანით იქიმდე რვაას სამოცი ათას ცხრაას და ათი ეჯი. ხოლო ერმის სიდიდე არს სამას სამოცდაათი ათასი ეჯი.

ამისა სახეობასა იტყვიან უწვერულისა ჭაბუკისასა, შეჭურვილისა, ჴელთა ქონებად ძლევისასა. (სულხან საბა).

კიდევ ერთი მინიშნება

ოტარიდი

ო + ტარი – რიდე და რიდი
ო – ასომთავრულში გამოიხაზება წრედ,
ამას ცენტრში გავუკეთოთ ტარი, ოღონდ ტარი ელიასი
( ტარიელი. შოთა რუსთაველი).
და განვსაზღვროთ, ღერძიანი ბორბალი.
( არ დაგავიწყდეთ ბორბალოს მთა).
ეკვატორული ბორბალი როდესაც ეკლიპტიკის ბორბალს გაუსწორდება, ასტროგეომეტრიულად, ანუ ცის მზომელობის
კოლო+სალი+ური გეომეტრიით, ეს დრო დღე–ღამ ტოლობის დროა გაზაფხულზე და შემოდგომაზე.

ასევე გონება მოუხმეთ სულხან საბა ორბელიანის სიტყვათა კონას ( ლექსიკონს ).
რიდება –––– რიდის ქონება
,,ვინ ჰრიდოს შენ ზედა იერუსალჱმ და ვინ შეიშინოს შენ ზედა ? ანუ ვინ მოაქციოს მშჳდობისა მომართ შენისა ?"
(იერემია 15,5)

რიდი – მორიდება, დარიდება.
,, და ჰრიდა მათ თუალმან ჩემმან არა აღჴოცად მათდა და არა ვყვენ იგინი მოსასრულებლად უდაბნოს ზედა.
(იეზეკიელი; 20,17.)

აჰა ინიშნე ნიშანი, ნიშნად ერთისა რიდისა, ანუ გარდმიკვეცია ალამი ნიშნად ერთისა რიდისა.

( შოთას "პაროლი" ჩემეულად დაგიწერეთ)

ჩემო ტკბილო მოწაფენო მრავალი განსაცდელი გავიარეთ ერთად, მაგრამ ის გვახარებს რომ ერთად ველოდებით უფლის გამოჩენას

დაგლოცოთ ღმერთმა ! თქვენ ბოლო განახლებას დავლოცავ სრულყოფილებისაკენ, მალე მიიღებთ ხელდასხმას უფლის აზნაურად კურთხევისათვის .

––––– ' –––––
მართალ ვწერე, მართალით ვწერე, ისე ვწერე რომ თქვენს გარდა ვერვინ მიხვდეს თოთის ფარდას ანუ თითით თათის ნახაზს.

გიორგი იონთა ჰიპერიონი

აჰკინძა დროის ბორბალი ტატომ
ქრისტეს მხედარმა !

Address

Tbilisi
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995514983003

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when იებუსი - უძველესი მედიცინა • Yebusi - Ancient Medicine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to იებუსი - უძველესი მედიცინა • Yebusi - Ancient Medicine:

Share