გამოიყენება:
ინფიცირებული და არაინფიცირებული ჭრილობების, კანქვეშა ქსოვილის ჩირქოვანი დაზიანებების, (ფურუნკული, აბსცესი, პანარიციუმი), დამწვრობა პირველი, მეორე, მესამე–ა ხარისხის, ახალშობილთა გამოყელვის, სხვადასხვა ეტიოლოგიის ტროფიკული წყლულების და ა.შ.
მწვანე მალამოს გამომგონებელი ნინო შიხაშვილი, სტუდენტობიდანვე იყო დაინტერესებული ფიტოთერაპიით. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების და პედ
იატრად მუშაობის შემდეგაც არ შეუწყვეტია სამკურნალო ბალახების კვლევა. მისი ეს მრავალწლიანი კვლევა-ძიება დამთავრდა იმით, რომ მივიღეთ საუკეთესო სამკურნალო საშუალება „მწვანე მალამო“, რომელიც დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ოფიციალურ მედიცინაში ცნობილი შვიდი, ერთმანეთის მოქმედების გამაძლიერებელი,სამკურნალო მცენარის(ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, გვირილა, გულყვითელა, ფარსმანდუკი, კრაზანა, ევკალიპტი) და ნატურალური კომპონენტებისაგან („ა“ ვიტამინით მდიდარი ყვითელი თაფლის სანთელი და უმაღლესი ხარისხის 100%-იანი ნატურალური ზეითუნის ზეთი).
მალამოს წინაკლინიკური გამოკვლევები ჩატარდა საერთაშორისო GLP პროგრამით. ამ გამოკვლევებით დადგინდა, რომ „მწვანე მალამო“, სხვა ანალოგიურ მალამოებთან შედარებით, 42-50%-ით აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
კლინიკური აპრობაცია ჩატარდა საქართველოს წამყვან კლინიკებში 500-ზე მეტ ავადმყოფზე. ჩატარებულია კლინიკური კვლევები სტომატოლოგიაში და ოტოლარინგოლოგიაში.
დაპატენტებულია აშშ-ში, ისრაელსა და ევროპის 18 ქვეყანაში.
კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ანტიმიკრობული და რეგენერაციის მასტიმულირებელი(შეხორცების დამაჩქარებელი) მოქმედება.
დღეისათვის „მწვანე მალამო“ წარმატებით იყიდება საქართველოს ყველა ბრენდულ აფთიაქში.