04/09/2026
ნინო მუსერიძე - მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი.
📢 რა ხდება მაშინ, როდესაც ქალს შვილის ყოლის იმედი თითქმის დაკარგული აქვს?
როდის შეიძლება გახდეს საჭირო რეპროდუქციული მასალის წინასწარ შენახვა?
რა უნდა ვიცოდეთ აბორტის, მათ შორის მედიკამენტოზური აბორტის შესახებ და რატომ არის ექიმის ჩართულობა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
ამ და არაერთ სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტის“ ახალ ეპიზოდში.
📍 რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უშვილობის პრობლემები
📍 პაციენტისთვის იმედის შენარჩუნება და ექიმის პასუხისმგებლობა
📍 ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და შესაძლო გართულებები
📍 მედიკამენტოზური აბორტი და თვითნებური მკურნალობის საფრთხეები
📍 ონკოფერტილობა და რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება
📍 რთული შემთხვევები, როდესაც თითქოს „შეუძლებელი“ შესაძლებელი ხდება
🫂 ეს არ არის მხოლოდ საუბარი რეპროდუქტოლოგიაზე. ეს არის საუბარი ექიმის პასუხისმგებლობაზე, პაციენტის ნდობაზე, რთულ გადაწყვეტილებებსა და იმედზე.
ნინო მუსერიძის მთავარი გზავნილი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
„არასოდეს არ ვთქვათ არასოდეს.“
#სამედიცინოპოდკასტი #ნინომუსერიძე #მეგისაჯაია #რეპროდუქტოლოგია #უშვილობა #მედიკამენტოზურიაბორტი #ონკოფერტილობა
ნინო მუსერიძე - რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქართ...