Biovet Biologics

Biovet Biologics Veterinary vaccines

22/06/2026

MEFLUVAC™ H5+H9+ND7

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენების
ინსტრუქცია
მეფლუვაკ H5+H9+ND7
1. მეფლუვაკ H5+H9+ND7 (MEFLUVAC TM H5+H9+ND7)
2. საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (არსებობის შემთხვევაში) ან ზოგადი (ჯგუფის) დასახელება, ან ქიმიური დასახელება
ვაქცინა ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის - H5 ქვე ტიპი, ფრინველის დაბალ პათოგენური გრიპის - H9N2 ქვე ტიპი და ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკისთვის, პოლივალენტური, ინაქტივირებული.
3. წამლის ფორმა და აღწერა
თეთრი ფერის ემულსია კანქვეშა და კუნთქვეშა გამოყენებისთვის.
4. შემადგენლობა
იმუნიზაციის 1 დოზა (0,5 მლ) შეიცავს :
ვაქცინის აქტიურ კომპონენტებს:
- ფრინველის გრიპის ინაქტივირებული ვირუსი H5N1 ქვეტიპის 2.2.1.1 ქვეტიპი,
შტამი [Rg A/CK/Egypt/ME 1010/2016];
- ფრინველის გრიპის ინაქტივირებული ვირუსი H5N1 ქვეტიპის 2.2.1.2 ქვეტიპი,
შტამი [A/Chicken/Egypt/RG-173 CAL/2017];
- ფრინველის გრიპის ინაქტივირებულივირუსი H5N8 ქვეტიპის 2.3.4.4b ქვეტიპი,
შტამი [RG A/Chicken/ME-2018/H5N8];
- ფრინველის დაბალპათოგენური გრიპის ვირუსი ინაქტივირებული H9N2 ქვეტიპის G1 ქვეტიპი, შტამი [A/Chicken/Egypt/ME-543V/2016];
- ნიუკასლის დაავადების გენოტიპი II ლა-სოტას ინაქტივირებული ვირუსი, შტამი [ME/NDV3];
- ნიუკასლის დაავადების გენოტიპის VII ინაქტივირებული რეკომბინანტული ვირუსი, შტამი [rgNDV1/ME.G7/2017].
თითოეული ვირუსული კომპონენტის ინაქტივაციამდე ტიტრი შეადგენს არანაკლებ 8,5 log10 ემბრიონალურ ინაქტივირებილ დოზას.
ვაქცინის დამხმარე კომპონენტები:
- ადიუვანტები- MONTANIDE ISA 70 VG (ნატურალური მეტაბოლიზებადი ზეთი მანიტოლისა და ოლეინის მჟავის მაღალგაწმენდილი ემულგატორით);
- კონსერვანტები -ფორმალდეგიდი;
- გამხსნელი - ფიზიოლოგიური ხსნარი (ნატრიუმის ქლორიდი,საინიექციო წყალი)- 0,5 მლ-მდე.
5. ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი
იმუნობიოლოგიური ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი
ATC vet code QI01AA
6. ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის იმუნოლოგიური (იმუნობიოლოგიური) თვისებების აღწერა
ვაქცინა ერთჯერადი შეყვანიდან 21-ე დღის შემდეგ, იწვევს ფრინველის მაღალპათოგენური H5 ქვეტიპის გრიპის, ფრინველის დაბალპათოგენური H9N2 ქვეტიპის გრიპის და ნიუკასლის დაავადების მე-II და მე-VII გენოტიპების მიმართ ვირუსის ნეიტრალიზებას ანტისხეულების წარმოქმნით, რომლებიც განისაზღვრებიან ჰემაგლუტინაციის შენელების რეაქციით (РТГА): ფრინველის H5 ქვეტიპის გრიპისთვის ტიტრში არანაკლებ 5,0 log2 ; ფრინველის H9N2 ქვეტიპის გრიპისთვის ტიტრში არანაკლებ 7,0 log2 ; ნიუკასლის დაავადების მე-II და მე-VII გენოტიპებისთვის ტიტრში არანაკლებ 6,0 log2. ფრინველის H5 და H9 ქვეტიპების გრიპისადმი და ნიუკასლის დაავადების მე-II და მე-VII გენოტიპებისადმი დამცავი ანტისხეულების საკმარისი დონის არსებობა უზრუნველყოფს ვაქცინის იმუნოგენობას და იცავს ფრინველს ამ დაავადებებისგან. ვაქცინა უსაფრთხოა, სამკურნალო თვისებები არ გააჩნია.
7. გამოყენების ჩვენებები
ვაქცინა გამოიყენება ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის ქვეტიპი H5, ფრინველის დაბალპათოგენური გრიპის ქვეტიპი H9N2, და ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა მიმართულებების მეფრინველეობის მეურნეობებში და მოქალაქეთა კერძო დამხმარე მეურნეობებში.
8. უკუჩვენებები
აკრძალულია კლინიკურად დაავადებული და/ან დასუსტებული ფრინველის ვაქცინაცია. არ არის რეკომენდირებული ვაქცინის გამოყენება არანაკლებ 7 დღის ასაკის წიწილებში.
9. გამოყენების წესი და დოზები
ვაქცინა გამოიყენება ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების დაცვით.
ვაქცინა შეყავთ 0,5 მლ ოდენობით (1 დოზა) კანქვეშ ან კუნთში.
გამოყენებამდე ვაქცინიანი ფლაკონები უნდა გათბეს 20-25o C ტემპერატურამდე. იმუნიზაციამდე და მისი ჩატარების პროცესში ვაქცინიანი ფლაკონი პერიოდულად უნდა შეანჯღრიოთ.
კუნთში ვაქცინის შეყვანისას ნემსი უნდა გეჭიროთ 45o კუთხით გულმკერდის კუნთის მიმართულებით, რათა ავარიდოთ თავი ინტრაპერიტონეალურ ინექციას.
კანქვეშ შეყვანისას, ვაქცინა უნდა გაუკეთდეს ფრინველს კისრის ქვედა მესამედში. ნემსი უნდა შეიყვანოთ უშუალოდ კანქვეშ, თავის მხრიდან, სწორ ხაზზე კისრის გაყოლებაზე.
პირველი ვაქცინის გაკეთება ფრინველისთვის შეიძლება 7 დღის ასაკში და ვაქცინაცია წარმატებულად ითვლება, თუ აცრილ ფრინველთა არანაკლებ 80 % - ში ანტისხეულების საშუალო ტიტრი ჰემაგლუტინაციის შენელების რეაქციით (РТГА)-ში შეადგენს: ფრინველის H5 ქვეტიპის გრიპის ვირუსისადმი არანაკლებ 5,0 log2 ; ფრინველის H9N2 ქვეტიპის გრიპის ვირუსისადმი არანაკლებ 7,0 log2; ნიუკასლის მე-II და მე-VII გენოტიპების დაავადების ვირუსისადმი არანაკლებ 6,0 log2.
განმეორებითი ვაქცინაციები ტარდება მეფრინველეობის მეურნეობის სპეციალისტ-ვეტერინარის გადაწყვეტილებით, თუ ვაქცინაციის შემდეგ 6 კვირაში ანტისხეულების ტიტრი, განსაზღვრული ჰემაგლუტინაციის შენელების რეაქციით (РТГА), შემცირებულია და არის მწარმოებლის მიერ დადგენილი დონეზე დაბლა; ამასთან აუცილებელია ადგილმდებარეობის მიმდინარე ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინება.
10. გამოყენების უსაფრთხოების ზომები
ვაქცინასთან მუშაობისას უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას.
ვაქცინა შეიცავს მინერალურ ზეთს, ამიტომ შემთხვევით/თვითნებურ ინექციას შეუძლია ძლიერი ტკივილის და შეშუპების გამოწვევა, განსაკუთრებით სახსსარში ან თითში გაკეთებისას, იშვიათ შემთხვევებში კი შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, თუ დროულად არ იქნა გაწეული სასწრაფო დახმარება.
თუ ვაქცინა შემთხვევით გაუკეთდა ადამიანს, თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობით დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. აუცილებელია თან იქონიოთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. თუ სამედიცინო შემოწმების მერე ტკივილი 12 სთ-ზე მეტი ნარჩუნდება, აუცილებელია განმეორებით მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
11. დოზის გადაჭარბება
რეკომენდირებული დოზის ორმაგი ოდენობით შეყვანის შემდეგ, გვერდითი მოვლენები არ დადასტურებულა.
12. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ გამოიყენება გარეულ ფრინველებში.
13. განსაკუთრებული მითითებები
არ დაარღვიოთ ვაქცინაციის ვადები (სქემა), ვინაიდან ამას შეუძლია გამოიწვიოს ფრინველის იმუნოპროფილაქტიკის ეფექტურობის შემცირება. ვაქცინაციის გამოტოვების შემთხვევაში, განსაკუთრებული მითითები არ არის. მკაცრად დაიცავით ვაქცქინაციის სქემა.
14. გვერდითი მოვლენები და ინდივიდუალური აუტანლობა
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად ვაქცინის გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ ვლინდება.
ცალკეულ ინდივიდებში შესაძლოა გაჩნდეს შეშუპება ინექციის ადგილზე, რომელიც თავისით ქრება 2-3 დღეში.
15. ურთიერთქმედება სხვა ვეტერინარულ სამკურნალო პრეპარატებთან
ვაქცინის გამოყენება იკრძალება ანტიბაქტერიულ ვეტერინარულ პრეპარატებთან ერთად.
დასაშვებია გამოყენება სხვადასხვა ტიპის საკვებ დანამატებთან ერთად.
16. გამოშვების ფორმა
ვაქცინის გამოშვება ხდება პოლიეთილენტერეფტალატის სტერილურ ფლაკონებში (პეტ), რომლებიც დალუქულია რეზინის ნაცრისფერი საცობებით, გახსნის სისტემით და პირველადი გახსნის კონტროლით, მოცულობით 500მლ (1000 აცრის დოზა). ვაქცინიანი ფლაკონები იფუთება სატრანსპორტო ტარაში, რომელშიც იდება გამოყენების ინსტრუქცია რუსულ ენაზე.
17. ვარგისიანობის ვადა
ვაქცინის ვარგისიანობის ვადა მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში არის 24 თვე წარმოების თარიღიდან, თუ დაცულია შენახვის და ტრანსპორტირების პირობები. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვაქცინა გამოყენებული უნდა იქნას 3 საათის განმავლობაში.
იკრძალება ვაქცინის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
18. შენახვის პირობები
ვაქცინა ინახება და ტრანსპორტირებას ექვემდებარება მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან და ფურაჟისგან მოშორებით, 2-დან 80С- მდე ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ, ვაქცინა ინახება არაუმეტეს 3 საათისა პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან და ფურაჟისგან მოშორებით. არ დაიშვება ვაქცინის გაყინვა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
19. გაცემის პირობები
გაიცემა ვეტერინარული ექიმის რეცეპტით
20. განადგურების პირობები
ვაქცინიანი ფლაკონები ეტიკეტების გარეშე, შეფუთვის მთლიანობისა და ჰერმეტიულობის დარღვევით, გაყინული, ემულსიის შეუქცევადი განშრევებით, უცხო მინარევების მქონე ან ვადაგასული, ექვემდებარება უტილიზაციას.
ვაქცინის უტილიზაცია არ მოითხოვს უსაფრთხოების სპეციალურ ზომებს და ტარდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
21. ცხოველური წარმოშობის საკვები ნედლეულის შესაძლებელი მიღების ვადები ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ პროდუქტიულ ცხოველებში.
ვაქცინირებული საკლავი ფრინველის ხორცი და მისი პროდუქტები ექვემდებარება რეალიზაციას შეუზღუდავად, ვაქცინაციის ვადებისგან დამოუკიდებლად.
22. ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის საავტორო უფლებების მფლობელი
KEMIN BIOLOGICS

Georgia Exclusive Distributor : BIOVET- K TRADE LLC
E-mail : [email protected]
Tel : +995 577 343274
+995 551 286282
VET SPECIALIST and DISTRIBUTOR COMPANY : PARAPHARM GEORGIA
E-mail : [email protected]
Tel : +995 577 345543

MEFLUVAC™ H9+ND IMMUBOOSTვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისინსტრუქციამეფლუვაკ H9+ND იმმუბუსტ1. სავაჭრო დასახ...
16/06/2026

MEFLUVAC™ H9+ND IMMUBOOST

ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენების
ინსტრუქცია
მეფლუვაკ H9+ND იმმუბუსტ

1. სავაჭრო დასახელება
მეფლუვაკ H9+ND იმმუბუსტ (MEFLUVAC TM H9+ND IMMUBOOST TM)
2. საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (არსებობის შემთხვევაში) ან ზოგადი (ჯგუფის) დასახელება, ან ქიმიური დასახელება
ვაქცინა ფრინველის დაბალპათოგენური, H9N2 ქვეტიპის გრიპისა და ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკისთვის, სამვალენტიანი,ინაქტივირებული.
3. წამლის ფორმა და აღწერილობა
თეთრი ფერის ემულსია კანქვეშა და კუნთქვეშა გამოყენებისთვის.
4. შემადგენლობა
იმუნიზაციის 1 დოზა (0,2 მლ) შეიცავს:
ვაქცინის აქტიურ კომპონენტებს:
- ფრინველის დაბალ პათოგენური, H9N2 ქვეტიპის გრიპის ინაქტივირებული ვირუსი, შტამი [A/Chicken/Egypt/FAO-S33/2021];
- ნიუკასლის დაავადების II გენოტიპის ინაქტივირებული ვირუსი, შტამი ლა-სოტა [ME/NDV3];
- ნიუკასლის დაავადების ინაქტივირებული რეკომბინანტული ვირუსი, VII გენოტიპის, შტამი [rgNDV1/ME.G7/2017];
თითოეული ვირუსული კომპონენტის ტიტრი ინაქტივაციამდე შეადგენს არანაკლებ 8,5 log10 ემბრიონალურ ინაქტივირებულ დოზას..

ვაქცინის დამხმარე კომპონენტები:
- ადიუვანტები - MONTANIDE ISA 71 VG (ნატურალური მეტაბოლიზირებადი ზეთი მანიტოლისა და ოლეინის მჟავის მაღალგაწმენდილი ემულგატორით);
- იმუნომოდულატორი - MEVAC IMC (ბუნებრივი პოლისაქარიდების კომპლექსი);
- კონსერვანტები - ფორმალდეჰიდი;
- გამხსნელი - ფიზიოლოგიური ხსნარი (ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი) - 0,2 მლ-მდე.
5. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნობიოლოგიური ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატი
ATC vet code QI01AA
6. ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის იმუნოლოგიური (იმუნობიოლოგიური) თვისებების აღწერა
ვაქცინა, ანტისხეულების წარმოქმნით იწვევს ფრინველის დაბალპათოგენური H9N2 ქვეტიპის გრიპის ვირუსის და ნიუკასლის დაავადების მე-II და მე-VII გენოტიპების ვირუსების განეიტრალებას. ერთჯერადი შეყვანიდან 21 დღის შემდეგ, რომლებიც განისაზღვრებიან ჰემაგლუტინაციის შეკავების რეაქციაში (РТГА): ფრინველის H9N2 ქვეტიპის გრიპისთვის - ტიტრში არანაკლებ 7,0 log2; ნიუკასლის დაავადების II და VII გენოტიპების ვირუსებისთვის - ტიტრში არანაკლებ 6,0 log2. ფრინველის H9 ქვეტიპის გრიპის ვირუსებისადმი და ნიუკასლის დაავადების II და VII გენოტიპების ვირუსებისადმი დამცავი ანტისხეულების საკმარისი დონის არსებობა უზრუნველყოფს ვაქცინის იმუნოგენობას და იცავს ფრინველს ამ დაავადებებისგან. ვაქცინა უვნებელია და სამკურნალო თვისებები არ გააჩნია.
7. გამოყენება
ვაქცინა განკუთვნილია ფრინველის დაბალპათოგენური H9N2 ქვეტიპის გრიპისა და ნიუკასლის დაავადების პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა მიმართულებების მეფრინველეობის მეურნეობებსა და მოქალაქეთა კერძო დამხმარე მეურნეობებში.
8. უკუჩვენებები
აკრძალულია კლინიკურად დაავადებული და/ან დასუსტებული ფრინველის ვაქცინაცია.
9. გამოყენების წესი და დოზები
ვაქცინა შეჰყავთ ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების დაცვით.
ვაქცინა შეჰყავთ 0,2 მლ ოდენობით(1 დოზა) კანქვეშ ან კუნთქვეშ.
გამოყენებამდე ვაქცინიანი ფლაკონებს ათბობენ 20-25o C ტემპერატურამდე. იმუნიზაციამდე და მისი ჩატარების პროცესში ვაქცინიანი ფლაკონი პერიოდულად უნდა შეანჯღრიოთ.
კუნთქვეშ შეყვანისას ინექცია კეთდება ბარძაყის ან მკერდის კუნთებში 45o-იანი კუთხით, მუცლის ღრუში ინექციის თავიდან ასაცილებლად.
ვაქცინის კანქვეშ შეყვანისას, ინექცია ფრინველს უნდა გაუკეთდეს კისრის ქვედა მესამედში. ნემსი უნდა შეიყვანოთ უშუალოდ კანქვეშ, თავიდან კისრის მიმართულებით, სწორი ხაზზე.ფრინველისთვის პირველი ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია 1 დღის ასაკში და ვაქცინაცია წარმატებულად ითვლება, თუ აცრილ ფრინველთა არანაკლებ 80%-ს ანტისხეულების საშუალო ტიტრი ჰემაგლუტინაციის შეკავების რეაქციაში (РТГА)-ში შეადგენს: ფრინველის H9N2 ქვეტიპის გრიპის ვირუსისადმი - არანაკლებ 7,0 log2; ნიუკასლის II და VII გენოტიპების დაავადების ვირუსისადმი - არანაკლებ 6,0 log2. განმეორებითი ვაქცინაციები ტარდება მეფრინველეობის მეურნეობის სპეციალისტ-ვეტერინარის გადაწყვეტილებით, თუ ვაქცინაციის შემდეგ 6 კვირაში ანტისხეულების ტიტრი, განსაზღვრული ჰემაგლუტინაციის შენელების რეაქციით (РТГА), შემცირებულია და არის მწარმოებლის მიერ დადგენილი დონეზე დაბლა; ამასთან აუცილებელია ადგილმდებარეობის მიმდინარე ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინება.
ვაქცინაციის ოპტიმალური ეფექტის მისაღებად, ფრინველებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინებით ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ.
10. სიფრთხილისზომები გამოყენებისას
ვაქცინასთან მუშაობისას უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესები, რომლებიც გათვალისწინებულია ვეტერინარული დანიშნულების სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობისას.
ვაქცინა შეიცავს მინერალურ ზეთს, ამიტომ შემთხვევითმა ინექციამ/თვითინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი და შეშუპება, განსაკუთრებით სახსარში ან თითში შეყვანისას, ხოლო იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი შედეგები, თუ დროულად არ იქნა გაწეული სამედიცინო დახმარება.
თუ ვაქცინა შემთხვევით გაუკეთდა ადამიანს, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობის შეყვანისას და აუცილებლად თან უნდა იქონიოს შეფუთვაში მოთავსებული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია. თუ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ტკივილი ნარჩუნდება 12 სთ-ზე მეტი დროის განმავლობაში, მან აუცილებლად განმეორებით უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.
11. დოზის გადაჭარბება
რეკომენდირებული დოზის ორმაგი ოდენობით შეყვანის შემდეგ, გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
12. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
არ გამოიყენება გარეულ ფრინველებში.
13. განსაკუთრებული მითითებები
არ დაარღვიოთ ვაქცინაციის ვადები (სქემა), ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ფრინველების იმუნოპროფილაქტიკის ეფექტურობის შემცირება. ვაქცინის შეყვანის მორიგი ვადის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა რაც შეიძლება მალე ჩატარდეს იმუნიზაცია. ვაქცინაციის გამოტოვების შემთხვევაში განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს. მკაცრად დაიცავით ვაქცინაციის სქემა.
14. გვერდითი მოვლენები და ინდივიდუალური აუტანლობა
წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად ვაქცინის გამოყენებისას, გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ ვლინდება.
ცალკეულ ინდივიდებში შესაძლოა გაჩნდეს შეშუპება ინექციის ადგილზე, რომელიც თავისით ქრება 2-3 დღეში.
15. ურთიერთქმედება სხვა ვეტერინარულ სამკურნალო პრეპარატებთან
ვაქცინის გამოყენება იკრძალება ანტიბაქტერიულ ვეტერინარულ პრეპარატებთან ერთად.
დასაშვებია გამოყენება სხვადასხვა ტიპის საკვებ დანამატებთან ერთად.
16. გამოშვების ფორმა
ვაქცინის გამოშვება ხდება პოლიეთილენტერე ფტალატის(პეტ) სტერილურ ფლაკონებში, რომლებიც დალუქულია რეზინის საცობებით გახსნის სისტემით და პირველადი გახსნის კონტროლით, მოცულობა - 500 მლ (2500 აცრის დოზა). ვაქცინიანი ფალაკონები იფუთება სატრანსპორტო ტარაში, რომელშიც იდება გამოყენების ინსტრუქცია რუსულ ენაზე.
17. ვარგისიანობის ვადა
ვაქცინის ვარგისიანობის ვადა მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში შეადგენს 24 თვეს წარმოების თარიღიდან, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვაქცინა გამოყენებული უნდა იქნას 3 საათის განმავლობაში.
აკრძალულია ვაქცინის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
18. შენახვის პირობები
ვაქცინა ინახება და ტრანსპორტირებას ექვემდებარება მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან და ფურაჟისგან მოშორებით, 2-დან 80С-მდე ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ ვაქცინა ინახება არაუმეტეს 3 საათისა, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან და ფურაჟისგან მოშორებით. დაუშვებელია ვაქცინის გაყინვა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
19. გაცემის პირობები
გაიცემა ექიმ-ვეტერინარის რეცეპტით.
20. განადგურების პირობები
ვაქცინიანი ფლაკონები ეტიკეტების გარეშე, შეფუთვის მთლიანობისა და ჰერმეტულობის დარღვევით, გაყინული, ემულსიის შეუქცევადი განშრევებით, უცხო მინარევების შემცველი ან ვადაგასული, ექვემდებარება უტილიზაციას.
ვაქცინის უტილიზაცია არ მოითხოვს უსაფრთხოების სპეციალურ ზომებს და ტარდება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
21. ცხოველური წარმოშობის საკვები ნედლეულის შესაძლო მიღების ვადები ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ პროდუქტიულ ცხოველებში.
ვაქცინირებული საკლავი ფრინველის ხორცი და მისი პროდუქტები ექვემდებარება რეალიზაციას შეუზღუდავად, ვაქცინაციის ვადებისგან დამოუკიდებლად.
22. ვეტერინარული სამკურნალო პრეპარატზე უფლებების მფლობელი
KEMIN BIOLOGICS

Georgia Exclusive Distributor : BIOVET- K TRADE LLC
E-mail : [email protected]
Tel : +995 577 343274
+995 551 286282
VET SPECIALIST and DISTRIBUTOR COMPANY : PARAPHARM GEORGIA
E-mail : [email protected]
Tel : +995 577 345543

Address

Tbilisi
0159

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Biovet Biologics posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share