23/09/2026
წარმოგიდგენთ ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მე2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ბოლო სპიკერს.
უილიამ ბილი კანკლი - საერთაშორისო ჯანდაცვის კონსულტანტი და კლინიკური განათლების სპეციალისტი, რომელსაც გადაუდებელ მედიცინაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში, ტრავმის სისტემების განვითარებაში, კატასტროფებზე რეაგირებასა და სამედიცინო განათლებაში 25 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.
ამჟამად კანკლი მუშაობს Columbus Regional Health ცენტრში Emergency Services-ის დირექტორად, აღნიშნული გადაუდებელი დახმარების სამსახური წელიწადში დაახლოებით 47,000 პაციენტს ემსახურება, ხოლო მის ხელმძღვანელობაში დაახლოებით 240 თანამშრომელია.
მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გადაუდებელ განყოფილებაში მომსახურების მიღების გარეშე დარჩენილი პაციენტების მაჩვენებელი 40%-ზე მეტით შემცირდა.
მისი კლინიკური გამოცდილება მოიცავს მუშაობას პედიატრიულ გადაუდებელ და ტრავმულ მედიცინაში, მათ შორის პირველი დონის პედიატრიულ ტრავმა ცენტრში. ასევე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა პარამედიკის პოზიციაზე, სადაც ახორციელებდა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საჰაერო ტრანსპორტირებას და მონაწილეობდა კრიტიკული მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაში.
2017 წლიდან იგი მონაწილეობს მაროკოში EMS-ის კონსულტირებასა და კლინიკური განათლების პროგრამებში. 2012–2014 წლებში კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში დააარსა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებდა EMS-ის საგანმანათლებლო პროგრამებს.
კანკლი ფლობს Healthcare Administration and Management-ის MBA ხარისხს. პროფესიულ კვალიფიკაციებს შორისაა Registered Nurse, National Registry Paramedic, Georgia Paramedic და Flight Paramedic ლიცენზიები. ასევე არის ACLS, BLS და PALS ინსტრუქტორი და აქვს დამატებითი კვალიფიკაციები ტრავმისა და ახალშობილთა რეანიმაციის მიმართულებით.
მუშაობდა EMS-ის წამყვან ინსტრუქტორად Georgia Piedmont Technical College-ში და მონაწილეობდა პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სხვადასხვა პროგრამაში. ასევე არის პროფესიული ორგანიზაციებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის მონაწილე.
კონფერენციაზე წარსდგება თემებით:
-პედიატრიული სიცოცხლის გადარჩენის ალგორითმი,განახლებული PALS
-სისხლდენის შეჩერება
-ძვალშიდა კათეტერიზაცია.
იჩქარეთ, რეგისტრაციის დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.