ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze

ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze, Medical and health, ნუცუბიძის ქუჩა 217, 1 სად, მე-4 სართული, ბინა 10, Tbilisi.

24/08/2026
24/08/2026

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მოზარდობა არის გარდამავალი პერიოდი ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის...

„არავის ესმის ჩემი“: აჯანყებული მოზარდის  საიდუმლოებები მშობლების დიდი ნაწილისთვის მოზარდობა ის პერიოდია, როდესაც მშვიდი...
18/08/2026

„არავის ესმის ჩემი“: აჯანყებული მოზარდის საიდუმლოებები

მშობლების დიდი ნაწილისთვის მოზარდობა ის პერიოდია, როდესაც მშვიდი და დამყოლი ბავშვი თითქოს მოულოდნელად იცვლება. ის უფრო ხშირად კამათობს, ეწინააღმდეგება წესებს, ითხოვს დამოუკიდებლობის მოპოვებას და ზოგჯერ გაუგებარი გადაწყვეტილებებიც აქვს. ამ ყველაფრის გამო მოზარდს ხშირად „აჯანყებულს“ უწოდებენ. თუმცა თანამედროვე მეცნიერება გვაჩვენებს, რომ მოზარდის ქცევა მხოლოდ ხასიათის ან აღზრდის შედეგი არ არის. ეს, პირველ რიგში, განვითარების ბუნებრივი ეტაპია, რომელიც ტვინის, ჰორმონების, ემოციებისა და სოციალური გარემოს კომპლექსურ ცვლილებებს უკავშირდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მოზარდობა არის გარდამავალი პერიოდი ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, დაახლოებით 10-19 წლის ასაკში. ამ დროს ადამიანი განიცდის სწრაფ ფიზიკურ, კოგნიტურ და ფსიქოსოციალურ განვითარებას. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება მნიშვნელოვანი ჩვევები, ღირებულებები და თვითიდენტობა, რომლებიც მომავალ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.

მეცნიერები დღეს უკვე თანხმდებიან, რომ მოზარდის ტვინი ჯერ კიდევ აქტიური განვითარების პროცესშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია თვითკონტროლზე, დაგეგმვაზე, რისკების შეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამავე დროს, ტვინის ემოციური ცენტრები, რომლებიც სიამოვნებას, აღფრთოვანებასა და ძლიერ ემოციებს მართავენ, უფრო ადრე აქტიურდებიან. შედეგად, მოზარდი ხშირად ძლიერ გრძნობებს განიცდის მაშინ, როცა მათი მართვის მექანიზმები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.

სწორედ ამიტომ მოზარდის „აჯანყება“ ხშირად დამოუკიდებლობის ძიებაა და არა ავტორიტეტის განადგურების მცდელობა. როდესაც მოზარდი კამათობს, საკუთარი შეხედულებების დაცვას ცდილობს ან მშობლებისგან დისტანცირებას იწყებს, ის რეალურად საკუთარი იდენტობის ფორმირების პროცესში იმყოფება. მისთვის მნიშვნელოვანია კითხვებზე პასუხის პოვნა: „ვინ ვარ მე?“, „რას ვფიქრობ?“, „რა მინდა?“. ეს პროცესი ზოგჯერ კონფლიქტებით მიმდინარეობს, თუმცა განვითარების ნორმალურ ნაწილად ითვლება.

ბავშვსა და მოზარდს შორის განსხვავებების გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვი მეტწილად დამოკიდებულია მშობლის გადაწყვეტილებებზე. მისთვის ავტორიტეტი გარედან მოდის და სამყაროს აღქმა უფრო კონკრეტულია. მას სჭირდება წესები, სტაბილურობა და უშუალო მხარდაჭერა. მოზარდი კი უკვე აბსტრაქტულად აზროვნებს, სვამს რთულ შეკითხვებს, ინტერესდება სამართლიანობით, საზოგადოებრივი საკითხებით და საკუთარი ცხოვრების მიმართულებით. თუ ბავშვი უფრო ხშირად სვამს კითხვას „რა?“, მოზარდი იწყებს კითხვას „რატომ?“.

განსხვავებულია ემოციური სამყაროც. ბავშვი ემოციებს უფრო პირდაპირ გამოხატავს და უფროსის დახმარებით რეგულირებს. მოზარდი კი ემოციებს გაცილებით ინტენსიურად განიცდის. მისთვის თანატოლების აზრი ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანი ხდება, როგორც მშობლის შეფასება. კრიტიკა უფრო მტკივნეულად აღიქმება, ხოლო მიღება და აღიარება განსაკუთრებით ფასობს. სწორედ ამიტომ ბევრი მოზარდი მწვავედ რეაგირებს უსამართლობაზე, შეზღუდვებზე ან უგულებელყოფაზე.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მშობლისა და მოზარდის ურთიერთობაში კონტროლისა და თავისუფლების ბალანსის პოვნაა. თუ ბავშვი მუდმივ მითითებებს საჭიროებს, მოზარდს სჭირდება პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა. კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ეფექტური მიდგომა არც ზედმეტი სიმკაცრეა და არც სრული თავისუფლება. პოზიტიური შედეგები უფრო ხშირად მიიღწევა მაშინ, როდესაც უფროსები მკაფიო საზღვრებს ინარჩუნებენ, მაგრამ ამავე დროს მოზარდის აზრს უსმენენ, მის არჩევანს სცემენ პატივს და დიალოგს ამჯობინებენ ბრძანებებს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აჯანყებული ქცევა ყოველთვის პრობლემას არ ნიშნავს. გარკვეული დოზით წინააღმდეგობა, დამოუკიდებლობის სურვილი და წესების გადახედვა ჯანსაღი განვითარების ნაწილია. თუმცა თუ მოზარდი მუდმივად იზოლირებულია, კარგავს ინტერესს ყოველდღიური საქმიანობის მიმართ, გამოხატავს ძლიერ აგრესიას ან თვითდაზიანების ნიშნებს, აუცილებელია პროფესიონალური დახმარების მოძიება.

დღეს მეცნიერება მოზარდობას აღარ განიხილავს როგორც „პრობლემურ ასაკს“. პირიქით, ეს არის ადამიანის ცხოვრების უნიკალური და ძლიერი განვითარების ფაზა. UNICEF მას „მეორე შესაძლებლობის ფანჯარას“ უწოდებს, რადგან სწორედ ამ პერიოდში შესაძლებელია პიროვნული, ინტელექტუალური და სოციალური პოტენციალის განსაკუთრებული გაძლიერება. მოზარდი არ არის არც პატარა ბავშვი და არც სრულად ჩამოყალიბებული ზრდასრული. იგი გარდამავალ გზაზე მყოფი პიროვნებაა, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს. ამიტომ მის „აჯანყებაში“ ხშირად უფრო მეტად ზრდის სურვილი იმალება, ვიდრე დაუმორჩილებლობა.

ბავშვი უსაფრთხოებასა და მიმართულებას ეძებს, ხოლო მოზარდი საკუთარ ადგილს სამყაროში. სწორედ ამ განსხვავების გააზრება ეხმარება მშობლებსა და პედაგოგებს, რომ კონფლიქტის მიღმა განვითარებადი ადამიანი დაინახონ. მოზარდის გამოწვევა დამოუკიდებლობის მოპოვებაა, უფროსების გამოწვევა კი მისი მხარდაჭერა ისე, რომ კავშირი და ნდობა არ დაიკარგოს.

ავტორი: ასოცირებული პროფესორი, დოქტორი, მაგდა კოტრიკაძე

11/08/2026

ПО ФРЕЙДУ. Смотреть ФИЛЬМ онлайн бесплатноЛондон, 3 сентября 1939...

30/07/2026

საზღვრები არის უხილავი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს, სად იწყება და მთავრდება ადამიანი როგორც დამოუკიდებელი პიროვ...

„შენ გგონია, უფრთხილდები, იცავ... ამ დროს ძალადობ?“როდესაც მშობელი შვილის საზღვრებს არღვევსყველა მშობელს სურს, რომ შვილი...
30/07/2026

„შენ გგონია, უფრთხილდები, იცავ... ამ დროს ძალადობ?“
როდესაც მშობელი შვილის საზღვრებს არღვევს

ყველა მშობელს სურს, რომ შვილი დაიცვას. ხშირად სწორედ სიყვარულის, ზრუნვისა და პასუხისმგებლობის სახელით ხდება ის, რასაც ბავშვი დაცვად კი არა, საკუთარი სივრცის დარღვევად აღიქვამს. პრობლემა იმაშია, რომ საზღვრების დარღვევა ყოველთვის ყვირილს, ცემას ან აშკარა ძალადობას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს ძალიან კეთილი და "მზრუნველის" სახელითაც ხდება.

„მე უკეთ ვიცი, რა გჭირდება“, „შენს გამო ვაკეთებ“, „შენ ჯერ პატარა ხარ, რომ გადაწყვიტო“ – ეს ფრაზები ბევრ ოჯახში ნორმად მიიჩნევა. თუმცა ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის არა მხოლოდ სიყვარული, არამედ მისი პიროვნული საზღვრების პატივისცემაც აუცილებელია.

საზღვრები არის უხილავი ხაზი, რომელიც განსაზღვრავს, სად იწყება და მთავრდება ადამიანი როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. ბავშვსაც აქვს საკუთარი სხეული, ემოციები, აზრები, სურვილები და არჩევანის გარკვეული უფლება, ასაკის გავალისწინებით.

როდესაც მშობელი ამ სივრცეს პატივს სცემს, ბავშვი სწავლობს, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანია. როდესაც მუდმივად ირღვევა ეს სივრცე, ის სწავლობს საპირისპიროს: რომ მისი სურვილები მეორეხარისხოვანია და სხვებს ყოველთვის მეტი უფლება აქვთ მის ცხოვრებაზე.

საზღვრების დარღვევა შეიძლება მაშინაც მოხდეს, როდესაც მშობელი ბავშვს აიძულებს ჩაეხუტოს ვინმეს, მიუხედავად მისი უარისა. მაშინაც, როდესაც მის ნაცვლად იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მაშინაც, როდესაც მის ოთახში უკითხავად შედის, ეცნობა მის შეტყობინებებს, აკონტროლებს მის პირად საუბრებს ან დასცინის მის გრძნობებს. ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ სრული კონტროლი სიყვარულის გამოხატულებაა. სინამდვილეში, კონტროლი და ზრუნვა საგრზნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. ზრუნვა ბავშვს უსაფრთხოების განცდას აძლევს, კონტროლი კი თავისუფლების დაკარგვის შეგრძნებას.

მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომელთა ავტონომიას მშობლები პატივს სცემენ, მეტი თვითშეფასება, პასუხისმგებლობის უნარი და ემოციური მდგრადობა უყალიბდებათ. ხოლო ზედმეტი კონტროლი და ფსიქოლოგიური ჩარევა ხშირად უკავშირდება შფოთვას, არასრულფასოვნების განცდასა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს.

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ბავშვს საზღვრები სჭირდება ისევე, როგორც წესები. ბევრ მშობელს ეშინია, რომ ბავშვის თავისუფლების პატივისცემა ავტორიტეტის დაკარგვას ნიშნავს. რეალურად, ჯანსაღი აღზრდა არის ბალანსი კონტროლსა და თავისუფლებას შორის.

ბავშვს არ სჭირდება მშობელი, რომელიც მის ნაცვლად იცხოვრებს. მას სჭირდება მშობელი, რომელიც იქნება ახლოს, მაგრამ არა ზედმეტად ახლოს. დაეხმარება, მაგრამ არ ჩაანაცვლებს. მოუსმენს, მაგრამ არ დააიგნორებს მის ხმას.

რა დოზით უნდა იყოს მშობელი ბავშვის ცხოვრებაში? იმდენად, რომ ბავშვმა იცოდეს: „თუ დამჭირდება, დედა ან მამა მის გვერდით იქნება“. მაგრამ არა იმდენად, რომ ვერასოდეს იგრძნოს: „ამას თვითონაც შეძლებს“.

როდესაც ბავშვი იზრდება, მშობლის როლი იცვლება. პირველ წლებში ის ფაქტობრივად ბავშვის მთელი სამყაროა. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გადაიქცეს გზამკვლევად. და ბოლოს, ადამიანად, რომელიც გვერდით დგას, მაგრამ გზას აღარ კარნახობს.

საზღვრების მუდმივი დარღვევისას ბავშვი ხშირად განიცდის დაბნეულობას. გარედან შეიძლება მორჩილი და „კარგი“ ბავშვი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ვერ ხვდებოდეს, რა სურს სინამდვილეში. უჭირდეს უარის თქმა, საკუთარი აზრის დაფიქსირება, გადაწყვეტილებების მიღება ან ტოქსიკური ურთიერთობების დატოვება. ის ეჩვევა, რომ სხვებმა უკეთ იციან, რა არის მისთვის კარგი.

ხოლო როდესაც მისი საზღვრები დაცულია, ბავშვი სწავლობს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს: რომ მას აქვს უფლება თქვას „არა“, ჰქონდეს საკუთარი აზრი, დაუშვას შეცდომები და მაინც იყოს მშობლისთვის საყვარელი.

მშობლობას ხშირად შეცდომის შიში ახლავს. ამიტომ ღირს საკუთარ თავს ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ: „მე მართლა ვიცავ ჩემს შვილს, თუ მის ნაცვლად ვცხოვრობ?“

ზოგჯერ ამ ორ რამეს შორის ზღვარი ძალიან ვიწროა. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე, რომ სიყვარულის სახელით გაკეთებული ქმედება ბავშვისთვის თავისუფლების დაკარგვისა და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცდილებად იქცევა.

სიყვარული არ ნიშნავს ბავშვის ფლობას. სიყვარული ნიშნავს მის აღიარებას ცალკე ადამიანად. და სწორედ იქ იწყება ჯანსაღი ურთიერთობა, სადაც მშობლის სიყვარული და ბავშვის საზღვრები ერთმანეთის მტრები კი არა, მოკავშირეები ხდებიან.

ავტორი: ფსიქოთერაპევტი, ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მაგდა კოტრიკაძე

29/07/2026

თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატება მხოლოდ პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით აღარ განისაზღვრება. სულ უფრო .....

29/07/2026

დაბალი თვითშეფასება განსაკუთრებით საინტერესო ფენომენია, რადგან ის ყოველთვის არ არის თვალსაჩინო. ხშირად ყველაზ....

👂როგორ გახდე საუკეთესო თანამშრომელი?! - თანამშრომლის თვითშეფასება ბიზნეს პროცესებსა და ორგანიზაციის განვითარებაზეთანამედ...
27/07/2026

👂როგორ გახდე საუკეთესო თანამშრომელი?! -
თანამშრომლის თვითშეფასება ბიზნეს პროცესებსა და ორგანიზაციის განვითარებაზე

თანამედროვე ორგანიზაციებში წარმატება მხოლოდ პროფესიული ცოდნითა და გამოცდილებით აღარ განისაზღვრება. სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ თანამშრომლის თვითშეფასება პირდაპირ გავლენას ახდენს მის პროდუქტიულობაზე, გადაწყვეტილებების მიღების უნარზე, ლიდერობის პოტენციალსა და ბიზნეს პროცესების ეფექტიანობაზე. ხშირად კომპანიები დიდ რესურსს დებენ ტექნოლოგიებში, სტრატეგიებსა და პროცესების ოპტიმიზაციაში, თუმცა უყურადღებოდ რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამ ყველაფერს მოქმედებაში მოიყვანს: ადამიანი და მისი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე.

დაბალი თვითშეფასება განსაკუთრებით საინტერესო ფენომენია, რადგან ის ყოველთვის არ არის თვალსაჩინო. ხშირად ყველაზე წარმატებული, განათლებული და პროფესიონალი თანამშრომლებიც კი შინაგანად საკუთარ კომპეტენციაში ეჭვობენ. სწორედ ამ პარადოქსს უწოდებენ „წარმატების დილემას“: რაც უფრო მეტს აღწევს ადამიანი, მით მეტად შეიძლება ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობებში.

ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა იმპოსტორის სინდრომი. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ მიღწევებს იღბალს, გარემოებებს ან სხვა ადამიანების დახმარებას მიაწერს და არა საკუთარ ძალისხმევას. მიუხედავად მაღალი შედეგებისა, მას მუდმივად აქვს განცდა, რომ ერთ დღეს სხვები აღმოაჩენენ მის არასაკმარის კომპეტენციას. საინტერესოა, რომ ეს მდგომარეობა განსაკუთრებით ხშირია მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოზიციებზე, სადაც მოთხოვნები და მოლოდინები მუდმივად იზრდება. თანამშრომელი შეიძლება წარმატებით მართავდეს პროექტებს, ქმნიდეს ახალ ინიციატივებს და დადებით შედეგებს აღწევდეს, მაგრამ საკუთარ წარმატებას მაინც შემთხვევითობად აღიქვამდეს.

ბიზნეს პროცესების თვალსაზრისით, ეს სინდრომი ხშირად იწვევს ზედმეტ პერფექციონიზმს, გადატვირთვასა და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებას. ადამიანი ცდილობს საკუთარი „არასაკმარისობის“ განცდა ზედმეტი შრომით დააზღვიოს. შედეგად, იზრდება სტრესი, იკლებს კრეატიულობა და ჩნდება პროფესიული გადაწვის რისკი.

დაბალ თვითშეფასებას ხშირად ახლავს ინფერიორობის კომპლექსიც. ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს სხვებთან შედარებით ნაკლებად ღირებულად აღიქვამს. ორგანიზაციულ გარემოში ეს გამოიხატება საკუთარი იდეების გაჟღერების შიშით, პასუხისმგებლობის აღებისგან თავის არიდებითა და განვითარების შესაძლებლობების გაუფასურებით. ასეთი თანამშრომლები ხშირად ფიქრობენ, რომ დაწინაურებისთვის, ახალი პროექტისთვის ან ლიდერული როლის შესასრულებლად საკმარისად კარგები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მაჩვენებლები საპირისპიროს ადასტურებს.

კომპანიისთვის ეს ნიშნავს დაკარგულ შესაძლებლობებს. ხშირად სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ეჭვობენ საკუთარ ძალებში, ფლობენ მნიშვნელოვან ცოდნასა და უნარებს, თუმცა ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.

შრომით გარემოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა დამოკიდებული პიროვნული მახასიათებლებიც. ასეთი ადამიანები ზედმეტად არიან ორიენტირებული სხვების შეფასებაზე და გადაწყვეტილებების მიღებისას მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებენ. მათ უჭირთ დამოუკიდებელი მოქმედება, რადგან შეცდომის დაშვების შიში მათთვის ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე განვითარების სურვილი. ორგანიზაციებში ეს იწვევს პროცესების შენელებას, გადაწყვეტილებების გადაჭარბებულ შეთანხმებასა და ინიციატივის დეფიციტს.

დაბალი თვითშეფასება ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ შფოთვასთან. თანამშრომელს შესაძლოა ეშინოდეს საჯაროდ გამოსვლის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ან კრიტიკის მიღების. ასეთ შემთხვევაში ადამიანური რესურსის სრული პოტენციალი პრაქტიკულად გამოუყენებელი რჩება. თანამშრომელი ხშირად არჩევს დუმილს მაშინ, როცა მისი მოსაზრება შესაძლოა მნიშვნელოვანი ღირებულების მატარებელი იყოს ორგანიზაციისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „მზრუნველის სინდრომი“, რომელიც თანამედროვე კორპორაციულ კულტურაში საკმაოდ გავრცელებულია. ასეთი ადამიანები საკუთარ ღირებულებას სხვების კმაყოფილებაზე აგებენ. ისინი იშვიათად ამბობენ უარს, მუდმივად ცდილობენ დახმარებას, საკუთარ საჭიროებებს კი მეორე პლანზე წევს. ერთი შეხედვით, ასეთი თანამშრომლები იდეალურებად აღიქმებიან, თუმცა გრძელვადიან პერსექტივაში სწორედ ისინი ხვდებიან ემოციური გამოფიტვის, გადაღლისა და პროფესიული გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ.

ამ ყველაფერს ხშირად თან ახლავს ქრონიკული თვითკრიტიკა. ადამიანი ყურადღებას მხოლოდ შეცდომებზე ამახვილებს და საკუთარი წარმატებების დანახვა უჭირს. ერთი შეცდომა უფრო ძლიერ გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე, ვიდრე ათი წარმატება. ამის შედეგად, თანამშრომელი მუდმივად ცხოვრობს განცდით, რომ საჭიროა უფრო მეტი, უფრო უკეთესი და უფრო სწრაფი მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაღალი შედეგები აქვს.

ყველაზე მძიმე შემთხვევებში ეს მდგომარეობები შეიძლება დეპრესიულ სიმპტომებთანაც იყოს დაკავშირებული. ასეთ დროს იკლებს მოტივაცია, ენთუზიაზმი, თვითრწმენა და პროფესიული აქტივობა. ადამიანი კარგავს საკუთარი ღირებულების განცდას, რაც აისახება როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაზე.

სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ ორგანიზაციები, სადაც ფსიქოლოგიური უსაფრთხოების მაღალი დონეა, თანამშრომლები კი თავისუფლად გამოხატავენ აზრს შეცდომის ან კრიტიკის შიშის გარეშე, გაცილებით ინოვაციურები და ეფექტიანები არიან. როდესაც ადამიანი საკუთარ ღირებულებას მხოლოდ შედეგებზე არ აფუძნებს და აღიქვამს, რომ შეცდომა განვითარების ბუნებრივი ნაწილია, მისი პროდუქტიულობა, შემოქმედებითობა და ლიდერული პოტენციალი იზრდება.

წარმატების დილემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის თვითშეფასება ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი რეალური შესაძლებლობებისა და მიღწევებისგან. ბიზნეს პროცესების ეფექტიანობა მხოლოდ სწორ სტრუქტურაზე, რეგულაციებსა და ტექნოლოგიებზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად სჯერათ თანამშრომლებს საკუთარი თავის. ძლიერი ორგანიზაციები იქმნება მაშინ, როდესაც პროფესიული განვითარება და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ერთმანეთის კონკურენტი კი არა, პარტნიორია. წარმატების ყველაზე მყარი საფუძველი სწორედ რეალისტური თვითშეფასებაა, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს დაინახოს როგორც საკუთარი ძლიერი მხარეები, ისე განვითარების სივრცე, გადაჭარბებული თვითკრიტიკისა და ქრონიკული ეჭვის გარეშე.

ავტორი: დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ორგანიზაციული ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე

23/07/2026

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ჩვეულებრივ კრიტიკად აღიქმებოდეს, თუმცა მსგავსი ქცევის უკან ბევრად ღრმა მიზეზები დგა.....

Address

ნუცუბიძის ქუჩა 217, 1 სად, მე-4 სართული, ბინა 10
Tbilisi
0101

Telephone

+995599070307

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share