Sports Medicine Clinics/სპორტული მედიცინის კლინიკები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Sports Medicine Clinics/სპორტული მედიცინის კლინიკები

Sports Medicine Clinics/სპორტული მედიცინის კლინიკები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Sports Medicine Clinics/სპორტული მედიცინის კლინიკები, Medical and health, 15A University Str, Tbilisi.
(1)

ყველაზე სწრაფი სპორტსმენი ყოველთვის არ არის  გამარჯვებული. რეალური უპირატესობა ეკუთვნის მას, ვინც უფრო სწრაფად აღიქვამს,...
06/07/2026

ყველაზე სწრაფი სპორტსმენი ყოველთვის არ არის გამარჯვებული. რეალური უპირატესობა ეკუთვნის მას, ვინც უფრო სწრაფად აღიქვამს, ამუშავებს ინფორმაციას და იღებს სწორ გადაწყვეტილებას.

Senaptec Sensory Station არის თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ობიექტურად აფასებს და ავითარებს იმ სენსორულ და კოგნიტიურ უნარებს, რომლებიც განსაზღვრავს ეფექტურ შესრულებას:

✅ რეაქციის დრო
✅ გადაწყვეტილების მიღება
✅ ვიზუალური ინფორმაციის დამუშავება
✅ კონცენტრაცია
✅ პერიფერიული აღქმა

Senaptec წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ პროფესიულ სპორტში, არამედ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ჯანდაცვისა და რეაბილიტაციის ცენტრებში. იქ, სადაც სწრაფი, ზუსტი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.

🏆🥇განავითარეთ ის უნარები, რომლებიც წარმატებას განსაზღვრავს.

📩 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

📞 555 18 32 18
💬 WhatsApp: 555 18 32 18

ფუნქციური შეფასება და მოძრაობის ანალიზი - 2-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი | 12 უპგ ქულაცხადდება რეგისტრაცია 2-დღიან პრაქტიკ...
25/06/2026

ფუნქციური შეფასება და მოძრაობის ანალიზი - 2-დღიანი პრაქტიკული ტრენინგი | 12 უპგ ქულა

ცხადდება რეგისტრაცია 2-დღიან პრაქტიკულ ტრენინგზე - „ფუნქციური შეფასება და მოძრაობის ანალიზი“.

ტრენინგი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, გაიღრმაონ ცოდნა ფუნქციური შეფასებისა და მოძრაობის ანალიზის თანამედროვე მიდგომების შესახებ, განივითარონ კლინიკური აზროვნება და პრაქტიკულად დაეუფლონ მოძრაობითი დეფიციტების იდენტიფიცირების, ფუნქციური ტესტირების, მოძრაობის ხარისხის შეფასებისა და შეფასების შედეგებზე დაფუძნებული რეაბილიტაციის დაგეგმვის პრინციპებს.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ფუნქციური შეფასების მეთოდები, მოძრაობის ანალიზი, პოსტურისა და სიარულის შეფასება, ძირითადი მოძრაობითი შაბლონები, კლინიკური ქეისები და რეაბილიტაციის დაგეგმვის პრაქტიკული მიდგომები.

კურსი განკუთვნილია ფიზიოთერაპევტებისთვის, რეაბილიტაციის სპეციალისტებისთვის, სპორტული მედიცინის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.
12 უპგ ქულა მიენიჭება შემდეგ სპეციალობებს: სპორტული მედიცინა, ფიზიკური მედიცინა, კურორტოლოგია და რეაბილიტაცია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, პედიატრია, ნევროლოგია, რადიოლოგია, ოჯახის ექიმი, კარდიოლოგია, პულმონოლოგია და შინაგანი მედიცინა.

23-24 ივლისი
📍 ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 39
💰 ღირებულება: 600 ლარი
📅 რეგისტრაცია გრძელდება 17 ივლისის ჩათვლით
📞 555 18 32 18
📱 WhatsApp: 555 18 32 18

სპორტული მედიცინის აკადემიაში ულტრაბგერითი კვლევების სრული სპექტრი , როგორც პროფილაქტიკური შემოწმების, ასევე ექიმის დანი...
08/06/2026

სპორტული მედიცინის აკადემიაში ულტრაბგერითი კვლევების სრული სპექტრი , როგორც პროფილაქტიკური შემოწმების, ასევე ექიმის დანიშნულების საფუძველზე, უკვე ხელმისაწვდომია.

🔹 ფარისებრი ჯირკვალი
🔹 მუცლის ღრუ
🔹 რბილი ქსოვილები
🔹 სახსრები
🔹 სხვა ექოსკოპიური კვლევები

📍 როდესაც ჯანმრთელობა პასუხებს ითხოვს, ზუსტი დიაგნოსტიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

ჩვენი მისამართია:
📍 უნივერსიტეტის ქ. 15ა, ოლიმპიური სპორტის სასახლე
📲 ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 555183218; WhatsApp: +995555183218

3-დღიანი სტაჟირება იტალიაში  სტუდენტებისთვის, ფიზიოთერაპევტებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებისთვის 🇮🇹📢 საქართველოს სპო...
11/02/2026

3-დღიანი სტაჟირება იტალიაში სტუდენტებისთვის, ფიზიოთერაპევტებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებისთვის 🇮🇹

📢 საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან ერთად, აცხადებს რეგისტრაციას 3 დღიანი სტაჟირების პროგრამაზე - “ფუნქციური შეფასება, მოძრაობის ანალიზი და რეაბილიტაცია”, ფიზიოთერაპევტებისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებისთვის, იტალიაში, ქალაქ ბერგამოში.

კურსის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან:
• ფუნქციური შეფასების თანამედროვე მეთოდები
• მოძრაობის ბიომექანიკური ანალიზი
• შეფასებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის დაგეგმვა
• პრაქტიკული მუშაობა მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო სისტემებზე
• კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება რეალურ ქეისებზე

📍 ლოკაცია: იტალია, ქალაქი ბერგამო
📅 თარიღები: 16-20 მარტი
👥 მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 8 პირი
📌 ფორმატი: 100% პრაქტიკული
🎓 სამიზნე აუდიტორია: ფიზიოთერაპევტები, რეაბილიტოლოგები და სპორტული მედიცინის სპეციალისტები
💰ღირებულება: 1450 € - მოიცავს სწავლებას, საერთაშორისო სერტიფიკატს და სასტუმროში განთავსებას (16-20 მარტი)

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +995555136713
Whatsapp: +995555183218

11/02/2026

ცხადდება რეგისტრაცია ბათუმის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე - “სპორტული მედიცინა - ათლეტთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის”

28-29 მაისს, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისა და სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის თანაორგანიზებით, ბათუმი ისევ უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენცია წარმოადგენს პროფესიულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და სპორტის მეცნიერების წამყვან ქართველ და უცხოელ ექსპერტებს. კონფერენციის მიზანია თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გაზიარება, პრაქტიკული გამოცდილების გადაცემა და სპორტსმენის ჯანმრთელობისა და შესრულების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ცოდნის განვითარება.

📅 28-29 მაისი
📍 ბათუმი, ჰილტონი

28 მაისი - პრეზენტაციების დღე
საერთაშორისო ექსპერტების მოხსენებები

29 მაისი - პრაქტიკული ვორკშოპები
რეალური პრაქტიკა

💳 რეგისტრაციის საფასური:
სრული კონფერენცია (2 დღე) - 850 ლარი
1 ვორკშოპი - 350 ლარი
2 ვორკშოპი - 500 ლარი

📞 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია: 555 18 32 18

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

Send a message to learn more

ფიზიოთერაპიის საერთაშორისო ექსკლუზიური კურსი პრაღაში ფიზიოთერაპევტებისთვის სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა...
09/02/2026

ფიზიოთერაპიის საერთაშორისო ექსკლუზიური კურსი პრაღაში ფიზიოთერაპევტებისთვის

სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და BTL Georgia-ს თანამშრომლობით.

კურსის ხანგრძლივობა: 1 კვირა

🔹 თეორიული სწავლება საქართველოში
🔹 პრაქტიკული სწავლება პრაღაში, BTL-ის ოფიციალურ ცენტრში

📌 კურსზე ისწავლი:
✔️ დარტყმით ტალღოვან თერაპიას
✔️ ტეკართერაპიას
✔️ ლაზეროთერაპიას
✔️ თერაპიულ ულტრაბგერას
✔️ ელექტროთერაპიას
✔️ მაგნიტოთერაპიას

რას მიიღებთ პრაქტიკაში?

✔️ ფიზიოთერაპიული აპარატების სწორ გამოყენების ცოდნას
✔️ სხვადასხვა დაავადების დროს სწორი პროტოკოლების შერჩევას
✔️ სპორტულ, ორთოპედიულ, ნევროლოგიურ და პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში აპარატული ფიზიოთერაპიის გამოყენებას

📅 პრაქტიკული ნაწილი პრაღაში: 21–25 აპრილი
💶 ღირებულება: 1800 ევრო (ფასში შედის ოფიციალური BTL სასერტიფიკატო სწავლება, პრაღაში სასტუმრო, კვება, გალა ვახშამი, ექსკურსია)

⛔ ადგილები შეზღუდულია
📞 რეგისტრაცია: +995 555 18 32 18 (WhatsApp/მობილური)
Email: [email protected]

Address

15A University Str
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sports Medicine Clinics/სპორტული მედიცინის კლინიკები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Sports Medicine Clinics/სპორტული მედიცინის კლინიკები:

Shortcuts

Share