27/09/2024
‼️მეზოთერაპია არის დერმატო-კოსმეტოლოგიური პროცედურა, რომლის დროსაც ხდება კანქვეშ კომბინირებული, მულტიკომპლექსური კოქტეილების შეყვანა, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ვიტამინებს, ამინომჟავებს, ოლიგოელემენტებს, პეპტიდებს, ფოსფოლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს და ხდება მათი ათვისება.
‼️არსებობს ინექციური მეთოდი (როდესაც ხდება ნივთიერების უშუალოდ კანქვეშ შეყვანა ინექციური მეთოდით) და არაინექციური - აპარატურული მეთოდი.
‼️მეზოთერაპიის პროცედურებს იტარებენ ასაკობრივი ნაოჭების, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანის, პიგმენტური ლაქების, აკნეს, დაკიდებული ღაბაბის, ცელულიტის, ზედმეტი ცხიმის, თვალის ირგვლივ შავი წრეების არსებობის და თმის ცვენის შემთხვევაში.
‼️მეზოთერაპიის საშუალებით ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების და ზედაპირული ნაოჭების კორექცია. მისი ეფექტი კი საშუალოდ 18 თვემდე ნარჩუნდება.
‼️მეზოთერაპიის ძირითადი ზონებია:
ტუჩის ირგვლივ არე;
თმა;
კისერი;
თვალის ირგვლივ არე;
ნიკაპი;
ღაბაბი;
წარბები;
შუბლი;
ცხვირი და ცხვირტუჩის მიდამო;
მუცელი;
თეძო და დუნდულო;
დეკოლტეს ზონა;
ზურგი;
საშომოდგომო ფასდაკლებები დაწყებულია🎁🫶🎉🌸
ჩასაწერად⬇️💌