12/11/2015
ჰეპატიკო - ღვიძლის ცენტრი გაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვისათვის გადასახდელ თანხებთან დაკავშირებით:
პროგრამაში ჩასართველად აუცილებელია წინასწარი კვლევები. თანხის გადახდა პაციენტებმა უნდა მოახდინონ შემდეგი სქემის შესაბამისად:
- თბილისის უმწეო მოქალაქეებს ჯანდაცვა აფინანსებს 70%-ს, მერია 30%-ს. პაციენტს თანხის გადახდა არ უწევს
- დანარჩენ თბილისის მოქალაქეებს ჯანდაცვა აფინანსებს 30%-ს, მერია 60%-ს. პაციენტი იხდის კვლევების 10%-ს
- რეგიონის უმწეო მოქალაქე იხდის 30%-ს, დანარჩენი მოქალაქე 70%-ს
თუ პაციენტმა იცის, რომ აქვს ც ჰეპატიტი, დამატებით სკრინინგი არ არის საჭირო. მოდის ჩვენთან, ავსებს განაცხადს და ენიშნება HCV RNA რაოდენობრივი კვლევა და ექიმთან კონსულტაცია. ღირებულება 130 ლარი.
თუ აღმოჩნდა რომ სისხლში არის ვირუსები, ენიშნება შემდეგი კვლევა, რომელიც ინიშნება ან ელასტოგრაფიით, ან მის გარეშე. ამას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ღირებულება არის შესაბამისად 99 ან 19 ლარი
თუ პაციენტს აღმოაჩნდა მე-3, მე-4 ფიბროზის ხარისხი, ენიშნება დამატებითი კვლევები, რომელთა ჯამური ღირებულება 251 ლარია
მაქსიმალური კვლევის ღირებულება შეადგენს 480 ლარს, საიდანაც თბილისში მაცხოვრებელი უმწეოები თანხას არ იხდიან, თბილისის სხვა მოქალაქეები იხდიან 48 ლარს, რეგიონში მაცხოვრებელი 336 ლარს.
თუ თქვენ გსურთ დაადგინოთ, გაქვთ თუ არა ჰეპატიტი, შეგიძლიათ ჩაიტაროთ სკრინინგი სახელმწიფო პროგრამით, რაც უფასოა, ან ჩვენთან სწრაფი ტესტით, რომლის ღირებულება 15 ლარია.
ჰეპატიკო - ღვიძლის ცენტრი გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
სამედიცინო ჰოლდინგი გლობალმედი
მისამართი: თბილისი, ვაკე, ყიფშიძის 3 ბ. ტელ 2305005