ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, Medical and health, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5, Tbilisi.

ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.

01/09/2026

🫀ხშირად დასმული კითხვები აორტო-კორონარულ შუნტირებაზე
👨‍⚕️ზაზა კაციტაძე - ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების დირექტორი

🦵👨‍⚕პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD) არის მდგომარეობა, როდესაც კიდურების სისხლძარღვები ვიწროვდება ან იხშობა.👨‍⚕რა უ...
27/08/2026

🦵👨‍⚕პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD) არის მდგომარეობა, როდესაც კიდურების სისხლძარღვები ვიწროვდება ან იხშობა.

👨‍⚕რა უნდა იცოდეთ:
მოწევა N1 რისკ-ფაქტორია: PAD-ით დაავადებულთა 80% არის ან იყო თამბაქოს მომხმარებელი.
ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს:
-ფეხების ტკივილი სიარულისას;
-კიდურების სიცივე და სიმძიმე;
-კანის ფერის ცვლილება;
-ჭრილობების ნელი შეხორცება.

👨‍⚕როგორ ავირიდოთ თავიდან?
უარი თქვით თამბაქოზე - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
იმოძრავეთ - რეგულარული სიარული კუნთებს ჟანგბადის ათვისებაში ეხმარება.
იკვებეთ ჯანსაღად - დაიცავით არტერიული წნევა და ქოლესტერინი.

თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, არ გადადოთ ვიზიტი. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან ინდივიდუალური გეგმის შედგენაში.

🫀ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) არის კვლევა, რომელიც აფიქსირებს გულის ელექტრულ აქტივობას და აფასებს გულის რითმსა და მუშაობას....
24/08/2026

🫀ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) არის კვლევა, რომელიც აფიქსირებს გულის ელექტრულ აქტივობას და აფასებს გულის რითმსა და მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს სხვადასხვა კარდიოლოგიური პრობლემა.

🫀👨‍⚕👩‍⚕ელექტროკარდიოგრაფია ეხმარება ექიმს არითმიების, გულის იშემიური დაავადების, გადატანილი ან მიმდინარე ინფარქტის ნიშნებისა და სხვა პათოლოგიების გამოვლენაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და უზრუნველყოფს დროულ მკურნალობას.

🫀👨‍⚕👩‍⚕ე.წ.„მარეგულირებლები“, მხოლოდ აქვეითებენ არტერიულ წნევას და  მათი სამედიცინო დასახელებაა, "გახანგრძლივებული მოქმე...
17/08/2026

🫀👨‍⚕👩‍⚕ე.წ.„მარეგულირებლები“, მხოლოდ აქვეითებენ არტერიულ წნევას და მათი სამედიცინო დასახელებაა, "გახანგრძლივებული მოქმედების არტერიული წნევის დამწევი (ჰიპოტენზიური) პრეპარატები". მათი დანიშვნა უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის რეკომენდაციით, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურ სასარგებლო შედეგს და ავიცილოთ თავიდან არასასურველი გვერდითი ეფექტები

🔍🦶ტერფის პათოლოგიებს შორის,შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიებს დიდი ადგილი უჭირავს. აღნიშნული დაავადების გართულებებს...
11/08/2026

🔍🦶ტერფის პათოლოგიებს შორის,შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიებს დიდი ადგილი უჭირავს. აღნიშნული დაავადების გართულებებს შორის ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად , დაიბეტური ტერფი, ეს არის ინფექცია, წყლული , ასევე ქსოვილებზე ღრმა დესტრუქციული ცვლილებები. დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით , სისხლის მიმოქცევის მოშლითა და ნეიროპათიული მდგომარეობით.
✅🧑🏻‍⚕️პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე სპეციალისტთან დროული ვიზიტი მნიშვნელოვანია

03/08/2026

👨‍⚕️📌ზაფხული და ვენური პრობლემები, რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
👨‍⚕️თემაზე საუბრობს ბოხუას კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე, ანგიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მამუკა ბოკუჩავა

📌2026 წლის 25 ივლისს გაიმართა თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების რიგით მეხუთე კონფერენცია თემაზე: „დაუვიწყარი შემთხვევები...
28/07/2026

📌2026 წლის 25 ივლისს გაიმართა თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების რიგით მეხუთე კონფერენცია თემაზე: „დაუვიწყარი შემთხვევები გულ-სისხლძართვთა მედიცინაში - გულის სარქვლოვანი დაავადებების კლინიკური ასპექტები“. ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის მხრიდან ორგანიზატორები იყვნენ ექიმები ზურაბ ფაღავა, ინგა ბოჭორიშვილი და რუსუდან აგლაძე, ხოლო მოხსენებით წარსდგნენ თამარ გაფრინდაშვილი და ზურაბ შაქარიშვილი.ეს იყო საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა კარდიოლოგები, ინტერვენციონისტები, კარდიოქირურგები და დარგის წარმომადგენლები საერთო მიზნის – ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების – გარშემო.

22/07/2026

🧠საძილე არტერიების და პერიფ. სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

👩‍⚕დუპლექს სკანირება კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხდება სისხლძარღვების როგორც ექოსკოპიური, ისე ულტრაბგერითი კვლევა დოპლერის ეფექტით.

🔎📌დუპლექს სკანირების მეთოდი საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა.

📌დოპლეროგრაფიის მეშვეობით ხდება სისხლის ნაკადის ცვლილებების განსაზღვრა , რაც თავის მხრივ შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ფოლაქების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი, ხდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობის შეფასება.

🔎📌ღრმა ვენების დოპლეროგრაფია საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, შეფასდეს სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა.

16/07/2026

🫀სტუმრად გადაცემაში: ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგიული მიმართულების დირექტორი ზაზა კაციტაძე
📌თემა:ბიოლოგიური სარქველები და მცირეინვაზიური კარდიოქირურგია — რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა

☀️🌡️🫀გარემოს მაღალ ტემპერატურას და მაღალ ტენიანობას შეუძლია ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა, იზრდებაგულ...
14/07/2026

☀️🌡️🫀გარემოს მაღალ ტემპერატურას და მაღალ ტენიანობას შეუძლია ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა, იზრდება
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირე განსაკუთრებით ასაკოვან და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში.
📌რატომ მატულობს გულ-სისხლძრღვთა დაავადებების სიხშირე ძლიერი სიცხის დროს?
ამ დროს იზრდება ოფლის გამოყოფა, რაც უზრუნველყოფს სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას, გულის წუთმოცულობის
შენარჩუნების მიზნით იზრდება გულისცემის სიხშირე და გულის ერთი შეკუმშვის დროს გადმოსროლილი სისხლის რაოდენობა, იზრდება
გულის კუნთის მოთხოვნილება ჟანგბადზე, რაც ხშირ შემთხვევაში გულის კუნთში ჟანგბადის რაოდენობის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა ხდება ორგანიზმში სისხლძარღვების გაფართოება, რის გამოც არტერიული წნევა მცირდება, რაც შეიძლება გახდეს გონების დაკარგვის ან გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგების მწვავე
დაქვეითების მიზეზი. ასევე საყურადღებოა, რომ ჭარბი ოფლიანობის შედეგად ხდება ორგანიზმში მოცირკულირე სითხის რაოდენობის
შემცირება, იზრდება სისხლის სიბლანტე და ყალიბდება ე.წ თრომბოზის წინა მდგომარეობა, ასევე იზრდება გაუწყლოვნების განვითარების რისკი
ძლიერი სიცხის დროს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს განსაკუთრებით უჭირთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოთხოვნილებების ადექვატური დაკმაყოფილება, რაც ზრდის გულის მუშაობის უეცარი შეწყვეტის პირობებს.
📌მედიკამენტების გამოყენება ძლიერი სიცხის დროს
ძლიერმა სიცხემ შეიძლება გავლენა მოახდინოს მედიკამენტების
ორგანიზმში შეწოვაზე, მათ გამოყოფაზე, ასევე შესაძლოა გაიზარდოს წამლის გვერდითი ეფექტები. მაგალითად შარდმდენებმა,
ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი, მოცირკულირე სითხის შემცირება და გაუწყლოვნება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტმა ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაშიც უნდა განაგრძონ
დანიშნული მედიკამენტების მიღება, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, დაბალი არტერიული წნევა, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს, რათა მოხდეს დანიშნულების შესწორება.

📌როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხის დროს?
• მიიღეთ ადექვატური რაოდენობით სითხე, თუ ცხელ ამინდში იმყოფებით ქუჩაში ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას, დალიეთ დაახლოებით 250 მლ წყალი ყოველ 20 წუთში ერთხელ,
ამით თქვენ თავს დაიცავთ გაუწყლოვნების განვითარებისგან. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა და ექიმმა
გირჩიათ ზედმეტი სითხის მიღებისგან თავის შეკავება, კითხეთ მას თუ რა რაოდენობის სითხე მიიღოთ დღის განმავლობაში.
• თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, ის ხელს უწყობს გაუწყლოვნების განვითარებას.
• მოერიდეთ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას
• შენობაში ყოფნისას გამოიყენეთ კონდიციონერი, ქუჩაში სიარულისას კი გამოიყენეთ ქოლგა ან ქუდი
• ჩაიცვით ღია ფერის, თავისუფალი ტანისამოსი, სასურველია ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი.
• რეგულარულად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.
- როგორ ამოვიცნოთ გადახურება?
გადახურების განვითარების განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციებტები. ამ დროს პაციენტებს შეიძლება ქონდეთ შემდეგი სიმპტომები:
• ძლიერი ოფლიანობა
• ცივი კიდურები
• თავბრუსხვევა
• სწრაფი და სუსტი პულსი
• ძლიერი საერთო სისუსტე
• ძლიერი თავის ტკივილი
• გულისრევა
• მუქი შარდი
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ რომელიმე სიმპტომი, მიიღეთ სითხე (სასურველია წყალი), გადაინაცვლეთ უფრო მეტად გრილ ადგილას და დაუკავშირდით ექიმს.

Address

ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
Tbilisi

Telephone

+995322880909

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი:

Shortcuts

Share