16/05/2026
🗓️16 მაისს მემკვიდრული ანგიოედემის დღე აღინიშნება
🟣მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება (HAE) ძალიან იშვიათი და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გენეტიკური მდგომარეობაა. დაავადების მსოფლიო გავრცელება შეფასებულია დაახლოებით 1:50 000 მოსახლეზე.
🟣HAE იწვევს ანგიოედემის (შეშუპების) სიმპტომებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის: ხელების, ფეხების, სახის და ყელის/სასუნთქი გზების მიდამოში. HAE-ის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, რომელიც გამოწვეულია ნაწლავის კედელში განვითარებული შეშუპებით. განსაკუთრებით საშიშია სასუნთქი გზების ან ყელის შეშუპება, რადგან ეს შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი.
💡ეს დღე აერთიანებს პაციენტებს, მათ მომვლელებსა და სამედიცინო პროფესიონალებს, რათა ხელი შეუწყოს ადრეულ დიაგნოსტიკას, სიცოცხლის გადამრჩენ თერაპიებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებას.
იხილეთ მეტი: https://haei.org/
მემკვიდრული ანგიოედემა საქართველო / Hereditary Angioedema Georgia