03/03/2022
🎯 ფუნქციონალური ვარჯიში – მიმართულია ადამიანის ფიზიკური მონაცემების, ძალის, გამძლეობის, სისწრაფის, მოქნილობის, კორდინაციის, ელასტიურობის განვითარებისთვის.
⛳ ის თქვენი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხელს უწყობს კარგი ფიზიკური კონდიციების და სპორტული ფორმის შენარჩუნებას.
ფუნქციონალურ ვარჯიშს ხშირად იყენებენ პროფესიონალი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტის სახეობებში – წონასწორობის გრძნობის, ფეთქებადი ძალის, განვითარებისთვის.
მუშაობაში ერთვება თქვენი სხეულის ყველა კუნთი, მათ შორის ღრმა სტაბილიზატორი კუნთები, რომლებიც წონასწორობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.
1. ვარჯიშები სრულდება ფეხზე დგომში
2. ჩარათულია თავისუფალი წონები
3. გამოიყენება ბაზისური ვარჯიშები
4. ვარჯიში სრულდება სწრაფ ტემპში
🥦 ფუნქციონალური ვარჯიში გახდომისათვის.
ფუნქციონალური ვარჯიში საუკეთესო ვარჯიშია გახდომისათვის. ვარჯიშებში ერთდროულად ჩართულია ყველა კუნთის ჯგუფი, რაც მოითხოვს მეტ ენერგიას. ვარჯიში იმდენად ინტენსიურია, რომ გაძლიერებული ტემპით ხდება კალორიების წვა. ასეთი ვარჯიშის შემდეგ ნივთიერებათაცვლა იზრდება და ცხიმის წვა გრძელდება მთელი დღის მანძილზე.
ფუნქციონალური ვარჯიში არ უნდა გაგრძელდეს ძალიან დიდ ხანს, ხანგრძლივობა 20 წუთიდან მაქსიმუმ 60 წუთამდე.
✏ ჯგუფში ჩასაწერად მომწერეთ პირადში