03/08/2026
სიცოცხლისთვის ბრძოლის კიდევ ერთი წარმატებული ისტორია ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში 🚑✨
🏥,,აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის” გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა პაციენტი, რომელმაც მე-6 სართულიდან ვარდნის შედეგად სიცოცხლისთვის უმძიმესი, მრავალმხრივი ტრავმები მიიღო.
⚡ წამები, რომლებმაც ყველაფერი გადაწყვიტა
🩻სწრაფმა დიაგნოსტიკამ ღვიძლის IV ხარისხის (უმძიმესი) დაზიანება და სიცოცხლისთვის საშიში შინაგანი სისხლდენა,მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა,ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა,მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი,ტრავმული სუბდურული და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა დააფიქსირა. პაციენტის მდგომარეობა ელვისებურად უარესდებოდა. ქირურგიულმა გუნდმა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გადაუდებელი ოპერაცია დაიწყო — მთავარი ამოცანა სისხლდენის შეჩერება და სასიცოცხლო პარამეტრების სტაბილიზაცია,წარმატებით განხორციელდა.
მკურნალობის მთელ პროცესში ჩართული იყო ძლიერი მულტიდისციპლინური გუნდი:
👨⚕️ ქირურგები
🩺 ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები
🧑⚕️ ექთანთა პერსონალი
🦴 ტრავმატოლოგი
🧠 ნეიროქირურგი
ასეთმა კომპლექსურმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის, არამედ პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სრული აღდგენა.
🏡 2 კვირაში — რეანიმაციიდან სახლში!
ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, ასეთი უმძიმესი ტრავმიდან სულ რაღაც 2 კვირაში, პაციენტი სრულიად სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე. იგი მკურნალობასა და მონიტორინგს უკვე ამბულატორიულ რეჟიმში განაგრძობს.
,,აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა” ამაყობს თავისი მედპერსონალის მაღალი პროფესიონალიზმითა და გუნდური მუშაობით
ვამაყობთ თითოეული გადარჩენილი სიცოცხლით! ❤️
❤️თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი
ზოგადი ქირურგი
ზაზა დემეტრაშვილი
❤️ზოგადი ქირურგი
გრიგოლ დევიძე
❤️ქირურგი რეზიდენტი
საბა კაკალაშვილი
❤️ნეიროქირურგი
აჩიკო ჯვარშეიშვილი
❤️ანესთეზიოლოგი
ნათია კერელეიშვილი
❤️რეანიმატოლოგი
გულიკო ქილიფთარი
❤️ ER გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმი მარიამ ჩაჩუა
❤️ კლინიკის პროფესიონალი, თავდადებული ექთნების მთელი გუნდი
✨ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე❤️
#რესპუბლიკურისაავადმყოფო #ჯანმრთელობა #პროფესიონალიზმი