Georgian CMR Association • საქართველოს გმრკ ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian CMR Association • საქართველოს გმრკ ასოციაცია

Georgian CMR Association • საქართველოს გმრკ ასოციაცია სგმრკა - საქართველოს გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ასოციაცია

GCMRA - Georgian Cardiac Magnetic Resonace Association

MINOCA-ს ახალი განსაზღვრება -  „ინფარქტის“ (infarction) აღმნიშვნელი „I“ შეცვლილია „დაზიანების“ (injury) აღმნიშვნელი „I“-...
26/08/2026

MINOCA-ს ახალი განსაზღვრება - „ინფარქტის“ (infarction) აღმნიშვნელი „I“ შეცვლილია „დაზიანების“ (injury) აღმნიშვნელი „I“-ით, რაც უკეთ ასახავს ამ ტერმინის სამუშაო დიაგნოზის (working diagnosis) ხასიათს.

MINOCA-ს გამომწვევი მიზეზების სპექტრი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცავს როგორც კარდიული, ისე არაკარდიული გენეზის სხვადასხვა მდგომარეობას. მათ შორისაა:

* კორონარული არტერიების პათოლოგიები — არაობსტრუქციული კორონარული ათეროსკლეროზი, კორონარული სპაზმი, სპონტანური კორონარული არტერიის დისექცია, თრომბოზი/ემბოლია;
* კორონარული მიკროვასკულური პათოლოგიები, რომლებიც ასევე შეიძლება იყოს როგორც კარდიული, ისე სისტემური/არაკარდიული ფაქტორებით განპირობებული — მაგალითად, დიაბეტი, სისტემური ანთებითი დაავადებები და ანტისიმსივნური მედიკამენტები;
* მიოკარდიუმის ინფლამაცია სხვადასხვა გენეზის;
* კარდიომიოპათიები — Takotsubo syndrome, HCM და, იშვიათად, მიტოქონდრიული და მეტაბოლური;
* სხვადასხვა სისტემური დაავადებები;
* სხვადასხვა მედიკამენტებით (მაგ. ანტისიმსივნური, ანტირევმატული და ა.შ.) ან სხვა ტოქსიკური ფაქტორებით გამოწვეული;

ამ მრავალფეროვანი ეტიოლოგიის გამო, MINOCA-ს შემთხვევაში მიზეზის იდენტიფიცირებასა და საბოლოო დიაგნოსტიკურ ვერიფიკაციაში CMR-ს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ცენტრალუტი (core) როლი აქვს.

დოკუმენტის ბმული - http://Inkd.in/ec7QdQGi🩷

🗓️ 25 ივლისს გაიმართა კონფერენცია „დაუვიწყარი შემთხვევები გულ-სისხლძარღვთა მედიცინაში“, აქცენტით სარქვლოვან პათოლოგიებზე...
26/07/2026

🗓️ 25 ივლისს გაიმართა კონფერენცია „დაუვიწყარი შემთხვევები გულ-სისხლძარღვთა მედიცინაში“, აქცენტით სარქვლოვან პათოლოგიებზე.

💡კონფერენციაზე კარდიოლოგიის ინტერდისციპლინური კოლეგების მიერ წარმოდგენილი იყო მრავალი მოხსენება.
👩🏽‍⚕️ სგმრკა-ის წევრის, თ. ნიჟარაძის (Tata Nijaradze) მიერ მოხსენებული იქნა თემა: „აორტის სარქვლის სტენოზის სწრაფი პროგრესირება — ყურადღების მიღმა დარჩენილი რისკები“.

🧩მოხსენების ფარგლებში განხილულ იქნა დიფერენციული დიაგნოზი რამდენიმე შესაძლო ეტიოლოგიური გენეზის მიმართულებით — არანამკურნალები შოგრენის სინდრომი და ამილოიდოზი. განხილულ იქნა 🚩 “წითელი ალმები“ კარდიო-ონკოლოგიური და 🧲CMR გადმოსახედიდან.

📮წარმოდგენილი იყო განახლებული გზავნილები CMR-ის არსის შესახებ ამილოიდოზთან მიმართებით, არამხოლოდ დიაგნოსტირების, არამედ დაავადების რისკის სტრატიფიცირების, ძირითადი დაავადების მართვის შემდგომი მეთვალყურეობის თვალსაზრისითაც.




🧩სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით, მეტაბოლური სესიის ფარგლებში, 2026 წლის 10 ივლისს, 16:15 საათზე, წარმ...
09/07/2026

🧩სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტების მონაწილეობით, მეტაბოლური სესიის ფარგლებში, 2026 წლის 10 ივლისს, 16:15 საათზე, წარმოდგენილი იქნება მოხსენება - სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო — რა საერთო აქვთ და როგორ ურთიერთქმედებენ? სად იკვეთება გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის (CMR) როლი?
👩🏽‍⚕️მომხსენებელი - Tata Nijaradze

📍ლოკაცია - სასტუმრო ბილტმორი





🩷

27/06/2026

🔔 19–20 ივნისს, ქალაქ ვენაში, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) ორგანიზებით, გაიმართა კარდიო-ონკოლოგიის რიგით მეორე კონფერენცია.

👥 კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო რგოლსა და მომხსენებელთა ნუსხაში აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი კლინიკური ონკოლოგები. სესიების მოდერაცია და პანელური დისკუსიები ერთობლივად, კარდიოლოგებისა და ონკოლოგების მონაწილეობით იმართებოდა, რაც არსია კარდიო-ონკოლოგიის.

👫 არაერთხელ გამოიკვეთა სხვადასხვა დარგობრივი სპეციალობის წარმომადგენელთა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც პაციენტების ოპტიმალური მართვისა და უკეთესი კლინიკური შედეგების მიღწევის საფუძველი.

💡 წარმოდგენილი იქნა როგორც ახალი, ისე უკვე ფართოდ გამოყენებული ანტისიმსივნური მედიკამენტები და კვლევების საფუძველზე გამოვლენილი მათი გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის ისეთი კარდიოვასკულური ეფექტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ უცნობი იყო.

🩷 EACVI-ის წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს გულის გამომსახველობითი დიაგნოსტიკური მეთოდების მნიშვნელოვანი როლი კარდიოტოქსიკურობის შეფასებაში ანტისიმსივნური მკურნალობის დაწყებამდე, მისი ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის პროცესში დინამიკური მონიტორინგისათვის.

🧲სგმრკა-ს განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო CMR-ის მზარდ როლს თანამედროვე კარდიო-ონკოლოგიაში.
CMR-ი ქსოვილოვანი მახასიათებლებით, შესაძლებელია ანტისიმსივნური მკურნალობის დაწყებამდე კარდიოვასკულური ტოქსიკურობის რისკის სტრატიფიცირება, მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგი და კარდიოტოქსიკურობის ადრეულ გამოვლენა, ასევე თერაპიის დასრულების შემდგომ გრძელვადიანი მეთვალყურეობა, მკურნალობის ეფექტურობის შეფასებლად.

📚 წარმოგიდგენთ რამოდენიმე მეტად აქტუალურ საკითხებს კარდიო-ონკოლლგიისა და CMR ჭრილში, განხილულს CO 2026 კონფერენციაზე:

I 🔷 მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი სეკვენციების განვითარებაზე, რაც CMR კვლევას კიდევ უფრო სწრაფსა და სრულყოფილს გახდის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ონკოლოგიურ პაციენტებში.
II 🔶 სხვადასხვა ანტისიმსივნური მედიკამენტის ფონზე CMR-ის ადრეული წარმოებით შესაძლებელი გახდა კარდიული ტოქსიკურობის კარდიული დისფუნქციის (CTR-CD) ადრეული დეტექცია, რაც წარსულში უცნობი იყო;

III 🔷 დაწვრილებით იქნა განხილული გულის ანთებითი დაავადებები (inflammatory heart disease), როგორც შედარებით ახალი ტერმინი რომლის ფორმაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა CMR. რომლის მიხედვითაც ეს ტერმინი აერთიანებს პერიკარდიუმის და მიოკარდიუმისა ანთებით დაავადებებს, რაც მეტად აქტუალურია ონკოლოგიურ პაციენტებში;
⚡️წარმოდგენილი იყო CAR-T თერაპიასა და იმუნომოდულატორებით (IMiDs) მკურნალობასთან ასოცირებული გულის ანთებითი დაავადებების (inflammatory heart disease) მზარდი კლინიკური შემთხვევების დაგროვილი გამოცდილება. ხაზგასმით აღინიშნა CMR-ის უალტერნატივო როლი ამ გართულებების ადრეულ დიაგნოსტიკაში, მათ შორის მინიმალური ან არასპეციფიკური კლინიკური სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც;
⚡️ რამდენიმე მოხსენებაში განხილულ იქნა ის ანტისიმსივნური მედიკამენტები (ანტრაციკლინები, ტარგეტული თერაპია და ალკილირებელი აგენტები), რომლებიც CMR-ზე დაფუძნებული უახლესი კვლევების მიხედვით ასოცირდება გულის კუნთის ანთების განვითარებასთან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ICI აღარ განიხილება, როგორც მიოკარდიტის ერთადერთი მიზეზი;

IV 🔴 გაკეთდა მოხსენება MINOCA-ს ახალი დეფინიციის შესახებ, რომელიც თავად ნაშრომის ავტორმა წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო CMR-ის ცენტრალურ როლს MINOCA-ს დიაგნოსტიკასა და დიფერენციულ დიაგნოსტიკაში. ასევე ნაჩვენები იქნა MINOCA-ს ხშირი ასოცირება სხვადასხვა ანტისიმსივნურ მედიკამენტთან - მაგ. ფლუოროპირიმიდინებთან, ტიროზინკინაზის ინჰიბიტორებთანა და პროტეასომის ინჰიბიტორებთან;

V 🔷 მრავალი აქცენტი გაკეთდა პარკუჭთა ჰიპერტროფიის სხვადასხვა გენეზსა და CMR-ის გადამწყვეტ როლზე დიფერენციულ დიაგნოსტიკაში, რადგან ჰიპერტროფიის შეფასებისას ონკოლოგიურ დაავადებებთან ასოცირებული ეტიოლოგია ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
⚡️პარკუჭთა ჰიპერტროფია და CMR-ის როლი გულის ამილოიდოზის ჭრილში. განსაკუთრებულია მის როლს არა მხოლოდ დიაგნოსტიკაში, არამედ დაავადების მიმდინარეობის მკურნალობის ეფექტის შეფასებაშიც;
⚡️ AL და ATTR ამილოიდოზის განახლებული და გადაფასებული დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, განსაკუთრებული აქცენტით არაინვაზიური კვლევების თანმიმდევრულ გამოყენებაზე. ასევე განხილულ იქნა დაავადების თანამედროვე მკურნალობის სქემები. განსაკუთრებული ყურადღება კი ისევ და ისევ დაეთმო CMR-ის როლს დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგში;
⚡️ პარკუჭთა ჰიპერტროფიის კონტექსტში რამდენიმე მოხსენება, კლინიკური შემთხვევების ფორმატში, დაეთმო ლიმფომასთან ასოცირებულ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. განხილვისათვის მნიშვნელოვანი დრო დაეთმო კლინიკური და ვიზუალიზაციური „red flags“-ის დროულ იდენტიფიცირებაზე, ასევე CMR-ის გადამწყვეტ როლზე დიფერენციულ დიაგნოსტიკაში;

🔶 წარმოდგენილი იყო რამდენიმე კვლევა, რომელიც ეხებოდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემდეგ CMR-ის გამოყენებით კარდიოტოქსიკურობის,
კერძოძოდ კი სუბკლინიკური კარდიული დისფუნქციის, ადრეულ გამოვლენას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონკოლოგის, კარდიოლოგისა და რადიოლოგის მჭიდრო თანამშრომლობის 👫მნიშვნელობას, განსაკუთრებით CMR-ზე პაციენტების დროული გადამისანართების კუთხით. ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კარდიო-ონკოლოგიაში კარდიოტოქსიკურობის ადრეული გამოვლენის CMR-ს გადამწყვეტ როლს და დარგობრივი სპეციალისტების ერთობას 👫რაც პაციენტთა პროგნოზის და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

💌 გზავნილი კონფერენციიდან:
🧲 Practical Sentence for the Report - “Preserved EF, but haemodynamic and tissue findings support an infiltrative/restrictive phenotype - haematology directed evaluation is recommended ! ამ წინადადებით ნათლადაა წარმოდგენილი CMR-ის როლი კარდიო-ონკოლოგიაში;

💐 ქართველ კოლეგას, მოღვაწეს გერმანიაში Nino Kavelashvili-ს Nino Sharashidze-ის ხელმძღვანელობით სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდა პოსტერი ანტრაციკლინით თერაპიის ფონზე განვითარებული კარდიოტოქსიკურობის ადრეული დეტექციის შესახებ, კერძოდ კი CMR-ის გამოყენებით ე.წ. layer-specific myocardial strain-ის შეფასების საფუძველზე. წარმატებებს ვუსურვებთ კოლეგას.

🇬🇪 კარდიო-ონკოლოგიის რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ და მონაწილეობას ღებულობდა ქართველი კოლეგები სხვადასხვა კლინიკებიდან, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში კარდიო-ონკოლოგიის მეტად განვითარებისათვის.

🩷





?

22/06/2026

მადლობას ვუხდით ქალბატონ Ekaterine Sanikidze-ს აღნიშნული აქტუალური საკითხებით დაინტერესებისა და მათი გაშუქებისთვის 💐
სგმრკა-სთვის დიდი სიხარულია Ana Trapaidze-ის გუნდში ყოფნა, სადაც იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენ🧲 გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ფიზიკის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებების სრულყოფისათვის 🩷

🧲 ჩვენმა კოლეგამ, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს გერმანიაში CMR-ის მიმართულებით, გაგვიზიარა CMR-ის საინტერესო ბმული.GCMRA კი...
11/06/2026

🧲 ჩვენმა კოლეგამ, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს გერმანიაში CMR-ის მიმართულებით, გაგვიზიარა CMR-ის საინტერესო ბმული.
GCMRA კი ახლა სიამოვნებით გიზიარებთ ამ ბმულს ყველა იმ კოლეგასა ვინც დაინტერესებულია CMR-ით.

ბმული - https://www.dhzb-akademie.de/en/course/cardiocasebase/

🔷🔸🔷 🩷 🔷🔸🔷

🧲 Our colleague, who is currently practicing CMR in Germany Tamuna Bigvava, has shared a very valuable and interesting link in CMR.
GCMRA is pleased to share it with all those interested in CMR.

Link - https://www.dhzb-akademie.de/en/course/cardiocasebase/

Discover the first fully interactive training platform for cardiovascular imaging! Our cloud-based case database offers you multimodal case collections.

06/06/2026

🩷 4–5 ივნისს, ქალაქ სოფიაში, EACVI Summit-ის ფარგლებში და NCS-ის ჩართულობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა გულის არაინვაზიურ გამომსახველობით მეთოდებს.

💡 განხილულ იქნა ექოკარდიოგრაფიის, გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის და კომპიუტერული ტომოგრაფიის სასწავლო და კლინიკური ასპექტები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის შესაძლებლობები და აღნიშნული სფეროების განვითარების პერსპექტივები.

🔊 შეხვედრის ორგანიზებისა და GCMRA-ის მიპატიჟებისათვის დიდი მადლობა EACVI-ის გუნდის ყველა წევრს. განსაკუთრებული მადლობა კი S. Petersen-ს და M. Westwood-ს, რომელნიც მრავალი წელია ხელს უწყობენ CMR განვითარებას საქართველოში.

💌 სამიტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ყველა გამომსახველობითი კვლევის დასკვნების სტანდარტიზაციის აუცილებლობა და საგანმანათლებლო სისტემის სრულყოფა, ბაზისური კარდიოლოგიიდან მისი სუბსპეციალობებებით, ამ კონკრეტულ შეხვედრაზე კი თემატურად მეტი ყურადღება დაეთმო გულის გამომსახველობით კვლევებს. GCMRA-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა CMR-ის თემატიკისადმი მიძღვნილ განვითარებაზე ორიენტირებულ დისკუსიებს.

✅ აღინიშნა, რომ საერთაშორისო პროფესიული საზოგადოებების მიერ შემუშავებულია გულის არაინვაზიური გამომსახველობითი კვლევების დასკვნების მომზადების სტანდარტიზებული დოკუმენტაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და შესაძლებელია მისი იმპლემენტაცია და გამოყენება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში;
✅ შეხვედრის ფარგლებში, მცირე მრგვალი მაგიდის (Round Table) ფორმატში, დარგის ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნა კარდიოლოგიისა და მომიჯნავე სპეციალობების ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამები (Core Curricula), შეფასდა არსებული მდგომარეობა და განისაზღვრა სამომავლო განვითარების ძირითადი მიზნები და პრიორიტეტები;
✅ ასევე, დეტალურად იქნა განხილული CMR-ის მიმართულებით სწავლების, შეფასებისა და სერტიფიცირების სტანდარტები;

🧲 კონკრეტულად CMR-ის მხრივ მთავარი გზავნილები:

1. CMR კვლევის საფუძველს წარმოადგენს ხარისხიანი გამოსახულების მიღება (image acquisition). თუ გადაღების პროცესი თავიდანვე არ იქნება შესრულებული მაღალი ხარისხით, საბოლოო ინტერპრეტაციისა და დასკვნის სიზუსტე მნიშვნელოვნად მცირდება;
2. დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია — ხარისხიანი დასკვნის მომზადებისთვის აუცილებელია დიაგნოზთან ასოცირებული ყველა სეკვენციის გამოყენება, ხოლო შემდგომ, მრავალი საჭირო გაზომვის რუტინულად შესრულება, ყოველდღიურ პრაქტიკაში;
3. CMR კვლევის ჩატარების თითოეული მიმართვა უნდა შეიცავდეს კვლევის კლინიკურ ჩვენებას (clinical indication) და მომმართავი ექიმის სპეციალობას (მაგ., კარდიოლოგი ან სხვა სპეციალისტი);
4. CMR-ის დასკვნა უნდა მოიცავდეს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტერპრეტაციას, უნდა იყოს წარმოდგენილი ტექსტური ფორმით და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ რიცხვობრივი მონაცემებით;
5. ინტერ და მულტიდისციპლინური თანამშრომლობა CMR-ის დასკვნის მომზადებისათის უკეთესი კლინიკური გამოსავლის წინაპირობაა;
6. დღეს CMR-ს მხოლოდ კარდიოლოგები აღარ ითხოვენ. ხშირად კვლევას ნიშნავენ სხვა სპეციალობების წარმომადგენლებიც — რევმატოლოგები, ჰემატოლოგები, ონკოლოგები და სხვა. სწორედ ამიტომ არის მულტიდისციპლინური გუნდი (MDT) მნიშვნელოვანი;
7. CMR-ის, როგორც დარგის, მდგრადი და მედიცინისათვის ღირებული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კარდიოლოგებისა და რადიოლოგების მიერ პრინციპულ საკითხებზე ერთობლივი მუშაობის დაწყება, რაც ხელს შეუწყობს როგორც CMR-ის ხარისხის გაუმჯობესებას, ისე მისი პრაქტიკული გამოყენების ეფექტიანობის ზრდას;
8. ხელოვნური ინტელექტი (AI) — საით მივდივართ და როგორ შეცვლის იგი სრულად მედიცინას და CMR-ის მომავალს?
9. დარგის ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნება თითოეული ქვეყნის შიდა გამოწვევები, ჩატარდება მათი გადაჭრის გზების სიღრმისეული ანალიზი და განხორციელდება მცდელობა, ერთობლივად შემუშავდეს მრავალი ქვეყნისთვის რელევანტური შესაძლო გადაწყვეტის ვარიანტები;

🔜 დაველოდებით EACVI-ის შემდეგ შეხვედრას ამ სფეროების განვითარების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

🔷🔸🔷🔸🔷🔸🔷🔸🔷

🩷 On 4–5 June, EACVI, with the involvement of NCS, organized a working meeting in Sofia dedicated to non-invasive cardiovascular imaging.

💡 The meeting focused on the educational and clinical aspects of echocardiography, cardiovascular magnetic resonance (CMR), and cardiac computed tomography (CT), addressing current challenges, potential solutions, and future perspectives for the development of these imaging modalities.

🔊 We would like to express our sincere gratitude to all members of the EACVI team for organizing this meeting and for inviting GCMRA. Special thanks to Steffen Petersen and M. Westwood, who have been supporting the development of CMR in Georgia for many years.

💌 One of the key messages of the meeting was the need to standardize reporting across all cardiovascular imaging modalities and to further improve the educational framework, from general cardiology to its subspecialties, with a particular focus on cardiovascular imaging. For GCMRA, the development-oriented discussions dedicated to CMR were of particular interest and importance.

✅ It was highlighted that international professional societies have developed standardized reporting templates for non-invasive cardiovascular imaging studies. These documents are publicly available and can be readily implemented and incorporated into routine clinical practice.
✅ As part of the meeting, a dedicated Round Table discussion was held with experts in the field to review the core curricula in cardiology and related specialties. The current state of training was assessed, and key goals and priorities for future development were identified;
✅ In addition, the standards for training, assessment, and certification in CMR were discussed in detail;

🧲 Key Takeaways in the Field of CMR:

1. High-quality image acquisition is the cornerstone of every CMR study. If it is not performed correctly from the outset, the final interpretation and clinical conclusions may be inaccurate;
2. Time efficiency is a major consideration, as numerous measurements and analyses must be performed routinely in daily practice;
3. Every CMR referral should include the clinical indication for the examination, as well as the specialty of the referring physician (e.g., cardiologist or another healthcare professional);
4. The final CMR report should contain a clinically meaningful written conclusion. Interpretation should be presented in a clear textual format and not rely solely on numerical values;
5. Effective interdisciplinary and multidisciplinary collaboration in the preparation of CMR reports contributes to better clinical outcomes;
6. CMR is no longer requested exclusively by cardiologists. Increasingly, referrals come from specialists in other disciplines, including rheumatology, hematology, and oncology. This multidisciplinary demand is one of the key reasons for establishing our MDT approach;
7. Artificial Intelligence: Where are we heading, and how will AI shape the future of medicine and CMR?
8. For the sustainable development of CMR as a specialty and for maximizing its value to medicine, it is important for cardiologists and radiologists to begin working together on key issues. Such collaboration will contribute both to improving the quality of CMR and to increasing the effectiveness of its practical application;
9. Together with field experts, the internal challenges of each country were discussed, an in-depth analysis of potential solutions will be conducted, and efforts will be made to jointly develop solution options relevant to multiple countries;

🔜 By that time, we will look forward to the next EACVI Summit for further efforts toward the development of these fields.

მოგესალმებით 🩷 სგმრკა-ის მიერ, პერიოდულად წარმოდგენილი იქნება სწავლებისთვის შემუშავებული დადგენილებები კარდიოლოგიასა და ...
01/06/2026

მოგესალმებით 🩷
სგმრკა-ის მიერ, პერიოდულად წარმოდგენილი იქნება სწავლებისთვის შემუშავებული დადგენილებები კარდიოლოგიასა და მის სუბსპეციალობებში, უპირატესად კი აქცენტი გაკეთდება CMR-ზე 🧲 წარმოდგენილი იქნება დოკუმენტები, თუ სად ერთიანდება მომიჯნავე სპეციალობები 👫

🔔 - ნაწილი I
2020 წლის ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) მიერ შემუშავებული იქნა კარდიოლოგის ძირითადი სასწავლო პროგრამა - ESC Core Curriculum for the Cardiologist 2020. 📜 დოკუმემტში წარმოდგენეილია კარდიოლოგიის რეზიდენტურის ფარგლებში შესაძენი ცოდნა, უნარები და კომპეტენციები. აღნიშნული პროგრამის განახლება უახლოეს პერიოდში იგეგმება, რაც წარმოდგენილი იქნება ამავე გვერდზე.

🔮 კომენტარი - დღესდღეობით, ევროკავშირის ქვეყნებში სარეზიდენტო პროგრამები არ არის იდენტური, ეფუძნება თითოეული ქვეყნის მიერ ეროვნულ დონეზე შემუშავებულს და მუდმივად განახლებად პროცესს, რათა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ზ/ა მოდელს.

უცხოური ორგანიზაციების მიერ გაცემული სერტიფიკატების აღიარება ეროვნულ დონეზე ხორციელდება წინასწარ დამტკიცებული ნუსხისა და მოქმედი ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

💡სწორედ ამიტომაა საჭირო წინასწარ იყოს შედგენილი იმ ორგანიზაციების ნუსხის არსებობა, რომელთა მიერ გაცემული სერტიფიკატები ექვემდებარება აღიარებას.

🔷 ცხრილში წარმოდგენილია არაინვაზიური კვლევის მეთოდები და ინვაზიური პროცედურების ნუსხა, ის კომპეტენციები, რომლებსაც კარდიოლოგიის რეზიდენტი ეუფლება სწავლების პროცესში. თითოეული კომპეტენცია შეფასებულია წარმოების 5-ქულიანი სისტემით:
1. დამკვირვებელი (Observer);
2. პირდაპირი ზედამხედველობით შესრულება (Direct supervision);
3. არაპირდაპირი ზედამხედველობით შესრულება (Indirect supervision);
4. დისტანციური ზედამხედველობით შესრულება (Remote supervision);
5. დამოუკიდებლად შესრულება და სხვების სწავლების უნარი — ზედამხედველობის გარეშე (Able to teach others and no supervision required);

⏳ESC Core Curriculum 2020-ის მიხედვით, კარდიოლოგიის რეზიდენტურის ფარგლებში პირი ეუფლება გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის დამოუკიდებლად წარმოების მე-3 საფეხურის შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც მოიცავს კვლევის დანიშვნას შესაბამისი ჩვენების საფუძველზე, მის ჩატარებასა და მიღებული გამოსახულებების ინტერპრეტაციას არაპირდაპირი ზედამხედველობის პირობებში. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში 👇




მოგესალმებით,საქართველოს კარდიო-ონკოლოგთა საზოგადოებ-ის ორგანიზებით, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებ-ის კარდიო-ონკოლო...
21/05/2026

მოგესალმებით,

საქართველოს კარდიო-ონკოლოგთა საზოგადოებ-ის ორგანიზებით, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებ-ის კარდიო-ონკოლოგიის სამუშაო ჯგუფის და ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, 2026 წლის 23 მაისს გაიმართება კონფერენცია.

კონფერენციის ფარგლებში გამომსვლელები განიხილავენ კარდიო-ონკოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის:
* ანტისიმსივნურ თერაპიასთან ასოცირებულ კარდიოვასკულური ტოქსიკურობის (CTR-CVT) რისკის სტრატიფიცირებას;
* კარდიოპროტექციის როლსა და მნიშვნელობას;
* გულის გამომსახველობითი კვლევების საჭიროებას CTR-CVT რისკის სტრატიფიცირებისთვის, შემდგომი მონიტორინგისა და კარდიოტოქსიკურობის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად, გამოკვეთილი იქნება გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის (CMR) მნიშვნელობა და უპირატესობა ყოველივე ზ/ა წარმოებისათვის;

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს საქართველოს გულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ასოციაცია.

კონფერენციის დეტალები და პროგრამა წარმოდგენილია თანდართული ფოტოებით.

🧲 ?  ? "როგორ იღებს MRI ჩვენი სხეულის დეტალურ გამოსახულებას? 🤔ადამიანის სხეულში არსებული წყალბადის ბირთვები პატარა მაგნი...
19/04/2026

🧲 ? ?

"როგორ იღებს MRI ჩვენი სხეულის დეტალურ გამოსახულებას? 🤔

ადამიანის სხეულში არსებული წყალბადის ბირთვები პატარა მაგნიტების მსგავსად იქცევა: ისინი რეაგირებენ ძლიერ მაგნიტურ ველზთან და მისი მიმართულებით ეწყობიან. სპეციალური რადიოსიხშირული იმპულსი ამ ბირთვებს დროებით აღაგზნებს, ხოლო საწყის, მოწესრიგებულ მდგომარეობაში დაბრუნებისას ისინი გამოსხივებენ სიგნალს. სწორედ ამ სიგნალების დაფიქსირებისა და ანალიზის შედეგად მიიღება დეტალური გამოსახულება. თუ გსურს, სიღრმისეულად გაიგო, რა ფიზიკური პრინციპები დგას ამ ტექნოლოგიის უკან — ელექტრომაგნეტიზმი, ტალღები, სიგნალების დამუშავება, სპინი და სხვა — დაელოდე ჩვენს საინფორმაციო მასალებს.“

საუკეთესო სურვილებით,
ანა 🩷

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian CMR Association • საქართველოს გმრკ ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share