04/09/2026
💢 წელის თიაქარი
— ნუ დაელოდები ტკივილს, სანამ ის შენს ყოველდღიურობას შეცვლის
ხშირად წელის მალთაშორისი თიაქარი იწყება უბრალო ტკივილით წელის არეში —
თითქოს ჩვეულებრივი გადაღლილობაა...
მაგრამ დროთა განმავლობაში ტკივილი შეიძლება გადავიდეს ფეხში,
გამოიწვიოს დაბუჟება, სისუსტე ან კიდურის ძალის დაქვეითება.
ეს უკვე სიგნალია, რომ თიაქარი პროგრესირებს —
ხანდახან კი ვითარდება სეკვესტრირებული თიაქარი, როცა დისკის ნაწილი თავისუფლად გადაადგილდება და ზეწოლას ახდენს ნერვულ ფესვზე.
🩺 მთავარი წესი:
ნუ დაელოდები, სანამ ტკივილი ყოველდღიურ შეზღუდვად იქცევა.
მნიშვნელოვანია დროული შეფასება და მკურნალობა.
პირველ რიგში უნდა სცადო
კონსერვატიული მკურნალობა —
•ფიზიოთერაპია:
მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერა, ლაზეროთერაპია , ელექტროთერაპია და სხვა.
•ვარჯიში
•მასაჟი
🧠 ოპერაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო,
როცა არსებობს მკაფიო სამედიცინო ჩვენება —
მაგალითად ძლიერი ნევროლოგიური დეფიციტი ან სეკვესტრირებული თიაქარი, რომელიც აღარ რეაგირებს კონსერვატიულ მკურნალობაზე.
🌿 მთავარია — არ გადაიდო.
რაც უფრო ადრე დაიწყებ მკურნალობას,
მით უფრო მაღალია შანსი, რომ თავი აარიდო ოპერაციას და აღადგინო სრულფასოვანი მოძრაობა ტკივილის გარეშე.