Ancestral Healing • წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Ancestral Healing • წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება

Ancestral Healing • წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ancestral Healing • წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება, Alternative & holistic health service, Tbilisi, Tbilisi.

მოგესალმებით წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ოფიციალურ გვერდზე.

წინაპრებთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენა გვეხმარება ინდივიდუალური თუ კოლექტიური ტრავმების გადალახვაში.

ჩვენს გვერდზე გაიგებ, თუ როგორ დაუკავშირდე შენს ჯანსაღ წინაპრულ ველს

✨ გიწვევთ შემდეგ უფასო ონლაინ ღონისძიებაზე "ნდობა და წინაპრები" ✨ონლაინ შეხვედრაზე ანა ანთაძე და ლითა ბოი ისაუბრებენ ნდო...
17/08/2025

✨ გიწვევთ შემდეგ უფასო ონლაინ ღონისძიებაზე "ნდობა და წინაპრები" ✨

ონლაინ შეხვედრაზე ანა ანთაძე და ლითა ბოი ისაუბრებენ ნდობასა და მის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში. შეხვედრის დროს შევეხებით საკითხებს: რა არის ნდობა და რატომაა ის მნიშვნელოვანი? როგორ შეგვიძლია მეტი ნდობა გვქონდეს ცხოვრებაში? როგორ გავაძლიეროთ ნდობა? და რა როლს თამაშობენ წინაპრები ნდობის უნარის გამყარებაში?

ხშირად, როდესაც ჩვენთვის აუთენტურ გზაზე ვდგავართ, ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე და გვიხმობს უცნობი რეალობისკენ. უცნობი ტერიტორიისკენ ნაბიჯის გადადგმა კი ჩვენგან ნდობას მოითხოვს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ გავამყაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი ნდობა. ამისათვის წინაპრები ძლიერ მხარდამჭერ როლს თამაშობენ და მათთან ჯანსაღი კავშირის ქონა გვეხმარება ცხოვრების მიმართ ნდობითი კავშირის დამყარებაში.

ღონისძიება უფასოა და ონლაინ ჩატარდება, სარეგისტრაციოთ გადადით ბმულზე - https://ancestralhealing.ge/ka/events/ancestral_lineage_healing_event_9

🌙 ონლაინ შეხვედრაზე ანა ანთაძე და ანჯელა რენილსონი ისაუბრებენ ინტუიციაზე, მის მნიშვნელობაზე და მასთან კავშირზე. ინტუიცია...
30/06/2025

🌙 ონლაინ შეხვედრაზე ანა ანთაძე და ანჯელა რენილსონი ისაუბრებენ ინტუიციაზე, მის მნიშვნელობაზე და მასთან კავშირზე. ინტუიცია ყველა ადამიანს გააჩნია. კოლექტიური თუ ინდივიდუალური ტრავმების გამო კი ხშირად ინტუიცია სუსტდება და მასთან გაუცხოების განცდა გვიჩნდება.
შეხვედრაზე შევეხებით კითხვებს: როგორ დავიბრუნოთ ინტუიციასთან კავშირი და როგორ მოვუსმინოთ მას? რა როლს ასრულებს ინტუიცია საკუთარ წინაპრებთან დაახლოებაში? რა კოლექტიური მიზეზები შეიძლება იწვევდეს საკუთარ ინტუიციასთან გაუცხოებას?

ღონისძიება უფასოა და ონლაინ ჩატარდება, სარეგისტრაციოთ გადადით ბმულზე - https://www.ancestralhealing.ge/ka/events/ancestral_lineage_healing_event_8

🌕 მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება მწვავდება. სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად იმისა, გეოგრაფიულად საქართველოსთან ...
27/06/2025

🌕 მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება მწვავდება. სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მიუხედავად იმისა, გეოგრაფიულად საქართველოსთან ახლოსაა ისინი თუ მოშორებით, ირანი იქნება ეს თუ სუდანი, გავლენა აქვს ჩვენზეც. როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იძაბება, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავმყარდეთ ჩვენს ფესვებში და მოვიპოვოთ რესურსულობა - ასე შევძლებთ, სხვებს უფრო მობილიზებულად დავუდგეთ მხარში.

🌕 შეხვედრაზე ანა ანთაძესთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვთ წინაპრებს აქტუალურ პოლიტიკურ ვითარებაზე. ასევე განვიხილავთ, თუ როგორ მოვიპოვოთ წინაპრებისგან ის რესურსულობა, რაც დაგვეხმარება მყარად დგომაში.

დასასწრებად გადადით სარეგისტრაციო ბმულზე - https://www.ancestralhealing.ge/ka/events/ancestral_lineage_healing_event_7

02/06/2025

🌞 კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია!

🌞 წინაპართა საგვარეულო ხაზთა კურნების ონლაინ კურსი, 15 ივნისი - 13 ივლისი.

🌞 სარეგისტრაციოდ გადადით - https://shorturl.at/dl9jn

🌻 დიდი სიხარულით გიწვევთ წინაპართა საგვარეულო ხაზთა კურსების ონლაინ კურსზე, პირველად საქართველოში და ქართულ ენაზე. სასწა...
02/06/2025

🌻 დიდი სიხარულით გიწვევთ წინაპართა საგვარეულო ხაზთა კურსების ონლაინ კურსზე, პირველად საქართველოში და ქართულ ენაზე.

სასწავლო პერიოდი:15 ივნისი - 13 ივლისი

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/dl9jn

🌻 წინაპართა კურნების კურსი წარმოადგენს 5 კვირიან ონლაინ კურსს ანა ანთაძესთან ერთად. კურსზე ჯგუფთან ერთად შეისწავლით საგვარეულო ხაზების კურნების მეთოდს და უშუალოდ ჩაერთვებით წინაპართა კურნების გარდამქმნელ პროცესში. ონლაინ კურსში შედის 5 ჯგუფური ონლაინ შეხვედრა და 1 ინდივიდუალური სესია ანა ანთაძესთან ერთად.

გამოიცა დანიელ ფორის წიგნი "წინაპართა კურნება" ქართულ ენაზე გიგა ბერიაშვილის თარგმანით.წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება ...
14/05/2025

გამოიცა დანიელ ფორის წიგნი "წინაპართა კურნება" ქართულ ენაზე გიგა ბერიაშვილის თარგმანით.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება წიგნების მაღაზია "ლიგამუსში" ი. ჭავჭავაძის 32. ან "ახალი ეონის ბიბლიოთეკის" გამომცემლობასთან პირდაპირ დაკავშირებით მათ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/93nael

წიგნის ღირებულებაა ₾35.

""წინაპართა კურნება" სხვადასხვა მისტიკური რელიგიისა და სწავლების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბებული ცოდნაა, რომელიც ასწავლის, როგორ დაამყაროთ კავშირი გარდაცვლილ წინაპრებთან, შეუმსუბუქოთ სულიერი ტვირთი და დაეხმაროთ, რომ საგვარეულო ენერგეტიკულ ნაკადში გაერთიანდნენ. დანიელ ფორი, რომელმაც ეს სწავლება მრავალი განსხვავებული მისტიკური ცოდნის სინთეზირების შედეგად ჩამოაყალიბა, აღწერს ცოცხალთა და გარდაცვლილთა ურთიერთდამოკიდებულებას, სადაც ცოცხლები რიტუალური ქმედებებით ეხმარებიან წინაპრებს, ხოლო კეთილისმყოფელი წინაპრები – მფარველობენ შთამომავლებს. წიგნი შეიცავს კონკრეტულ მედიტაციურ სავარჯიშოებს წინაპრებთან ეფექტური კავშირის დასამყარებლად და მათი სულიერი მდგომარეობის გასარკვევად."

🌼 23 მაისს განვაახლებთ ჩვენ ონლაინ ლექციებს. ანა ანთაძესთან ერთად სესიას სამერ სტარი უხელმძღვანელებს. 🌼 რა გავლენა აქვთ ...
13/05/2025

🌼 23 მაისს განვაახლებთ ჩვენ ონლაინ ლექციებს. ანა ანთაძესთან ერთად სესიას სამერ სტარი უხელმძღვანელებს.

🌼 რა გავლენა აქვთ წინაპრებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. თანამედროვე სამყაროში მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრისას იშვიათად ვითვალისწინებთ წინაპრებისა და უხილავ სამყაროში არსებული სხვა არსებების გავლენას და დისფუნქციების მიზეზებს სუბიექტური ჭრილიდან ვეძებთ. სინამდვილეში ჩვენს მენტალურ მდგომარეობას დიდწილად წინაპართა გავლენა განაპირობებს.

🌼 ონლაინ ლექციაზე დასწრება უფასოა, საჭიროა მხოლოდ ბმულზე რეგისტრაციის გავლა - https://shorturl.at/8XOi9

🍀 გაეცანით მეტ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე - ancestralhealing.ge

5 აპრილს, ინდოეთში, აუროვილში ჩავატარებთ შეხვედრას. We will be organizing healing gathering at Auroville, India at Butte...
02/04/2025

5 აპრილს, ინდოეთში, აუროვილში ჩავატარებთ შეხვედრას.

We will be organizing healing gathering at Auroville, India at Butterfly Barn on April 5th. In case of any questions please, contact us on Whatsapp.

🔅 გეპატიჟებით ონლაინ შეხვედრაზე - "მომავლის ჭვრეტა წინაპრებთან ერთად" 21 იანვარს, 19:00 საათზე Zoom-ში.სარეგისტრაციოდ გა...
19/01/2025

🔅 გეპატიჟებით ონლაინ შეხვედრაზე - "მომავლის ჭვრეტა წინაპრებთან ერთად" 21 იანვარს, 19:00 საათზე Zoom-ში.
სარეგისტრაციოდ გადადით ბმულზე:
https://ancestralhealing.ge/ka/events/ancestral_lineage_healing_event_newyear2025

🔅 2024 წელი სასვე იყო გამოწვევებით, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური კრიზისებითა და ომით. იმისათვის, რომ განვლილი გამოცდილება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ სასურველია უფრო ვრცელ სიბრძნესთან დაკავშირება, მათი დახმარებით განვლილის გადამუშავება და მომავლის ჭვრეტა.
ჩვენი წინაპრები ყოველთვის ჩვენთან არიან. ცნობიერი ურთიერთობის დამყარებით, ისინი გვეხმარებიან ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ დონეზე კურნებაში და გვაზიარებენ სიბრძნესა და სიკეთეს.

🔅 შეხვედრაზე ერთად მოვიხმობთ ჩვენს წინაპრებს, ვთხოვთ მათ სიბრძნესთან გვაზიარონ, განვლილი წელი გადაგვახარისხებინონ, ზურგი გაგვიმაგრონ და დაგვეხმარონ მომავლის ჭვრეტაში.

🔆 Ana Antadze და Irinka Lodia- სთან ერთად 🧡

💥 ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმე...
12/12/2024

💥 ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში.

💥 სწორედ ამიტომ, გეპატიჟებით 14 დეკემბერს, შაბათს, 16:00 საათზე Lumos-ში.

💥 ისეთ რთულ პერიოდში, როგორშიც ახლა ვართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, ვინ ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან სიბრძნეს და გააზრებულად გადავდგათ ნაბიჯები, რადგან არეულობისა და ქაოსის დროს მარტივია, დავკარგოთ ჩვენი შიდა ღერძი, მივყვეთ ინერციას და გარემოს პულსს ავყვეთ.

💥 წინაპრებს შეუძლიათ, დაგვანახონ უფრო ვრცელი პერსპქტივა და დაგვეხმარონ, რომ გავიხსენოთ თითოეული ჩვენგანის როლი მიმდინარე პროცესებში.
შეხვედრაზე მოვუხმობთ ჩვენი ძველი და სიმთელეში მყოფი წინაპრების ძალასა და სიბრძნეს, ვთხოვთ მათ დახმარებას, მფარველობას, დაკვალიანებას, გაძლიერებას და ჩავერთვებით მათ რესურსულობაში. ასევე ერთიანი ძალებით ვთხოვთ, დაგვილოცონ სასიკეთო კოლექტიური განვითარება.

https://ancestralhealing.ge/ka/events/ancestral_lineage_healing_event_lumos_4

Address

Tbilisi
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ancestral Healing • წინაპართა საგვარეულო ხაზის კურნება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share