Oxygen ჟანგბადის აპარატის გაქირავება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Oxygen ჟანგბადის აპარატის გაქირავება

Oxygen ჟანგბადის აპარატის გაქირავება სამედიცინო ნივთების გაქირავება

06/03/2026

სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა სხვა ქრონიკულ დაავადებებს მიეწეროს, ხშირად ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული
🚩 ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის საყურადღებო კლინიკური ნიშნებია:
🔹️მუდმივი დაღლილობა, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების დეფიციტი.
🔹️გულის რიტმის დარღვევები: ტაქიკარდია ან არტერიული წნევის ცვალებადობა.
🔹️მეტაბოლური ცვლილებები: წონის უმიზეზო კლება (ჰიპერთირეოზის დროს) ან პირიქით — გამოხატული შეშუპება და კანის სიმშრალე (ჰიპოთირეოზის დროს).
🔹️თერმორეგულაციის დარღვევა: სიცივის მიმართ მგრძნობელობის მომატება ან სხეულის ტემპერატურის უმიზეზო ცვალებადობა, ოფლიანობა.
🔹️ვიზუალური ცვლილებები: თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სტრუქტურის ცვლილება
🥼დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული ჰორმონალური თერაპია საგრძნობლად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და თავიდან აგაცილებთ მოსალოდნელ გართულებებს.
👉ჯეო მედი გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას ბინაზე გამოძახებით.
სერვისი მოიცავს:
✅ ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია: პაციენტის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება და მკურნალობის სქემის დანიშვნა.
✅ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია:
✅ ლაბორატორიული გამოკვლევა:
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎ +032 2 111 500
🌐 https://geo-medi.ge/services
-
#ენდოკრიკოლოგიგამოძახებით #ლაბორატორიაგამოძახებით

06/03/2026

ბინაზე გამოძახებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრულყოფილი კარდიოლოგიური გამოკვლევა, ერთი ვიზიტის ფარგლებში.
მომსახურებაში შედის:
🔸️კარდიოლოგის კონსულტაცია
🔸️ელექტროკარდიოგრაფია
🔸️გულის ექოსკოპიური კვლევა
საჭიროების შემთხევაში, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ დამატებითი სერვისებით, როგორიცაა:
🔸️გულის რიტმის 24/48 საათიანი ჰოლტერ მონიტორინგი (არარეგულარული და ფარული არითმიების გამოსავლენად);
🔸️წნევის 24 საათიანი მონიტორინგი;
🔸️ლაბორატორიული კვლევები.
🩺აღნიშნული კვლევებით შესაძლებელია კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირება, ეხმარება ექიმს მკურნალობის სწორი კურსის შედგენაში და სრულად ანაცვლებს პაციენტის კლინიკაში ვიზიტის საჭიროებას.
✅კვლევა წარმოებს უახლესი თაობის, სერტიფიცირებული აპარატურით.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎ +032 2 111 500
🌐 https://geo-medi.ge/services
-
-
-
#გულისექოსკოპია #კარდიოექოსკოპია #კარდიოლოგიგამოძახებით

06/03/2026

გთავაზობთ სარეაბილიტაციო მომსახურებას თანამედროვე აპარატურით, ბინაზე გამოძახებით.
მექანოთერაპიის (CPM) აპარატი ახდენს სახსრის რიტმულ მოძრაობას პაციენტის კუნთოვანი ძალისხმევის გარეშე, რის შედეგადაც ხდება ქსოვილების ელასტიურობის შენარჩუნება, შეშუპების და ტკივილს შემცირება, სისხლის მიმოქცევის და სასახსრე სითხის სტიმულირება და სახსრის მობილობის აღდგენა.
👉მექანოთერაპიის უპირატესობები:
🔹️სრულიად უმტკივნეულო პროცედურა: ხელით ვარჯიშისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად მკვეთრი და საკმაოდ მტკივნეულია, CPM აპარატი მუშაობს მილიმეტრული სიზუსტით. მოძრაობა არის იმდენად გლუვი და თანაბარი, რომ პაციენტი ტკივილს პრაქტიკულად ვერ გრძნობს.
🔹️სწრაფი შედეგი: კლინიკურად დამტკიცებულია, რომ პაციენტები, რომლებიც იყენებენ მექანოთერაპიას, გაცილებით ადრე უბრუნდებიან აქტიურ ცხოვრებას, ვიდრე ისინი ვინც მხოლოდ სტანდრტულ ვარჯიშებს მიმართავს.
👉CPM თერაპია ყველაზე ეფექტურია შემდეგი მანიპულაციების შემდეგ:
🔹️მუხლის ან მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
🔹️წინა ჯვარედინი იოგის (ACL) პლასტიკა.
🔹️მენისკის რეზექცია ან ნაკერი.
🔹️მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია (როდესაც ძვალი უკვე სტაბილურია).
🔹️სახსრის მობილიზაცია ხანგრძლივი იმობილიზაციის (თაბაშირის) შემდეგ.
🎯თუ გსურთ, რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი იყოს ნაკლებად მტკივნეული და სახსრის ფუნქცია 100%-ით აღდგეს, მექანოთერაპია საუკეთესო არჩევანია.
❓გაინტერესებთ, არის თუ არა თქვენს შემთხვევაში რეკომენდებული CPM თერაპია? მოგვწერეთ კომენტარებში ან დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎ +032 2 111 500
🌐 https://geo-medi.ge/rehab
#ფიზიკურირეაბილიტაცია
#რეაბილიტოლოგიგამოძახებით
#მექანოთერაპია

06/03/2026

გთავაზობთ ინტრავენურ ინფუზიას ბინაზე გამოძახებით.
🩺მომსახურება მოიცავს ექიმის კონსულტაციას, რა დროსაც ხდება ანამნეზის შეკრება და პაციენტის მდგომარეობის შეფასება, რის საფუძველზეც პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ხსნარისა და მედიკამენტების შერჩევა ინფუზიისთვის.
👨‍⚕️გადასხმის პროცესი მიმდინარეობს ექიმის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც განაპირობებს პაციენტის უსაფთხოებას.
მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
🔹გადასხმა ვირუსული ჩივილების დროს (ეხმარება ორგანიზმს ვირუსული ჩვილების დაძლევაში, აღადგენს ელექტროლიტურ ბალანსს, ზრდის ორგანიზმის იმუნურ აქტივობას)
🔹გადასხმა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს (ანეიტრალებს ალკოჰოლის ტოქსიურ ეფექტს, ხსნის დეჰიდრტაციას)
🔹 გადასხმა საკვებისმიერი ინტოქსიკაციის დროს (აღადგენა ელექტროლიტურ ბალანსს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ინტოქსიკაციით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს)
🔹გადასხმა სითხის კარგვის დროს: დიარეა, ღებინება (აღადგენს წყლისა და ელექტროლიტურ ბალანსს, ხსნის დეჰიდრტაციას)
🔹გადასხმა ალერგიის დროს (ამცირებს დისკომფორტს და ხსნის ალერგიულ ფონს)
🔹 პირადი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებისა და ვიტამინების გადასხმა.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎ +032 2 111 500
🌐 https://geo-medi.ge/services

06/03/2026

ნაწოლების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და სწორი მოვლა გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც გართულებების თავიდან აცილებაში, ისე პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში.
✅გთავაზობთ ნაწოლების პროფესიონალურ დამუშავებას ქირურგის მიერ, ბინაზე გამოძახებით, რაც მოიცავს:
🔹 მდგომარეობის შეფასება: ნაწოლის სტადიის განსაზღვრა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენა.
🔹 პროფესიონალური გასუფთავება: დაზიანებული ქსოვილების უსაფრთხო მოცილება ქირურგიული გზით, რაც აუცილებელია შეხორცების დასაწყებად.
🔹 ანტისეპტიკური დამუშავება: თანამედროვე ხსნარების გამოყენება ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად.
🔹 სამკურნალო ნახვევების დადება: სპეციალური სახვევისა და მალამოების შერჩევა რომლებიც ინარჩუნებენ ტენიანობის ბალანსს და აჩქარებენ რეგენერაციას.
🔹 ტკივილის მართვა: პროცედურის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩატარება პაციენტის კომფორტისთვის.
🔹 რეკომენდაციები ოჯახის წევრებისთვის: დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ მოუაროთ პაციენტს ვიზიტებს შორის.
🥼ნაწოლების მკურნალობა რთული პროცესია და მისი თვითნებურად მართვა, ექიმის კონსულტაციის გარეშე, არ არის მიზანშეწონილი.
👉სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎️+032 2 111 500
🌐https://geo-medi.ge/services
#ნაწოლები #ნაწოლებისლეიბი #ნაწოლებისმკურნალობა #ნაწოლებისდამუშავება #ნაწოლებისდამუშავებაბინაზეგამოძახებით #ქირურგიბინაზეგამოძახებით

27/02/2026

🩻გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის რენტგენოგრაფიულ კვლევებს ბინაზე გამოძახებით.
✅კვლევა ტარდება უახლესი თაობის, ციფრული, პორტატული რენტგენის აპარატით, რომელიც საშუალებას იძლევა ჩაიტაროთ უმაღლესი ხარისხის კვლევა სახლიდან გაუსვლელად.
⏳გადაღებიდან 30 წუთში თქვენ მიიღებთ ციფრულ რენტგენოგრაფიულ გამოსახულებას და კვალიფიციური ექიმ რადიოლოგის დასკვნას ელექტრონულად, რომლის გადაგზავნაც შეგეძლებათ ნებისმიერ ექიმთან, უმარტივესი ფორმით.
მომსახურება ასევე მოიცავს უფასო სატელეფონო კონსულტაციას ექიმ ტრავმატოლოგთან.
👉ბინაზე გამოძახებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი სახის კვლევები:
🔹გულ-მკერდის ღრუ ორგანოების რენტგენი (ფილტვები, პლევრის ღრუ, შუასაყარი)
🔹ხერხემლის რენტგენი
🔹ნეკნების რენტგენი
🔹 მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენი
🔹 ზედა და ქვედა კუდურების რენტგენი (მხრის ძვალი, ლავიწი, ბეჭი, იდაყვის სახსარი, სხივის ძვალი, მაჯა, მტევანი, ბარძაყი, მუხლის სახსარი, კოჭ-წვივი, ტერფი)
🔹პარანაზალური სინუსების/ სახის წიაღების რენტგენი
🚑ვიზიტის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში: +032 2 111 500
☎ +032 2 111 500
🌐 https://geo-medi.ge/services
#რენტგენიგამოძახებით

20/01/2026

🩸 ანემია ერთერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური პრობლემაა.
იგი ყალიბდება მაშინ, როდესაც სისხლში წითელი უჯრედების ან/და ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება, რის გამოც ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რაც დროთა განმავლობაში არაერთ გართულებას იწვევს.
ანემიას შესაძლოა თან ახლდეს:
🔹️ სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა;
🔹️ კანის სიფერმკრთალე;
🔹️ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
🔹️ თმის ცვენა, მტვრევადი ფრჩხილები;
🔹️ გულის რიტმის დარღვევები(არითმია, ტაქიკარდია);
🔹️ ჰაერის უკმარისობა
ანემიის ძირითადი ფორმებია:
🔸️ რკინადეფიციტური ანემია
მას იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. ჰემოგლობინის შესაქმნელად ძვლის ტვინს სჭირდება რკინა. საკმარისი რკინის გარეშე კი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ჰემოგლობინს სისხლის წითელი უჯრედებისთვის.
🔸️ ვიტამინდეფიციტური ანემია
გარდა რკინისა, ორგანიზმს სჭირდება ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B-12, რათა საკმარისი ჯანსაღი ერითროციტები წარმოქმნას.
🔸️ ანთების ფონზე განვითარებული ანემია
დაავადებები, რომლებიც იწვევენ ანთებას, ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების საკმარისი რაოდენობის წარმოქმნაში უშლიან ხელს. მაგალითად: სიმსივნე, აივ ინფექცია, რევმატოიდული ართრიტი, თირკმელების დაავადება და სხვა.
🔬 ანემიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელ პირველად კვლევებს მიეკუთვნება:
🩸 სისხლის საერთო ანალიზი;
🩸 რკინის განსაზღვრა სისხლში;
🩸 ფერიტინის განსაზღვრა.
ჯეო მედი გთავაზობთ ლაბორატორიულ მომსახურებას ბინაზე გამოძახებით.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎️ +032 2 111 500
🌐 https://geo-medi.ge/services

18/12/2025

⚠️ ღორის გრიპის შემთხვევებმა მოიმატა.
ღორის გრიპი (H1N1), ასევე ცნობილი როგორც A ტიპის ვირუსი, უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა დაგვიანებული რეაგირების და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება სერიოზულ გართულებებამდე მივიდეს.
🔷️🔹️ რა სიმპტომებია დამახასიათებელი ღორის გრიპისთვის?
🔸️მაღალი ტემპერატურა;
🔸️თავის ტკივილი;
🔸️კუნთების ტკივილი;
🔸️ხველა, ყელის ტკივილი;
🔸️ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა.

⚠️ გართულების რისკის მქონე პაციენტებს მიეკუთვნებიან:
🔸️ფილტვების ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
🔸️გულისსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები;
🔸️ასაკოვანი ადამიანები;
🔸️ორსულები;
🔸️ჩვილები;

🔷️🔹️ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ღორის გრიპს?
🔸️მძიმე დეჰიდრატაცია (განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში);
🔸️ვირუსული პნევმონია – ყველაზე ხშირი და მძიმე გართულება;
🔸️ბაქტერიული პნევმონია – ვირუსის ფონზე მეორადი ინფექცია;
🔸️სუნთქვის მწვავე უკმარისობა ;
🔸️გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება.

⚠️ რატომ არის დროული ტესტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
ღორის გრიპის ადრეული დიაგნოსტიკა იძლევა საშუალებას:
🔸️დროულად დაიწყოს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა;
🔸️ თავიდან ავიცილოთ მძიმე გართულებები;
🔸️ შევამციროთ ჰოსპიტალიზაციის რისკი;
🔸️ დავიცვათ ოჯახის წევრები ინფიცირებისგან.

სიმპტომების იგნორირება ან თვითმკურნალობა ხდება ხშირ შემთხვევაში გართულებების მიზეზი.
🔷️🔹️ დღეს, როცა ღორის გრიპის შემთხვევები მატულობს, ყველაზე გონიერი და უსაფრთხო ნაბიჯი არის: მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ ტესტირება, იმისათვის რომ ზუსტად განსაზღვროთ, რა არის თქვენი სიმპტომების მიზეზი.
ადრეული დიაგნოსტირება :
✔️თავიდან აგვარიდებს გართულებებს – დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს.
✔️ექიმისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება ბევრად მარტივია, როცა დიაგნოზი დაზუსტებულია.

🚑 ჯეო მედი გთავაზობთ ტესტირებას ვირუსულ ინფექციებზე ბინაზე გამოძახებით.
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎️ 032 2 111 500;
🌐 www.geo-medi.ge

18/12/2025

🧠 ჩაიტარეთ ელექტროენცეფალოგრაფია სახლიდან გაუსვლელად
◼️▪️ რა შემთხვევაში გამოიყენება ელექტროენცეფალოგრაფია?
ეეგ გამოიყენება სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის დროს, ასევე როცა სახეზე გვაქვს :
▪️ გულყრა, ეპილეფსია;
▪️ თავის ტვინის ტრავმა;
▪️ ძილის დარღვევები;
▪️ გონების კარგვის ეპიზოდები;
▪️ მეხსიერების პრობლემები;
▪️ თავბრუსხვევა, თავის ხშირი ტკივილი;
▪️ გულყრა;
▪️ შეკრთომები, წამიერი გათიშვები;
▪️ თავის ტვინის მოცულობითი წარმონაქმნები და ა.შ
🩺 კვლევაზე ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 24/7
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
☎️ 032 2 111 500;
🌐 www.geo-medi.ge

Address

პეტრიწის 2
Tbilisi
0194

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Oxygen ჟანგბადის აპარატის გაქირავება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share