საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma Georgian Society of Psychotrauma

21/07/2026

📣 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) გულითადად ულოცავს პაუ პერეზ სალესს წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის პოზიციაზე არჩევას.

პაუ პერეზ სალესი ფსიქიატრი და სასამართლო ექსპერტია, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობის მრავალი წელი ადამიანის უფლებების დაცვას, წამების პრევენციასა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას მიუძღვნა.

როგორც საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა და მკვლევარმა, მან წამების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და წამებაგამოვლილ ადამიანებთან მუშაობის თანამედროვე პრაქტიკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ის წამების კვლევის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორია.

GCRT-ს ბატონ პაუ პერეზ სალესთან მრავალწლიანი პროფესიული თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. გვჯერა, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულება მას გაეროს სპეციალური მომხსენებლის ღირსეულ კანდიდატად აქცევს.

არჩევის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პაუ პერეზ სალესმა ისაუბრა იმ პრინციპებზე, რომლებიც მის საქმიანობას განსაზღვრავს, მათ შორისაა - მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც თანაბრად აფასებს მეცნიერულ სიზუსტესა და თანაგრძნობას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში ეფექტურ განხორციელებას.

ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლითაც GCRT მრავალი წელია საზრდოობს და ხელმძღვანელობს.

გიზიარებთ საქართველოში მოქმედი პროფესიული ასოციაციების განცხადებას ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნ...
20/02/2026

გიზიარებთ საქართველოში მოქმედი პროფესიული ასოციაციების განცხადებას ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვის პროგრამების მხარდასაჭერად.

განცხადებას და ხელმომწერ ასოციაციებს ნახავთ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/TRsdE

Address

Ilia State University
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება • Georgian Society for Psychotrauma:

Shortcuts

Share