21/05/2026
🇬🇪🌍19 მაისს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ესტროგენდეფიციტურ მდგომარეობებს, მათი მართვის თანამედროვე პრინციპებს და მენოპაუზური ჰორმონალური თერაპიის ირგვლივ არსებული „შავი ყუთის“ გაფრთხილებებისა და სტიგმის გადაფასებას.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები.
🧑🎓პროფესორმა მაკა გეგეჭკორმა თემაზე — „ესტროგენდეფიციტური მდგომარეობების დიაგნოსტიკის ნიუანსები და მიმდინარე და პერსპექტიული კლინიკური სინდრომები" — განიხილა მენოპაუზის კლინიკური გამოვლინებები, დიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომები და დროული შეფასების მნიშვნელობა.
🧑🎓პროფესორმა ელენე ასანიძემ მოხსენებაში — „ესტროგენული დეფიციტით განპირობებული მდგომარეობების მართვის თანამედროვე პრინციპები“ ყურადღება გაამახვილა ესტროგენდეფიციტური მდგომარეობების ინდივიდუალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მართვაზე.
მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ესტროგენდეფიციტური მდგომარეობების მართვა მხოლოდ სიმპტომების არსებობით არ განისაზღვრება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქალის ასაკს და იმ პერიოდს, როდესაც ესტროგენის დეფიციტი ვითარდება, რადგან სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე საჭიროა განსხვავებული კლინიკური მიდგომა — ინდივიდუალური რისკების, პრევენციული მიზნების, სიმპტომებისა და პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით.
წლების განმავლობაში ჰორმონალური თერაპიის მიმართ არსებული შიში დიდწილად უკავშირდებოდა ე.წ. „black box“ გაფრთხილებებს. FDA-ის მიერ ამ გაფრთხილებების გადახედვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ესტროგენდეფიციტური მდგომარეობების მართვა უნდა ეფუძნებოდეს არა სტიგმასა და შიშს, არამედ მტკიცებულებებს, ინდივიდუალურ შეფასებას და ექიმისა და პაციენტის ინფორმირებულ დიალოგს.
🧑🎓კონფერენცია დაასრულა პროფესორმა არსენ გვენეტაძემ თემით — „როგორ ხარ?..“, რომელმაც ხაზი გაუსვა ფსიქოემოციური მხარდაჭერის, ემპათიური კომუნიკაციისა და ქალის ჯანმრთელობისადმი ჰოლისტიკური მიდგომის მნიშვნელობას.
🇬🇪🌍საქართველოს რეპროდუქციული და სქსესობრივი ჯანმრთელობის ასოციაცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს, მომხსენებლებსა და კოლეგებს ამ მნიშვნელოვანი თემის გაღრმავებისთვის და ქალთა ჯანმრთელობის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის მხარდაჭერისთვის.
🇬🇪🌍On May 19, a scientific conference was held dedicated to estrogen-deficiency conditions, modern principles of their management, and the reassessment of the “black box” warnings and stigma surrounding menopausal hormone therapy.
The conference featured presentations by leading specialists in the field.
🧑🎓Professor Maka Gegechkori presented on “Diagnostic Nuances of Estrogen-Deficiency Conditions and Current and Prospective Clinical Syndromes,” discussing the clinical manifestations of menopause, modern diagnostic approaches, and the importance of timely evaluation.
🧑🎓Professor Elene Asanidze presented on “Modern Principles in the Management of Estrogen Deficiency-Related Conditions,” focusing on the individualized, evidence-based management of estrogen-deficiency states.
The speakers emphasized that the management of estrogen-deficiency conditions is not determined solely by the presence of symptoms. Particular importance should be given to a woman’s age and the stage of life at which estrogen deficiency develops, as different age periods require different clinical approaches — taking into account individual risks, preventive goals, symptoms, and the patient’s needs.
For many years, concerns around hormone therapy have been largely associated with so-called “black box” warnings. The FDA’s reassessment of these warnings once again highlights that the management of estrogen-deficiency conditions should be guided not by stigma or fear, but by scientific evidence, individualized assessment, and informed dialogue between physician and patient.
🧑🎓The conference concluded with Professor Arsen Gvenetadze’s presentation, “How Are You?..”, which emphasized the importance of psycho-emotional support, empathetic communication, and a holistic approach to women’s health.
🇬🇪🌍The Georgian Association of Reproductive and Sexual Health extends its sincere gratitude to the organizers, speakers, and colleagues for deepening the discussion around this important topic and for supporting a modern, evidence-based approach to women’s health.