01/05/2026
📍 მიმდინარე წლის 3–5 ივლისს, ქალაქ ბათუმში ტრადიციულად გაიმართება GIELRSA III საერთაშორისო აკრედიტებული კონფერენცია.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიების გამოფენა — “Geo Expo”.
ეს ინიციატივა კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ტრადიციული სასპონსორო პაკეტის გარდა, საკუთარი პროდუქცია წარადგინონ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და სხვა დაინტერესებულ დამსწრე საზოგადოებასთან.
📌 მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ნომრებზე ან ელ.ფოსტით.
🔜 კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის სარეგისტრაციო ბმული და პროგრამა მალე გამოქვეყნდება.
🎤 სპიკერობის მსურველთათვის:წარსადგენი თემების გამოგზავნა შესაძლებელია 2026 წლის 22 მაისის ჩათვლით.
📚 დისციპლინები:
• ქირურგია
• რადიოლოგია
• ანესთეზია
• რეანიმაცია
• უროლოგია
• ნეიროქირურგია
🔊ადგილები შეზღუდულია!