Shen Ao "ჯანმრთელობის საიდუმლო"- საკვები დანამატები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Shen Ao "ჯანმრთელობის საიდუმლო"- საკვები დანამატები
💥 ინსულინრეზისტენტობა💥👉 ყოველი კვების შემდეგ  სისხლში ჩნდება ენერგია (შაქარი), რომელიც უჯრედებში უნდა შევიდეს, რათა Ჩვენ...
01/05/2026

💥 ინსულინრეზისტენტობა💥

👉 ყოველი კვების შემდეგ სისხლში ჩნდება ენერგია (შაქარი), რომელიც უჯრედებში უნდა შევიდეს, რათა Ჩვენ ძალა და მხნეობა გვქონდეს.

👉 ​მაგრამ არის ერთი პირობა: უჯრედის კარები ჩაკეტილია.

​🗝 Რა არის ინსულინი👇
ეს არის „მთავარი გასაღები“. მისი საქმეა, მივიდეს უჯრედთან, მოარგოს გასაღები საკეტს, გააღოს კარი და შაქარი შიგნით შეუშვას.

​❌ რა ხდება ინსულინრეზისტენტობის დროს?
👇
სისტემა ფუჭდება, წარმოიდგინეთ, რომ საკეტი ჩაიჭედა და კარს არ აღებს

👉 ​ინსულინი (გასაღები) მიდის კართან, მაგრამ ვერ ატრიალებს საკეტს.
​უჯრედი (სახლი) დაკეტილი რჩება.
​ენერგია (შაქარი) ქუჩაში (სისხლში) გროვდება.🤷

​🤔 რა რეაქცია აქვს ორგანიზმს?
ტვინი ხედავს, რომ უჯრედები მშიერია და პანკრეასს უბრძანებს: „უფრო მეტი გასაღებები დაამზადოს!“. შედეგად, სისხლი ივსება გამოუყენებელი გასაღებებით (ინსულინით) და ენერგიით(შაქრით) , რომელიც დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს.
👇
​თუ თქვენი „გასაღებები“ აღარ მუშაობს, სხეული გაძლევთ ნიშნებს:

​🍰 დაუძლეველი სურვილი ტკბილზე — უჯრედები მშიერია და ენერგიას ითხოვენ.

​😫 დაღლილობა ჭამის შემდეგ — ენერგია სისხლშია და არა უჯრედში.

​🎡 მუცლის არეში წონის მატება — ზედმეტი შაქარი, რომელიც კარში ვერ შევიდა, ორგანიზმს „საწყობში“ (ცხიმში) გადააქვს.

💥 ინსულინრეზისტენტობა დაძლევადია💥 👇

​👉 Არ გადატვირთოთ სისტემა: რაც უფრო ხშირად ვჭამთ (განსაკუთრებით ტკბილს), მით მეტი ინსულინი გამოიყოფა, მიეცით ორგანიზმს დასვენების დრო.იკვებეთ შუალედურად.

​👉 ფიზიკური დატვირთვა აიძულებს უჯრედებს, უფრო მარტივად გააღონ კარი და შეუშვან ინსულინი

👉 ​შეამცირეთ სტრესი:

​💡 გახსოვდეთ: ინსულინრეზისტენტობა არ არის დაავადება, ეს არის მდგომარეობა, რომლის მართვაც თქვენი ცხოვრების წესით შეგიძლიათ.

👇​ #ინსულინრეზისტენტობა #ჯანმრთელობა #ენერგია #სწორიკვება #მეტაბოლიზმი #ჯანსაღიცხოვრება

💥 Ადამიანის სასიცოცხლო ენერგია💥 ​👉 ჩვენი ორგანიზმი ენერგიის მართვის ურთულესი და უჭკვიანესი სისტემაა.👉 მედიცინაში არ არსე...
26/04/2026

💥 Ადამიანის სასიცოცხლო ენერგია💥

​👉 ჩვენი ორგანიზმი ენერგიის მართვის ურთულესი და უჭკვიანესი სისტემაა.

👉 მედიცინაში არ არსებობს ერთი კონკრეტული „მაჩვენებელი“, რომელიც ენერგიის მთლიან მარაგს გვიჩვენებს, რადგან ეს ენერგია სხვადასხვა „საცავშია“ გადანაწილებული.

👉 ​აი, როგორ გამოიყურება თქვენი შინაგანი ენერგეტიკული ბალანსი:

​✅ 1. ATP (ადენოზინტრიფოსფატი)
ეს არის მოლეკულა, რომელიც უშუალოდ კვებავს ყოველ უჯრედს. თითოეულ მომენტში ჩვენს სხეულში მხოლოდ რამდენიმე წამის სამყოფი ATP-ია. ის მუდმივად იხარჯება და მუდმივადვე სინთეზირდება მიტოქონდრიებში – ჩვენს პატარა „ელექტროსადგურებში“.

​✅ 2. გლიკოგენი👇
👉 როდესაც ნახშირწყლებს მივირთმევთ, ორგანიზმი მათ გლიკოგენად გარდაქმნის და ღვიძლსა და კუნთებში ინახავს. ეს ჩვენი „ოპერატიული მარაგია“. საშუალო ადამიანს დაახლოებით 2000 კალორიის გლიკოგენი აქვს – ეს ზუსტად ის მარაგია, რომელიც ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას 1.5 - 2 საათში იწურება.

​✅ 3."ჩვენი ორგანიზმის რეზერვი“ – ცხიმოვანი ქსოვილი
ეს არის ყველაზე დიდი და საიმედო საცავი. მაშინაც კი, თუ ადამიანი ძალიან სპორტულ ფორმაშია, მისი ცხიმის მარაგი მინიმუმ 80,000 - 100,000 კალორიას უდრის. სწორედ ამ რესურსის წყალობით შეუძლია ადამიანს გაუძლოს ხანგრძლივ შიმშილს.👇

👉 ​⚙️ ვინ მართავს ამ პროცესს?
მთავარი „მენეჯერი“ ფარისებრი ჯირკვალია. მისი ჰორმონები (TSH, T4) განსაზღვრავენ, რა სიჩქარით უნდა დაიხარჯოს ეს მარაგები. 👇
👉 თუ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, სწორედ ეს ჰორმონები და რკინის მარაგი (ფერიტინი ) უნდა შეიმოწმოთ რადგან ჟანგბადის გარეშე ენერგიის წარმოება შეუძლებელია.

​🧠 ჩვენი ტვინი სხეულის წონის მხოლოდ 2%-ია, თუმცა ის ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს
👉 მოხმარებული გლუკოზის 20% სწორედ მასზე მოდის. როცა გონებრივად იღლებით, ეს ნამდვილი ენერგეტიკული დანახარჯია!

👉 ჩვენი სხეული არასდროსაა ენერგიის გარეშე, ის უბრალოდ სხვადასხვა „რეჟიმში“ მუშაობს.👇

👉 მეტაბოლური მოქნილობა კი არის უნარი, ორგანიზმმა სწრაფად და ეფექტურად გადართოს ენერგიის წყაროები საჭიროებისამებრ.

👉 თუ გრძნობთ მუდმივად უენერგიობას მობრძანდით ჩვენს ჰოლისტიკური მედიცინის კაბინეტში
Ბიოენერგეტიკულ კვლევაზე და
Მარტივად გაიგებთ სად იკარგება თქვენი ენერგია და ზოგადად რა მდგომარეობაშია თქვენი ორგანიზმი.

👉 Ბიორეზონანსული კვლევა არის მარტივი და კომფორტული.

https://www.facebook.com/share/p/1CDxeXpgKj/

👉 Მის. ქ. თბილისი. აკ. Წერეთლის გამზირი 142,სამთო ქიმიის შენობა სართული 2. ოთახი 7

Ჩაწერა წინასწარ:
📞 599 31 41 21

​​ #მედიცინა #ჯანმრთელობა #ენერგია #ბიოლოგია #მეტაბოლიზმი #საინტერესო #ორგანიზმი

🩺 ათეროსკლეროზი — „ჩუმი მტერი“, რომელის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს👉 ​ათეროსკლეროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადე...
25/04/2026

🩺 ათეროსკლეროზი — „ჩუმი მტერი“, რომელის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

👉 ​ათეროსკლეროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხშირად ყოველგვარი სიმპტომის გარეშე პროგრესირებს.

👉 რა ხდება ამ დროს?

👉 ჩვენი არტერიების კედლებზე გროვდება ქოლესტერინი და ცხიმები, რის შედეგადაც სისხლძარღვები ვიწროვდება და კარგავს ელასტიურობას. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანოებს სისხლი და ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება.

​🚫 რა უწყობს ხელს მის განვითარებას?

✅ ​მაღალი ქოლესტერინი და წნევა;
✅ ​მოწევა და არაჯანსაღი კვება;
✅ ​ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი;
✅ ​შაქრიანი დიაბეტი.

👉 ​ათეროსკლეროზი: როგორ ხედავს მას აღმოსავლური მედიცინა?

👉 აღმოსავლურ მედიცინას საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული საინტერესო ხედვა აქვს ამ საკითხზე.

👉 ​აღმოსავლეთში არ არსებობს ტერმინი „ათეროსკლეროზი“ — იქ მას სისხლის სტაზს (შეგუბებას) და „ლორწოს“ დაგროვებას უწოდებენ.👇

👉 ​ მკურნალობისა და პრევენციის 3 მთავარი მიმართულება აღმოსავლური ფილოსოფიით:

​📍 1. შინაგანი „წმენდა“ ბალახებით
აღმოსავლური ფიტოთერაპია აქცენტს აკეთებს იმ მცენარეებზე, რომლებიც „შლიან“ დაგროვილ ნალექს.

✅ ​კუნელი (Shan Zha): ნომერ პირველი საშუალება ცხიმოვანი ცვლის მოსაწესრიგებლად.

✅ ​კურკუმა: სისხლის დენადობისა და ენერგიის სტიმულირებისთვის.

​📍 2. ენერგიის (Qi) მართვა

👉 თუ ორგანიზმში ენერგია გაჩერებულია, სისხლიც „ნელა მიედინება“
✅ აკუპუნქტურა და წერტილოვანი მასაჟი ეხმარება სისხლძარღვებს ელასტიურობის შენარჩუნებაში, რათა სისხლმა შეფერხების გარეშე იმოძრაოს.

​📍 3. „თბილი“ კვება

👉 აღმოსავლეთში თვლიან, რომ ცივი და ცხიმიანი საკვები ორგანიზმში „ნესტს“ წარმოქმნის, რაც სისხლძარღვების დაცობის მთავარი მიზეზია.
👉 რეკომენდებულია თბილი, ადვილად მოსანელებელი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლიზმს.

​🌿 ცხოვრების წესი: სუნთქვითი ვარჯიშები (ციგუნი, ტაი-ჩი) არა მხოლოდ კუნთებს, არამედ სისხლძარღვებსაც „ავარჯიშებს“, რაც სტრესის დონეს საგრძნობლად ამცირებს.

​ #ჯანმრთელობა #ათეროსკლეროზი #პრევენცია #სასარგებლოჩევები

💥 კოლაგენი💥 🧬 როგორ მივიღოთ კოლაგენი სწორად და როდის არ აქვს აზრი?👉 კოლაგენი არის კანის, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვ...
24/04/2026

💥 კოლაგენი💥
🧬 როგორ მივიღოთ კოლაგენი სწორად და როდის არ აქვს აზრი?

👉 კოლაგენი არის კანის, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების ძირითადი „საყრდენი ცილა“.
👉 ასაკთან ერთად მისი ბუნებრივი გამომუშავება იკლებს, თუმცა მხოლოდ დანამატის მიღება საკმარისი არ არის.

👉 როგორ მივიღოთ სწორად?

👉 უპირატესობა მიანიჭეთ ჰიდროლიზებულ კოლაგენს (collagen peptides)
👉 Არსებობს კოლაგენის 3 ტიპი.

რომელი ტიპი გჭირდებათ?

✅ ტიპი I – თუ შენი მიზანი ბზინვარე კანი, ძლიერი თმა და ფრჩხილებია. ✨
✅ ტიპი II – თუ ზრუნავ სახსრებზე და გინდა მსუბუქად იმოძრაო. 🏃‍♀️
✅ ტიპი III – კანის ელასტიურობისთვის და შინაგანი ორგანოებისთვის (იდეალურია I ტიპთან ერთად).

👉 მიიღეთ ცარიელ კუჭზე ან საკვებს შორის

👉 აუცილებლად შეუთავსეთ C ვიტამინს — ის კოლაგენის სინთეზის მთავარი „აქტივატორია“

👉 დალიეთ საკმარისი წყალი

👉 მიიღეთ მინიმუმ 8–12 კვირის განმავლობაში

🧠კოლაგენის მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო არის ღვიძლი.

👉 კოლაგენი ორგანიზმში არ მოქმედებს პირდაპირ იმ ფორმით, როგორც ვსვამთ.

👉 ის იშლება ამინომჟავებად და სწორედ ღვიძლი:

👉 ამუშავებს ამ ამინომჟავებს
ანაწილებს მათ საჭირო მიმართულებით
მონაწილეობს ახალი კოლაგენის სინთეზში

❗ თუ ღვიძლი გადატვირთულია (ცხიმოვანი ღვიძლი, ტოქსინები, ალკოჰოლი, მედიკამენტების ჭარბი მიღება), კოლაგენის „შეთვისება“ მნიშვნელოვნად ქვეითდება.
👉 მარტივად:
სუსტი ღვიძლი = კოლაგენისგან მიღებული შედეგის ცრუ მოლოდინებს და ფულის უსარგებლო ხარჯვას.

⚠️ როდის არ აქვს აზრი კოლაგენის მიღებას?

👉 თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
👉 თუ კვება არის არასწორი (შაქარი, ტრანსცხიმები)
👉 თუ გაქვთ C ვიტამინის დეფიციტი
თუ ეწევით
👉 თუ გაწუხებთ ქრონიკული სტრესი და უძილობა
👉 ასეთ პირობებში ორგანიზმი ვერ იყენებს კოლაგენს და შედეგი მინიმალურია.

📌 კოლაგენი არ არის ჯადოსნური დანამატი.
მისი ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად:
✅ ჯანმრთელია თქვენი ღვიძლი
ბალანსშია კვება და ვიტამინები
✅ მოწესრიგებულია ცხოვრების სტილი

👉 პირველ რიგში გააძლიერეთ ორგანიზმი — შემდეგ კი დაამატეთ კოლაგენი.

☘️ Მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერეთ ჩვენი გვერდი☘️

👉 Ბიოლოგიურად აქტიური დანამატების სწორად შესარჩევად და კვალიფიციური კონსულტაციისთვის
Მოგვმართეთ

📞 599 31 41 21

☘️ გისურვებთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას☘️
კოლაგენი
#ჯანმრთელობა #კანისმოვლა #სილამაზე #დანამატები #ჯანსაღიცხოვრება #ღვიძლი #ვიტამინები

✨ პოზიტიური განწყობა — თქვენი  ჯანმრთელობის უხილავი მკურნალია👇 👉 ადამიანის სხეული მხოლოდ ფიზიკური არ არის — ის მჭიდროდ ა...
22/04/2026

✨ პოზიტიური განწყობა — თქვენი ჯანმრთელობის უხილავი მკურნალია👇
👉 ადამიანის სხეული მხოლოდ ფიზიკური არ არის — ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ფიქრებთან, ემოციებთან და შინაგან განწყობასთან.
👉 როდესაც პოზიტიურად ვფიქრობთ, ჩვენს ორგანიზმში იწყება სასარგებლო პროცესები:
💛 იმუნური სისტემა ძლიერდება
💛 სტრესის ჰორმონი (კორტიზოლი) მცირდება
💛 უჯრედების აღდგენა ჩქარდება
💛 ენერგიის დონე იმატებს
💛 გულ-სისხლძარღვთა სისტემა უფრო მშვიდად მუშაობს
👉 მარტივად რომ ვთქვათ — რასაც ვფიქრობთ, იმას ქმნის ჩვენი სხეული.

🌅 რა გავაკეთოთ გაღვიძებისთანავე?
დილა არის ის მომენტი, როცა ტვინი ყველაზე მიმღებია. სწორედ ამ დროს შეგიძლია „დააპროგრამო“ შენი დღე და ჯანმრთელობა:
✅ გაიღვიძე მადლიერებით — თქვი: „მადლობა უფალს ამ დღისთვის“
✅ 2–3 წუთი ღრმად ისუნთქე
✅ გაიმეორე პოზიტიური ფრაზები:
„მე ვირჩევ ჯანმრთელობას“
„ჩემი სხეული ყოველდღიურად ძლიერდება“
✅ წარმოიდგინე თავი ჯანმრთელი და ენერგიული
🧠 ტვინი ვერ არჩევს რეალობას და წარმოსახვას — ის იწყებს იმაზე მუშაობას, რასაც შენ აძლევ სიგნალს.

🌙 რა გავაკეთოთ დაძინების წინ?
ძილის წინ ტვინი გადადის ქვეცნობიერ რეჟიმში — ეს არის ძლიერი დრო თვითგანკურნებისთვის:
✅ გამორთე სტრესი და ნეგატიური ფიქრები
✅ გაიხსენე დღის 3 კარგი მომენტი
✅ თქვი:
„ჩემი სხეული ახლა აღდგენის პროცესშია“
„ყოველი უჯრედი მუშაობს ჩემს გაჯანსაღებაზე“
✅ წარმოიდგინე როგორ „იკურნება“ შენი სხეული

💫 სწორედ ღამით ხდება ყველაზე ძლიერი რეგენერაცია — მიეცი ტვინს სწორი დავალება.
🌿 Ასე რომ თქვენი ფიქრები არ არის უბრალოდ ფიქრები — ეს არის სიგნალები, რომლებიც მართავს თქვენს ჯანმრთელობას.

პოზიტიური განწყობა არ არის მხოლოდ ემოცია — ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც რეალურად ცვლის სხეულს და ცხოვრებას☘️

💥 Ჩვენთან Ჰოლისტიკური მედიცინის კაბინეტში 👇 👉 Შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჯანმრთელობის საპროფილაქტიკო და აღსადგენი მეტა - თერაპიი...
19/04/2026

💥 Ჩვენთან Ჰოლისტიკური მედიცინის კაბინეტში 👇
👉 Შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჯანმრთელობის საპროფილაქტიკო და აღსადგენი მეტა - თერაპიის კურსი.💥

🔬 ჰუნტერის მეტა-თერაპია — რაზეა დაფუძნებული და როგორ მუშაობს?
ჰუნტერის აპარატი (NLS სისტემა) მუშაობს ბიორეზონანსის პრინციპზე — ანუ ადამიანის ორგანიზმის ელექტრომაგნიტური ვიბრაციების ანალიზზე.

👉 რას ნიშნავს ეს?

👉 ყოველ ორგანოს, ქსოვილსა და უჯრედს აქვს თავისი უნიკალური სიხშირე.
როდესაც ორგანიზმში დისბალანსი ჩნდება (სტრესი, ანთება, ტოქსინები და სხვა), ეს სიხშირე იცვლება.👇

👉 ჰუნტერის ტექნოლოგია:

✅ აფიქსირებს ამ ცვლილებებს
✅ ადარებს ჯანმრთელი მდგომარეობის „ეტალონურ სიხშირეებს“
✅ ადგენს სად არის დარღვევა

⚡ მეტა-თერაპიას — მოქმედების პრინციპი

👉 მეტა-თერაპია არის მიღებული მონაცემების საფუძველზე
ორგანიზმზე სწორი სიხშირეების დაბრუნების პროცესი.
👉 მარტივად:
თუ ორგანიზმში არის „არასწორი ვიბრაცია“, აპარატი ცდილობს მის კორექციას.

🌿 რა სარგებელი აქვს მეტა თერაპიას.

✅ ენერგიის დონის მომატება
✅ სტრესის შემცირება
✅ ძილის გაუმჯობესება
✅ იმუნური სისტემის მხარდაჭერა
✅ ორგანოების ფუნქციის ჰარმონიზაცია
✅ ზოგადი მდგომარეობის გაძლიერება

💡 როდის არის განსაკუთრებით სასარგებლო?

🔹 ქრონიკული დაღლილობა
🔹 ნერვული გადაღლა
🔹 ჰორმონალური დისბალანსი
🔹 საჭმლის მონელების პრობლემები
🔹 იმუნიტეტის დაქვეითება

⚠️ მნიშვნელოვანი შენიშვნა
მეტა-თერაპია არის დამხმარე, ჰოლისტიკური მიდგომა ჯანმრთელობის სწრაფად გასაუმჯობესებლად.

🟢 ფასი: 1 კურსი 10 მეტა თერაპიის სეანსი 500 ლარი.
ერთად გადახდის შემთხვევაში 450ლარი.

🟢 Მეტა თერაპია ტარდება კვირაში მხოლოდ
2ჯერ.

📞 599 314 121.

☘️აირჩიეთ ბუნებრივი გზა ბალანსისკენ — ენერგიიდან ჯანმრთელობამდე☘️

18/04/2026

🔬 უჯრედის ოქსიდაციური სტრესი — რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი?

👉 ოქსიდაციური სტრესი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ირღვევა ბალანსი თავისუფალ რადიკალებსა და ანტიოქსიდანტებს შორის.

👉 მარტივად: მავნე მოლეკულები (თავისუფალი რადიკალები) ჭარბობს და აზიანებს უჯრედებს.

🧬 რა არის თავისუფალი რადიკალები?
თავისუფალი რადიკალები არის არასტაბილური მოლეკულები, რომლებიც:
აზიანებენ უჯრედის მემბრანას
ზემოქმედებენ დნმ-ზე
არღვევენ ცილების სტრუქტურას

⚖️ როდის ვითარდება ოქსიდაციური სტრესი?👇

👉 როდესაც:
ანტიოქსიდანტები საკმარისი არ არის
ტოქსინები, დაბინძურება ან სტრესი მაღალია
👉 კვება არ არის სრულფასოვანი

⚠️ რასთან არის კავშირში ოქსიდაციური სტრესი?

👉 ოქსიდაციური სტრესი დაკავშირებულია მრავალ ქრონიკულ მდგომარეობასთან:

🫀 გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

🧠 ნეიროდეგენერაციული პროცესები (მაგ. ალცჰაიმერის ტიპის ცვლილებები)

🦠 იმუნური სისტემის დაქვეითება

🎗️ ონკოლოგიური პროცესები🩸 შაქრიანი დიაბეტი

🦴 ნაადრევი დაბერება

🧪 რა იწვევს ოქსიდაციურ სტრესს?
არაჯანსაღი კვება (ტრანსცხიმები, შაქარი)
მოწევა 🚬
ალკოჰოლი 🍷
ქრონიკული სტრესი 😣
დაბინძურებული გარემო 🌫️
ინფექციები და ანთება

🛡️ როგორ დავიცვათ უჯრედები?
👉 ანტიოქსიდანტების გაზრდით:
🥦 ბოსტნეული (ბროკოლი, ისპანახი)
🍓 ხილი (კენკრა, ციტრუსი)
🥜 თხილი და თესლი
🫒 ჯანსაღი ცხიმები
👉 ცხოვრების წესით:
ფიზიკური აქტივობა 🚶‍♂️
სრულფასოვანი ძილი 😴
სტრესის მართვა 🧘‍♀️

💡ოქსიდაციური სტრესი არის უხილავი, მაგრამ ძლიერი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი ჯანმრთელობის თითქმის ყველა სისტემაზე.
მისი კონტროლი ნიშნავს — უჯრედების დაცვას, ენერგიის შენარჩუნებას და დაბერების შენელებას.

📌 იზრუნე ბალანსზე — შენი ჯანმრთელობა იწყება უჯრედის დონეზე!

#ჯანმრთელობა #ანტიოქსიდანტები #ოქსიდაციურისტრესი #იმუნიტეტი #ენერგია

🟢 Ბიორეზონანსული დიაგნოსტიკა🟢  Ჩაწერა წინასწარ 📞 599 314 121👉 🔬 ჰუნტერის აპარატით კვლევა – თანამედროვე დიაგნოსტიკის ალტე...
18/04/2026

🟢 Ბიორეზონანსული დიაგნოსტიკა🟢

Ჩაწერა წინასწარ 📞 599 314 121

👉 🔬 ჰუნტერის აპარატით კვლევა – თანამედროვე დიაგნოსტიკის ალტერნატიული ხედვაა👇

👉 ჰუნტერის აპარატი (NLS – არახაზოვანი ანალიზის სისტემა) წარმოადგენს კვლევის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა შევაფასოთ ენერგეტიკულ და ბიოფიზიკურ დონეზე.

📊 რას აჩვენებს კვლევა:

• ორგანოებისა და სისტემების ფუნქციურ მდგომარეობას

• ანთებითი და დეგენერაციული პროცესების შესაძლო ნიშნებს

• ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის ტენდენციას

• ტოქსიკურ დატვირთვას (პარაზიტები, მძიმე მეტალები და სხვ.)

• იმუნური სისტემის აქტივობას

⚙️ როგორ მუშაობს: ჰუნტერის სისტემა იყენებს სიხშირეებზე დაფუძნებულ ანალიზს 👉 ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს აქვთ საკუთარი ვიბრაცია. აპარატი ამ ვიბრაციების შედარებით განსაზღვრავს, არის თუ არა გადახრა ნორმიდან.

🧠 რატომ არის მნიშვნელოვანი:

• პრობლემის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე

• ორგანიზმის საერთო სურათის შეფასება ერთ კვლევაში

• ინდივიდუალური აღდგენის და ბალანსის პროგრამის შედგენა

• პროფილაქტიკა – სანამ სიმპტომები გამოვლინდება

💡 ვისთვის არის რეკომენდებული:

• ქრონიკული დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა

• ხშირი ინფექციები

• ჰორმონალური ან მეტაბოლური დარღვევები

• სტრესი და ნერვული გადატვირთვა

• ჯანმრთელობის საერთო მონიტორინგი

⚠️ მნიშვნელოვანია იცოდეთ: ჰუნტერის კვლევა არის დამატებითი საინფორმაციო მეთოდი, რომელიც ეხმარება ორგანიზმის მდგომარეობის უკეთ გააზრებაში და შეფასებაში.

🌿 იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დროულად!

👉 პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა.

👉 ფასი: 250 ლარი.
👉 Ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის
18 წლამდე 175 ლარი.
👉 Სოც. დაუცველი პირებისთვის 150ლარი.
👉 Სოც. დაუცველი პენსიონერებისთვის
150 ლარი.
(აუცილებელია თან გქონდეთ საბუთი)

✅ კონსულტაციის ფასი შედის კვლევაში✅

📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 314 121 #დიაგნოსტიკა #ჯანმრთელობა #ჰოლისტიკურიმედიცინა #პრევენცია #ენერგეტიკულიბალანსი #ბიორეზონანსი

18/04/2026

🟢 Ბიორეზონანსული კვლევა🟢

Ჩაწერა წინასწარ 📞 599 31 41 21

👉 🔬 ჰუნტერის აპარატით კვლევა – თანამედროვე დიაგნოსტიკის ალტერნატიული ხედვაა👇

👉 ჰუნტერის აპარატი (NLS – არახაზოვანი ანალიზის სისტემა) წარმოადგენს ინოვაციურ მეთოდს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა შევაფასოთ ენერგეტიკულ და ბიოფიზიკურ დონეზე.

📊 რას აჩვენებს კვლევა: • ორგანოებისა და სისტემების ფუნქციური მდგომარეობა
• ანთებითი და დეგენერაციული პროცესების შესაძლო ნიშნები
• ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის ტენდენცია
• ტოქსიკური დატვირთვა (პარაზიტები, მძიმე მეტალები და სხვ.)
• იმუნური სისტემის აქტივობა

⚙️ როგორ მუშაობს: ჰუნტერის სისტემა იყენებს სიხშირეებზე დაფუძნებულ ანალიზს – ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს აქვთ საკუთარი ვიბრაცია. აპარატი ამ ვიბრაციების შედარებით განსაზღვრავს, არის თუ არა გადახრა ნორმიდან.

🧠 რატომ არის მნიშვნელოვანი:
• პრობლემის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზე
• ორგანიზმის საერთო სურათის შეფასება ერთ კვლევაში
• ინდივიდუალური აღდგენის და ბალანსის პროგრამის შედგენა
• პროფილაქტიკა – სანამ სიმპტომები გამოვლინდება

💡 ვისთვის არის რეკომენდებული:
• ქრონიკული დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა
• ხშირი ინფექციები
• ჰორმონალური ან მეტაბოლური დარღვევები
• სტრესი და ნერვული გადატვირთვა
• ჯანმრთელობის საერთო მონიტორინგი

⚠️ მნიშვნელოვანია იცოდეთ: ჰუნტერის კვლევა არის დამატებითი საინფორმაციო მეთოდი, რომელიც ეხმარება ორგანიზმის მდგომარეობის უკეთ გააზრებაში.

🌿 იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დროულად!
პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობა.

📞 კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 314 121
#დიაგნოსტიკა #ჯანმრთელობა #ჰოლისტიკურიმედიცინა #პრევენცია #ენერგეტიკულიბალანსი #ბიორეზონანსი

18/04/2026

🟢 Ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო თემა!!! 🟢

👉 იმუნომოდულატორი vs იმუნოსტიმულატორი — რა განსხვავებაა მათ შორის?👇

👉 იმუნიტეტზე ზრუნვისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ👇

👉 ყველა „გამაძლიერებელი“ არ მუშაობს ერთნაირად.

👉 მთავარი განსხვავება არის — როგორ მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე.

🔹 იმუნოსტიმულატორი (Immunostimulant)
იმუნოსტიმულატორი აძლიერებს იმუნურ სისტემას — ანუ ზრდის მის აქტივობას.
👉 პრაქტიკაში ეს ნიშნავს:
✅ ლეიკოციტების აქტივობის გაზრდას
✅ ანტისხეულების სწრაფ გამომუშავებას
✅ ორგანიზმის უკეთ ბრძოლას ინფექციებთან

👉 გამოიყენება:
• ხშირი ინფექციების დროს
• სუსტი იმუნიტეტის შემთხვევაში
• ვირუსული დაავადებების პრევენციაში
⚠️ მნიშვნელოვანია:
ზედმეტმა სტიმულაციამ შეიძლება გამოიწვიოს:
👉 • აუტოიმუნური პროცესების გააქტიურება
👉 ანთების გაძლიერება

🔹 იმუნომოდულატორი (Immunomodulator)
იმუნომოდულატორი არეგულირებს იმუნიტეტს — ანუ აბალანსებს მის მუშაობას.
👉 რას ნიშნავს:
✔ თუ იმუნიტეტი სუსტია → აძლიერებს
✔ თუ ზედმეტად აქტიურია → ამცირებს
✔ ახდენს იმუნური პასუხის ნორმალიზებას

👉 გამოიყენება:
✅ აუტოიმუნური დაავადებების დროს
✅ ქრონიკული ანთებებისას
✅ ალერგიების დროს
✅ ონკოლოგიაში (ინდივიდუალური მიდგომით)

👉 უპირატესობა:
მოქმედებს „ჭკვიანურად“ — მიზანი არის ბალანსი და არა უბრალოდ გაძლიერე

🔑 მთავარი განსხვავება 👇 :

👉 იმუნოსტიმულატორი → აძლიერებს იმუნიტეტს
👉 იმუნომოდულატორი → არეგულირებს და აბალანსებს

💥 Ჩემი მოკრძალებული რჩევაა:
Ნუ Მიიღებთ უკონტროლოდ და კომპეტენტური პირის რჩევის გარეშე იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს რათა არ დაიზიანოთ ჯანმრთელობა💥

🟢 გისურვებთ ჯანმრთელობას🟢

#იმუნიტეტი #ჯანმრთელობა #ნუტრიციოლოგია #იმუნომოდულაცია

🧬 როგორ ყალიბდება სიმსივნე ადამიანის ორგანიზმში?👇 👉 სიმსივნე არ არის ერთდღიანი პროცესი — ის ყალიბდება ეტაპობრივად და ხში...
17/04/2026

🧬 როგორ ყალიბდება სიმსივნე ადამიანის ორგანიზმში?👇
👉 სიმსივნე არ არის ერთდღიანი პროცესი — ის ყალიბდება ეტაპობრივად და ხშირად წლების განმავლობაში, სანამ გამოვლინდება.
👉 ყველაფერი იწყება ერთი დაზიანებული უჯრედიდან, რომელიც ნელ-ნელა კარგავს კონტროლს და იწყებს ორგანიზმის წინააღმდეგ მუშაობას.
🔹 1. ინიციაცია — პირველი ცვლილება
ამ ეტაპზე უჯრედის დნმ ზიანდება (მუტაცია).
მიზეზი შეიძლება იყოს: ✔ ტოქსინები და ქიმიური ნივთიერებები
✔ ვირუსები
✔ რადიაცია
✔ ქრონიკული ანთებითი პროცესები
ორგანიზმი ხშირად ანადგურებს ასეთ უჯრედებს, მაგრამ თუ იმუნური სისტემა ვერ უმკლავდება — პროცესი გრძელდება.
🔹 2. პრომოცია — უჯრედების უკონტროლო ზრდა
დაზიანებული უჯრედი იწყებს აქტიურ გამრავლებას.
ყალიბდება მცირე კვანძი (ხშირად ჯერ კეთილთვისებიანი).
ამ ეტაპზე უკვე ზიანდება:
▪️ ადგილობრივი ქსოვილი
▪️ მეზობელი უჯრედების ნორმალური ფუნქცია
🔹 3. პროგრესია — სიმსივნის გაძლიერება
სიმსივნე ხდება აგრესიული და ავთვისებიანი.
იწყებს: ▪️ სწრაფ ზრდას
▪️ მეზობელი ქსოვილების დაზიანებას
▪️ სისხლძარღვების შექმნას (რომ უკეთ იკვებოს)
შედეგად ირღვევა ორგანოს მუშაობა.
🔹 4. მეტასტაზირება — გავრცელება ორგანიზმში
სიმსივნური უჯრედები ვრცელდება სისხლით და ლიმფით.
ჩნდება ახალი კერები სხვადასხვა ორგანოში.
ყველაზე ხშირად ზიანდება:
▪️ ძვლები
▪️ ღვიძლი
▪️ ფილტვები
▪️ ტვინი
📊 სიმსივნის სტადიები:
🔸 I — მცირე და ლოკალური
🔸 II — იზრდება, მაგრამ არ არის გავრცელებული
🔸 III — ლიმფურ კვანძებში გადადის
🔸 IV — მეტასტაზები (გავრცელებული ფორმა)
⚠️ რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული აღმოჩენა?
სიმსივნე ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება საწყის ეტაპზე.
დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის და კონტროლის შანსს.
🌿 რა შეგიძლიათ გააკეთოთ პრევენციისთვის?
✔ რეგულარული კვლევები
✔ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება
✔ ტოქსინების შემცირება
✔ იმუნიტეტის გაძლიერება
✔ ფიზიკური აქტივობა
💚 დასკვნა:
სიმსივნე არის დაავადება, რომელიც იწყება მცირე ცვლილებით, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა.
მთავარია — დროული ყურადღება და ორგანიზმის მხარდაჭერა.
📲 იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დღეს, რომ იყოთ ძლიერი ხვალ!
#ჯანმრთელობა #სიმსივნე #პრევენცია #იმუნიტეტი #ჰოლისტიკურიმედიცინა #ცხოვრებისწესი

Address

ქ. თბილისი . აკ. წერეთლის გამზირი 142. სამთო ქიმიის შენობა სართული მე-2 ოთახი 7
Tbilisi

Opening Hours

Monday 12:00 - 17:00
Tuesday 12:00 - 17:00
Wednesday 12:00 - 17:00
Thursday 12:00 - 17:00
Friday 12:00 - 17:00

Telephone

+995599314121

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Shen Ao "ჯანმრთელობის საიდუმლო"- საკვები დანამატები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Shen Ao "ჯანმრთელობის საიდუმლო"- საკვები დანამატები:

Share