05/10/2025
კოლეგებო, მოგესალმებით,
ჩვენი გუნდი მიზნად ისახავს პროფესიული და ინფორმაციული დახმარება გაუწიოს კოლეგებს, უზრუნველყოს მათშორის მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ფარმაცევტებს, ასოციაციის საშუალებით, გვეძლევა შესაძლებლობა გაერთიანებული ფორმატით წარვადგინოთ ჩვენი ხედვები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
როგორც მოგეხსენებათ 1-ლი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. ცვლილებასთან დაკავშირებით „საქართველოს ჰოსპიტალურ და კლინიკურ ფარმაცევტთა ასოციაცია”, 11 ოქტომბერს, 16:00-ზე, გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე. კოლეგები ასოციაციის ეგიდით, ერთად შევჯერდეთ იმ კითხვებზე და გამოწვევებზე, რომლებიც პრაქტიკაში, უშუალოდ მუშაობის პროცესში გვაქვს და წერილობით მივაწოდოთ სამინისტროს. აღნიშნული შეხვედრა, მოგვცემს შესაძლებლობას, გვქონდეს შეჯერებული ინფორმაცია, რომ ახალი პროცესი იყოს ჩვენი სფეროსთვის უფრო ცხადი. თან ვურთავ გუგლ მითის ლინკს, რომელიც აქტიური იქნება 11-ში,16:00-ზე:
https://meet.google.com/qdy-juuv-wgc
საკითხები:
1. ასოციაციის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გაზიარება და სარგებელი
2. სპეცკონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოკლე ბრუნვის წესი, და რა სიახლეები იქნება ახალი რეგულაციით
3. დისკუსია გაზიარებულ სიხალეებთან დაკავშირებით
4. შეჯამება და კითხვების იდენტიფიცირება
5. ასოციაციის ეგიდით აღნიშნული კითხვები გაზიარდება სამინისტროსთან და პასუხებითაც მოგიბრუნდებით.
პ.ს. გთხოვთ ჩატში მოიწეროთ, ან პირადში გაგვიზიაროთ, რომელი კლინიკიდან ესწრებით, სახელი გვარი და პოზიცია. ( ეს უნდა მოვინიშნოთ)