26/07/2026
შურისძიება რთული ეგზისტენციალური და ენერგეტიკული ფენომენია, ვიდრე უბრალოდ „ბრაზის ამოფრქვევა“.
როდესაც ადამიანი ტრავმირებულია, კონტაქტის ციკლი სრულიად ირღვევა.
შურისძიება, ნეკროფილური (მკვდარი) ენერგიაა, რადგან ცოცხალი, აწმყოში არსებული კონტაქტი შეუძლებელია, შურისძიება ცდილობს აღადგინოს ეს ციკლი გასულ დროში (წარსულში). ეს არის მცდელობა, შეიცვალოს ის, რაც უკვე მოხდა, რაც ენერგეტიკულად შეუძლებელია.
შურისძიება, არ არის ფიქსირებული სტრუქტურა, ის არის პროცესი.
შურისძიების მდგომარეობაში ტკივილი და შეურაცხყოფა ქმნის აუტანელ სომატურ და ემოციურ აფექტს.
პიროვნულობის დეგრადაციას. პიროვნული იდენტობა იკუმშება და დადის ერთ ფორმულამდე: „მე ვარ ის, ვისაც ავნეს“ ან „მე ვარ ის, ვინც პასუხი უნდა აგებინოს“.
ადამიანი კარგავს არჩევანს, Ego-ს აღარ შეუძლია ახალი არჩევანის გაკეთება (აქ-და-ახლა ცხოვრება), ის მთლიანად ემორჩილება ავტომატურ, აკვიატებულ იმპულსს. ადამიანი კარგავს სპონტანურობას და ხდება საკუთარი შურისძიების ტყვე.
შურისძიება არ არის მხოლოდ ერთი ნევროტული მექანიზმი — ეს არის რამდენიმე პრექონტაქტული ბლოკის რთული კვანძი.სიღრმისეული ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანი გეგმავს შურისძიებას არა იმიტომ, რომ სხვისი ტკივილი სურს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ტკივილის პირისპირ მარტო დარჩენის ეშინია. შურისძიება არის ფარი საკუთარი უსუსურობის, გლოვისა და დანაკარგის გაცნობიერების წინააღმდეგ.
ეგზისტენციალურ პარადოქსს წარმოადგენს, ის, რომ შურისძიება არის საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აცილება-
სანამ ჩემი ცენტრალური ფიგურა შურისძიებაა, ჩემი ცხოვრების შინაარსს განსაზღვრავს სხვა (ის, ვინც მაწყენინა).
მე საკუთარ ავტონომიასა და თავისუფლებას ვუთმობ სხვას. ჩემი მომავალი ხდება წარსულის რეპლიკაცია.
შურისძიება არის ილუზია, რომ სხვისი დასჯით ჩემი ტრავმა გაქრება. თუმცა სხვისი ფიგურის დანგრევით შენი საკუთარი ღია ჭრილობა ვერ დაიხურება.
როდესაც ბრაზის პირველი ტალღა გადაივლის, მის ქვეშ ყოველთვის აღმოჩნდება პირველადი ემოცია — უსუსურობა, ტკივილი, დანაკარგი, შიში. ამ ეტაპზე ხდება გლოვა (Grief work). ადამიანი აღიარებს: „ეს მართლაც მოხდა. ეს იყო უსამართლო. მე ეს მატკინეს და მე ვერ შევძლებ წარსულის შეცვლას.“
როდესაც ტკივილი განცდილი და ინტეგრირებულია, შურისძიების საჭიროება ქრება. ის ენერგია, რომელიც იხარჯებოდა წარსულზე და აკვიატებულ ფანტაზიებზე, უბრუნდება საკუთარ პიროვნებას. ადამიანი ხელახლა იძენს არჩევანის თავისუფლებას — როგორ იცხოვროს თავისი ცხოვრებით აქ და ახლა.