GAIM - Georgian Academy of Internal Medicine

GAIM - Georgian Academy of Internal Medicine Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from GAIM - Georgian Academy of Internal Medicine, Medical and health, Tbilisi.

GAIM — პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს შინაგანი მედიცინისა და მისი ქვეგანხრების რეზიდენტების მხარდაჭერას მტკიცებულებაზე დაფუძნებული განათლების გაძლიერებით, რეზიდენტების ტრენინგის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებით.

🌻 ლეიკემიის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას. 🩸🩸 ლეიკემია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების კლონური ავთვის...
08/09/2026

🌻 ლეიკემიის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას. 🩸

🩸 ლეიკემია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების კლონური ავთვისებიანი დაავადებაა. იგი კლასიფიცირდება უჯრედული ხაზის (მიელოიდური vs ლიმფოიდური) და მიმდინარეობის ტემპის (მწვავე vs ქრონიკული) მიხედვით.

🔬 საწყისი დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის საერთო ანალიზს და პერიფერიული სისხლის ნაცხს, და ძვლის ტვინის შეფასებას მორფოლოგიით, ნაკადური ციტომეტრიით, ციტოგენეტიკითა და მოლეკულური კვლევებით.

🩺 კლინიკა
სიმპტომებია დაღლილობა, ცხელება, წონის კლება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა და ინფექციები, რომლებიც ძვლის ტვინის უკმარისობასა და ორგანოების ინფილტრაციას ასახავს.

🔎 განმასხვავებელი ნიშნები
• 🧬 AML: ლეიკოსტაზი, ღრძილების ჰიპერპლაზია და DIC, განსაკუთრებით APL-ის დროს.
• 🧠 ALL: ექსტრამედულური დაავადება — ცნს, სათესლე ჯირკვლები; T-ALL-ის დროს — მედიასტინური წარმონაქმნი.
• 🩸 CML: გამოხატული ლეიკოციტოზი და სპლენომეგალია, თრომბოციტოზთან ერთად.
• 🔬 CLL: ხშირად შემთხვევითი აღმოჩენაა ლიმფოციტოზის სახით.

🚨 გადაუდებელი მდგომარეობა
⚠️ მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია (APL) გადაუდებელი მდგომარეობაა. ATRA უნდა დაიწყოს ეჭვისთანავე, ლაბორატორიული დადასტურების მოლოდინის გარეშე.

🔬 საბოლოო დიაგნოზი და კლასიფიკაცია (ჯანმო/ICC) ეყრდნობა ძვლის ტვინის კვლევას:
• მორფოლოგიასა და ბლასტების შეფასებას;
• ნაკადური ციტომეტრიით იმუნოფენოტიპირებას;
• ციტოგენეტიკას (კარიოტიპი), FISH-ს;
• მოლეკულურ კვლევასა და NGS-ს — რისკის სტრატიფიკაციისა და MRD-ის შეფასებისთვის.

💊 მკურნალობა ქვეტიპ- და ბიომარკერ-დამოკიდებულია: მერყეობს დაკვირვებიდან (ადრეული CLL) უწყვეტ ტიროზინკინაზას ინჰიბიციამდე (CML) და ინტენსიურ თერაპიამდე, სამიზნე პრეპარატებისა და იმუნოთერაპიის გამოყენებით; შერჩეულ შემთხვევებში განიხილება ალოგენური ტრანსპლანტაცია.

🩺 ნეიტროპენიული ცხელება მოითხოვს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების დაუყოვნებლივ დაწყებას. სიმსივნის ლიზისის სინდრომი საჭიროებს პროფილაქტიკასა და მონიტორინგს. B ჰეპატიტზე სკრინინგი მნიშვნელოვანია B-უჯრედზე მიმართული თერაპიის დაწყებამდე.

🌻 სრული ინფორმაციის სანახავად გახდი GAIM-ის წევრი

21-ე მოხსენების შეჯამება: 🥼მომხსენებელი: ცისია ბაწაშვილი, MD, შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ბოსტონი, (ა.შ.შ).👤პაციენტი: ...
06/09/2026

21-ე მოხსენების შეჯამება:

🥼მომხსენებელი: ცისია ბაწაშვილი, MD, შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ბოსტონი, (ა.შ.შ).
👤პაციენტი: 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით.
💊 💉 საბოლოო დიაგნოზი: რბილი ქსოვილის მანეკროზირებელი ინფექციით გამოწვეული სეფსისი.

ინტერაქციული მოხსენებისას განვიხილეთ ფართო დიფერენციალური დიაგნოზი.
დიდაქტიკურ ნაწილში დეტალურად იყო წარმოდგენილი სეფსისის წარმატებული მართვის სპეციფიკურობა და სტანდარტიზებული მიდგომის კლინიკურ პრაქტიკაში გადატანა.

🎓 აკადემიურ მასალასა და შეხვედრის ჩანაწერის სურვილის შემთხვევაში, გახდით ჩვენი გუნდის GAIM-ის წევრი.
გაწევრიანება უფასოა!

🔈🔈 შაბათს ჩვენი პაციენტი იქნება 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით. 💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრ...
02/09/2026

🔈🔈 შაბათს ჩვენი პაციენტი იქნება 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით.

💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრაფაში რა იქნება თქვენი დიფერენციალური დიაგნოზები.

თუ გსურთ განხილვაში მონაწილეობა, შემოგვიერთდით. რეგისტრაციის ბმული კომენტარებში! 👇

#დიაგნოზი #დიფერენციალურიდიაგნოზი #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი #უმცროსიექიმი #შეშუპება

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის 21-ე დღის მოხსენებაზე, შაბათს, 5 სექტემბერს,  21:00-ზე (თბილისის დროით)🩺 ჩვენი პაციენტი არის 71 წლის...
31/08/2026

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის 21-ე დღის მოხსენებაზე, შაბათს, 5 სექტემბერს, 21:00-ზე (თბილისის დროით)

🩺 ჩვენი პაციენტი არის 71 წლის მამაკაცი სახის სწრაფად პროგრესირებადი შეშუპებით.
🥼მომხსენებელი ცისია ბაწაშვილი, MD, შინაგანი მედიცინის რეზიდენტი, ბოსტონი (ა.შ.შ).

‼️ დარეგისტრირდი, გახდი GAIM-ის წევრი და მიიღე მონაწილეობა განხილვაში.
🧑‍⚕️👩‍⚕️ წევრობა უფასოა!

წევრებს გექნებათ წვდომა ჩანაწერებსა და სხვა აკადემიურ მასალაზე 💻📄
👇 სარეგისტრაციო ფორმა კომენტარებში

‼️გაფრთხილება:
GAIM-ის მიერ წარდგენილი ყველა კლინიკური შემთხვევა წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილ მასალას. შემთხვევები არის ანონიმიზირებული და/ან მოდიფიცირებული, რათა დაცული იყოს პაციენტის კონფიდენციალურობა. პაციენტის რეალური იდენტიფიკატორები ან დეტალები არ გამოიყენება.
ნებისმიერი მსგავსება რეალურ პირთან არის შემთხვევითი. #რეზიდენტურა #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი

მე-20 მოხსენების შეჯამება: 🥼მომხსენებელი: დავით თაბაგარი, MD, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, მისური აშშ.👤პაციენტი: 71 წ...
28/08/2026

მე-20 მოხსენების შეჯამება:

🥼მომხსენებელი: დავით თაბაგარი, MD, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, მისური აშშ.
👤პაციენტი: 71 წლის მამაკაცი გონების დაბინდვით
💊 💉 საბოლოო დიაგნოზი: ცეფეპიმით გამოწვეული მწვავე ენცეფალოპათია.

პაციენტს ჰოსპიტალიზაციის პერიოდში განუვითარდა გონების მწვავე დაქვეითება. მოხსენების მსვლელობისას განვიხილეთ მსგავსი ჩვენების ხშირი ნოზოლოგიები და მართვა.
აღსანიშნავი იყო პაციენტის ანამნეზის შეკრების სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობის მნიშვნელობა დიაგნოზის სათანადოდ დასასმელად.

გიზიარებთ შეცვლილი მენტალური სტატუსის შეფასების ალგორითმს.

🎓 აკადემიურ მასალასა და შეხვედრის ჩანაწერის სურვილის შემთხვევაში, გახდით ჩვენი გუნდის GAIM-ის წევრი.
გაწევრიანება უფასოა!

რეგისტრაციის ლინკი იხილეთ კომენტარებში 👇🏻

შემოგვიერთდით!

🔈🔈 შაბათს ჩვენი პაციენტი იქნება 71 წლის მამაკაცი გონების დაბინდვით.💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრაფაში რა იქნება თქვენი...
19/08/2026

🔈🔈 შაბათს ჩვენი პაციენტი იქნება 71 წლის მამაკაცი გონების დაბინდვით.

💭 🤔 დააფიქსირეთ კომენტარების გრაფაში რა იქნება თქვენი დიფერენციალური დიაგნოზები.

თუ გსურთ განხილვაში მონაწილეობა, შემოგვიერთდით. რეგისტრაციის ბმული კომენტარებში! 👇

#დიაგნოზი #დიფერენციალურიდიაგნოზი #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი #უმცროსიექიმი #გონებისდაბინდვა

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის მე-20 დღის მოხსენებაზე, შაბათს, 22 აგვისტოს,  21:00-ზე (თბილისის დროით)🩺 ჩვენი პაციენტი არის 71 წლის...
16/08/2026

🌻 📢 გიწვევთ GAIM-ის მე-20 დღის მოხსენებაზე, შაბათს, 22 აგვისტოს, 21:00-ზე (თბილისის დროით)

🩺 ჩვენი პაციენტი არის 71 წლის მამაკაცი გონების დაბინდვით.
🥼მომხსენებელი დავით თაბაგარი, MD, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, მისური (ა.შ.შ).

‼️ დარეგისტრირდი, გახდი GAIM-ის წევრი და მიიღე მონაწილეობა განხილვაში.
🧑‍⚕️👩‍⚕️ წევრობა უფასოა!

წევრებს გექნებათ წვდომა ჩანაწერებსა და სხვა აკადემიურ მასალაზე 💻📄
👇 სარეგისტრაციო ფორმა კომენტარებში

‼️გაფრთხილება:
GAIM-ის მიერ წარდგენილი ყველა კლინიკური შემთხვევა წარმოადგენს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის განკუთვნილ მასალას. შემთხვევები არის ანონიმიზირებული და/ან მოდიფიცირებული, რათა დაცული იყოს პაციენტის კონფიდენციალურობა. პაციენტის რეალური იდენტიფიკატორები ან დეტალები არ გამოიყენება.
ნებისმიერი მსგავსება რეალურ პირთან არის შემთხვევითი. #რეზიდენტურა #შინაგანიმედიცინა #რეზიდენტი

🌻❤️ მოგვილოცეთ, GAIM იუბილარია! 🎂 ერთი წლის წინ, მარტში, დაიბადა იდეა — ქართველი მედიცინის წარმომადგენლებისთვის ხელის შე...
15/08/2026

🌻❤️ მოგვილოცეთ, GAIM იუბილარია! 🎂

ერთი წლის წინ, მარტში, დაიბადა იდეა — ქართველი მედიცინის წარმომადგენლებისთვის ხელის შეწყობის, ცოდნის გაზიარებისა და სანდო/ძლიერი პროფესიული საზოგადოების ჩამოყალიბების.

შემოვიკრიბეთ თანამოაზრეები და შეიქმნა დამფუძნებელი ბორდი. დიდი შრომის, საპილოტე ვერსიების, უამრავი მცდელობისა და „trial and error“-ის შემდეგ, ავაწყეთ ჩვენი პირველი პროექტი — დღის მოხსენებები.

აგვისტოში კი GAIM ოფიციალურად დავარეგისტრირეთ, როგორც ორგანიზაცია, ხოლო 29 ნოემბერს ჩავატარეთ ჩვენი პირველი დღის მოხსენება.

მას შემდეგ ვაგრძელებთ ზრდას — თქვენი აქტიური და დაუღალავი შრომის შედეგად. დავამატეთ ახალი პროექტი — „Evidence Briefs“, და ვგეგმავთ კიდევ მეტ ახალ პროექტს.

განსაკუთრებით მადლიერები ვართ თქვენი ერთგულების მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი მოხალისეობრივია და ამ შრომის ნაყოფის მიღებას წლები დასჭირდება.

თქვენ მიერ გაღებული დრო, ენერგია და ცოდნა ჩვენთვის უძვირფასესია.

გილოცავთ, GAIM-ის გუნდს!

შემოგვიერთდით! 🥂🥂🍾

15/08/2026

🥳🥳🥳🌻
1 წლის ოფიციალურად დაფუძნდა GAIM - შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია! Valiko Begiashvili Nanuli Gvazava Megi Kiria Nino Kvirtia შოთა კუპრავა Shalva Nadirashvili Tamar Zhamurashvili

🌻GAIM  Evidence Brief 2🧠 ენდოვასკულური თრომბექტომია დიდი იშემიური ბირთვის მქონე ინსულტისას — 24-საათიანი ფანჯრის მონაცემ...
10/08/2026

🌻GAIM Evidence Brief 2
🧠 ენდოვასკულური თრომბექტომია დიდი იშემიური ბირთვის მქონე ინსულტისას — 24-საათიანი ფანჯრის მონაცემები

წლების განმავლობაში, დიდი ზომის იშემიური ბირთვის არსებობა, არასათანადო რეკანალიზაციისა და ჰემორაგიული ტრანსფორმაციის შესაძლო მაღალი რისკის გამო, ენდოვასკულური თრომბექტომიის (EVT) ჩატარების უკუჩვენებად განიხილებოდა.

ახალი მონაცემები ამ მიდგომას ცვლის.

სისტემურმა მიმოხილვამ და ინდივიდუალური პაციენტის მონაცემთა მეტა-ანალიზმა, რადიოლოგიური მონაცემების ცენტრალური გადაფასებით, შეისწავლა სიმპტომების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მყოფი პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ ASPECTS ≤5 ან სავარაუდო იშემიური ბირთვის მოცულობა ≥50 მლ.

გაანალიზდა 6 კვლევა, ჯამში 1,886 პაციენტი:
• 944 — EVT ჯგუფში
• 942 — მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის ჯგუფში

📊 ძირითადი შედეგები

▪️ უკეთესი ფუნქციური გამოსავალი EVT ჯგუფში
mRS 4 vs 5
aGenOR 1.63; p

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GAIM - Georgian Academy of Internal Medicine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to GAIM - Georgian Academy of Internal Medicine:

Shortcuts

Share