Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო

Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო, Tbilisi.

კრონი და წყლულოვანი კოლიტი განაჩენი არ არის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ერთად გავუმკლავდებით!
ასოციაციის მიზანია კრონის და წყ. კოლიტის დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მხარდაჭერა. ამ დაავადებების მიმართ ცნობადობის ამაღლება.

📣 GSPEN-ის (საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვებისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია) ორგანიზებით გაიმართება ვებინარი, ...
16/08/2026

📣 GSPEN-ის (საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვებისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია) ორგანიზებით გაიმართება ვებინარი, რომელიც მიეძღვნება ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) დროს კვების მართვას ზრდასრულ პაციენტებში. 🥗

ვებინარზე დეტალურად განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

🔹დიეტა დაავადების რემისიის პერიოდში - სტაბილურობის შენარჩუნება და კლინიკური რეკომენდაციები;
🔹სიმპტომების მართვა კვებით - პრაქტიკული გზები ყოველდღიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის;
🔹დიეტური მიდგომები აქტიური დაავადების დროს;
🔹კვებითი მხარდაჭერა და კვების შესაძლო გზები ქირურგიული ოპერაციის გარშემო პერიოდში.

❕შეხვედრაზე ხაზი გაესმება დაავადების ნებისმიერ ეტაპზე საკვებიდან ენერგიისა და ნუტრიენტების ადეკვატური მიღების კრიტიკულ მნიშვნელობას.

❗️ასევე, დეტალურად შევეხებით ზედმეტად ამკრძალველი (შეზღუდული) დიეტების უარყოფით გავლენასა და თანმდევ რისკებს ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე ზრდასრული ადამიანებისთვის.

👇🏻ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირებას შეძლებთ ბმულით

https://forms.gle/XgNTtxXZjSFc8Ngu8

და მითითებულ მეილზე მოგივათ შეხვედრის ლინკი. 💌

შეხვედრამდე 💜

⏰26 აგვისტოს, 20:00 საათზე

უპირველესი კითხვა, რაც ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს გვიჩნდება დაავადების სხვად...
21/06/2026

უპირველესი კითხვა, რაც ნაწლავის ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებს და მათი ოჯახის წევრებს გვიჩნდება დაავადების სხვადასხვა მიმდინარეობისას, არის - როგორ უნდა ვიკვებოთ?!🥗
უამრავი მითი თუ რეალობა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, პაციენტთა განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, კლინიკა ,,მრჩეველმა” კიდევ ერთი შეხვედრა მოაწყო✨
რომელსაც დარგის სპეციალისტები, პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

სემინარის მომხსენებლები იყვნენ ნუტრიციოლოგი - სალომე გოგლიძე და პედიატრი - ნინო ზივზივაძე.👩🏻‍⚕️🩺

მადლობა ექიმებს და კლინიკა ,,მრჩეველს" ამ გამორჩეულად საინტერესო შეხვედრისთვის.💜

თქვენ კი აქტიურად ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს, რომ არ გამოგრჩეთ მსგავსი აქტივობები💫

19/06/2026

გიზიარებთ ხვალინდელი შეხვედრის ახალ დროს:

📅 თარიღი: 20 ივნისი

⏰ დრო: 12:00 სთ

📍 მისამართი: კლინიკა „მრჩეველი“, დიღომი, ესმა ონიანის N10

გელით

🌍მსოფლიო IBD პაციენტთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IFCCA) 2026 წლის გენერალურ ანსამბლეაში წელს პირველად მიიღ...
11/06/2026

🌍მსოფლიო IBD პაციენტთა ასოციაციების საერთაშორისო გაერთიანების (IFCCA) 2026 წლის გენერალურ ანსამბლეაში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს კრონისა და წყლულოვანი კოლიტის პაციენტთა ასოციაციამ.🇬🇪

მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ჩვენი ასოციაციის, ისე საქართველოს IBD საზოგადოების განვითარებისთვის. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან კრონისა და წყლულოვანი კოლიტის დაავადებით მცხოვრები ადამიანები საქართველოში.✊🏻

მადლობას ვუხდით IFCCA-ს მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.💜
ჩვენთვის პატივია ვიყოთ საერთაშორისო IBD საზოგადოების ნაწილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებთან ერთად ვიმუშაოთ საერთო მიზნის მისაღწევად-IBD-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების, პაციენტთა მხარდაჭერისა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით.🫂💫

🌍IFCCA (the International Federation of Crohn’s and Ulcerative Colitis Associations) held its 2026 General Assembly, in which the Georgian Association of Patients with Crohn’s Disease and Ulcerative Colitis participated for the first time.🇬🇪

Participation in events of this kind marks an important milestone not only for our Association but also for the development of the IBD community in Georgia. The exchange of international experience and professional collaboration provide us with valuable opportunities to respond more effectively to the challenges faced by people living with Crohn’s disease and ulcerative colitis in our country.✊🏻

We would like to express our sincere gratitude to IFCCA for its support and for sharing its experience.💜
It is a great honour for us to be part of the international IBD community and to work alongside patient organizations from around the world towards a common goal - raising awareness of IBD, strengthening support for patients, and advocating for the protection of their rights.🫂💫

🩺 იცხოვრო IBD-ით, ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას, მაგრამ სწორი ინფორმაციით, თანამედროვე მკურნლობით და საზოგადოების მხარდაჭერ...
27/05/2026

🩺 იცხოვრო IBD-ით, ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას, მაგრამ სწორი ინფორმაციით, თანამედროვე მკურნლობით და საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენი გზა აღარ არის ისეთი რთული, როგორც ადრე.

🎥 ჯანმრთელობის დღიურების ახალ ეპიზოდში დეტალურად არის განხილული ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მართვის გზები.
აქ იპოვით პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გვაწუხებს.

„ჯანსაღი დიალოგის“ ამ ეპიზოდში ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვმოგზაურობთ – სამყაროში, სადაც ყველაფერი მშ....

📰 ამერიკაში მოღვაწე ქართველი გასტროენტეროლოგი - ლაშა გოგოხია საუბრობს ნაწლავის ანთებითი დაავადებების სამკურნალო თანამედრ...
22/05/2026

📰 ამერიკაში მოღვაწე ქართველი გასტროენტეროლოგი - ლაშა გოგოხია საუბრობს ნაწლავის ანთებითი დაავადებების სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების მნიშვნელობაზე და მათი ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.

IBD ქირურგიაზე, დაავადების მულტიდისციპლინური მართვის მნიშვნელობაზე და საქართველოში IBD სპეციალიზებული ცენტრის არსებობის საჭიროებაზე.

🧑🏻‍⚕️აღსანიშნავია, რომ ლაშა ექიმი ერთ-ერთი პირველია, ვინც ჩვენს ასოციაციას დაარსების დღიდან აქტიურად უდგას გვერდში და გვიზიარებს თანამედროვე მკურნალობის გამოცდილებებს.💜

მადლობა საჯაროდაც ლაშა ექიმო მხარდაჭერისთვის🫂
Lashá Gogokhía

მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო დიაგნოსტიკური საშუალებები საქართველოში უმეტესწილად ხელმისაწვდომია, ამერიკული ...

🌏ქართველი პაციენტები პირველად ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიას შევუ...
20/05/2026

🌏ქართველი პაციენტები პირველად ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიას შევუერთდით, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ასოციაციის წარდგენა გაიმართა კლინიკა “მრჩეველში”.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ასოციაციის განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე. ✨

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური კვლევების ხელმისაწვდომობას საქართველოში.

გვჯერა, რომ მხოლოდ პაციენტების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს ერთიანი და აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი ნაწლავის ანთებითი დაავადებების ეფექტური მართვა.

მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ სივრცის დათმობისა და აქტიური თანადგომისთვის.💜

ასოციაცია სამომავლოდ არაერთ აქტივობას გეგმავს კრონისა და წყლულოვანი კოლიტის დაავადებების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.✊🏻

🌏Georgian patients joined the global awareness campaign dedicated to World Inflammatory Bowel Disease (IBD) Day for the first time. As part of the campaign, our association was presented at the “Mrcheveli” Clinic.

During the meeting, we shared the journey of our association from its establishment to the present day with the attending audience. ✨

Special attention was given to the accessibility of medications and diagnostic services in Georgia.

We believe that effective management of inflammatory bowel diseases is only possible through the unified and active involvement of patients, healthcare professionals, and the Ministry of Health.

We would like to thank our invited guests for their support.
Special thanks to Medical Center “Mrcheveli” for providing the venue and for their active support and solidarity.💜

The association plans to carry out many more activities in the future aimed at raising public awareness about Crohn’s disease and ulcerative colitis.✊🏻

IFCCA – International Federation of Crohn’s and Ulcerative Colitis Associations

მადლობა სოლიდარობისთვის და ზრუნვისთვის🩷💜🧑🏻‍⚕️თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ ასოციაციის დაარსების დღიდან🫂IBD პაციენტების იმე...
20/05/2026

მადლობა სოლიდარობისთვის და ზრუნვისთვის🩷💜🧑🏻‍⚕️

თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ ასოციაციის დაარსების დღიდან🫂

IBD პაციენტების იმედი ხართ✨

🫂💜
20/05/2026

🫂💜

✊🏻💜
20/05/2026

✊🏻💜

19 მაისი ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მსოფლიო დღეა

წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება განსხვავებულად ვითარდება, მათი სიმპტომები კი პერიოდულად იცვლება, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია

🔗 თუ გსურს სამედიცინო ექსპერტული მოსაზრების მოსმენა, შეავსე ფორმა | medveritasglobal.com/ka/contact

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share