Cognita თამბაქოზე/ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევის პროგრამა
(1)

Cognita იყენებს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, ხოლო მძიმე დამოკიდებულების შემთხვევებში ასევე ფარმაკოთერაპიას.

27/06/2026

🚭 Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა დიდმა კოჰორტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებმაც ტრადიციული სიგარეტის მოხმარება შეწყვიტეს, მაგრამ შემდეგ ე-სიგარეტის ყოველდღიური გამოყენება დაიწყეს, ფილტვის კიბოსა და ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილის რისკი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათში, ვინც მოწევა სრულად შეწყვიტა და ე-სიგარეტიც არ გამოიყენა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს საბოლოოდ არ ამტკიცებს, მაგრამ სერიოზული სიფრთხილის სიგნალზე მიუთითებს.

მთავარი გზავნილი ასეთია: სიგარეტის შეწყვეტა ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ე-სიგარეტზე ხანგრძლივად გადასვლა ავტომატურად უსაფრთხო არჩევანი არ არის.

🇬🇪 საქართველოსთვისაც ეს აქტუალური თემაა, რადგან ახალი ნიკოტინის პროდუქტები უფრო თვალსაჩინო ხდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

გაეცანით კვლევის შინაარსს სრულად 👉 https://gowell.ge/ecigarettesnature/

04/06/2026

“ 1 ღერის მოწევის დროს რა ხდება ტვინში?”

29/05/2026

🟣 რასაც მავნე ჩვევას ვეძახით, სინამდვილეში ბევრად კომპლექსური და მრავალშრიანია

🟣 სტუმრად სანდრო კაკულიასთან gabedepodcast  ვსაუბრობთ ნიკოტინური დამოკიდებულების ანატომიაზე, სიგარეტსა და ვეიპზე. ასევე ...
29/05/2026

🟣 სტუმრად სანდრო კაკულიასთან gabedepodcast ვსაუბრობთ ნიკოტინური დამოკიდებულების ანატომიაზე, სიგარეტსა და ვეიპზე. ასევე ბევრ საინტერესო ნიუანსზე.

#გაბედე

გაფრთხილება🚩•⁠ ⁠კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს ზოგისთვის არასასიამო...

27/05/2026
„მე არ ვარ დამოკიდებული, უბრალოდ ჩვევაში მაქვს სიგარეტის მოწევა“, — მსგავს განმარტებას ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევი...
15/05/2026

„მე არ ვარ დამოკიდებული, უბრალოდ ჩვევაში მაქვს სიგარეტის მოწევა“, — მსგავს განმარტებას ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევის პროგრამის გავლის მსურველისგან ხშირად მოისმენთ.

მოწევა ყავასთან, მოწევა შესვენებისას, მოწევა ჭამის შემდეგ, მოწევა მეგობრებთან შეხვედრისას, ალკოჰოლთან ერთად, საჭესთან და ა. შ.

სინამდვილეში, ის, რაც ერთი შეხედვით უწყინარ რუტინას ჰგავს, რთული ნეირობიოლოგიური ადიქციაა, რომელიც ჩვენი ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემას მართავს.

კვლევები ადასტურებს: მოწევა არა მხოლოდ ჩვევითი ავტომატიზმი, არამედ ტვინის ქრონიკული მდგომარეობაა, სადაც ნიკოტინი ბედნიერების ჰორმონების ბუნებრივ გამოყოფას ანაცვლებს.

საბედნიეროდ, სწორი სტრატეგიითა და თერაპიით, ტვინს სასიკეთო ტრანსფორმაციისა და სტაბილურობის აღდგენის საოცარი უნარიც აქვს.

გაიგეთ მეტი ჩვევასა და ადიქციას შორის სხვაობაზე და აღმოაჩინეთ გზა თავისუფლებისკენ.

🔗 ვრცლად წაიკითხეთ ნინო ბოლქვაძის, „კოგნიტას“ დამფუძნებლისა და ადიქტოლოგის OP-ED-ში. ბმული იხილეთ პირველ კომენტარში.

☑️30 მაისს შემოგვიერთდით ჯგუფურ ონლაინ თერაპიაზე თამბაქოს/ნიკოტინის მოხმარების შესაწყვეტად მარტივად და სამუდამოდ.✅მოწევი...
11/05/2026

☑️30 მაისს შემოგვიერთდით ჯგუფურ ონლაინ თერაპიაზე თამბაქოს/ნიკოტინის მოხმარების შესაწყვეტად მარტივად და სამუდამოდ.

✅მოწევის შეწყვეტით გაიუმჯობესებთ:
- გუნებაგანწყობას
- კანის ხარისხს
- კუნთების ტონუსს
- მედეგობას სტრესის მიმართ
- ფიზიკურ სიძლიერეს
- ყურადღების კონცენტრაციის უნარს
- მიზანდასახულობას, თავდაჯერებულობას
- ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას
- სხეულში ყველა უჯრედის თუ ორგანოს ჟანგბადით უკეთ მომარაგებას

💸მომსახურების საფასური შეადგენს 750 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.
👩‍💻🧑‍💻პროგრამა მიმდინარეობს ონლაინ და მისი ხანგრძლივობაა 6 კვირა.
⏳თერაპიული, ონლაინ შეხვედრები ტარდება კვირაში ერთხელ,
შაბათს – 11:00 საათიდან 14:30 საათადე, შესვენების ჩათვლით.
📍ჩვენი მთავარი წესი - ეწევით კურსის თითქმის ბოლო თერაპიულ შეხვედრამდე და იღებთ ჩვენს მხარდაჭერას მოწევის შეწყვეტიდან მომდევნო 3-6 თვის განმავლობაში არამწეველობის შენარჩუნებისთვის (საჭიროების მიხედვით).
💊ნიკოტინზე საშუალო და მძიმე დამოკიდებულების შემთხვევაში, ჯგუფურ თერაპიასთან ერთად გამოიყენება ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია ან მედიკამენტოზური თერაპია, რაც შეამსუბუქებს აღკვეთის სინდრომს (ნიკოტინის შემცველი პრეპარატის თუ მედიკამენტის ღირებულება არ შედის პროგრამის ღირებულებაში).
🏆 5 ნაბიჯის პროგრამა ითვალისწინებს ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ სტანდარტს.
👩‍🦰👩‍🦱პროგრამის წამყვანები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები, ყოფილი მწეველები - ფსიქოლოგი და ადიქტოლოგი. მათ კარგად იციან რას ნიშნავს იყო მწეველი, ასევე კარგად იციან თუ როგორ შეინარჩუნო არამწეველობა მარტივად.
🟡პროგრამის გავლამდე მოგვწერეთ და ჩაეწერეთ პირველად კონსულტაციაზე. კონსულტაციის საფასური შეადგენს 70 ლარს. იმ შემთხვევაში თუ პირველადი კონსულტაციის შემდგომ ჩაერთვებით თამბაქოზე დანებების პროგრამაში, გადახდილი თანხა ჩაგეთვლებათ პროგრამაში მონაწილეობის საფასურში.

🎙️ "ჯანსაღი დიალოგის" ახალ ეპიზოდში განხილულია თამბაქოს კონტროლი და მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე 💡 ეპიზოდის ...
18/03/2026

🎙️ "ჯანსაღი დიალოგის" ახალ ეპიზოდში განხილულია თამბაქოს კონტროლი და მისი გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე

💡 ეპიზოდის ბოლოს კი კოგნიტას დირექტორთან, ფსიქოლოგთან - ნინო ბექაიასთან საუბარია პრაქტიკულ გზებზე, თუ როგორ შეიძლება მოწევისთვის თავის დანებება, რა გამოწვევებს აწყდებიან ადამიანები ამ პროცესში და რატომ არის პროფესიონალური მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტი.

გამოგვყევით სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე 👇https://www.facebook.com/gowell.gehttps://www.instagram.com/stafilo_health_diaries/https://www.facebook.com/Geo...

📍შეხსენება
31/01/2026

📍შეხსენება

🎉გილოცავთ ახალ 2026 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას თქვენ გულებში და გარშემო.დასახული მიზნების სისრულეში მოყვანა...
31/12/2025

🎉გილოცავთ ახალ 2026 წელს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას თქვენ გულებში და გარშემო.
დასახული მიზნების სისრულეში მოყვანას და ჯანსაღ გადაწყვეტილებებს :)

სიყვარულით,

კოგნიტა 💙

Endereço

Poti, CE

Horário de Funcionamento

Segunda-feira 09:00 - 20:00
Terça-feira 09:00 - 20:00
Quarta-feira 09:00 - 20:00
Quinta-feira 09:00 - 20:00
Sexta-feira 09:00 - 20:00
Sábado 09:00 - 20:00
Domingo 09:00 - 20:00

Telefone

+995593228168

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando Cognita posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com O Negócio

Envie uma mensagem para Cognita:

Atalhos

Compartilhar