ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი Informações para nos contatar, mapa e direções, formulário para nos contatar, horário de funcionamento, serviços, classificações, fotos, vídeos e anúncios de ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, Health/Medical/ Pharmaceuticals, Poti.

ფოთში ტრანსმისიული გზით გადამდები დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი სრულდება.  სად...
02/09/2026

ფოთში ტრანსმისიული გზით გადამდები დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებების მეორე ეტაპი სრულდება. სადეზინსექციო ღონისძიების ფარგლებში კერების დამუშავება ფრანგული წარმოების პრეპარატი სოლფაკით მიმდინარეობს.
ჩატარებული ღონისძიებების მიზანია, გადამტანი მწერების რაოდენობის შემცირება, მათი გავრცელების კონტროლი და მოსახლეობისათვის შესაძლო ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან აცილება.

დღეს, ფოთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა ადამ...
25/07/2026

დღეს, ფოთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა ადამიამ და რეგიონული საქმიანობის, სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა მაიკო მახარაძემ სამუშაო შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრის მთავარი მიზანი ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა, არსებული გამოწვევების შეფასება იყო.

📌მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსმისიული  დაავადებების პრევენციის მიზნით, დაიწყო დაავადებების  გადამტანი კოღოებ...
22/07/2026

📌მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ტრანსმისიული დაავადებების პრევენციის მიზნით, დაიწყო დაავადებების გადამტანი კოღოების საწინააღმდეგო ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში ბონიფიკატორთა ჯგუფი ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩააატარებს სადეზინსექციო სამუშაოებს, რაც ხელსშეუწყობს კოღოების რაოდენობის შემცირებას და დაავადებების გავრცელების პრევენციას.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, ხელი შეუწყონ ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას, დაიცვან რეკომენდაციები და იზრუნონ საცხოვრებელი გარემოს სისუფთავეზე, რათა შემცირდეს კოღოების გამრავლებისათვის ხელსაყრელი პირობები.

18/07/2026

დღეს, 3 ივლისს, ფოთში, მავნე მწერების საწინააღმდეგო ღონისძიების ფარგლებში, თერმული ბოლით დამუშავდება დასახლებული პუნქტები.

რეკომენდაცია უსაფრთხოებისათვის:
თერმული ბოლით დამუშავებისას, დახურეთ კარები და ფანჯრები, არ დატოვოთ გარე სივრცეში პირადი ნივთები, მოერიდეთ გარე სივრცეში გადაადგილებას. ნისლის გაფანტვის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

თერმული ბოლით დამუშავების პროცესი დაიწყება 21:00 საათიდან.

📌ფოთში, მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა!აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ და უფასო...
17/07/2026

📌ფოთში, მოსახლეობისთვის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართა!
აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ და უფასოდ ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის სკრინინგული გამოკვლევა. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად გამოეხმაურა!
📌ფოთში, სკრინინგ აქცია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ფოთის მერიის ხელშეყობით გაიმართა.

17/07/2026
14/07/2026

17 ივლისს, 10:00 საათიდან, ფოთში უფასო სამედიცინო სკრინინგის აქცია გაიმართება.

აქციის ფარგლებში ფოთის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები:

ძუძუს კიბოს სკრინინგი;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
პროსტატის კიბოს სკრინინგი;
სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგი;
B და C ჰეპატიტების კვლევა;
აივ ინფექციის ტესტირება;
ჰიპერტენზიის სკრინინგი.

მისამართი: ფოთის ჰოსპიტალი, გურიის ქ. №171.

უფასო სკრინინგის აქცია ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.

📌თუ ხართ 18 წლის და მეტი ასაკის, ისარგებლე უფასო სკრინინგის პროგრამით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დროულად!!!📌აქცია გ...
09/07/2026

📌თუ ხართ 18 წლის და მეტი ასაკის, ისარგებლე უფასო სკრინინგის პროგრამით და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე დროულად!!!
📌აქცია გაიმართება 17 ივლისს ქ.ფოთში, მისამართზე: ფოთის ჰოსპიტალი, გურიის ქ. #171
✅ძუძუს კიბოს სკრინინგი
✅ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
✅ კოლორექტული კიბოს სკრინინგი (კეთდება განავლის ანალიზით, ორი დღის განმავლობაში არ უნდა გქონდეთ მიღებული ხორცი, ჭარხალი და რკინის შემცველი პროდუქტები)
✅პროსტატის კიბოს მართვა (PSA განსაზღვრა სისხლში, აუცილებელია ოჯახის ექიმის მიმართა)
✅არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი
✅ B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი
💙ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო გზაა. 📌 დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მსურველები!

ფოთში, კოღოს საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების პირველი ეტაპი, ნაბადის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.  ს...
01/06/2026

ფოთში, კოღოს საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების პირველი ეტაპი, ნაბადის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სადეზინსექციო სამუშაოებს, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბონიფიკატორთა ჯგუფი ასრულებს.

📌ფოთში, უფასო სამედიცინო სკრინინგ აქცია ორი დღის განმავლობაში 28 და 29 მაისს გაიმართება. აქციის მიზანი დაავადებების ადრე...
28/05/2026

📌ფოთში, უფასო სამედიცინო სკრინინგ აქცია ორი დღის განმავლობაში 28 და 29 მაისს გაიმართება. აქციის მიზანი დაავადებების ადრეული გამოვლენა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა! უფასო კვლევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფოთის მერიის მხარდაჭერით, ჩატარდება ლევან ადეიშვილის კლინიკაში, ჭანტურიას #16 -ში.
📌 მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდებათ: ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის კიბოს გამოკვლევები, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი.

Endereço

Poti, CE

Notificações

Seja o primeiro recebendo as novidades e nos deixe lhe enviar um e-mail quando ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი posta notícias e promoções. Seu endereço de e-mail não será usado com qualquer outro objetivo, e pode cancelar a inscrição em qualquer momento.

Entre Em Contato Com O Negócio

Envie uma mensagem para ქ. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი:

Atalhos

Compartilhar