31/07/2025
🌐 ONKO Connect Board & ONKO Second – International Expert Board
ძვირფასო მეგობრებო, პაციენტებო და კოლეგებო,
თქვენ უკვე იცნობთ ჩემს პროექტს MedGeo Connect და ასევე იცით, რომ ვარ ონკოლოგი
დღეს კი მინდა გაგაცნოთ ჩემი ახალი ინიციატივა.
👉 ეს არის ONKO Connect Board – ვირტუალური, მრავალპროფილური ონკოლოგიური საბჭო (Tumorboard), რომელიც მოემსახურება ქართველ ონკოლოგიურ პაციენტებს.
გარდა ამისა, გთავაზობთ სპეციალურ მოდელს–
ONKO Second – International Expert Board,
რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სამედიცინო მოსაზრება გერმანელი ექსპერტებისგან – რთულ და ინდივიდუალურად გასაანალიზებელ შემთხვევებზე.
⸻
👥 ვინ მონაწილეობს Tomorbord -ში?
სიმსივნის ტიპის მიხედვით, საქმეში ერთვებიან შემდეგი სპეციალისტები:
• ონკოლოგი
• რადიოლოგი
• პათოლოგი
• რადიოთერაპევტი
• ქირურგი
• გინეკოლოგი (მაგ. ძუძუსა და საკვერცხის სიმსივნეებში)
• პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
• და სურვილისამებრ – ფსიქოლოგი, რათა პაციენტს ემოციური მხარდაჭერა ჰქონდეს.
⸻
💻 როგორ მუშაობს სისტემა?
1. პაციენტი ან მკურნალი ექიმი გვაწვდის სამედიცინო დოკუმენტაციას (ბიოფსია, ჰისტოლოგია, ტომოგრაფია და სხვა).
2. ჩვენი გუნდი წინასწარ აანალიზებს მასალას და ადგენს საკვანძო შეკითხვებს.
3. კვირაში ერთხელ იმართება Tomorbord- საბჭო გერმანიაში მოღვაწე სპეციალისტებთან ერთად.
4. იქმნება დაწვრილებითი მეორე მოსაზრება – ქართულ ან გერმანულ ენაზე.
5. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტთან ტარდება ონლაინ კონსულტაცია ქართულენოვან ონკოლოგთან, სადაც სურვილისამებრ შეიძლება ფსიქოლოგის ჩართვაც.
⸻
💰 ღირებულება და ორგანიზაცია
• მომსახურება ფასიანია.
• თუ პაციენტს უკვე ჰქონია კონტაქტი ონკოლოგთან, საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია დამატებული სპეციალისტების რაოდენობაზე.
• ფასები ინდივიდუალურია და განისაზღვრება ინდივიდუალურად.
⸻
🤝 რატომ შევქმენით ეს სერვისი?
რადგან ბევრი ქართველი პაციენტი მოკლებულია სრულიფასიან, მულტიდისციპლინარულ მოსაზრებას.
რადგან ონკოლოგიური გადაწყვეტილებები ხშირად ძალიან რთულია და საჭიროებს პროფესიული გუნდის ჩართულობას.
და რადგან ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი, თანამედროვე და მოდერნისტული Personal , ინდივიდუალური თერაპია.
⸻
📩 დაკავშირება და რეგისტრაცია:
შემოგვიერთდით ვებგვერდზე: www.medgeoconnect.com
მოგვწერეთ პირდაპირ MedGeo Connect
მოხარული ვიქნები, რომ მოგემსახუროთ გულით, ცოდნითა და პროფესიონალიზმით.
სიყვარულით,
სალომე ჩანჩიბაძე
ონკოლოგი & MedGeo Connect-ის დამფუძნებელი