Deka Naturals•დეკა ნატურალსი

Deka Naturals•დეკა ნატურალსი ნატურალური, ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული თავის მოვლის საშუალებები

ბუნებრივი ინგრედიენტებით გამდიდრებული , ვარდის ექსტრაქტზე დამზადებული საპონი, რომელიც:*ღრმად წმენდს და აუმჯობესებს კანის...
19/09/2025

ბუნებრივი ინგრედიენტებით გამდიდრებული , ვარდის ექსტრაქტზე დამზადებული საპონი, რომელიც:
*ღრმად წმენდს და აუმჯობესებს კანის ტონს (თიხა, კურკუმა);
*კვებავს და ამაგრებს (ქლორელა, თაფლი);
*იცავს და ატენიანებს (ცვილი, ვარდის ექსტრაქტი).
შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ყველა ტიპის კანისთვის.🌹🌹🌹🌹

15/09/2025

Deka Naturals მზის დამცავის საჭიროება ყველა სეზონზე
,,მზე არასოდეს ისვენებს-არც ზამთარში , არც ღრუბლიან ამინდში.ამიტომ მზის დამცავი შენი კანის საუკეთესო მეგობარია ყველა სეზონზე. Deka Naturals Sun Care გიცავს ნაზი ბუნებრივი ფილტრებით და ინარჩუნებს კანის სიჯანსაღეს ყოველდღე. მზის სხივები ყოველდღიურად აღწევენ ჩვენს კანში და იწვევენ ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა ნაადრევი დაბერება, ტონუსის დაქვეითება და პიგმენტური ლაქები.
• ზამთარში თოვლი ირეკლავს 80 % -მდე UV სხივებს.
• გაზაფხულზე და შემოდგომაზე UVA სხივები აქტიურია და ღრმად აღწევს კანის შრეებში.
• ზაფხულში UVB სხივები იწვევს გაწითლებასა და ანთებას.
სწორედ ამიტომ, ყოველდღიური მზის დამცავი არის საუკეთესო გზა კანის სიჯანსაღისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
Deka Naturals Sun Care შემუშავებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით , უსაფრთხო და ნაზი ფორმულით, რომელიც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.“ ბედნიერად 🌹🌷🌹🌺

Send a message to learn more

17/06/2025

ბედნიერი დღე❤️❤️❤️

შიმერი   გარუჯულ კანს უხდება    ბზინვარება.  შიმერი, ეს არის ცივად დაწურული ზეთების ნაკრები,  რომელიც  შეიცავს ბუნებრივ ...
09/06/2025

შიმერი
გარუჯულ კანს უხდება ბზინვარება. შიმერი, ეს არის ცივად დაწურული ზეთების ნაკრები, რომელიც შეიცავს ბუნებრივ SPF და იცავს კანს გარემოს ზემოქმედებისგან. ხელს უწყობს ოქროსფერი რუჯის მიღებას, კარგად კვებავს და ატენიანებს სახის და ტანის კანს და იცავს გამოშრობისგან, ანიჭებს ბრწყინვალებას. მისი გამოყენება შეგიძლიათ: აუზზე,ზღვაზე.
შიმერი, გამოირჩევა ხანგრძლივი მდგრადობით. ეს არის ნაკლოვანებების შემნიღბავი. რომელიც ეფექტურად ფარავს სიწითლეებსა და აკნესგან დატოვებულ ნაწიბურებს, ჯდება კანის ფერზე და უნარჩუნებს ეპიდერმისს ბუნებრივობას, შეგიძლიათ მთლიან სახეზე გადაინაწილოთ ბბ კრემის ნაცვლად,
მიკას ოქროსფერი ბრჭყვიალა ნაწილაკები, რომელიც შიმერის ხარისხს ამდიდრებს ფიქსირდება კანზე და ხელს უწყობს ერთგვაროვან რუჯს და ინარჩუნებს ხანგრძლივი დროით, ანიჭებს შესანიშნავ ბზინვარებას,. აქვს სასიამოვნო სურნელი და მბზინავი გელისებრი ტექსტურა.
შემადგენლობა: სტაფილოს, ასკილის, ავოკადოს, ხორბლის, ზეითუნის, ატმის და ჟოჟობას ზეთი.
ვიტამინი E ,ანტიოქსიდანდი - ებრძვის გარემო აგრესიის უარყოფით გავლენას კანზე, შედეგად თქვენი კანი ლამაზი, ბზინვარე, მოვლილი და გლუვია..

განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
ბედნიერი დღე

04/06/2025

ღამის კრემი , მსუბუქი მკვებავი, დამატენიანებელი...ჰიალურონით, ვიტამინებით და მრავალი დანამატებით ..❤️❤️❤️❤️

24/05/2025

თვალის ირგვლივი❤️მკვებავი, დამატენიანებელი..❤️❤️

სახის და ტანის სკრაბი ( ვეგანური და ბიო პროდუქტი) ❤️❤️❤️❤️
23/05/2025

სახის და ტანის სკრაბი ( ვეგანური და ბიო პროდუქტი) ❤️❤️❤️❤️

პრობლემური და მგრძნობიარე კანის დამატენიანებელი  ვიტამინებით და დანამატებით❤️❤️
21/05/2025

პრობლემური და მგრძნობიარე კანის დამატენიანებელი ვიტამინებით და დანამატებით❤️❤️

კანის სიმშრალე  და მოვლა სახლის პირობებშიკანის სიმშრალის გამომწვევი  მიზეზია:• ასაკი: ასაკთან ერთად კანი ხდება თხელი და ...
19/05/2025

კანის სიმშრალე და მოვლა სახლის პირობებში
კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზია:
• ასაკი: ასაკთან ერთად კანი ხდება თხელი და უფრო მშრალი.ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად კანის მკვებავი, დამატენიანებელი კრემის გამოყენება.
• კანის დაავადებები: ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომელთაც აქვთ ატოპიური დერმატიტი. ფსორიაზი ასევე იწვევს მშრალი კანის განვითარებას.
• პროფესია: ძიძები, ექთნები, მზარეულები, თმის სტილისტები, დიასახლისები და სხვა პროფესიის ხალხი, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ წყალთან მთელი დღის განმავლობაში. შედეგად კანი ხდება გამომშრალი, მგრძნობიარე და დახეთქილი.
• ცურვა: ქლორის მაღალი დონე აუზში იწვევს კანის სიმშრალეს.
რეგულარულად ცხელი შხაპის მიღება აცლის თქვენს სხეულს ბუნებრივ ბარიერს, ეს ბარიერი კი ეხმარება კანს წყლის შეკავებაში, უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ტენიანობას. ასე რომ შეამცირეთ ტემპერატურა და არ გაჩერდეთ დიდი ხნის განმავლობაში შხაპის ქვეშ. ასევე ,ნიშვნელოვანია აბაზანის მიღების ხანგრძლივობის გათვალისწინებაც. ისინი ვინც მიდრეკილნი არიან კანის სიმშრალისკენ დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებობდეს 10 წთ-ს და წყალი არ უნდა იყოს ცხელი.
მშრალ კანს ახასიათებს:
• კანის დაჭიმვის შეგრძნება და დისკომფორტი;
• კანის ქავილი და აქერცვლა;
• უხეში ან ქერცლიანი ლაქები;
• კანის სიწითლე და ანთება.
დასაბანი საშუალების შერჩევა
კანის მოვლა იწყება კანის დაბანით. უმჯობესი იქნება თუ არ გამოიყებეთ ჩვეულებრივ საპნებს, რადგან ისინი, როგორც წესი შეიცავენ ნატრიუმის ლაურილსულფატის, ეს ქიმიური ნივთიერება ქმნის საპნის ქაფს და აღიზინებს კანს. . შეაჩერეთ არჩევანი ჰიპოალერგიულ, ქიმიური დანამატების გარეშე ,ნატურალური ინგრედიენტებით და მინერალებით გაჯერებულ დასაბან/ საპნის საშუალებებზე.
მზისგან დაცვა
მოგეხსენებათ კანის სიმშრალე წყლის შეკავების დარღვევასთან არის დაკავშირებული, შესაბამისად კანის ბარიერული შრე დარღვეულია და მზის ულტრაიისფერი სხივები განსაკუთრებით მავნედ მოქმედებენ მასზე, იწვევენ ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების განვითარებას. ამიტომაც აუცილებელია წლის მანძილზე მზის დამცავი კრემების SPF 30-ით მუდმივად გამოყენება.
კანის დატენიანების წესები
რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის შერჩევისას მის შემადგენლობაში შედიოდეს ცერამიდები, შის კარაქი, სტეარინის მჟავა, გლიცერინი.
• დაიბანეთ ჰიპოალერგიული ნატურალური საშუალებებით კანი;
• შეიმშრალეთ პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.
• დამატენინებელი დაიტანეთ ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.
• დაიტენიანეთ ხელები ყოველი დაბანის შემდეგ,რათა აორთქლებულმა წყალმა კიდევ უფრო მეტი ტენიანობის დაკარგვა არ გამოიწვიოს.
• სითხეების მიღება – ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად უნდა მიიღოთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი.
კვირაში ერთხელ, სახლის პირობებში კარგია დამატენიანებელი ნიღბის გაკეთება.
გთავაზობთ რეცეპტს: ერთი კვერცხის გული და ერთი ჩ. კოვზი ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ, დაამატეთ ნახევარი კოვზი თაფლი. ე ვიტამინი ერთი კაფსულა ( თუ არ გაქვთ . მის გარეშეც შეგიძლიათ) რამდენიმე ლიმონის წვეთი..აურიეთ ერთნაირი კონსისტენციის მიღებამდე . დაბანილ სახეზე დაიტანეთ, კარგად გადანაწილებით დეკოლტეზეც 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით ღამის საცხი.(ნიღბის გამოყენება სასურველია საღამოს).
წარმატებები 🌹🌹💐🌷ღამის მკვებავი , დამატენიანებელი, ვიტამინებით და მრავალი სასარგებლო პროდუქტებით გამდიდრებული❤️❤️❤️

❤️❤️საპონი  ვარდის ექსტრაქტით❤️მრავალი სასარგებლო დანამატებით..ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის❤️❤️
17/05/2025

❤️❤️საპონი ვარდის ექსტრაქტით❤️მრავალი სასარგებლო დანამატებით..ნორმალური და მგრძნობიარე კანისთვის❤️❤️

16/05/2025

ცხიმიანი კანის მოვლა სახლის პირობებში
ცხიმიან კანს ახასიათებს სახეზე ბზინვარება და გამონაყარი. თუ არ ვიცით , როგორ მოვუაროთ ასეთ კანს, პრობლემებმა შესაძლოა მთელი ცხოვრება შეგაწუხოთ.
ყოველგვარი ტიპის კანს სჭირდება მოვლა, მაგრამ ცხიმიანს ეს განსაკუთრებით. ცხიმიანი კანი,ჭარბი ცხიმის წყალობით დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. მშრალ კანთან შედარებით, რომელიც არასაკმარისი მოვლის შემთხვევაში მალე ნაოჭდება და ბერდება,. სქელი ლიპიდური შრე კარგად იცავს მას და ხელს უშლის მისი ზედაპირიდან წყლის აორთქლებას, ამიტომ კანი დიდხანს რჩება ელასტიკური.
დილით სახეზე ბზინვარება, ნიშნავს , რომ ცხიმიანი კანი გაქვთ. მას ახასიათებს სიპრიალეე; კანი უხეშია , დაფარულია ფერისმჭამელებით და გამონაყარით.
კანზე ათამდე მცირე ზომის ელემენტის შემთხვევაში, ვსაუბრობთ მსუბუქ აკნეზე.
აკნე განსაკუთრებით ჰორმონული ბალანსის დარღვევის შემთხვევაში იჩენს თავს. მაგრამ ჰორმონულთან ერთად ის შესაძლოა გამოიწვიოს:ზოგიერთმა მედიკამენტმა;
კუჭ-ნაწლავის ზოგიერთმა დაავადებამ,არააჯანსაღმა კვებამ.. ცხიმიანი კანის არასწორმა მოვლამ და შეუსაბამო კოსმეტიკურმა საშუალებებმა შესაძლოა გაამწვაოს კანის პრობლემები. ასეთი კანის მქონე ქალები ხშირად ცდილობენ, აგრესიული კოსმეტიკური საშუალებებით დათრგუნონ ცხიმის გამოყოფა.რაც არასწორია არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხიმი კანის ბუნებრივი დამატენიანებელია. ნაცვლად ცხიმის დათრგუნვისა, უმჯობესია, ვარეგულიროთ მისი გამოყოფა.
მოვლის რუტინა:
1. დაბანა დილა-საღამოს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საპნით; მაგალითად, ალოეს, ჩაის ხის. გამწმენდი საშუალება კანს ისე უნდა აშორებდეს ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს, რომ მის მჟავატუტოვან ბალანსს არ არღვევდეს.

2. ტონირება დილა-საღამოს;გამწმენდი ლოსიონი იშვიათად გამოიყენეთ. თუ გამოიყებენთ, ყურადღება მიაქციეთ მასში სპირტის შემცველობას. დიდი რაოდენობის სპირტმა კანი შესაძლოა გააღიზიანოს, რაც ბაქტერიების შეჭრას შეუწყობს ხელს, და გამოაშროს, რაც ცხიმის კიდევ უფრო უხვ სინთეზს გამოიწვევს. გამწმენდის შემადგენლობაში სპირტი 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
კანი ნაზად და საფუძვლიანად გაისუფთავეთ. დასაბანი საშუალება ფრთხილად შეიზილეთ კანზე და 2-3 წუთის შემდეგ ნელთბილი (და არა ცხელი წყლით) წყლით ჩამობანის შემდეგ რბილი პირსახოცით შეიშრეთ, რომ ხახუნმა ცხიმოვანი ჯირკვლები არ გააღიზიანოს. არ გამოიყენოთ გამწმენდი რძე ან ზეთი – ის უფრო მეტად გააცხიმიანებს კანს.
ფორებს ძალიან კარგად ასუფთავებს გამწმენდი ნიღბები. სასურველია, კვირაში ორჯერ ან სამჯერ სახე ასეთი ნიღბით გაწმენდა.
3. შრატი/სერუმი; რეტინოლის შრატი საღამოს, ნიაცინამიდი ბ3-დილით.
4. დატენიანება დილა-საღამოს - სახის ხშირმა დაბანამ და ცხიმის მოცილების სხვა პროცედურებმა კანი შესაძლოა მეტისმეტად გამოაშროს, ამიტომ აუცილებელია, ის დღეში ორჯერ დაინოტივოთ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი საცხით. ასეთი საცხები შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც კანის ბზინვარებას ამცირებს და ცხიმს არეგულირებს.
საცხი არ უნდა შეიცავდეს ცხიმოვან ეთერებსა და ზეთებს – კაკაოს კარაქს, ლანოლინს, ქოქოსის ზეთს, ასევე – გამაღიზიანებელ კომპონენტებს: პარაბენებს, სურნელოვან ნივთიერებებს, საღებავებს. მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს დამატენიანებელი, დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული ინგრედიენტები.
პირის დაბანიდან ან ტონირებიდან 10-15 წუთის შემდეგ როცა კანი კარგად შეშრება, წაისვით,დამატენიანებელი კრემი.
დამატენიანებლის შემადგენლობა: მზისგან დამცავი კომპლექსი, ჰიალურონის მჟავა – ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;
E ვიტამინი – იცავს კანს მავნე ზემოქმედებისგან, კოენზიმ Q10 – პასუხს აგებს უჯრედების ენერგომომარაგებაზე, ასტიმულირებს უჯრედულ სუნთქვას, ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს ანწლის, ბალბის ექსტრაქტი – ატენიანებს, ელასტიკურობას ანიჭებს კანს;. სტაფილოს ან ხორბლის ექსტრაქი – ამარაგებს კანს მცენარეული ცილებით;. მწვანე ჩაის ექსტრაქტი და A ვიტამინი – კანიდან გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაძლიერებას;
ყურძნის ექსტრაქტი – ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, იცავს სისხლძარღვებს;
იის ექსტრაქტი – აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
კრაზანას, კვლიავის,ექსტრაქტი – აჩქარებს უჯრედების განახლებას, ავიწროებს ფორებს, აშუშებს კანს.
ბედნიერი დღე 🌹🌹🥀🌺

Send a message to learn more

14/05/2025

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში
სახის კანის მოვლას, სანამ დავიწყებთ, უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. ყველა ტიპის კანის მოვლის, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.
1. გაწმენდა/ დაბანა - შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები და სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.მშრალი კანის შემთხვევაში..ერთხელ.
2. სერუმი/შრატი - არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას.. სერუმი/შრატი არის დილის გამოყენების და ღამის.
3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

🌹🌺

Send a message to learn more

Address

Akhaltsikhe
0800

Telephone

+995598511995

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Deka Naturals•დეკა ნატურალსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share