რაჭამე • Rachame

Directions Contact the business

რაჭამე • Rachame რაჭული ლორი - ოჯახური ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ნატურალური პროდუქტი.

⛰️ რაჭის ნამდვილი გემო აქ იწყება❗️ადგილი, სადაც ერთხელ მაინც უნდა მოხვდე თუ რაჭას ესტუმრები 🙌❤️საუკვეთესო რაჭულ ლორს ჩვე...
19/08/2026

⛰️ რაჭის ნამდვილი გემო აქ იწყება❗️

ადგილი, სადაც ერთხელ მაინც უნდა მოხვდე თუ რაჭას ესტუმრები 🙌❤️

საუკვეთესო რაჭულ ლორს ჩვენ დაგახვედრებთ 😜

596 96 69 96

23/07/2026

რაჭიდან იუთუბამდე😜

კაი ხალხო, აბა რაქენით, შეეფარეთ უკვე რაჭის მთებს თუ უძლებთ ქალაქის ალმურს?ვინც რაჭაში ხართ, რა გიჭირთ, ალბათ იმასაც მეტ...
22/07/2026

კაი ხალხო, აბა რაქენით, შეეფარეთ უკვე რაჭის მთებს თუ უძლებთ ქალაქის ალმურს?

ვინც რაჭაში ხართ, რა გიჭირთ, ალბათ იმასაც მეტყვით რაჭაში კაი ლორი რა გასაკვირიაო, მარა მაინც უნდა გაგასინჯოთ ჩემი ლორუკა😜

გემო იქით იყოს და ამის გასასინჯად ბოლო-ბოლო დათვებმა დაიწყეს სიარული🐻

ჰოდა მოდით სანამ დროა - გელოდებით სოფელ "მუხლში"

596 96 69 96
599 42 39 29

26/05/2026

მოხარშული ძენძილი ლორი რაჭამესგან⛰️

18/05/2026

იჩქარეთ! ჩვენი ლორის მარაგი იწურება 🧸

რას იტყუით ხალხო, მოვიდა როგორც იქნა ეს გაზაფხული თუ ვერ?მარა, აწი ზამთრის ნასესხები იყო, თუ მარტის მოქნეული კუდი, რაღას...
06/04/2026

რას იტყუით ხალხო, მოვიდა როგორც იქნა ეს გაზაფხული თუ ვერ?
მარა, აწი ზამთრის ნასესხები იყო, თუ მარტის მოქნეული კუდი, რაღას ვდარდობ.
მთავარია გამოთბა. აღდგომებიც მოახლოვდა..
გწყალობდენ. გეწეოდენ🙏

გავიფუნდრაკებთ აწი ბრწყინვალე შვიდეულში და კი იცით ეხა თქვენ რო კაი სააღდგომო სუფრა მთლად მაწიერი ვერ იქნება რაჭული ლორის გარეშე🤤

არაა გენაცუალე, ის არ იფიქროთ ჩაქაფულს გაზაფხულის კერძობაში ვეტოლებოდე. მარა, აპრილ-მაისში რო უფრო გემრიელია ეს ჩემი ლორუკა?
რა ვქნა, გავჩუმდე?🙈

📞 596 96 69 96
💰 ფასი - 1 კილო 45ლარი
🚛 მიტანა თბილისის მასშტაბით 7 ლარი

თქვენი ჭირიმე ხალხო, აღდგომამდე სამიოდ კვირაღა დარჩა და კი ვიცი რო დიდმარხვას დიდი თავშეკავება, სიამეებზე უარის თქმა და ...
18/03/2026

თქვენი ჭირიმე ხალხო, აღდგომამდე სამიოდ კვირაღა დარჩა და კი ვიცი რო დიდმარხვას დიდი თავშეკავება, სიამეებზე უარის თქმა და ასკეზა უხდება, მარა, აქედანვე თუ არ დაიჭირეთ სააღდგომო რაჭამეს თადარიგი, ეჭვი მაქ ბევრს მოგიწევთ ბრწყინვალე შვიდეულის უჩემლორუკოდ გატარება🤫🫣

მე ჩემი მითქვია და ..
მერე საყვედურებს არ ვიყოთ რატო არ გაგვაფრთხილეო🤷🏻‍♂️

ლორუკა სად და როგორ უნდა დაიბევოთ, კი იცით…

📞 596 96 69 96
💰 ფასი - 1 კილო 45 ლარი
🚛 მიტანა - თბილისის მასშტაბით 7 ლარი

კაი გამარჯობა კეთილო ხალხო.როგორ ხართ?თქვენ კი არ გესწავლებათ, მაგრამ ვიტყვი მაინც, რო ნაღდი ლორუკას დრო ე ახლა, ამ გატე...
21/02/2026

კაი გამარჯობა კეთილო ხალხო.
როგორ ხართ?

თქვენ კი არ გესწავლებათ, მაგრამ ვიტყვი მაინც, რო ნაღდი ლორუკას დრო ე ახლა, ამ გატეხილ სუსხში რო მოფერიანდება _ ეგარი😜

მთელი ზამთარი არც მე ჩამიხრია მუხლი და ლორუკამაც დამიფასა, _ ფელიკებიც კაი გემრიელად შეიკვამლა ღმერთმანი🙏

შესაკვეთად ამ ნომერზე დამირეკეთ
596 96 69 96
ერთი კილოს ფასი 45 ლარი
ადგილზე მოტანაც შეგვიძლია თბილისის ტერიტორიაზე🚛

აბა რავა ხართ, კეთილო ხალხო? რავა მოიახალწლეთ? კმაყოფილი ხართ თქვენი მაკვრიელით?ბოლოს აქ რო წერილი დავწერე სექტემბრის 16...
28/01/2026

აბა რავა ხართ, კეთილო ხალხო? რავა მოიახალწლეთ? კმაყოფილი ხართ თქვენი მაკვრიელით?

ბოლოს აქ რო წერილი დავწერე სექტემბრის 16 იყო, ზუსტა მახსოვს. მაშინაც აემ სიტყვებით დავიწყე.😊

მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა და ათასივეჯერ თქვენზე მეფიქრებოდა, მარა ვერა და ვერ დავწერე ჯვარი აემ კლავიატურის კაკუნს!
არაა ჩემი ეს ტეხნოლოგიები.🙈

მანამ მე ჩემ მაღვალაკ ბურვაკებს დავდევდი, ამასობაში კი გავიდა დეკემბერ-იანვარი და ახლაღა ვიწყებთ 2026-ის გაყიდვებს.
მარა აესეთი ბაჭაჭუა ზოზინი რაჭველი კაცისგან რა გასაკვირია?☺️

თქვენთვის კიდე ერთი რაჭული ამბავი მაქ და მოვრჩები ქადაგს.👇

სურსათის უვნებლობის ამბავში არის აეგეთი სიტყვა - HACCP. აქ "ჰასპის" ეძახიან. ქალაქელებმა მითხრეს აუცილებელი რამეაო. შარშანვე გავაკეთე ეგ საბუთიც, მარა ვეღარ მოვახერხე თქვენთვის გამხელა. ან ვისა ცხელოდა მაგისთვის?

მოკლედ: 2026-ის 28 იანვარს, რაჭამე გილოცავთ ახალ წელს და ამა წლის გაყიდვებიც გახსნილად გამომიცხადებია!

Address

სოფელი მუხლი
Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 21:00
Tuesday 08:00 - 21:00
Wednesday 08:00 - 21:00
Thursday 08:00 - 21:00
Friday 08:00 - 21:00
Saturday 08:00 - 09:00
Sunday 08:00 - 21:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რაჭამე • Rachame posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რაჭამე • Rachame:

Shortcuts

Share