14/08/2026
🌍 #მსოფლიოში #პირველი #დისტანციური #რობოტული #ოპერაცია — #სტან ბოლი → #მუში
თურქეთში გაკეთდა ის, რაც განსაკუთრებით უნიკალურია: ქირურგი სტამბოლში იმყოფებოდა, პაციენტი კი დაახლოებით 1,300–1,500 კმ-ის დაშორებით, მუში. თირკმლის კენჭის RIRS ოპერაცია რობოტულად, 5G კავშირის საშუალებით ჩატარდა. ქირურგი რობოტს სტამბოლიდან მართავდა.
İstanbul University Faculty of Medicine-სა და Muş State Hospital-ს შორის ჩატარდა დისტანციური რობოტული RIRS — თირკმლის კენჭის ენდოსკოპიური მოცილება/დაშლა. თურქული უნივერსიტეტის ცნობით, ეს იყო RIRS-ის მეთოდით ჩატარებული პირველი ასეთი დისტანციური ოპერაცია.
RIRS — Retrograde Intrarenal Surgery — არის მინიმალურად ინვაზიური მეთოდი თირკმლის კენჭის სამკურნალოდ.
პაციენტს მუცელზე დიდი ჭრილობა არ გაუკეთდა.
ქირურგიული ინსტრუმენტი შედის ბუნებრივი საშარდე გზებიდან:
შარდსადენი → შარდის ბუშტი → შარდსაწვეთი → თირკმელი
შემდეგ სპეციალური მოქნილი ინსტრუმენტი/კამერა აღწევს თირკმელში და კენჭი იდენტიფიცირდება და იშლება, ჩვეულებრივ ლაზერული ენერგიის გამოყენებით.
ამ კონკრეტულ ოპერაციაზე ოფიციალური უნივერსიტეტის ინფორმაცია ამბობს, რომ პროცედურა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა და ჭრილობის გარეშე, საშარდე გზებიდან ჩატარდა.
557375858