Dermacare Aesthetic Clinic

Dermacare Aesthetic Clinic ✔ლაზერული ეპილაცია
✔კოსმეტოლოგია
✔ინექციები
✔დერმატოლოგია
✔ფიტნესი,იოგა
✔სოლარიუმი
✔მასაჟი
(260)

↪ კლინიკა „დერმაქეა“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატების უახლესი მოდელებით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

↪ კლინიკაში პროცედურები ტარდება ფრანგული, შვეიცარული და იტალიური პრეპარატებით, მათი პროტოკოლების სრული დაცვით! „დერმაქეაში“ შეძლებთ მიიღოთ მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომ ფასად!

↪ ასევე, მხოლოდ ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ლაზერული

ეპილაცია 2015 წლის მე-5 თაობის, მსოფლიოში ოქროს სტანდარტად აღიარებული Lumenis-Lightsheer Desire-ის დიოდის აპარატით:

• ეფექტური, პირველი პროცედურის შემდეგ ქრება არასასურველი თმის 30-40%-მდე;
• უმტკივნეულო, გაგრილების სისტემით;
• უსაფრთხო;
• სწრაფი პროცედურა;
• ღია და ჟღალი ფერის თმის მოცილების შესაძლებლობა;
• პროცედურებს შორის ხანგრძლივი ინტერვალი;
• გარუჯულ კანზე ეპილაციის შესაძლებლობა;
• ასევე, მისი გაკეთების შემდეგაც შესაძლებელია გარუჯვა;
• არ იწვევს კანისა და კანქვეშა სტრუქტურის დაზიანებას (თმის ჩაბრუნებას);
• კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი;

↪ სამკურნალო და ესთეტიკური კოსმეტოლოგია:
• სახის ღრმა წმენდა;
• სახის ზედაპირული წმენდა;
• ბრაშინგი;
• ბრაშინგი ნიღბით;
• პროცედურა ცხიმიანი კანისთვის;
• გამამკვრივებელი პროცედურა;
• გამამკვრივებელი პროცედურა კოლაგენის ნიღბით;
• პროცედურა მგრძნობიარე კანისთვის;
• პიგმენტური ლაქების გამაღიავებელი პროცედურა;
• სამკურნალო პროცედურა პრობლემური კანისთვის;
• დამატენიანებელი პროცედურა ყველა ტიპის კანისთვის;
• Anti-againg რეგენერაცია ყველა ტიპის კანისთვის;
• Anti-againg გამაახალგაზრდავებელი პროცედურა;
• თვალის გარშემო ნაოჭსაწინააღმდეგო პროცედურა;
• კოსმეტიკური ნიღაბი;
• სახის მასაჟი;
• სახის მასაჟი ნიღბით;
• პილინგი;
• თვალის პილინგი;
• უინექციო მეზოთერაპია;

↪ პროცედურების დროს გამოიყენება ფრანგული, იტალიური და ესპანური წარმოების დერმატოლოგიური პრეპარატები.

↪ მხოლოდ კლინიკა „დერმაქეა“-ში ჩაგიტარდებათ მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და სახის კონტურული პლასტიკა (ფილერები) მსოფლიოს კონგრესებზე გამარჯვებული და ოქროს ჯილდოს მფლობელი ინექციური პრეპარატებით.

↪ აქციები: ჩვენი მომხმარებლები ძალიან ხშირად სარგებლობენ სხვადასხვა სახის აქციებით. აქციების შესახებ პოსტები და მიმდინარე სიახლეები შეგიძლიათ იხილოთ Dermacare Aesthetic Clinic ფეისბუქ გვერდზე.

03/09/2026

💉 ინექციურ პროცედურებს იტარებ? ეს ერთი დეტალი აუცილებლად უნდა იცოდე! 👀

მხოლოდ სახეზე ზრუნვა საკმარისი არ არის.

ყელისა და დეკოლტეს თხელი კანი სწრაფად კარგავს ტენიანობასა და ელასტიკურობას, ამიტომ აქ ადრე ჩნდება:

💧 სიმშრალე
〰️ წვრილი ნაოჭები
📉 ელასტიკურობის დაქვეითება და მოდუნება
☀️ ფოტოდაბერების ნიშნები

თუ პროცედურებს მხოლოდ სახეზე ვატარებთ, დროთა განმავლობაში სახესა და ყელ-დეკოლტეს შორის შესამჩნევი განსხვავება იქმნება.

✨ სახე, ყელი და დეკოლტე ერთი ესთეტიკური მთლიანობაა — ზრუნვაც თანაბრად სჭირდება.

📩 ინდივიდუალური გეგმისა და ჩაწერისთვის მოგვწერეთ Direct-ში.

📍 ბათუმი, ე. თაყაიშვილის ქ. 58, II სართული
📞 558 22 22 61 #батуми

02/09/2026

💉🧬PDRN-ის პროცედურას გეგმავ? იცი, რა უნდა გააკეთო მის შემდეგ? 👀

ბიორევიტალიზაციისა 💉და PDRN-ის 🧬შემდეგ კანს სჭირდება არა ბევრი პროდუქტი, არამედ სწორი და ნაზი მოვლა.

👩‍⚕️პირველი დღეების მთავარი მიზანია კანის დამცავი ბარიერის მხარდაჭერა და გაღიზიანების თავიდან აცილება:

✨ არ შეეხო და არ დაიზილო დამუშავებული ზონა
✨ პირველი 12 საათის განმავლობაში მოერიდე მაკიაჟს
✨ გამოიყენე ნაზი დასაბანი და აღმდგენი დამატენიანებელი
✨ ყოველდღიურად დაიცავი კანი SPF 50+ საშუალებით
✨ 3–5 დღით შეაჩერე რეტინოიდები, მჟავები, სკრაბები და სხვა აქტიური პროდუქტები
✨ 24–48 საათით მოერიდე ინტენსიურ ვარჯიშს, საუნას, სოლარიუმს, ცხელ აბაზანასა და ალკოჰოლს
✨ ნუ ეცდები ინექციის შემდეგ დარჩენილი პაპულების მასაჟს ან ხელით გასწორებას

👩‍⚕️სწორი შემდგომი მოვლა ამცირებს გაღიზიანების რისკს და კანს მშვიდად აღდგენის საშუალებას აძლევს.

შეინახე პოსტი, პროცედურის შემდეგ აუცილებლად გამოგადგება. 🤍

📩 კონსულტაციისა და ჩაწერისთვის მოგვწერეთ Direct-ში.

02/09/2026

ბოტულინოთერაპია გაიკეთე? იმედია, ეს წინასწარ იცოდი… 💉

1. შედეგი იმავე დღეს არ ჩანს — მოქმედება იწყება რამდენიმე დღეში, საბოლოო ეფექტი კი 10–14 დღეში ფასდება.
2. ყველას ერთნაირი დოზა არ სჭირდება.
3. კუნთების სიძლიერე, მიმიკა და სახის ანატომია ინდივიდუალურია.
4. შედეგის ხანგრძლივობაც განსხვავებულია — საშუალოდ 3–4 თვე.
5. ბუნებრივი შედეგი სწორად შერჩეულ დოზასა და ზუსტ საინექციო წერტილებზეა დამოკიდებული.
6. საჭიროების შემთხვევაში კორექცია მხოლოდ 14 დღის შემდეგ იგეგმება.

📍 ბათუმი, ე. თაყაიშვილის ქ. 58, II სართული
📞 558 22 22 61
📩 ჩასაწერად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში #батуми

29/08/2026

💋 ტუჩის კორექცია / აუგმენტაცია

👩‍⚕️ბუნებრივი მოცულობა • დახვეწილი კონტური • ჰარმონიული პროპორციები ✨💫
💋შედეგი, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურ სილამაზეს.

📍 Dermacare Aesthetic Clinic | Batumi
ე. თაყაიშვილის 58
📞 558 22 22 61
📩 ჩაწერა / კონსულტაცია — Direct #батуми #ბათუმი #ფილერი

28/08/2026

შუბლზე ეს ხაზები ჯერ მხოლოდ მიმიკის დროს ჩნდება? 👀

სწორედ ეს არის ეტაპი, როცა მათზე ყურადღების მიქცევა ღირს.

ზედა მესამედის ბოტულინოთერაპია ამცირებს იმ კუნთების ზედმეტ აქტივობას, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან და აღრმავებენ მიმიკურ ხაზებს.

შუბლი • გლაბელა • თვალის გარშემო

შედეგი?
უფრო მშვიდი მიმიკა, უფრო დასვენებული იერი და შენ — ისევ შენ. ✨

📍 Dermacare Aesthetic Clinic | Batumi
📌 ე. თაყაიშვილის ქ. 58
📞 558 22 22 61
📩 ჩაწერა / კონსულტაცია — Direct. ®

კლინიკა "დერმაქეა" გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს 🕯♥️🙏ულევ სიხარულს, სიყვარულს, მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბ...
27/08/2026

კლინიკა "დერმაქეა" გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს 🕯♥️🙏ულევ სიხარულს, სიყვარულს, მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ🙏 წმინდა მარიამ ღვთისმშობელი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი🙏✨

✅ 28 აგვისტო დასვენების დღეა✨

27/08/2026

#ბათუმი #батуми

26/08/2026

✨ სახეზე ზრუნავთ… მაგრამ ხელები ხომ არ გასცემენ თქვენს ასაკს?

ხელის მტევნის კანი ყოველდღიურად განიცდის მზის, სიცივის, წყლისა და სხვადასხვა ქიმიური საშუალების ზემოქმედებას. დროთა განმავლობაში ის კარგავს ტენიანობას, ელასტიკურობას და ხდება უფრო თხელი, მშრალი და დანაოჭებული.

💧 ხელის მტევნის ბიორევიტალიზაცია სწორედ ამ ზონის კანის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ინტენსიური დატენიანებისთვის ერთ-ერთი ეფექტური პროცედურაა.

პროცედურა ხელს უწყობს:
• კანის ინტენსიურ დატენიანებას
• სიმშრალისა და წვრილი ხაზების შემცირებას
• ელასტიკურობისა და სიმკვრივის გაუმჯობესებას
• „დაკუჭული“ ტექსტურის შერბილებას
• კანის უფრო გლუვი, მოვლილი და ახალგაზრდული იერის მიღებას ✨

🤍 შედეგი — კანის ხარისხის გაუმჯობესება, უფრო გლუვი ტექსტურა და ხელების მოვლილი, ახალგაზრდული იერი.

პრეპარატი და პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურად შეირჩევა კანის მდგომარეობისა და საჭიროებების მიხედვით.

📩 ჩაეწერეთ კონსულტაციაზე და ერთად შევარჩიოთ თქვენი კანისთვის შესაბამისი პროცედურა.

📍 Dermacare Aesthetic Clinic
ბათუმი, ე. თაყაიშვილის 58, II სართული
📞 558 22 22 61

23/08/2026

ტყუილად კი არ ირჩევენ Dermacare Aesthetic Clinic -ს, როცა ლამაზი და ეფექტური რუჯის მიღება სურთ… ☀️

ჩვენთან სოლარიუმი უბრალოდ პროცედურა არ არის… ეს არის თანაბარი, მოვლილი და თვალშისაცემი რუჯი 🍫, რომელიც თქვენს კანს განსაკუთრებულ იერს აძლევს. 💫

Dermacare-ში წარმოდგენილია Technosole Ksun-ის 🇮🇹 სოლარიუმი — კომფორტული სეანსებისთვის და იმ შედეგისთვის, რის გამოც ჩვენი სტუმრები ისევ გვიბრუნდებიან. ♥️

თუ გინდა:
✨ კანი უფრო მზისფერი და მოვლილი ჩანდეს
✨ რუჯი იყოს თანაბარი და ესთეტიკური
✨ შეინარჩუნო უკვე მიღებული რუჯი
✨ ან განსაკუთრებულ დღემდე სწრაფად მოემზადო —

შენი შემდეგი სოლარიუმის სეანსი Dermacare-ში დაგეგმე. ☀️

📍 ბათუმი, ე. თაყაიშვილის 58, II სართული
📞 558 22 22 61. #ბათუმი #სოლარიუმი #რუჯი #батуми

22/08/2026

✨ სპეციალური შეთავაზება DERMACARE-ში

თუ გეგმავთ ბიორევიტალიზაციას ან სახის ზედა მესამედის ბოტულინოთერაპიას, ახლა ამისთვის განსაკუთრებით კარგი დროა.

🎁 აღნიშნული პროცედურებიდან ერთ-ერთის ჩატარების შემთხვევაში, საჩუქრად მიიღებთ 4 ზონის ლაზერულ ეპილაციას:

• ხელი
• ფეხი
• იღლია
• ღრმა ბიკინი

და ეს ჯერ ყველაფერი არ არის.

🎁 გააზიარეთ ეს პოსტი საჯაროდ და მიიღეთ იღლიის ზონის არა 1, არამედ 3 ლაზერული ეპილაცია სრულიად უფასოდ, შესაბამისი ინტერვალებით.

ეს არის შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ გამოსცადოთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა და თავად შეაფასოთ მიღებული შედეგი.

📩 შეგიძლიათ ახლავე დაგეგმოთ პროცედურა ან უფასო კონსულტაცია და ინდივიდუალურად შეარჩიოთ თქვენთვის შესაბამისი პროცედურა.

⏳ შეთავაზება მოქმედებს შეზღუდული დროით და შეზღუდული რაოდენობით.

📍 ბათუმი, ე. თაყაიშვილის 58
📞 558 22 22 61

AestheticClinic

Address

Takaishvili 58
Batumi
6010

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dermacare Aesthetic Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Dermacare Aesthetic Clinic:

Shortcuts

Share