ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი • Bau International Hospital

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი • Bau International Hospital

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი • Bau International Hospital BAU International Hospital was founded in 2016 by BURAK BAŞLILAR and Icon Group.

With a 250-bed capacity, the hospital provides international-standard, patient-centered, evidence-based medical care across a wide range of specialties.

როცა გაიგო, რომ დღეს პარასკევია 🤭👶ბედნიერ უქმეებს გისურვებთ💙
04/09/2026

როცა გაიგო, რომ დღეს პარასკევია 🤭👶

ბედნიერ უქმეებს გისურვებთ💙

😂🥰🥰🥰

🎯 მხრის სახსრის სტაბილიზაცია ბანკარტის მეთოდით- იშვიათი ოპერაციული მკურნალობა დასავლეთ საქართველოში!პაციენტმა კლინიკას მ...
01/09/2026

🎯 მხრის სახსრის სტაბილიზაცია ბანკარტის მეთოდით- იშვიათი ოპერაციული მკურნალობა დასავლეთ საქართველოში!

პაციენტმა კლინიკას მიმართა მარჯვენა მხრის სახსრის ტკივილისა და ქრონიკული არასტაბილურობის ჩივილებით. ანამნეზში აღენიშნებოდა მხრის სახსრის ამოვარდნილობის დაახლოებით ათამდე ეპიზოდი.

მიუხედავად კონსერვატიული მკურნალობისა, სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რის შემდეგაც პაციენტისთვის ოპერაციული მკურნალობა გახდა საჭირო.

👨‍⚕️ ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგის, ზურა პაქსაძის მიერ ჩატარებული ბანკარტის ოპერაცია გულისხმობს მხრის სახსრის სტაბილიზაციას დაზიანებული სასახსრე ბაგის რეკონსტრუქციის გზით.

✅ ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, დღეს იგი თავისუფლად იყენებს მხარს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

#ბაუსაერთაშორისოჰოსპიტალი
#ტრავმატოლოგია #თანამედროვემიღწევები #უახლესიტექნოლოგია #პროფესიონალთაგუნდი

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!💙დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა და მადლი მუდამ ფარავდეს თქვენ და თ...
28/08/2026

გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!💙

დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა და მადლი მუდამ ფარავდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს! ✨

📌 შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტო,კლინიკის ამბულატორიისთვის დასვენების დღეა.

20 სექტემბერს,  ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში, კონსულტაციებს ჩაატარებს გამოცდილი და კვალიფიციური ბავშვთა ნევროლოგი - თეონა...
24/08/2026

20 სექტემბერს, ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში, კონსულტაციებს ჩაატარებს გამოცდილი და კვალიფიციური ბავშვთა ნევროლოგი - თეონა შათირიშვილი.

კლინიკური საქმიანობის მიმართულებები:

🔹 ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
🔹 არაეპილეფსიური მდგომარეობები ბავშვებში;
🔹 ცერებრული დამბლა;
🔹 ნეონატალური ასაკის ნევროლოგიური აშლილობები;
🔹 ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა და მართვა;
🔹 თავის ტკივილი და შაკიკი ბავშვებში;
🔹 ნეიროდეგენერაციული და ცერებროვასკულური დაავადებები.

📲დამატებითი ინფორმაციისა და ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ კლინიკის ცხელ ხაზზე: 0422 21 33 33

🩵 „პრევენციიდან შედეგამდე- დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში“აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგ...
21/08/2026

🩵 „პრევენციიდან შედეგამდე- დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამები აჭარაში“

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შედეგების შეჯამება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობისა და განვითარების ხედვების განხილვა იყო.

შეხვედრაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე, არსებულ გამოცდილებასა და ბენეფიციარებისთვის სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ჩვენი კლინიკა აქტიურად არის ჩართული აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში, რაც ჩვენს პაციენტებს საშუალებას აძლევს, სრულად უფასოდ ისარგებლონ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით და ჩაერთონ ისეთ პროექტებში, როგორიცაა:

🩵 მშობელთა სკოლა
🩵 ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
🩵 NIPS კვლევა მაღალი რისკის ორსულობის შემთხვევებში
🩵 ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი

შეხვედრას ჩვენი კლინიკის ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ლელა გობაძე და მშობელთა სკოლის კოორდინატორი, მეან-გინეკოლოგი თამარ ცეცხლაძე ესწრებოდნენ.

მადლობა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებისა და ბენეფიციარებისთვის უნიკალური შესაძლებლობების შექმნისთვის.

19/08/2026

80 წლის ბებოს ისტორია, რომელმაც ჩვენს კლინიკაში საშვილოსნოს მიომის მკვებავი არტერიების ემბოლიზაცია ერთ-ერთმა პირველმა ჩაიტარა. 💙

მინიმალური ინვაზიურობით ჩატარებულმა პროცედურამ,პაციენტს ეფექტური შედეგი და სწრაფი რეაბილიტაციის შესაძლებლობა მისცა.

✨ პროცედურიდან მხოლოდ 1 დღე და საუკეთესო შედეგი!

📲 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0422 21 33 33

🎊ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმი-რეზიდენტი, მშობელთა სკოლის კოორდინატორი- თამარ ცეცხლაძე, ოფიციალურად შემოუერთდა  ექიმ...
11/08/2026

🎊ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის ექიმი-რეზიდენტი, მშობელთა სკოლის კოორდინატორი- თამარ ცეცხლაძე, ოფიციალურად შემოუერთდა ექიმ მეან-გინეკოლოგთა გუნდს! ორსულებს და ქალბატონებს გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:

▫️ანტენატალური მეთვალყურეობა და მეანობა;
▫️ორსულთა აღრიცხვაზე აყვანა და ფიზიოლოგიური ორსულობის მეთვალყურეობა;
▫️მაღალი რისკის ორსულობის მართვა:
რისკ-ფაქტორების (მაგ. პრეეკლამპსია, გესტაციური დიაბეტი, ნაყოფის ზრდის შეფერხება, მრავალნაყოფიანი ორსულობა) ადრეული გამოვლენა და შესაბამისი ტაქტიკის შემუშავება;
▫️ამბულატორიული გინეკოლოგია- გინეკოლოგიური პაციენტების პირველადი და განმეორებითი მიღება,რეპროდუქციული სისტემის ანთებითი და ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
▫️მენსტრუალური ციკლის დარღვევების მართვა.
▫️საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგი (ციტოლოგიური კვლევები).
▫️პრემენოპაუზური და მენოპაუზური პერიოდის დარღვევების დიაგნოსტიკა
▫️კლიმაქტერული სინდრომის მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

🤰🏻პაციენტთა მიღების საათები: ორშაბათი, ოთხშაბათი 10:00 საათიდან 13:00 საათამდე💙

📲ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 555 943 959

პაწაწინა გმირი ნეონატოლოგიაში- ალის ისტორია 💙🌟ალის სიცოცხლისთვის ბრძოლა დაბადებისთანავე დაიწყო, იგი დღენაკლი, ორსულობის ...
10/08/2026

პაწაწინა გმირი ნეონატოლოგიაში- ალის ისტორია 💙

🌟ალის სიცოცხლისთვის ბრძოლა დაბადებისთანავე დაიწყო, იგი დღენაკლი, ორსულობის 32-ე კვირაზე დაიბადა და სიცოცხლის პირველივე დღეებიდან საჭიროებდა ინტენსიურ ნეონატოლოგიურ მეთვალყურეობასა და კომპლექსურ სამედიცინო მართვას.

🩺მის კლინიკურ მდგომარეობას ართულებდა I ხარისხის პარკუჭშიდა სისხლჩაქცევა და მწვავე ბაქტერიული სეფსისი. მოგვიანებით განვითარდა ნაწლავის პერფორაცია,რაც ახალშობილისთვის განსაკუთრებით მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა და საჭირო გახდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

ალის მკურნალობის გზა მარტივი არ ყოფილა. თითქმის სამი თვის განმავლობაში ნეონატოლოგების, ქირურგებისა და სხვა მულტიდისციპლინური გუნდის უწყვეტი მუშაობა, მუდმივი მონიტორინგი და თითოეული კლინიკური გადაწყვეტილების სიზუსტე მისი გამოჯანმრთელების გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

✊🏻პატარა ალიმ ამ რთულ ბრძოლას გაუძლო და ტყუპისცალთან ერთად, კლინიკა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დატოვა.

✅ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის ნეონატოლოგიური სამსახური, თანამედროვე ინტენსიური თერაპია და მულტიდისციპლინური გუნდის ერთიანი მუშაობა, ახალშობილებს რთულ მდგომარეობებში საჭირო, მაღალკვალიფიციურ დახმარებას 24/7- ზე უზრუნველყოფს.

#ნეონატოლოგია #სიცოცხლისთვისბრძოლა
#ინტენსიურითერაპია #მულტიდისციპლინურიგუნდი

👨‍⚕️ ირაკლი ხვიჩია- კარდიოლოგი,ინტერვენციონისტი. ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელ...
05/08/2026

👨‍⚕️ ირაკლი ხვიჩია- კარდიოლოგი,ინტერვენციონისტი. ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით პაციენტებს 24/7 რეჟიმში ემსახურება მაღალკვალიფიციური გუნდი და ხელმისაწვდომია თანამედროვე ინტერვენციული კარდიოლოგიის სრული სპექტრი – როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური მიმართულებით.

❤️ ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი აჭარაში გულის სერვისების მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე სამედიცინო ცენტრს წარმოადგენს. ულტრათანამედროვე კათეტერიზაციის ლაბორატორია აღჭურვილია General Electric-ის ულტრათანამედროვე ანგიოგრაფიული სისტემით, რაც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და თანამედროვე ინტერვენციულ მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია:

▪️ კორონაროგრაფია – გულის მკვებავი სისხლძარღვების დეტალური კვლევა;
▪️ კორონარული არტერიების ბალონირება და სტენტირება – შევიწროებული ან დახშული სისხლძარღვების გაფართოება და სტენტის იმპლანტაცია;
▪️ აორტოგრაფია;
▪️ ვენტრიკულოგრაფია;
▪️ გულის დროებითი და მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია.

📞 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 0422 21 33 33

2 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაული - შუამთობა საზეიმოდ აღინიშნა.ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმ...
04/08/2026

2 აგვისტოს, კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაული - შუამთობა საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ჩვენი კლინიკის რადიოლოგს, თამაზ ხმალაძეს, „საპატიო ხულოელის“ ჯილდო გადასცა.

თამაზი ექიმმა,როგორც ქირურგმა, წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მუნიციპალიტეტის მედიცინის განვითარებაში.

დღეს კი თამაზ ხმალაძე ჩვენი კლინიკის რადიოლოგია და იმავე პასუხისმგებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებს პაციენტებზე ზრუნვას.

ვულოცავთ Tamaz ექიმს ამ ღირსეულ და დამსახურებულ ჯილდოს! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს!💙

ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Address

P. Bagrationi Str. NO: 143
Batumi
6000

Telephone

+995422213333

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი • Bau International Hospital posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი • Bau International Hospital:

Shortcuts

Share