ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი - ბორჯომის განყოფილება

  • Home
  • Georgia
  • Borjomi
  • ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი - ბორჯომის განყოფილება

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის   ბანკი - ბორჯომის განყოფილება Медицина и здоровье

ახალგაზრდა  ნიჭიერი  დიზაინერი  საქართველიშია   მისი საინტერესო  გეგმებით. შალვა   მიხელაშვილი.წარმატებები მას
29/12/2022

ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერი საქართველიშია მისი საინტერესო გეგმებით. შალვა მიხელაშვილი.წარმატებები მას

23/01/2018

📣📣📣 დღეს გაიღე სისხლი და მიიღეთ კვებითი კომპენსაცია 25 ლარი. დონორთა მიღება დაიწყო 9:00 საათიდან. გაიღეთ სისხლი და გადაარჩინეთ სიცოცხლე .

20/12/2017

გაიღე სისხლი უანგაროდ, გაუზიარე სიცოცხლე სხვას!

20/12/2017

სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციებისა და ორგანოთა გადანერგვის დროს. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. დონორმა ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით, შესაძლოა, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, რადგან ჩაბარებული სისხლისაგან სხვადასხვა კომპონენტები მზადდება. მათ გარკვეული ვადა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა ყოველდღიურად ესაჭიროებათ.

20/12/2017

მეგობრებო მიიღეთ მონაწილეობა ჰუმანიტარულ აქციაში – „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე!“.
უანგარო დონაცია ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
1) სისხლის გაღების მსურველთა ასაკი 18-დან 65 წლამდე;
2) დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი;
3) ბოლო ათი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი A ჰეპატიტი (ბოტკინი);
4) არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკი, ჰორმონები);
5) არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის განმავლობაში.

სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციებისა და ორგანოთა გადანერგვის დროს. სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად სჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. დონორმა ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით, შესაძლოა, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, რადგან ჩაბარებული სისხლისაგან სხვადასხვა კომპონენტები მზადდება. მათ გარკვეული ვადა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა ყოველდღიურად ესაჭიროებათ.
მისამართი: ქ. ბორჯომი, 9 აპრილის ქ. № 1
( სასტუმრო „ ბორჯომი აისი“ს შენობაში)

19/12/2017
18/12/2017

ქ.ბორჯომში, ერეკლეს ქ. 1 გამაჯანსაღებელ კომპლექს „აისი ბორჯომში“ გაიხსნა ქ.თბილისში არსებული ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან ასოცირებული სისხლის ბანკი. დონორებს საშუალება ექნებათ ყოველ სამუშაო დღეს დილის
9 00 -სთ 14 00 სთ-მდე. უანგაროდ გაიღონ სისხლი ან აუნაზღაურდებათ კვებითი კომპენსაციით.

დონორი,რომელიც ორჯერ უანგაროდ გაიღებს სისხლს, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, საჭიროების შემთხვევაში, ერთი წლის მანძილზე უფასოდ მიიღებს სისხლს და სისხლის კომპონენტებს თვით დონორი ან მისი ოჯახის წევრი.

ასევე ყველა დონორი გაივლის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებას, განესაზღვრება სისხლის ჯგუფი, რეზუსი და ჰემოგლობინი. ამასთანავე დონორს უკეთდება სკრინინგული კვლევები შემდეგ ინფექციებზე: b და c ჰეპატიტი; აივ ინფექცია (შიდსი); სიფილისი.

17/12/2017

გაიღე სისხლი უანგაროდ, გაუზიარე სიცოცხლე სხვას!
სოციალურ ქსელში ხშირად წააწყდებით ინფორმაციას, რომ ხუთი წლის ელენეს თუ ოცი წლის ნიკას სასწრაფოდ სჭირდება განსაზღვრული ჯგუფის სისხლი. ახლობლები და ნათესავები მუდარით სთხოვენ საზოგადოებას დახმარებას... ალბათ ყველა ჩვენგანს უფიქრია სისხლის დონორობაზე, მაგრამ ყოველთვის რაღაც გვიშლის ხელს: ხან – უამინდობა, ხან – ნემსის შიში, ხან – უდროობა; ზოგს ეშინია, სისხლის აღებისას რამე არ გადაედოს, ზოგმა კი უბრალოდ არ იცის, სად ჩააბაროს სისხლი... ცოტას თუ გვიფიქრია, რომ ერთხელ გაღებული სისხლით შეგვიძლია სამი ადამიანი გადავარჩინოთ.

Address

ქ. ბორჯომი, 9 აპრილის ქ. №1
Borjomi
1200

Opening Hours

Monday 09:00 - 14:00
Tuesday 09:00 - 14:00
Wednesday 09:00 - 14:00
Thursday 09:00 - 14:00
Friday 09:00 - 14:00

Telephone

+995555205451

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი - ბორჯომის განყოფილება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share